ყოველი უანგაროდ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდი, ვერავითარი გასამრჯელო რომ ვერ მომანიჭებდა
ყოველი უანგაროდ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდი, ვერავითარი გასამრჯელო რომ ვერ მომანიჭებდა
ყოველ უძლურებას თავისი წამალი აქვს. უფალმა არც აქ მიგვატოვა და ცოდვათაგან განკურნება ჩვენ კი არ მოგვანდო, თვითონვე დაგვისახა გზა. ანგარი და მომხვეჭელი კაცის ხსნა ქველმოქმედებას ძალუძს. მოწყალების გაცემა სხვისი ჭირის ჭირად ჩენაა, ამიტომ მოწყალენი თავადაც შეწყალებულნი იქნებიან უფლისგან.

თამარი, 30 წლის: როცა სულიერ ცხოვრებას იწყებ, უნდა იცოდე, რომ მოყვასის სიყვარულია უფლის სიყვარულის დასაწყისი. თუ მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს, თუ მოყვასის ჭირსა და უძლურებას არ გაითავისებ, რაღა ადამიანი ხარ? საკუთარ თავსა და ღვაწლზე ლაპარაკი ქრისტიანს არ ეკადრება, რადგან, ვფიქრობ, ესეც ერთგვარი ანგარებაა: სიკეთისთვის მატერიალურ საზღაურს არ ელი, მაგრამ სამაგიერო პატივისცემას ითხოვ, ამიტომაც ამ ამბავს ქვეყანას მოსდებ ხოლმე. აი, ამის გამო ამბობს უფალი, მარჯვენით რომ გასცემ, მარცხენამ ამის შესახებ არაფერი უნდა იცოდესო.

მინდა, ჩემი მასწავლებელი გავიხსენო. ის ახლაც ცოცხალია და ჯანმრთელი (ღმერთმა დიდხანს ამყოფოს!), მაგრამ იმდენის გაღება უკვე აღარ ძალუძს და წუხს... ბევრი არაფერი ებადა, მაგრამ საოცრად მდიდარი სული ჰქონდა. ბრწყინვალე მათემატიკოსს სწავლების საფასური არასოდეს აუღია. თქვენ ოღონდ კაცნი გამოდით და ჩემი თავი შემოგევლოთო, - იტყოდა ხოლმე. მხოლოდ მათემატიკას კი არ გვასწავლიდა, კაცობის მაგალითსაც გვაძლევდა. ქალებზეც "კაცობას" რატომ ვამბობ? - იმიტომ, რომ თავად ასე გვეუბნებოდა: თუ საჭირო იქნა, ქალმა კაცობა უნდა გასწიოსო.

სოსო, 60 წლის: ახლა ყველაფერი უკან დარჩა, უფალმა ეკლესიის კართან მიმიყვანა და წარსულის გახსენების აღარ მრცხვენია. საშინელი ადამიანი ვიყავი - ნაბიჯს არ გადავდგამდი, სამაგიეროს იმედი რომ არ მქონოდა. ცნობილი ექიმი ვიყავი და ჩემი კაბინეტის კართან მუდამ გაჭირვებულთა რიგი იდგა. ხელს არავის მოვკიდებდი, თუ წინასწარ არ შევუთანხმდებოდი გასამრჯელოზე...

ერთი კაცი მოვიდა - შვილი მყავს ცუდად, ეგებ მიშველოთო. ოპერაციის ფასი ვუთხარი, თუმცა ჩაცმულობაზე შევატყვე, გადამხდელი არ იყო... იქნებ ცოტა დამიკლოთო, მთხოვა. ხელები გავასავსავე. თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: "არ მინდა, დაგწყევლო, მაგრამ უფალს შევევედრები, ჩემს დღეში ჩაგაგდოს, ეგებ გონს მოხვიდეო". გაბრუნდა და კარისკენ წავიდა. ძრწოლამ ამიტანა. გავეკიდე და მოვაბრუნე. შენი აღარაფერი მინდაო, მითხრა, მაგრამ ვეხვეწე, მაპატიე და შენს შვილს არაფერს დავაკლებ-მეთქი. გავუკეთე ოპერაცია... მას შემდეგაც ბევრი გაჭირვებულისთვის გამიმართავს ხელი და ერთი რამ შევამჩნიე: ყოველი უანგაროდ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდი, ვერავითარი გასამრჯელო რომ ვერ მომანიჭებდა.

სანდრო, 43 წლის: ბევრს ჰგონია, მაინცდამაინც დიდი ქონების პატრონი უნდა იყო, რომ მოწყალება გაიღო... ირგვლივ იმდენი გაჭირვებულია, სიკეთის ჩადენის საშუალება არ მოგაკლდება. გული გულობდეს და ათი თეთრითაც რომ შეეწიო მოყვასს, უფალი ამასაც შეიწირავს. ადამიანს შრომით, რჩევით, პირუთვნელი სიმართლითაც შეიძლება დაეხმარო. უფალი ყოველ წუთს გვაძლევს საშუალებას, საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ და მისდამი ჩვენი მადლიერება კეთილი საქმით გამოვხატოთ.

თათია, 25 წლის: არასოდეს მიფიქრია, რომ ანგარება ცოდვა იყო, თორემ იმდენ უმადურობას არ გამოვიჩენდი. ერთხელ ასეთი რამ შემემთხვა: ჩემს კურსზე ერთი სტუდენტი სწავლობდა. ეტყობოდა, ხელმოკლე ოჯახის შვილი იყო, მთელ წელიწადს ერთი კაბით ატარებდა, ჩვენ კი ნაირ-ნაირი სამოსით ვიწონებდით თავს. და ამერიკაში მყავს გათხოვილი და ხშირად მიგზავნიდა ამანათებს. ერთხელაც გამოპრანჭული შევედი უნივერსიტეტის ეზოში და ის გოგონა დავინახე - მხრებჩამოყრილი მოდიოდა, ძველი კაბა ეცვა და გაცვეთილი ფეხსაცმელი. ამაყად ჩავუარე, არც კი მივესალმე. ზედაც არ შემოუხედავს, თითქოს ვერც შემამჩნია. მეწყინა და გადავწყვიტე, სამაგიერო გადამეხადა. აუდიტორიაში შესულს თანაკურსელები შემომეხვივნენ. ამ დროს ისიც მოადგა კარს, თავისი მერხისკენ აიღო გეზი, დაჯდა, ცხვირზე სათვალე დაიკოსა და თავი წიგნში ჩარგო. ჩვენკენ არც გამოუხედავს. ამან სულმთლად გამაცოფა. გვერდით მივუჯექი. შემომხედა, თბილად გამიღიმა და მითხრა, ყველაფერი გიხდება და ძალიან ლამაზი ხარო... პატივმოყვარეობა კი დავიკმაყოფილე, მაგრამ რაღაც სევდამ დამიმძიმა გული. მივდიოდი შინისკენ და თვალწინ მისი სახე მედგა. ტირილი მინდოდა... შინ მისულმა ტანსაცმელი გადავარჩიე, რაც მოერგებოდა, ცალკე გადავაწყვე და მეორე დღეს დიდი პარკით მივედი უნივერსიტეტში. გაუხარდა, მაკოცა. იმ წუთას მეგონა, ფრთები გამომესხა... ამ ამბავმა მომიყვანა გონს.

დიმიტრი, 35 წლის: ბავშვობიდანვე ისეთი ძუნწი ვიყავი, რამეს რომ შევჭამდი, ტირილს ვიწყებდი, აღარ დამრჩა-მეთქი. მშობლები წუხდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, რა ეღონათ. ხშირად მაძლევდნენ ფულს მათხოვრების გასაკითხად, მე კი ვჯღაოდი, არ მივცემ-მეთქი. რომ წამოვიზარდე, დავინახე, როგორ იქცეოდნენ ჩემი თანატოლები. სკოლაში ერთ ფუნთუშას რომ იყიდიდნენ, ერთმანეთს უყოფდნენ... გონს ვერც ამან მომიყვანა, პირიქით, დავცინოდი მათ. ჰოდა, ნელ-ნელა ყველა შემომეცალა. შეყვარებული რომ გავიჩინე, ყვავილის ყიდვა კი არა, ქუჩაში რომ მოსწყურებოდა, წყალს არ დავალევინებდი. გეფიცებით, მართლა მენანებოდა ფული! მამაჩემი ხშირად მესაუბრებოდა, მაგრამ სული ვერაფერმა შემირხია.

შემთხვევა, კარგიც და ცუდიც, უფლისგანაა და ერთი დანიშნულება აქვს: გონს მოგიყვანოს, მოყვასისა და საკუთარი თავისთვის სასარგებლო კაცად გაქციოს. ერთხელ - ვერ გეტყვით, რა მომივიდა - ქუჩაში გონი დავკარგე და წავიქეცი. ხალხი შემომეხვია, სასწრაფო გამოიძახეს, მერე საავადმყოფოში წამომყვნენ. ერთი-ორი კაცი წამლებზე გაქანდა (მაშინ, მოგეხსენებათ, საავადმყოფოებს მედიკამენტები უჭირდათ). ერთმა, გავიგონე, ისიც კი უთხრა ექიმებს, ოღონდ კარგად მოუარეთ და მისი მშობლების გამოჩენამდე ყველაფერს მე გადავიხდიო. მერე, გონს რომ მოვედი და წამლებს დავხედე, თავზარი დამეცა - მამაჩემის ორი კვირის ხელფასი მაინც ეღირებოდა! რაც მეტს ვფიქრობ ამ ამბავზე, მით მეტად ვრწმუნდები, რომ უფალმა ეს ჩემთვის თვალის ასახელად დაუშვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat