მთელი ჩემი ცოდნა ფსიქოლოგიისა თავდაყირა დადგა
მთელი ჩემი ცოდნა ფსიქოლოგიისა თავდაყირა დადგა
სული სიყმაწვილიდან იწრთობა, ამიტომაცაა, რომ ამბობს დავით გურამიშვილი: "ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო". თავის შეცნობა საკუთარი ერის ფესვების ძიებას მოჰყვება. გვაქვს კი დღეს ამის საშუალება? საშუალება, იცოცხლე, უფრო მეტია, ვიდრე თუნდაც ათი ან ოცი წლის წინ იყო, მაგრამ სურვილი? სურვილი ჩაკლა იმ ბილიკიდან გადასვლამ, რომელზეც ოდითგანვე დადიოდა ქართველი ერი.

მადონა (57 წლის): აღზრდაზე მეკითხებით? აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს; შინაგანი თვისებებიც წარმართავს ადამიანის ცხოვრებას, მაგრამ თუკი ბავშვის სულის ჩამოყალიბებას ღვთის მცნებებით შეეცდები, იმ უარყოფით თვისებებსაც დათრგუნავ, წინაპრისგან რომ გამოჰყვა.

ჩემი შვილიშვილი პატარაობიდან სიანჩხლისა და სივერაგის განსახიერება იყო. ვერაგი როგორ შეიძლება თქვა პატარაზე, მაგრამ ენა როგორც კი ამოიდგა, ამბის მიტან-მოტანა დაიწყო. ახალგაზრდა რძლებს მეტი რა უნდათ და ათასჯერ შარს გადამკიდა. ჩვენ შორის გართულებულ ურთიერთობას სიხარულით უყურებდა და უფრო გააძლიერა თავისი ინტრიგები. ოჯახის წევრები საგონებელში ჩავცვივდით. ჩემი რძალიც მორწმუნეა და მოვილაპარაკეთ, ყოველ კვირადღეს გვეზიარებინა. თავიდან კივილით იკლებდა იქაურობას, უნდა გიკბინოთო - დაგვდევდა ახალნაზიარები. ამან მთლად გაგვაგიჟა და დავასკვენით, რომ ჩვენს თავს დიდი უბედურება ტრიალებდა. ნელ-ნელა დაცხრა. ჩვენი მოძღვარი ეფერებოდა, უსმენდა, ჩვენც ვუკითხავდით საბავშვო სახარებას, ბაღშიც მორწმუნე მასწავლებლები ჰყავდა და მალე "მამაო ჩვენო" და ბევრი სხვა ლოცვა ზეპირად იცოდა. ახლა უჭკვიანესი ბავშვია - ზრდილი, მორიდებული. უკვე მეხუთე კლასშია. განსაკუთრებით ისტორია და ლიტერატურა უყვარს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი ყრმის სულს ღვთის სიტყვით გააჯერებ, აუცილებლად მიიღებ კეთილ ნერგს.

გურამი (25 წლის): სკოლაში მუშაობამ მომავალ თაობაზე დაკვირვების საშუალება მომცა. კარგა ხანია სკოლაში ვმუშაობ, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ფსიქოლოგიურზე. ზოგი ბავშვი ზუსტად გამოხატავს იმ გარემოს, სადაც იზრდება, ზოგი კი თავისი ოჯახისა და წრის სრული ანტიპოდია. ერთი ბიჭუნა გვყავს მეექვსე კლასში, ზრდილი, თავაზიანი, მოწესრიგებული, ხუთოსანი. არ იფიქროთ, რომ "ქალურია", პირიქით, ვაჟკაცურია მსჯელობითაც, საქციელითაც. ხშირად ვუსმენ მოსწავლეების საუბარს და ერთი რამ დავინახე - უფროსის, მასწავლებლის ან მშობლის წინაშე თავის გამოჩენას ცდილობენ და "სიბრძნეს" აფრქვევენ, ერთმანეთთან კი გულახდილები არიან. ჰოდა, როცა ამ ბავშვის მშობლების შესახებ მომიყვნენ, გაოგნებული დავრჩი - მამა ლოთი და ნარკომანი ჰყოლია, დედა სახლიდან გაქცეულა და გათხოვილა... ბავშვი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. თუ ის ბებია-ბაბუა ასეთი კარგები არიან, მაშ, შვილი როგორ გამოუვიდათ ასეთი და თუ ცუდები არიან, ეს ბავშვი როგორღაა ასეთი? მოკლედ, მთელი ჩემი ცოდნა ფსიქოლოგიისა თავდაყირა დადგა.

გიორგი (31 წლის): ყოველთვის მეგონა, რომ მდიდარი ოჯახის შვილები გაზულუქებულები და თავხედები არიან. ილია ჭავჭავაძე რომ ამბობს "ოთარაანთ ქვრივში", არც ყველა ღარიბია საქებარიო, ამასაც ვეთანხმები, მაგრამ მდიდარ ოჯახში გაზრდილებს რომ ერთი საერთო თვისება აქვთ - სხვისი გაჭირვებისადმი გულგრილობა, - ეს ხომ ცხადია. არც ფესვებისა და წინაპართა საქმეების კვლევა-ძიებით იკლავენ თავს.

ეკლესიაში ერთი ყმაწვილი გავიცანი, პირველივე გამოლაპარაკებისას შევნიშნე, რომ საოცრად თავმდაბალი იყო. ასეთ ახალგაზრდას, - მაშინ თხუთმეტიოდე წლის იქნებოდა, - თითქოს შეგნებული ჰქონდა ამსოფლიური ამაოება. მერე სტიქარშემოსილი შემხვდა. მოძღვარი, თუ რაიმე ფიზიკური საქმე იყო, ყველაფერს მას ავალებდა და ისიც ხალისით გარბი-გამორბოდა. ერთხელ წირვის დამთავრების შემდეგ ერთად წამოვედით. უბრალოდ ჩაცმული იყო, ის კი არა, შემეცოდა, ბოტასებში, მგონი, წყალი შესდიოდა. ჩვენს უბანში ერთი სახლი განსაკუთრებით მომწონდა და იმას რომ მივუახლოვდით, გამოვხატე კიდეც ჩემი აზრი. გაიღიმა და მითხრა, - მე აქ ვცხოვრობო. გაოცებული დავრჩი, რადგან სტერეოტიპი დამემსხვრა. მერეც არაერთხელ გვისაუბრია და პირველი შეხედულება არ შემცვლია.

მანანა (34 წლის): ვფიქრობ, მართლმადიდებლური ზნეობრიობით გაზრდა ყველაზე უკეთ დაგვეხმარება მოზარდის ჩამოყალიბებაში. ამისთვის მხოლოდ ეკლესიაში მისი მიყვანა და წირვაზე დასწრება არ არის საკმარისი; ხშირად უნდა ვესაუბროთ, კონტაქტი გვქონდეს მოძღვართან. უნდა მივაჩვიოთ, მოძღვრის რჩევა-დარიგებებს უსმინოს. დიდი გავლენის მოხდება შეუძლია მშობლიური ლიტერატურის კითხვას. თავიდან ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ მას, მერე კი, რომ შეეჩვევა და შეიყვარებს, მასთან განშორება გაუძნელდება. ყველაზე უკეთ მშობლიური დვრიტა და ფესვები ლიტერატურაში იგრძნობა და სამშობლოსა და წინაპრების სიყვარულს ისიც გაუცხოველებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat