წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ოლია დვალიშვილის ხსოვნას
"რა ლამაზად ხედავ ყველაფერს! თითქოს ყველაფერი პატარაა და შენ ხარ დიდი, უზარმაზარი...

რა იქნება, ყველა ერთად მანახა ახლა აქ, ამ ოთახში!.. სურათს ავხედე... რამდენიმე წლის წინ გაღაღებულ სურათს, თავთან რომ მიკიდია... აი, ასეთები მახსოვან: პატარები და ლამაზები.

ალუჩა და ბალი მწიფს, ლურჯ ცას მერცხალი სერავს, მე კი შინ, მოგონებებში დავფრინავ... ციცინო, მარიკა, ვერიკო, ვაჟა, მზია, მაია, კახა... ჩემი ლამაზები, ჩემი საყვარლები... სად არიან? მოვიდნენ სკოლიდან? რატომ იგვიანებენ?

რა ჯანდაბამ მომადუნა! ეს ფეხიც რა გულის შემაწუხებლად მწიწკნის! რამდენი რამის გახსენება მინდა და ვეღარ ვიხსნებ! რამდენი რამ მიკეთებია!.. და მაინც, მარტო რატომ ვარ? ალბათ, არც არავის ვახსოვარ და არც არავინ მოვა... რა აუტანელია მარტოობა... თან წყალიც მომწყურდა... წყლის წვეთები მესიამოვნა, მაგრამ ვეღარ ვცნობ, ვინ მაწვდის, ვისი შვილია...

რა მნიშვნელობა აქვს! ჩემია...

85 წელი ვიცხოვრე ისე, რომ არავინ შემიწუხებია და ახლა რა მომივიდა, თვალთ რომ მომაკლდა? ფეხებზეც შემცივდა... არც ახლა შევაწუხებ...

ნეტავ იმქვეყნად რა ხდება?.. ალბათ, იქაც როგორ მელიან... მაგრამ აქ რომ გულს დავწყვეტ?..

მოძღვარი მოვიდა. ჩემოდნიდან ლამაზად ჩაწყობილი ნივთები ამოალაგა და გამიღიმა. თბილად მომესალმა და ლოცვის კითხვა დაიწყო...

თითქოს უკეთ ვარ! უფრო ამაყად და უშიშრად ვგრძნობ თავს... რაღაცას ვგრძნობ, არ ვიცი კი, რას - სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და რაღაც გამითბა... რაღაც გამითბა, ტანი კი არა... ისევ მცივა და ამაზე აღარც ვფიქრობ... ჩემთვის გულში ერთხელ კიდევ ჩემებურად დავილოცები: ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ჩემი ციცინო კარგად მიმყოფე... ჩემი გოგოები... ჩემი ბიჭები... ყველა კარგად იყოს, შენი სახელის ჭირიმე, არ მიატოვო...

მოძღვარმა ლოცვა წაიკითხა. ზიარება მომცა, დამლოცა და წასასვლელად მოემზადა.

- მამაო, მეშველება?

- ბებო, ნეტავ ჩვენც ეგრე გვეშველებოდეს! მალე უფალთან იქნები და მოგვიგონე..."

ოთახში სევდიანი ფერები გამეფებულიყო. ძველებურ ყაიდაზე მოწყობილ სახლში უადგილო ადგილას არაფერი იდო - აქ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი ბებოსგან: ლამაზად, სუფთად და კოხტად დაკეცილი სამოსი და თეთრეული; თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი; ძველებური, ბებოსეული ქოლგაც საპატიო ადგილას იდო...

ყოველდღე ნაწილ-ნაწილ მივდიოდით და ვნახულობდით... მაგრამ ერთად - არასდროს... ერთ დღეს - შვილი, მერე - შვილიშვილები... შვილთაშვილები... ზოგიც სულ იქ ჰყავდა. მაგრამ ერთად, ალბათ, მარტო სურათიდან გვიხსენებდა და ამით ტკბებოდა შრომაზე შეყვარებული, ტანჯვაგამძლე და სიცოცხლის საოცრად მოყვარული ბებო...

არავის შეწუხება არ უნდოდა და მაინც შეგვაწუხა, მხოლოდ თავისი შორეული მოგზაურობით...

და ისევ სციოდა... მკერდი კი თბილი ჰქონდა - დიდ გულს გაეთბო... გული, რომელიც შენელებულიყო და ჩუმად, თავისთვის ფანცქალებდა გამხდარ სხეულში... თითქოს დასვენება უნდოდა ცხოვრებით გადაღლილს და რაღაც არ ასვენებდა... ისევ მოგონებები... ისევ ახალგაზრდობა... ისევ ლამაზი შთამომავლობა და ბედნიერი სასუფეველი ტრიალებდა გონებაში...

ღმერთმა თითქოს არჩევანის წინაშე დააყენა... და მან ვერ აირჩია! შორეულ, დიდი ხნის მონატრებულებს ახლოს მყოფი სანატრელები ეცილებოდნენ... და მაშინ მიხვდა, რომ სულით დიდი იყო. ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა...

ოთახში მზის სხივი არ აღწევდა და მზე დაინახა... თვალი მოსჭრა და სუსტ მუხლებზე დაეცა... ქვემოთ გადმოიხედა და ნამიანი თვალებით სითბო გამოგვიგზავნა, სიყვარულიც გამოგზავნა, მოგონებაც და მადლობაც... წუხილიც გამოგზავნა... ყველას დაუგზავნა, ვისაც იცნობდა... ყველა გულში ჩაიხედავს და მიზეზს იპოვის... ბოდიშს კი უფალთან ლურჯი ცის მსერავ მერცხალს გავატანთ...

მერე იწვიმებს და იები ამოვა, ცაზე ცისარტყელა გაილაჟვარდებს და ყველას მოგვიტევებს ჩვენს შეცდომებს...
დემეტრე ტლაშაძე


გაღებული სიკეთე უფალთან მიდის
ჩვენი ულამაზესი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა - გურია. სწორედ გურიის ულამაზესი სოფლის საჭამიასერის (რომელსაც ძველად საკურთხეველი რქმევია) მზის ჯიღადადგმულ მთაზე შენდება წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია. ტრაგიკული შემთხვევის გამო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შვილის სასოწარკვეთილმა დედამ უფალს მისი გადარჩენა შესთხოვა და ეკლესიის აშენების აღთქმა დადო. ასე რომ, ამ ეკლესიის მშენებლობას დედაშვილური სიყვარული უდევს საფუძვლად. რაგინდ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეკლესიის ამშენებელ დედას ნინო ჰქვია, ეკლესიას კი წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელი, რადგან ბარბარე ყველა შვილის მფარველია!

ეკლესია უძლიერესი სულიერი ძალაა!

განა რწმენამ და სიცოცხლის დაუღალავმა სიყვარულმა არ გადაარჩინა ნაგვემი და ნაოხარი ქვეყნის დღევანდელი შვილები?! და ამიტომაც რწმენითა და სიკეთით გასხივოსნებულმა ქალბატონმა ნინომ გააერთიანა სრულიად საქართველოს დედანი და ამ უდიდეს მამულიშვილურ საქმეში ჩართო!

ამ ტაძრის თითოეული ქვა, თითოეული ჩუქურთმა ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერების გამოხატულებად იქცა. ეს ეკლესია იმით იქნება გამორჩეული, რომ მის მშენებლობაში სრულიად საქართველო და საზღვარგარეთ მოღვაწე რამდენიმე ქართველიც იღებს მონაწილეობას. ეს ყოველივე ხომ დასტურია იმისა, რომ საქართველოს გაერთიანება, გამთლიანება ეკლესიის გარეშე შეუძლებელია!

ეკლესიის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დარჩა მხოლოდ გუმბათი. სახურავი, ძველი ქართული ტრადიციისამებრ, ქვით უნდა გადაიხეხოს, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დახმარების მსურველებს ვთხოვთ, შემოწირულობები გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

ფონდი "საკურთხეველი" ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია

კოდი 220 101 643

საიდენტიფიკაციო კოდი 237 104 691

ანგარიშის #29763608

მაგთის აბონენტთათვის 200 304

ჯეოსელის აბონენტთათვის 700 550

ბილაინის აბონენტთათვის 200 304 700 550


ძვირფასო დედებო! კიდევ ერთხელ გავიღოთ მადლი, რათა მალე დამთავრდეს ეკლესიის მშენებლობა. თანაც გვინდა შეგახსენოთ, რომ მოწყალების გარეშე ცათა სასუფევლის კართან მიღწევაც კი შეუძლებელია, როგორც ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.

შვილებისთვის ილოცეთ, დედებო, წმინდა ბარბარეს მიმართ.

გაღებული სიკეთე უფალთან მიდის!

ამ ტაძრის დასამთავრებლად თქვენ მიერ გაღებული თითოეული თეთრი შეიწიროს უფალმა და მადლად მოგფინოთ, ხოლო თქვენი შვილების აღვლენილი ლოცვა სურნელოვან საკმევლად აღიწიოს ღვთის ტახტის წინაშე. თქვენი თანადგომის სანაცვლოდ უზომო სიხარული მოგანიჭოთ უფალმა ორთავ სოფელსა შინა.

წმინდა ბარბარეს მადლი ფარავდეს თქვენს ოჯახებს, შთამომავლობასა და სრულიად საქართველოს!

ვიოლა კოროშინაძე
ჩოხატაურის კულტურული მემკვიდრეობის
აღორძინების ფონდის თავმჯდომარე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat