თითქმის ყველანი ერთნაირები ვართ და თუ ვინმე საკუთარი ამბიციების დათრგუნვას მოახერხებს, სწორედ ის მიემსგავსება უფალს
თითქმის ყველანი ერთნაირები ვართ და თუ ვინმე საკუთარი ამბიციების დათრგუნვას მოახერხებს, სწორედ ის მიემსგავსება უფალს
ურთულეს დროში მოგვიწია ცხოვრებამ, მაგრამ სასოებამ და უფლის სიყვარულმა უნდა გვძლიოს და არ დავივიწყოთ "მამულისა ჩვეულებისაებრ სლვაი". თუ ახალ დროში ვერაფერს პოვებს სანუგეშოს ეს ჩვენი ცოდვილი სული, საუკუნეების წინანდელ საქართველოში გადავინაცვლოთ და ვნახავთ, თუნდაც იმ დროში, რომელსაც იოანე საბანისძე "მეშვიდე ჟამს" უწოდებს, როგორ ვიდოდა უფლის გზაზე ჩვენს წინაპართა რჩეული ნაწილი.

ნათელა (61 წლის): უფალს ვერავინ მიემსგავსება, მაგრამ მიბაძვა უფლის გზაზე სიარულს ნიშნავს - იმ მცნებებისა და წეს-კანონების აღსრულებას, რომლებიც უფლისმიერი სიყვარულის ნაპერწკალს მაინც აანთებს ჩვენს გულებში. რწმენის ჩანერგვა ისე, თავისთავად არ ხდება. როცა მოზარდი უყურებს მშობლებს, ნათესავებს, მათ ცხოვრების წესს, თვითონაც ბაძავს. თუ ისინი მორწმუნეები და კეთილშობილები არიან, ბავშვიც მათნაირი იზრდება. ჩემს თაობას რწმენის მადლი აკლია. აშკარად ვერავინ ბედავდა იმის აღიარებას, რომ უფლის რწმენა ჰქონდა. ხალხი გადაეჩვია ლოცვას და თუ ვინმე მაინც ლოცულობდა, მალულად, რადგან იმისიც ეშინოდათ, ბავშვს უნებურად სადმე არ ეთქვა.

ქართულის მასწავლებელი გვყავდა - შესანიშნავი ქალბატონი და მშობლიური ლიტერატურის უებრო მცოდნე. როცა აგიოგრაფიას ან "ვეფხისტყაოსანს" ხსნიდა, თვალები უელავდა, ზოგი რევოლუციონერის ლექსებს კი ისე, სხვათაშორის გვიხსნიდა და თუ ზეპირად არ გვეცოდინებოდა, არც გვსაყვედურობდა.

ერთხელ რამდენიმე მოწაფე აგვარჩია და შინ წაგვიყვანა. უზარმაზარი სახლის ყველა კედელი ქართველი მწერლების სურათებით ჰქონდა "მორთული". თითქოს სულს აძლევდა, ისე ესიყვარულებოდა ამ ფოტოებს. მერე დაგვსვა და ქართულ აგიოგრაფიაზე გველაპარაკა. როგორც ჩანს, გვენდო... მონუსხულები ვუყურებდით. არაფერი უკითხავს, რომ დაამთავრა, კარი გააღო და მივხვდით - უნდა წამოვსულიყავით. მაშინ ვიფიქრე, რომ საიქიო ცხოვრება ბევრად ლამაზია, რადგან იქ ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, როგორებიც ამ წიგნებში.

თამარი (40 წლის): ადამიანი ხშირად ღმერთს კი არა, ცხოველს ემსგავსება - შეუბრალებლობით, სისასტიკით. გვგონია, მკვლელები არ ვართ, სინამდვილეში კი...

ამას წინათ მამა გაბრიელის შეგონებას ვკითხულობდი აბორტის შესახებ და ჩემი ცოდვაც გავაცნობიერე. შესანიშნავი ქალი და დედა რომ მეგონა თავი, მკვლელი გამოვდექი. ცოცხალ და დაბადებულ შვილებს გამუდმები ვავედრებდი უფალს, ისინი კი ერთხელაც არ გამხსენებია... რამდენი ქალია, უშვილობით რომ იტანჯება, ჩვენ კი ღმერთი გვაძლევს და უწყალოდ ვუსპობთ სიცოცხლეს.

უფალთან მსგავსება არ უნდა გვაძლევდეს უფლებას, მის გზას გადავუხვიოთ და ეშმაკის გზით ვიაროთ. "უკვდავო ადამიანო, გეშინოდეს შენი უკვდავების დავიწყებისა", - ამბობს წმინდა ფილარეტი. უფალმა ჩვენი იმქვეყნიური ბედნიერებისა და მოსვენებისთვის თავი მსხვერპლად მიიტანა, ჩვენ კი საკუთარ სულს ვართმევთ და ეშმაკს ვუცვივდებით ხახაში.

დიმიტრი (59 წლის): ღმერთს მიმსგავსებულობა ჭირთა დათმენაა, ჩვენ კი ყველაფერზე ვწუწუნებთ. სხვაზე რა უნდა ვთქვა, როცა შვილი მყავს ასეთი - ნიჭიერია, ლამაზი, სამსახური კარგი აქვს და ქმარ-შვილიც მშვენიერი ჰყავს, მაგრამ მაინც ყველაფრით უკმაყოფილოა, ყველაფერს უკირკიტებს. სანამ სამსახურს იშოვიდა, ეკლესიები მოვიარე და ღვთისმშობელი შევაწუხე. მართლაც გამოუჩნდა სამუშაო და გახარებულმა დამირეკა. მისი სიხარულნარევი ხმა იშვიათად გამიგონია და მეც გავიხარე. გილოცავ, შვილო-მეთქი. რას მილოცავ, ახლა ბავშვს ცეკვაზე ვინ წაიყვანს, სადილს ვინ გააკეთებსო... იმდენი რამ ჩამომითვალა, ვიფიქრე, ეს რა დამემართა, ენა როგორ არ მომტყდა-მეთქი. არადა, სულ იმაზე წუწუნებდა, მომკლა სახლში ჯდომამო.

ვინმე ერთ სიტყვას გვეტყვის და ერთ ამბავს ავტეხთ - იქით გამოვიყვანთ დამნაშავეს, არადა, უფალი შეწუხებული გვყავს ამდენი ხვეწნა-მუდარით. ზიარების მიღება უკვდავების წყაროს შესმაა, მაგრამ დავფიქრებულვართ, რამდენ ვინმეს ვტკენთ გულს? მოგვიხდია ბოდიში, გვითხოვია პატიება ჩვენი უღირსი საქციელის გამო? რატომ გვგონია, რომ ყველა ფეხქვეშ უნდა გავიგდოთ, მათ კი სიტყვაც არ გვაკადრონ?! თითქმის ყველანი ერთნაირები ვართ და თუ ვინმე საკუთარი ამბიციების დათრგუნვას მოახერხებს, სწორედ ის მიემსგავსება უფალს.

შორენა (23 წლის): უფლის გზაზე სიარული რომ მოვინდომე, ამიტომაც მივაშურე ეკლესიას. მოძღვარიც შესანიშნავი მყავს. არ ვიცი, ოდესმე შევძლებ კი დავთრგუნო ყველა ის უარყოფითი თვისება, რომლებიც ჩემს თავში შემიმჩნევია... ღმერთს მიმსგავსებულობაზე ფიქრს როგორ გავბედავ, მაგრამ მინდა კი ისე ვიცხოვრო, ჩემი არსებობით გარშემომყოფებს სიხარული მოვუტანო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat