წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მოგესალმებით. მადლობა უფალს, რომ საქართველოში იბეჭდება მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე". მადლობა იმისთვის, რომ მრავალ საინტერესო კითხვას პასუხობთ და მრავალი მოძღვარი გაგვაცანით.

ჟურნალ "კარიბჭის" რამდენიმე ეგზემპლარს გამოსვლისთანავე ვიძენ, ვჩუქნი ახლობლებს და ვუგზავნი საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს. როცა ჟურნალს საზღვარგარეთ ვაგზავნი, ვფირობ, ეს მცდელობაა, იქ მყოფმა ქართველობამ კიდევ უფრო მძაფრად იგრძნოს ქართული სიტყვა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ქართველ მღვდელ-დიაკონთა, ბერ-მონაზონთა რწმენის სიმტკიცე, სიძლიერე და აღმასვლა, რადგან "სიყვარული ღვთისა და მოყვასისა - ეს ის მცნებებია, რომლებიც ყოველთვის უნდა ახსოვდეს ქრისტიანს და რომლებიც საფუძველია ყოველი სიკეთისა. სწორედ ამ ორი სათნოებით იქმნება მიმართება, რომელიც ქმნის უხილავ ჯვარს და სწორედ ამ ორი მცნების (სიყვარული და სიკეთის ქმნა) თანხვედრა უნდა მოხდეს ყოველი ქრისტიანის გულში".

უფლის სიყვარული და საეკლესიო მცნებების დაცვა რომ არა, ბევრი ცხოვრებისეული საკითხის დადებითად გადაწყვეტა გამიჭირდებოდა...

სულ ახლახან საბერძნეთიდან მეუღლის წერილი მივიღე, რომელსაც შემოკლებით გიგზავნით.
რეზო

...ათი წლის მკურნალობისა და ოპერაციის შემდეგ იძულებული გავხდი, საზღვარგარეთ წავსულიყავი. ჩემი გულის ნაწილი შვილებთან დავტოვე, სულისა კი იმ ეკლესიაში, მრევლში და მოძღვართან, რომელსაც წლების განმავლობაში აღსარებას ვაბარებდი...

საზღვარგარეთ ია-ვარდით დაფენილი გზა როდი დამხვდა...

ყოველ დილით უფალს ჩემსა და ჩემი მოსავლელის ჯანმრთელობას ვევედრები, შემდეგ საკუთარ ოჯახსა და შვილებს ვავედრებ ღვთისმშობელს. რამდენიმე წელია სიზმრად ვხედავ ჩემს ქალაქს, სახლს, შვილებს, მოძღვარს...

დასვენების საათებში მათ წერილებს ვწერ, ზოგჯერ ტელეფონით ვესაუბრები მოძღვარს, მაგრამ ვერ ვივსებ იმ გრძნობას, რასაც უფლისმიერი სიყვარული, მონატრება ჰქვია.

ზოგჯერ ქალური სისუსტე მძლევს, მე ხომ შორს მყოფმა დავიტირე მშობელი მამა, მე ხომ შვილის ბედნიერებას და ახალი სიცოცხლის - შვილიშვილის დაბადებას ვერ დავესწარი. თან სისტემატურად ვერ ვლოცულობ... აბა, ამის უფლებას ვინ დამრთავს, მე ხომ მოსამსახურე, მომვლელი მქვია.

დასვენების დღესაც ეკლესიაში ვხვდები. უფალს მადლობას ვწირავ ყოველი დღის გათენებისთვის, გასული წლებისთვის. მხოლოდ იქ ვგრძნობ შვებას, სინანულის ცრემლებით ვასველებ წმინდანთა გამოსახულებებს, ვეფერები და ვეამბორები. მოსავლელთან კი უფრო დამშვიდებული ვბრუნდები, ვბრუნდები იმ გრძნობით, თითქოს ახლობლებს, შვილებს მოვეფერე.

როცა ჟურალ "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი მივიღე, ღამეები გავათენე. მადლობა, ძვირფასებო, იმ სულიერი დარიგებისთვის, რომელსაც თქვენი ჟურნალი აქვეყნებს; ჟურნალი "კარიბჭე", როგორც ნათელი სხივი, იმედი, ისე შემოიჭრა ჩემს სულიერებაში, ჩემს ცხოვრებაში.

..აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე დიდი მეუფე ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მამაი ჩვენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი, ყოველი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი... და ლოცვითა მათითა ჩვენცა, ცოდვილნი, შეგვიწყალენ და გვაცხოვნე...

უფლის შემწეობით როდისმე დავუბრუნდები საკუთარ სახლს, ვნახავ ჩემთვის უცნობ ოჯახის ახალ წევრს, ჯერ უნახავ შვილიშვილებს, ახლობლებს, სულიერ მოძღვარს, და ვიცი, შინ დამხვდება ჟურნალ "კარიბჭის" ყველა ნომერი, რომელთა კითხვაში გამითენდება მომავალი წლები.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჟურნალის მთავარ რედაქტორს, მამა თეოდორეს, დამფუძნებლებს, ჟურნალისტებს - ყველა თანამშრომელს...

მიყვარხართ და გეფერებით!

ჯულიეტა
საბერძნეთი, ათენი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat