ვფიქრობდი, რომ მღვდელი ჩემნაირი ადამიანი იყო და მისი მორჩილება არ მევალებოდა
ვფიქრობდი, რომ მღვდელი ჩემნაირი ადამიანი იყო და მისი მორჩილება არ მევალებოდა
როცა ადამიანი კანონზომიერებას დაარღვევს და უფლის დარიგებას ყურს არ მიუგდებს, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება. უნდა შევიმეცნოთ უფლის სიტყვა და გავიაზროთ, როდის არის უმჯობესი ესა თუ ის ქმედება და როდის - არა. ეკლესიასტეც ხომ ამას გვასწავლის: - არის ჟამი შენებისა და ჟამი ნგრევისაო. ამიტომ მორჩილებაც, ისევე როგორც სხვა უფლისმიერი შეგონება, მაშინ არის გამოსადეგი, როცა უფლისავე სიტყვას ჩააკვირდები და მაშინ გამოიჩენ, როცა საჭიროა.

სანდრო (37 წლის): - მოზარდობის ასაკი, მოგეხსენებათ, რაც არის. მაშინ დაუმორჩილებლობით ბევრი სისულელე ჩავიდინე და ციხეში ამოვყავი თავი. მშობლების სიტყვისთვის რომ პატივი მეცა, ამ დღეში არ ჩავვარდებოდი. როცა ჩემს ცხოვრებას ვაანალიზებ, ვფიქრობ, - შვილი მშობლებს უნდა დაემორჩილოს, ცოლ-ქმარი - ერთმანეთს. მაგრამ ხშირად მრისხანება და უგუნურება გონებას გიბინდავს და ვერაფრით ხვდები, როდის უნდა შეწყვიტო თავნებობა. ციხიდან რომ გამოვედი, უმაღლესი სასწავლებელიც დავამთავრე და სამსახურიც საჩემო ვიშოვე - სიტყვა "პრესტიჟულს" - საგანგებოდ არ ვხმარობ, რადგან ახლა ვიცი ის, რაც მაშინ არ ვიცოდი - პრესტიჟული არავინ არის ქვეყნად, არც გარეგნობით, არც განათლებით, არც სამსახურებრივი თუ მატერიალური მდგომარეობით. შემოსავალი კარგი მაქვს და, ასე ვთქვათ, ცხოვრებაც - აწყობილი, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ უფალმა მოწყალე თვალით გადმომხედა, დაბინდული გონება გამინათა და ისეთი აზრები შთამაგონა, რამაც ჩემი ცხოვრება წაღმა შემოაბრუნა. ახლა უფლება არ მაქვს, უფალს არ დავემორჩილო ანუ მისი მცნებები არ შევასრულო - ამის საშუალებას კი ეკლესია მაძლევს. და კიდევ, არ მინდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ვცდილობ, როგორც ხელმძღვანელმა მუშაკმა, არავის მოვახვიო თავს ჩემი აზრი მანამ, სანამ ასჯერ არ გავზომავ, რათა ამით მისი ადამიანური ღირსება არ შევლახო.

ნელი (53 წლის): - ადამიანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხვდება, რატომ დაუშვა ესა თუ ის შეცდომა, რა დააშავა და რატომ დაისაჯა. თუმცა გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ერთ უღირსობას მეორე აუცილებლად მოსდევს და ნელ-ნელა იღუპება ადამიანი. ასე დამემართა მეც. ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ვიყავი, ლამაზი და მეც ვამაყობდი, ეს ყოველივე ამპარტავნებაში გადამეზარდა და თანდათან შევიცვალე ნირი. ბოლოს, მშობლებიც ვერ მცნობდნენ. მორჩილება? - ასი უნდა ეთქვათ და საბოლოოდ მაინც ჩემს ჭკუაზე მივაქანებდი ჩემს მერანს. ამან საშინელ დანაშაულამდე მიმიყვანა. რა აზრი აქვს დამალვას, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის... ანდა რომც დამალო, რა დაიმალება. საუკეთესო ყმაწვილს გავყევი ცოლად. ტრადიციული ოჯახი იყო, მე კი არავის არად ვაგდებდი. ერთხელ დედამთილმა რჩევის სახით მითხრა - შვილო, მე კი არ მეზარება, მაგრამ შენი ქმარი რომ დაბრუნდება (იგი ერთ-ერთ დაწესებულებაში განყოფილების გამგე იყო და თან ასპირანტურაში სწავლობდა), შენ გაუშალე სუფრა, რაც მთავარია, საწოლში ნუ დახვდებიო. ამის გამო მთელი დღე აღრენილი დავდიოდი. მერე ვთქვი, - მეტი საქმე არ მაქვს, ამათ ჭკუაზე ვიარო-მეთქი. მოკლედ, სიზარმაცე, უქნარობა და სხვებისთვის ზემოდან ყურება ჩემთვის ცხოვრების წესად იქცა. ქმარი თანდათან გამიუცხოვდა, ადრე მწოლიარეს რომ დამინახავდა, ჩამომიჯდებოდა და მომიალერსებდა, ახლა კი ოთახში არც შემოდიოდა, დაგვიანებასაც მოუხშირა და ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადა, - შენთან ცხოვრების არავითარი სურვილი არ მაქვს, სხვა მიყვარს და მშვიდობიანად დავცილდეთო. მაშინ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და როცა ეს ვუთხარი, ადგა და ოთახიდან გავიდა. მეგონა, ამით ყველაფერი მოგვარდა და ჩემებური ცხოვრება გავაგრძელე. დედამთილმა რჩევა-დარიგებებს მოუხშირა, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მორჩილება ჩემთვის უცხო ხილი იყო, მეტიც, უფრო გავჯიუტდი. ამასობაში 4 თვეს გადავცდი - ქმარი მოვალეობას იხდიდა, არაფერს მაკლებდა, მაგრამ ვგრძნობდი, იოტისოდენა სიყვარულიც არ შერჩენოდა. ერთხელ ამაზე გამწარებულმა დედამთილს მივაძახე, - ნახე, თუ შვილი არ გაგიმწარო, მუცელს მოვიშლი-მეთქი. მემუდარა - უდანაშაულო ბავშვს რას ერჩი, ცოდვას ნუ ჩაიდენო, მაგრამ ჩემი გავიტანე და საღამოს შინ "უმუცლოდ" დავბრუნდი. მერე რაც მოხდა, ამან აქამდე მიმიყვანა, ახლა არც შვილი მყავს და არც ვინმე პატრონი. ეშმაკს უფრო ვემორჩილებოდი, ვიდრე ჩემს მოკეთეებს და ცხოვრებაც ჯოჯოხეთად მექცა. ახლა ვცდილობ, ჩემი საბედისწერო შეცდომები გამოვასწორო და უფალს შევაბრალო თავი.

გოგი (30 წლის): - მე ასე მგონია, მხოლოდ უფალს უნდა დაემორჩილო და არა შენისთანა, როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა, ყურფიჩორა ადამიანს. კაცი რომ უსამართლობას სჩადის, ყველამ თუ თავი დაუკრა, რა გამოვა? ერთი ფაქტორი დომინირებს - შიში, თორემ რატომ დავემორჩილები იმ კაცს, რომელიც ადამიანს ამუშავებს და მთელ ფულს ჯიბეში იდებს? იგი თვითონაა ცოდვილი და მეც რომ წავუყრუო, ასე მგონია, მისი უსამართლობის თანამონაწილე შევიქმნები. ჩემი აზრი პანაცეა არ არის, უბრალოდ, ასე ვფიქრობ, თუ ვცდები, ისევ უფალს შევევედრები მიტევებას.

დოდო (58 წლის): - მორჩილება დიდი მადლი და ნიჭია. ყველას არ აქვს და არც არასოდეს ექნება. ერთხელ თქვენს ჟურნალში მოძღვრის მოვალეობასა და მრევლის მისადმი დამოკიდებულებაზე იყო რამდენიმე სტატია. გულზე მომხვდა, რადგან დიდხანს ვფიქრობდი, რომ მღვდელი ჩემნაირი ადამიანი იყო და მისი მორჩილება არ მევალებოდა. ძალით წამიყვანა ჩემმა შვილმა მამა ალექსანდრესთან (ბოლქვაძესთან) და ახლა იგი ჩემთვის მღვდელი და ღვთისმსახურია წირვა-ლოცვის დროს, ხოლო მოძღვარი და მასწავლებელი მაშინ, როცა მრევლს და უშუალოდ მე მელაპარაკება.

ნინო (28 წლის): - როცა არ დავემორჩილე მშობლებს, ბევრ რამეში ხელი მომეცარა, მერე გავთხოვდი და ზოგჯერ ქმარსაც ვეურჩებოდი. როგორც ჩანს, უფლის მცნებებს ვარღვევდი და ბევრი უსიამოვნება შემხვდა. თუ გინდა უფლისმიერი წესით იცხოვრო, მორჩილება აუცილებელია. თუ პროტესტს გამოთქვამ, ესეც გააზრებული და უფლის სიტყვით გაჯერებული უნდა იყოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat