ქართველებისთვის ანდერძად დატოვებული სიტყვები
ქართველებისთვის ანდერძად დატოვებული სიტყვები
ცოდვით დაცემა ხან უეცრად მოდის, ხანაც ნება-ნება, ისე, რომ ვერც კი შეიტყობ, თუ ძალიან ფხიზლად არ იქნები. ჩვენ რომ კარგი ცხოვრება გვგონია, შესაძლოა, ის გამოდგეს უფლისთვის საძაგელი. საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების სრულ უარყოფას უფალი არც გვთხოვს და ვერც შევძლებთ, მაგრამ უფლისთვის ზოგი რამის დათმობა უთუოდ გვმართებს.

მაია (40 წლის): ჩვენს დროში არავინ გვთხოვს მოწამებრივ სიკვდილს, მაგრამ ხომ შეიძლება ეს დროც დადგეს? ხშირად მიფიქრია, სიმდიდრისა და ფუფუნებისთვის თუ დავთმობდი ქრისტიანობას და გამარჯვებული ყოველთვის ჩემი მრწამსი გამოსულა. ეს სულისკვეთება და ბევრჯერ მეტიც სხვა ადამიანებშიც დამინახავს.

ჩვენს ტაძართან ერთი შავოსანი მათხოვარი იდგა. ერთ დროს დიდი ოჯახის დიდ დიასახლისს, აფხაზეთში პატივსაცემ ქალბატონს ყველა შემოეცალა ირგვლივ. მავანთაგან უარყოფილს ერთადერთი შვილიშვილის სარჩენად მათხოვრობის მეტი ვერაფერი მოუხერხებია. იდგა მშვიდად და უსიტყვოდ, თვალებით ითხოვდა მოწყალებას. მე თვითონ შევესწარი, როგორ დაიფრინა იეღოველები: ამქვეყნად რომ დაღუპული ვარ, ისიც მეყოფა და თქვენ ახლა გინდათ, ჩემი მიცვალებულებიც ვერ ვნახო საიქიოსო?!

არ ვიცი, იქნებ სათქმელს ვერ ვაბამ თავს, მაგრამ იმ ქალის საქციელი ჩემს თვალში მოწამებრივ ღვაწლს გაუტოლდა. ასეთი რწმენაა საჭირო, რომ ზილილ-პიპილებმა თვალი არ მოგჭრას.

დავითი (60 წლის): ქრისტესთვის სიცოცხლე და სიკვდილი ერთი მგონია და გეტყვით - რატომ. ჩემმა ქალიშვილმა სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ სამუშაო ვერსად იპოვა. ჩვენც გაგვიჭირდა - ოჯახის რჩენა ამ ასაკში იოლი არ არის - და ვთხოვეთ, რაიმე ნაკლებად პრესტიჟულ ადგილას ემუშავა. ცოცხალი თავით არ მოინდომა - მრცხვენია, ამდენი ვისწავლე და ახლა ძიძად ვერ ვიმუშავებო. მერე ვიღაც დაქალი შეუჩნდა და ამერიკაში წავიდნენ. აგარაკი მქონდა და გავყიდე - მისი წუწუნის ატანა აღარ შემეძლო. იქ რომ ჩავიდა, კარგა ხანს უმუშევარი ბრძანდებოდა, მერე ვიღაცის მომვლელად დაიწყო მუშაობა და გახარებულმა დაგვირეკა. პროფესორად მუშაობ-მეთქი? - ვკითხე. შეცბა. მომვლელად თუ უნდოდა მუშაობა, აქ ვერ მოახერხებდა? მაგრამ იქ მეტ ფულს აძლევდნენ. ეს არის ღალატი - მშობლების, სამშობლოს ფულზე გაყიდვა. ქრისტესთვის სიცოცხლე ის არის, დედ-მამას სიბერეში რომ არ მიატოვებ. სიკვდილიც რომ გელოდეს და სიღატაკეც, შენი ქვეყნის სიყვარული უნდა გქონდეს. სულხან-საბა ძაღლის ერთგულებაზე რას ამბობს, ხომ გახსოვთ? თუ მდიდარ პატრონს გაჰყვა, მოღალატეაო...

ქართლოსი (37 წლის): არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ - ქრისტიანობის შენარჩუნება თუ სიღატაკეო, რასაკვირველია, ქრისტიანობას აირჩევ, მაგრამ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი ხომ სწორედ გაჭირვებამ ჩაყარა ათასგვარი სექტის, განსაკუთრებით კი მოძალებული იეღოველების ხელში? ეკონომიკური ძლიერება სულაც არ არის ქვეყნისთვის საძრახისი. არც ქრისტიანობა ღაღადებს, შიმშილით თუ ამოგძვრებათ სული, უკეთესი ქრისტიანები იქნებითო. სირცხვილი ის არის, ქართველი კაცი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ზომიერი, მოწესრიგებული ცხოვრების სიყვარულით, დღეს სხვას რომ შეჰყურებს ხელში. საზღვარგარეთ გაქცევა რა შეღავათია? მეც გავიქეცი, დავადე ჩემს მშობლებს ვალი და ვიწანწალე პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში... ბოლოს გამომაბრძანეს იქიდან. თავი მეზიზღებოდა, როცა ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყნის ტრადიციები მახსენდებოდა, ქრისტეს სიყვარული, ქრისტესთვის თავდადება, რომელიც ერთნაირად მოიცავს მოყვასის სიყვარულს, თავდადებას, ნებისმიერი განსაცდელის შენს ხალხთან ერთად გაზიარებას... "როცა ადამიანს სიყვარული მოაკლდება, შიში განემრავლება, რადგან ვისაც შიში არ აქვს, ის ან ღვთის სიყვარულითაა აღვსილი, ან სულით მკვდარია", - ბრძანებს წმინდა იოანე სინელი.

მარინე (55 წლის): უფლისთვის სიკვდილი, ვფიქრობ, იმ ვნებათა დამარხვა და ჩაკვლაა, რომლებიც სულს გვიფორიაქებს. პირადად მე ნაყროვანების ცოდვა მტანჯავდა. მარხვა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ერთხელ, როცა მარხვის მნიშვნელობაზე კი არა, აუცილებლობაზე მესაუბრნენ, თავზარი დამეცა. ერთი პერიოდი დავიწყე მარხვის შენახვა, მაგრამ სიზმარსა თუ ცხადში ჩემი საყვარელი საჭმელები მელანდებოდა. ეკლესიაშიც დავდიოდი, წირვა-ლოცვასაც ვესწრებოდი, მაგრამ როგორც კი მარხვაზე მიდგებოდა საქმე, წამხდარი ვიყავი. განსაკუთრებით რძის ნაწარმის დათმობა მიჭირდა. მერე მირჩიეს, მოძღვარს გავსაუბრებოდი. მოძღვარმა თავიდან უფლება მომცა, რძის ნაწარმი მიმეღო მარხვაში, მაგრამ აღარ მოვინდომე. გავიხსენე ქრისტეს ცხოვრება, დაბადებიდან ჯვარცმამდე და შემრცხვა - უფალმა, რომელსაც შეეძლო, ყველაფერი საუკეთესო მიეღო ამსოფლიური ყოფიერებიდან, საშინელი და დამამცირებელი ტკივილები, შეურაცხყოფა და ბოლოს სიკვდილი დაითმინა და მე რა მჭირდა, ეს მცირეოდენი რომ არ დამეთმო მისთვის?
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat