უფლით მოპოვებული ყოველი ლუკმა ტკბილია და სარგო
უფლით მოპოვებული ყოველი ლუკმა ტკბილია და სარგო
ჩვენი საქმე სიკეთეწამძღვანებული ძღვენია უფლისთვის. უსიყვარულოდ აღსრულებული ნებისმიერი ქმედება ეშმაკთან გვაახლოებს, უფლით მოპოვებული ყოველი ლუკმა კი ტკბილია და სარგო. კეთილი აზრი და კეთილი საქმეა დასაბამი ჩვენი ცხოვრებისა და მათ უფლისკენ მივყავართ. ქვეყანას, ერს, მოყვასს ვჭირდებით და საქმით უნდა შევეწიოთ. მოწყალება, შეწყალება - სათნოებებია, ხოლო გულის გაწყალება ფუჭსიტყვაობითა და უდებებით - ბოროტება. სიტყვა საქმიანი უნდა იყოს, ხოლო საქმე - წინასწარ გააზრებული და სიტყვით ნასაზრდოები.

ზვიადი (40 წლის): ცხოვრების ურთულესი გზა გავიარე. ყველა ადამიანი სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს, რადგან ვერავინ მიეფერება ისე, როგორც მშობლიური მთა-ველები, მაგრამ ამის საშუალება წლების განმავლობაში არ გამოჩნდა და უცხო ქვეყანას მივაშურე. თავს არ ვზოგავდი და ვშრომობდი, მაგრამ განმარტოებულს ნაღველი მკლავდა - ჩემს ქვეყანას ხომ ასე ვჭირდებით, ჩვენ კი სად ვხარჯავთ ჩვენს ენერგიას და ნიჭს-მეთქი. ასე ფიქრობდნენ სხვა ქართველებიც და ჩვენი მთავარი საფიქრალი ერთმანეთის თანადგომა იყო. ერთი რამეც მიკვირდა: იქ ქართველები ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რასაც სამშობლოში არ ვკადრულობდით. ალბათ ესეცაა ჩვენი სიდუხჭირის მიზეზი. "ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსებაო", - გვმოძღვრავს ეკლესიასტე. სული კი მაშინ აღივსება, როცა შენი შრომა არა მარტო შენ, შენს მოყვასსაც წაადგება.

დედაჩემი ღვთისმოსავი ქალი იყო, მისი ცხოვრებიდან საოცარი მაგალითები მახსოვს. რუსულის სპეციალისტი გახლდათ, საოცრად წიგნიერი. უნივერსიტეტში მუშაობდა და ბავშვებსაც ასწავლიდა. ძალიან გვიჭირდა, განსაკუთრებით - იმ ავადსახსენებელ წლებში, მაგრამ მთელ უბანს უფასოდ ამეცადინებდა - არა მარტო რუსულ ენაში, ქართულშიც და საქართველოს ისტორიაშიც. ერთხელ წამომცდა, პურის ფული არ გვაქვს, შენ კი ამდენ ენერგიას უსასყიდლოდ ხარჯავ-მეთქი. ისე შემომხედა, ენა მუცელში ჩამივარდა. ალბათ მისი მადლით იყო, გაჭირვებაში მუდამ რომ მეწყობოდა ხელი.

ნინო (35 წლის): ფუჭი სიტყვა და საქმე ისე დაშორებულია ერთმანეთს, როგორც ცა და მიწა. მეც მიყვარდა შეპირება - შევპირდებოდი ვინმეს რამეს და იმავ წუთს მავიწყდებოდა. ეკლესიური ვარ და მოძღვარსაც დიდი ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ ეს ყოველთვის მავიწყდებოდა - უმნიშვნელო მეგონა. ერთხელაც სახარებას ვკითხულობდი და სწორედ იქ ამოვიკითხე, რომ ტყუილი შეპირება ცოდვაა.

საქმის ქმნას ხშირად ჭეშმარიტებამდე, მეტიც, ცოდვის მონანიებისკენ მივყავართ. ერთი მეზობელი მყავს, უპატრონო ქალია, მაგრამ დიდი სიმდიდრის პატრონი. მომვლელიც ჰყავდა აყვანილი, მაგრამ ცოტა ჭირვეულია და ეტყობა, იმ ქალმაც ვერ გაუძლო. რაც შემეხება მე, მართალი გითხრათ, არ მიყვარდა, ქუჩაში რომ შემხვდებოდა. გამარჯობას კი ვეტყოდი, მაგრამ გამოლაპარაკებას ვერიდებოდი. ერთხელ დამირეკა, იქნებ მოხვიდე, ძალიან ცუდად ვარო. არ დამიყოვნებია, გულამოხეთქილი მივვარდი. საწოლამდეც ვერ მიეღწია, იქვე ჩაჩოქილიყო. მისი ჩვეული მედიდურობა და გამქირდავი ღიმილი სადღაც გამქრალიყო და ისეთი უსუსური მეჩვენა, გული მომეწურა. ერთი თვე იწვა. ექიმებმა საავადმყოფოშიც არ გადაიყვანეს, - არ შეიძლება ადგილიდან დაძვრაო. ის ერთი თვე არ მიძინია, პატარა ბავშვივით ვუვლიდი და... ისეთი სიყვარული დამეუფლა მის მიმართ, ახლაც ვერ ვძლებ, რომ არ მოვიკითხო, სადილი არ შევუტანო და ამას სრულიად უანგაროდ, დიდი მზრუნველობით ვაკეთებ. თვითონაც წუხს, გაწუხებ, ვინმეს ავიყვანო, მაგრამ ასე მგონია, ჩემნაირად ვერავინ მოუვლის. შეხედულებაც შემეცვალა - სიყვარულმა სხვანაირად დამანახვა ის თვისებებიც კი, რომლებიც ადრე არ მომწონდა მასში. სხვანაირად გავიაზრე ჩვენი წინაპრების ნათქვამიც: "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო".

ომარი (65 წლის): ჩემი საქმე და საკეთებელი ფულის შოვნა იყო - ყველაფერს იმ თვალით ვუყურებდი, რა შეიძლებოდა გამომედნო მისგან. ეზო და სახლ-კარი ქარვასლას დავამსგავსე - ვაშენებდი და ვაშენებდი. იმ კაცს კაცად არ მივიჩნევდი, ვისაც ფულის კეთება არ შეეძლო - უნიათო და სულელია-მეთქი. ერთი მეზობელი მყავდა და ახლაც მყავს - მეცნიერი კაცია, მშვიდად და უშფოთველად მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას, რაც ჰქონდათ, იმითაც კმაყოფილები იყვნენ. ერთხელ ვკითხე, სახლს რატომ არ აკეთებ, მიაშენ-მოაშენე-მეთქი. რად მინდა ზედმეტი, რაც მაქვს, მაკმაყოფილებსო. კინაღამ წამომცდა, - ფუი შენს კაცობას-მეთქი.

მალე მძიმე ცხოვრება მოვიდა და ნელ-ნელა დავკარგე ჩემი ნაშოვნ-ნაღვაწი. კინაღამ გადავირიე! ნერვიულობამ ისე დამრია ხელი, ინფარქტიც მომივიდა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი ოჯახის მდგომარეობა. ის ჩემი მეზობელი ჩემ გამო ძალიან წუხდა, მაგრამ თვითონ არ წუწუნებდა, მშვიდად იყო, ეტყობა, ნაჩვევი იყვნენ იმას, რაც ჩემთვის უბედურება იყო.

ამასობაში ქალიშვილი გამითხოვდა და შვილიც ეყოლა. სიძე რაიონიდან იყო და ბინა არ ჰქონდა, ჩემთან ცხოვრობდნენ. ისეთ დღეში ვიყავით, ბავშვისთვის საწოლი ვერ ვიყიდეთ. არ ვიცი, ვისგან გაიგო, შეფუთული მომიტანა ყველაფერი და ბოდიშიც მომიხადა, ჩემი შვილების ნაქონია, მაგრამ კარგად შენახულიო. რომ გავხსენით, გავოცდით - ახალთახალს ჰგავდა. გამახსენდა, როგორ უდიერად ვეპყრობოდით ჩვენი შვილების ნაქონ ნივთებს მე და ჩემი ცოლი - იმედი გვქონდა, თუ ერთი დაიმტვრეოდა, ახალს ვიყიდიდით.

ჩემს მეზობელს ასე მოჰქონდა სათამაშოები, ტანსაცმელი... თანაც ამას ისე აკეთებდა, თავს დამცირებულად არ იგრძნობდი, უფრო დაფიქრდებოდი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat