აღარც სიყვარული მახსოვდა და აღარც ცოლ-შვილი, არც დედ-მამის ცრემლიანი თვალები მილბობდა გულს
აღარც სიყვარული მახსოვდა და აღარც ცოლ-შვილი, არც დედ-მამის ცრემლიანი თვალები მილბობდა გულს
ქეიფისა და დროს ტარების გახსენებისას ან თუნდაც მაშინ, როცა ნირვანას ვეძლევით, საჭიროა გავიხსენოთ ორი ნადიმი. ერთი უფალმა გამართა, მაგრამ მიწვეული ადამიანები იქ არ მისულან. ლხინს მათ სხვადასხვა საზრუნავი არჩიეს: ზოგი სავაჭროდ წავიდა, ზოგსაც საოჯახო თუ სხვა სამეურნეო საქმე ჰქონდა. მეორე ურჯულო ჰეროდეს მიერ გამართული ნადიმია, იქ მისვლაზე უარი არავის უთქვამს... წუთისოფელში თავისი ვნებები ბობოქრობს და ჩვენც გახსნილი გვაქვს გული, რათა ამ ვნებების თანაზიარი გავხდეთ. ლხინი გვიყვარს არა უფლის სახლში და არა სულის საზეოდ, არამედ დამდაბლებისთვის, წუთისოფლის სიტკბოებაში უკეთ ჩასაძირავად.

დავითი (48 წლის): - საკვირველია უფლის საქმენიო - ხშირად გამიგონია, მაგრამ მისი შინაარსის გაგება მიჭირდა. ერთი უბრალო კაცი ვარ და აბა, როგორ შემეძლო ყველაფერი გამეგო, რასაც ჩემი სიძე, ისტორიის და ღვთისმეტყველების მცოდნე კაცი მეუბნებოდა. ალბათ ყველაფრის გაგების და მიხვედრის დრო დგება და მეც მივხვდი იმას, რაც ჩემთვის გაუგებარი იყო... ადრე დავოჯახდი, სამი შვილი გაგვიჩნდა. მშობლები გვეხმარებოდნენ, მეც არ ვმჯდარვარ გულხელდაკრეფილი. ჩემს ცხოვრებაში ცოლის გარდა არავინ მყვარებია, რა მოხდა, ვერც ახლა ამიხსნია, მაგრამ... მეგობრის ცოლი შემიყვარდა. უიმედო სიყვარულმა სმა დამაწყებინა. ცოლი მოთმინებით იტანდა ჩემს უმსგავსობას. დღეები დღეებს მისდევდა და ჩვენი ოჯახი თვალსა და ხელს შუა იქცეოდა. გავლოთდი. ახლა აღარც სიყვარული მახსოვდა და აღარც ცოლ-შვილი, არც დედ-მამის ცრემლიანი თვალები მილბობდა გულს. გათენება და არყის ძებნა ერთი იყო. ჯერ ახლომახლო ჯიხურებსა და მაღაზიებს ჩამოვუვლიდი, მაგრამ უკვე აღარავინ "მიმართავდა ხელს"... ყელამდე ვალებში ჩაეფლო ოჯახი, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. მძიმედ გავხდი ავად. ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. გადავრჩი. სასწაულის როგორ არ მჯერა, ისიც ვიცი დარწმუნებით, რომ უფალს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ისეთი სასწაული, როგორიც ჩემს თავს დატრიალდა, ძნელი დასაჯერებელია. არა, არც ჩვენება მინახავს... გადავრჩი და სხვა ადამიანად, უფრო სწორად, ძველებურ დათოდ წამოვდექი საწოლიდან. არყისა და ღვინის ბოთლისკენ გახედვაც არ მინდოდა, სული რაღაცას მთხოვდა, გჯერათ? ნამდვილად მთხოვდა... ბევრი ვიფიქრე, რა იყო ეს და მივხვდი.

ნაირა (45 წლის): - მე და ჩემი ქმარი დიდხანს ბედნიერად ვცხოვრობდით. ზაზა განათლებული ბიჭი იყო, მაგრამ პატივმოყვარე და ამპარტავანიც გახლდათ. არაერთხელ შემიმჩნევია, როგორ ცდილობდა საკუთარი აზრის გატანას და როგორ ბრაზობდა, როცა ვინმე არ ეთანხმებოდა. ეს დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ ყველაფერმა მერე იჩინა თავი - ჩემი ქმარი ერთ-ერთი ავადსახსენებელი ბანდიტური დაჯგუფების წევრი გახდა. ჯერ იარაღით დარბოდა და მეზობლებს აშინებდა, მერე ვითომ აფხაზეთში წავიდა და იქიდან განარკომანებული დაბრუნდა. ბიჭები მეზრდებოდა და არ მინდოდა მათ ყურამდე მისულიყო მამის "საგმირო საქმეები", მაგრამ დღეს ვის რას გამოაპარებ. ჩემი დედამთილ-მამამთილი ზაზას დარდით დაიხოცნენ, მაგრამ აბა, ეს რას გაუნათებდა დაბნელებულ გონებას. ახლა ზაზა აღარ არის და ამიტომაც ვლაპარაკობ ასე - სიმწარე მალაპარაკებს. ჩემი შვილები უყურადღებობის და იმის გამო, რომ ამდენი ნერვიულობისგან აღარ ვვარგოდი, ციხეში მოხვდნენ, ან იქნებ მამამისმა მიაწოდა ნარკოტიკი? რა ვარ ახლა მე - მყავდა ქმარ-შვილი, ყველა შემომხაროდა, კარგი დედა და ცოლი ვიყავი და თავზე ჩამომემხო ყველაფერი. ჩემი ხვედრი ალბათ ქუჩაში დგომა და მათხოვრობაა...

გიორგი (60 წლის): - არ ვიცი, სად შევცდი. ჩემგან ჩემს შვილებს ცუდი არაფერი უნახავთ, დედამისისგან - მით უფრო. მთელი ცხოვრება ფუტკრებივით ვშრომობდით, "ჩვენს სკას" დავბზუოდით და შვილებსაც წიგნისა და პატიოსნების სიყვარულით ვზრდიდით. ისე, ყველა შვილს რას ვერჩი, მხოლოდ ის ერთია დაღუპვის პირას მისული, არადა ყველაზე ნიჭიერი და გულმოწყალე იყო. გვიან გავიგეთ, ალბათ იმიტომ, რომ ამ საქმეში გამოუცდელი ვიყავით და აბა, როგორ შევატყობდით. მე ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, იქნებ მომავალი არც არსებობს იმ მშობლებისთვის, ვისაც ასეთი შვილი ჰყავს?

ნანა (30 წლის): - განკითხვას და ჭორაობას ვერიდები, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანმა გულისწყვეტა გამოამჟღავნოს: კაცის გალოთებაზე რა უნდა ვთქვა, როცა ჩემი მეზობელი, არაჩვეულებრივი ოჯახის დიასახლისი და სამი შვილის დედა გალოთდა? ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და არასოდეს შემიმჩნევია, რომ სვამდა. ამას მისი ოჯახის წევრებიც მალავდნენ, მაგრამ ერთხელ რომ შევედი და თვალებამოტრიალებული ვნახე, მისახვედრიც აღარაფერი იყო. რატომ შვრები ამას, შვილებს რას ეუბნები-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, - ჩემი ცოდვა მიეცეს ჩემს დედ-მამას, ამ ოჯახში რომ გამომათხოვესო. არ ვიცი, რა სჭირდა იმ ოჯახს და ვფიქრობ, რომ ეს საკუთარი საქციელის გასამართლებლად უფრო იყო ნათქვამი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ოჯახი დაინგრა და ახლა ის საცოდავი ხელგაშვერილი დადის. ლოთობა და ნარკომანობაც ერთი ხელის წაცდენაა და არავინ იცის, ხვალ რა მოელის, მაგრამ იქნებ მაინც შეგვეკავებინა თავი?

მერი (50 წლის): - გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს ოჯახში შვილივით გაზრდილი ბიჭები განარკომანდნენ. მათი ბავშვობა მახსენდება, რა კარგები იყვნენ - ბუთხუზები, საყვარლები, ხალასები და ნიჭიერები. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს - ვინ დაგვღუპა და დაგვაქცია-მეთქი და ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ საკუთარმა თავმა. მოგაწოდეს და გირჩიეს - გაიკეთე და ჩვენსავით გამოთაყვანდიო, შენ რას ეუბნები, პირველ რიგში, საკუთარ თავს, მერე მშობლებს და ნათესავ-მეგობრებს ან თუნდაც ჩემისთანას, ამხელა ტკივილი რომ აქვს შენ გამო? ნარკომანი დიდი ეგოისტი ვინმეა და ავადმყოფიაო, რომ ამბობენ, ისიც კი ეამაყება. აბა, შეიძლება თავმოყვარე კაცს, ავადმყოფიაო, მასზე რომ იტყვიან, სიამოვნებდეს?! მერე რამდენი არიან - იმის ნაცვლად, ხომ ისწავლონ, ცოლ-შვილს მოეკიდონ, გაბრუებულ-გაშტერებული დადიან. იმედი მაქვს, უფალი მოგვხედავს და შეიბრალებს მათ დედებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat