წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ერთი პატიმრის სულის აღსარება
ელვის უსწრაფესად გარბის ცოდვებში დანთქმული დრო. მწირია ჩვენი ყოფა წუთისოფელში და მიუხედავად ამისა, ვტირით მაშინ, როცა უკვე დავაგვიანეთ სინანული, როცა ყველაზე ბოლოს გვახსენდება უფალი... ყოვლისშემძლე უფალი, მიმტევებელი და ულევი სიკეთის წყარო, მაინც გვპატიობს და მოგვიწოდებს, მუდამ ვისწრაფოდეთ მისი წიაღისკენ.

ციხის ყრუ კედლებში იპოვა უფლისკენ მიმავალი გზა პატიმარმა ზურაბ ღვინიაშვილმა. საკანი აღმოჩნდა მისთვის ის ადგილი, რომელმაც ბევრ რამეზე დააფიქრა და დიდი სინანულიც მოჰგვარა.

გაუსაძლისი ყოფილა ახლობლების მონატრება...

დაუსრულებელი ფიქრი... განვლილ ცხოვრებაზე, რომელიც ერთობ სევდის მომგვრელი და ფათერაკებით სავსე იყო...

ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ნათელი, მზესავით კაშკაშა და ელვარე!

ეს უფლისკენ მიმავალი გზაა... გაუთბა გული, იგრძნო სულში ჩაღვრილი სითბოს ძალა...

აქ დაედო სათავე ფიქრს სიცოცხლის უკვდავებაზე...

პატიმარი ყოველდღიურად აღავლენს ლოცვებს და მადლობას სწირავს უფალს იმ განსაცდელისთვის, რომელსაც მოთმინებით ზიდავს, რადგან სწორედ განსაცდელმა მიიყვანა უფალთან, აპოვნინა ის ჭეშმარიტი გზა, რომლისკენაც ჩვენ, მოკვდავნი, მთელი ცხოვრება უნდა ვისწრაფოდეთ.

სახარება, საღვთო სჯული მისთვის გზის გამკვლევად იქცა. იცის, რომ ამ ყოველივეს მაცხონვებელი ძალა აქვს და შვება მოაქვს.

ზურა ციხიდანაც ახერხებს სხვებსაც შეახსენოს უფალი, ახლობელ ადამიანებს ხშირად სწერს წერილებს, სწერს იმათ, ვინც ჯერ კიდევ ახლოს არ მისულა უფალთან. მისი სურვილია, ყველამ იზრუნოს სულის ცხონებაზე. წუხს, რომ ადამიანები ბევრს ფიქრობენ ჩასაცმელზე, საკვებზე, კომფორტის მოწყობაზე, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი - იფიქრო უფლისგან ნაბოძები სიცოცხლის მარადიულობაზე.

ციხის საკანში ზურა ღვინიაშვილმა გააკეთა არჩვანი - ჰყავს მოძღვარი და ცხოვრობს ეკლესიურად, ცდილობს, თავი დააღწიოს ცოდვებს. გულწრფელი სინანულით ნანობს ჩადენილ ცდომებს. მასზე დაშვებულმა განსაცდელმა გამოაფხიზლა და დაანახა ღვთის სიმართლე...

ზურას ამ წერილებით სურს სხვებსაც დაეხმაროს, თვალი აუხილოს ყველას, რათა ამაოდ არ დაკარგონ უფლისგან ბოძებული ძვირფასი დრო.

მთავარი კი ერთია - პატიმრის ცხოვრებაში დიდი სულიერი ფერისცვალება მოხდა. დიდება უფალს! ქვეყნის შემოქმედის წყალობით საზოგადოებას დაუბრუნდება ქრისტეს გზაზე შემდგარი ადამიანი, რომელიც ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებს და იცხოვრებს ქრისტეში. მისი ყოველდღიური ლოცვაა: "მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი" (ფსალმ. 142,8). შეიწყალა უფალმა და უჩვენა გზა, საიდან გადახვევასაც ის აღარ აპირებს. სახარების მცნებათა აღსრულებით ეცდება, განვლოს დარჩენილი სიცოცხლე.

ზურა ღვინიაშვილი იობის მოთმინებით, სიმშვიდით ელის ციხიდან გამოსვლას. უფალი უთუოდ შეეწევა. ამინ!
მანანა ჯაფარიძე, ჟურნალისტი


დედას
ჩემო ძვირფასო დედა, უსაყვარლესო ადამიანო! შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და ეს სიყვარული ასაზრდოებს ჩემს გულს. დედა ხომ ყოველთვის სიკეთესთან, სიყვარულთან, სათნოებასთან ასოცირდება. სადაც დედაა, იქ მუდამ სითბოა და სიტყვებით მიჭირს გადმოვცე, რას ვგრძნობ ახლა. დედი, უფალს ვთხოვ შემწეობას, რათა შემაძლებინოს, გადმოვცე ყოველივე ის, რაც გულში მაქვს და რაც დიდი ხანია მინდოდა მეთქვა შენთვის. უფალმა გამინათოს გონება! მჯერა, აქ წაკითხულს გააანალიზებ და სწორად აღიქვამ. რომ იცოდე, რამდენჯერ მინატრია, დავსხდეთ გვერდიგვერდ და ისე გესაუბრო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მაქვს.

ფიქრში, ლოცვაში მიდიან დღეები, კვირას კვირა მისდევს, დროს თითქოს დაეკარგა ბოლო. ზოგჯერ გონია, რომ ვავიწყდები ყველას, თითქოს არ ვარსებობ, მაგრამ ვიცი, არ ვავიწყდები ერთ ადამიანს, რომელიც მუდამ მელოდება, ვისი მზერაც მუდმივად მიმართულია კარისკენ. მე კარგად მახსოვს ჩემი ძმის - ზვიადის სამხედრო სამსახურში ყოფნის ორი წელი, როცა შენი თვალები მოლოდინით და ცრემლით იყო სავსე. ეს ტკივილი კი, რომელიც მე მოგაყენე, ალბათ ყველაზე მწარეა. წარმომიდგენია, რა განცდები გექნებოდა ჩემი შეცოდების გამო, რომელსაც აგერ 10 წელია ვიმკი. ყველაფერს აქვს დასასრული და ეს კოშმარიც დასრულდება. მერე სულ ერთად ვიქნებით, გპირდები, არასოდეს მიგატოვებ. ნეტა, შევძლებ იმ სიყვარულის დაბრუნებას?

ძალიან ბევრს ვფიქრობ, რატომ უნდა მომხდარიყო ასე ეს ყველაფერი. ალბათ ცოდვების ბრალია. ყველას ჩვენ-ჩვენი წილი ცოდვა მიგვიძღვის და თუ არ მოვეგებით გონს, კიდევ დაგვსჯის ღმერთი. უფალს შევთხოვ, ეს იყოს ჩვენი ტანჯვის დასასრული. ჩემი მაგალითი ყოფილიყოს ყველასთვის მაგალითი, რათა არ დაუშვან შეცდომები ცხოვრების გზაზე.

მე აქ დავრწმუნდი, რომ ბედნიერება მხოლოდ უფალშია და ჩვენი საყვარელი ადამიანების სიხარულში. მე ვგრძნობ, როგორი სიხარულია ჩემი ძმის ოჯახში, ვხვდები, რომ ამქვეყნად არაფერი შეედრება ოჯახურ ბედნიერებას. ყოველდღე ვევედრები უფალს, კარგად მიმყოფოს მისი ოჯახი. მე ხომ მათი სუნთქვით ვსუნთქავ და მათი არსებობა მახარებს, მათი ტკივილი ხომ ჩემი ტკივილია.

დედი, უფლის წყალობით, იმედი მაქვს, მალე გათენდება ის დღეც, როცა გამოვალ აქედან და გულში ჩამიკრავ. შევეცდები, შეგიმსუბუქო ტკივილი, დაგავიწყო წარსული, თუმც ეს ადვილი არ იქნება. ვიცი, უფალი არ მომაკლებს დედასთან ყოფნის ტკბილ წუთებს, რადგან თავად უფალს უზომოდ უყვარდა დედა - მარიამი.

დედაშვილობა ამოუხსნელი გრძნობაა და ბევრის წერას რა აზრი აქვს, როცა ყველაფერი ისედაც ნათელია. ვიცი, შენ ახლა მხოლოდ მე მეძებ, ისედაც მთელი ცხოვრება ხომ მე მეძებდი.

ღმერთო! დიდება შენდა, რომ მომეცი ძალა, გავუძლო ამ განსაცდელს.

მე აქ, ბნელ საკანში, ვიპოვე უფალი და ვცდილობ, ვიყო მორჩილი, რადგან ურჩობა აზიანებს ადამიანს, სულსა და გონებას უხშობს და ღუპავს. ურჩობის მაგალითია ჩემი განვლილი ცხოვრება. ვერ დავაფასე თავისუფლება, არ ვუსმენდი შენს რჩევა-დარიგებებს და, რაც მთავარია, არ ვიყავი უფალთან. რა მოსავალი უნდა აიღოს მთესველმა ყანაში, როცა არაფერი დაუთესავს? რას ველი, როცა არ დამითესავს ის, რაც ღვთისთვის სათნოა? გონებადაბნელებული ვიყავი და ამპარტავანი.

უფალო, შემიწყალე და შეიწყალე ყველა ცოდვაში მყოფი, მოგვეც გონების სიმრთელე და დაგვანახე ჭეშმარიტება.

ეს პატარა საკანი ისეთი ადგილია, სადაც ძალიან ბევრს ფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე. როცა ყველაფერს კარგად გააანალიზებ, თითქოს არაფერი გინდა, გეზიზღება ეს ცოდვილი სამყარო და გაქცევას ლამობ, იტანჯები, ეძებ გამოსავალს, ეძებ პასუხებს ათას შეკითხვაზე და ხსნის გზასაც პოულობ - ესაა სახარება, სადაც ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული. თუ უფალი ჩვენი არ მიიღო წუთისოფელმა და ერთადერთი მართალი ჯვარზე გააკრეს, ჩვენ, ცოდვილნი, რას უნდა მოველოდეთ? მაგრამ არ გვაქვს წუწუნის მიზეზი, რადგან ღმერთი სიყვარულია. ამ სათნო სიტყვას განა ახსნა სჭირდება?

დედი! რის პასუხი ვიპოვე აქ, იცი? ვიპოვე ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მე ვმადლობ უფალს, რომ მართალ და ჭეშმარიტ სარწმუნოებას მაზიარა. ყოველივე ამის შემდეგ განა მაქვს უფლება, არ ვილოცო, არ მოვიხსენიო ჩემთვის ძვირფასი ადამიანები?

ჩემო ძვირფასო, რაც დრო გადის, მით უფრო ვგრძნობ შენს მონატრებას. რომ იცოდე, როგორ მჭირდები, როგორ მჭირდება შენი სიყვარული! ვცდილობ, მივაღწიო დიდ სინანულს, რათა მომეტევოს ჩემი ცოდვები. მხოლოდ ასე თუ დავაღწევ თავს აქაურობას. ყოველდღე ვევედრები უფალს, მაპატიოს. სხვანაირად ჩემი საშველი არ იქნება. გგონია, იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელი მაქვს მისჯილი? არა, დედი, სულ სხვანაირადაა ყველაფერი. შემოქმედს, რომელმაც შექმნა ხილული თუ უხილავი, განა გაუჭირდება ჩემი აქედან გამოყვანა თუნდაც ერთ დღეში? დამიჯერე, ყოველივე ისეა, როგორც უნდა იყოს. შენი შვილი სხვანაირად ვერ დაადგა ჭეშარიტების გზას, გზას, რომელსაც უფლის გულამდე მივყავართ. შენც ილოცე ჩემთვის, ჩვენი ოჯახისთვის, გარდაცვალებულთათვის. დედის ლოცვას დიდი მადლი და ძალა აქვს. უფალი უთუოდ შეისმენს შენს ლოცვას. სწორედ ესაა ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება და გვჭირდება ყველას. დილა-საღამოს ლოცვები იკითხე - აქაა თავმოყრილი ყველაფერი, რაც ჩვენს სულებს სჭირდება. შემდეგ კი უფალი თავად მოგცემს ძალას, გააძლიერო ლოცვა და განმტკიცდე რწმენაში. ვიყოთ მოშიშნი ღვთისა, გვიყვარდეს იგი, რამეთუ წუთიერია ჩვენი ყოფა ამ ქვეყანაზე და ყოველდღიურად უნდა ვიღვაწოთ იმქვეყნიური ცხოვრებისთვის. ჩვენი გადარჩენა, იცოდე, მხოლოდ ლოცვით და მარხვითაა შესაძლებელი. ამას თვით უფალი გვასწავლის წმინდა წიგნში და მივყვეთ მის მცნებებს. დამიჯერე და ნახავ, როგორ შეისმენს უფალი შენს თხოვნას. როცა უფალი მომმადლებს თავისუფლებას, მაშინ ვისაუბრებთ რწმენაზე, უფალზე შენთანაც, ზვიადთანაც და მის საყვარელ ოჯახთანაც.

ამ წერილის დაწერის მიზანიც ეს იყო. აუცილებლად უნდა აღვასრულოთ უფლის მცნებები და წყალობაც არ დაახანებს. დიდება უფალს! უნდა გიხაროდეს, რომ შენი შვილი მკვდარი იყო და დიდი განსაცდელის შემდეგ გაცოცხლდა. იპოვა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა, სხვაგვარად ჩასწვდომოდა ღვთის ჭეშმარიტებას.

ყველა მენატრება და მომიკითხე. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე, გაგვაძლიეროს, შეგვაძლებინოს სიყვარული, გასაჭირში მყოფთა დახმარება. ყველას დაგიჩოქებთ და გთხოვთ, შემოუშვით უფალი თქვენს გულებში, რათა თქვენც იპოვოთ ჭეშმარიტება, სიყვარული და სრული ბედნიერება. იცოდეთ, რომ მხოლოდ უფალშია გადარჩენა და ხსნის გ)ზა.

უფალს ვებარებოდეთ! ამინ!
მარად თქვენი ერთგული ცოდვილი
მონა ღვთისა ზურაბ ღვინიაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat