ადამიანის სრული ბედნიერება ორთავ სოფელში დღეკეთილობაა
ადამიანის სრული ბედნიერება ორთავ სოფელში დღეკეთილობაა
ბევრია ჩვენს მიწაზე მღვდელმთავარი, რომლებმაც შეიყვარეს გლახაკნი და დავრდომილნი და ღმერთთან ჩვენს დასაკავშირებლად ხორციელ კეთილდღეობაზე უარი თქვეს. მძიმეა, მაგრამ სანეტაროა მათი გზა. მძიმე - ჩვენთვის, ობივატელებისთვის, თორემ ისინი ამ გზაზე დიდი სიხარულით მიაბიჯებენ და მართლმადიდებლურ სათნოებებს, საღვთო სიტყვას გვაზიარებენ.

ელენე (60 წლის): ჩვენი ეროვნული განძი, ჩვენი ღირსება და სიქადული ჩვენივე ეკლესიებია. ეკლესია ცოცხალია, უკვდავი - მასში უფლის სული ტრიალებს, ტრიალებენ ის ადამიანები, რომლებიც უბრალო მოკვდავთ ღმერთთან აკავშირებენ. მღვდელმთავართა დასის უპირველესი მოვალეობა ერის სულიერი განწმენდა, მისი წარწყმედისა და ერესისგან დაცვაა. ჩვენს მღვდელმთავრებს ამ მხრივ ახლა გაცილებით მეტი აქვთ სამუშაო, ვიდრე ადრე ჰქონდათ. "მრავალნი ცდუნდებიან და მრავალთა აცდუნებენ" - ეს აპოკალიფსისეული ფრაზა ოდითგანვე "აქტუალური" იყო, მაგრამ ისინი, ვინც ცდუნებას გადაურჩებოდა, მეტი მოწიწებით ცხოვრობდნენ, ჩვენზე მეტი უფლისმიერი სიყვარული ჰქონდათ. ჩვენი ეროვნული სხეულიდან ამოზრდილი მღვდელმთავრები და ეკლესიის სხვა მსახურები უდიდეს საქმეს აკეთებენ და ამ ზნეობამოშლილ საუკუნეში ერის სულსა და სხეულს იცავენ.

ამ ბოლო დროს ძალზე გამიტაცა ნეტარი იოანე მაქსიმოვიჩის ცხოვრებამ. ერთხელ, ქადაგებისას, ახსენა ჩემმა მოძღვარმა და ისე ჩამრჩა გულში, ვერ მოვისვენე, სანამ მის ცხოვრებას არ გავეცანი. მერე იგი ჩემს მფარველად მივიჩნიე და იმასაც ვნატრობდი, სან-ფრანცისკოში წამიყვანა და მის საფლავზე ჩემი ცოდვები გამომატირებინა-მეთქი. შვილებს რომ გავანდე ჩემი სურვილი, ქილიკი დამიწყეს - ამერიკაში გასეირნება მოგინდაო?

წმინდა იოანეს დიდი ღვაწლი მიუძღვის მართლმადიდებლობის განმტკიცებაში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპის მართლმადიდებელთა, ჭეშმარიტ მამათა ხსოვნის დაცვაში. უამრავი დასავლელი წმინდანის თავდადება გამოიძია და მოსახსენებელში შეიყვანა. ამან, იცით, რატომ მოახდინა ჩემზე განსაკუთრებული გავლენა? დასავლეთში, კათოლიკურ სამყაროში, ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველას დაავიწყდა, მათი ხსოვნა წაიშალა. დიდი იმედი მაქვს ღვთისა და ვიცი, საქართველოს ეს არ ელოდება, მაგრამ უამრავი სექტანტია. ბევრი მათგანის ოჯახის წევრები მართლმადიდებლები არიან და ხომ დიდი საცოდაობა იქნება, გარდაცვალების შემდეგ რომ არ მოიხსენიონ?

ციცინო (47 წლის): ჩემი მოძღვარი ეპისკოპოსია. როცა მასთან მივედი, მღვდელი იყო. მისი ქადაგებები ისე მოქმედებდა ჩემზე, სანამ ეკლესიაში მეორედ მივიდოდი, სულ იმის განჩხრეკაში ვიყავი, როგორი ცოდვილი ვყოფილვარ-მეთქი.

ერთხელაც ჩვენი მრევლის ერთ-ერთ ქალბატონთან ერთად გამოვედი ტაძრიდან წირვის შემდეგ. ორივე ისე ვიყავით დაფიქრებული, ლაპარაკი გვიჭირდა. ასე მდუმარედ კარგა ხანს ვიარეთ და ბოლოს ამოვღერღე, ასე მგონია, ჩემზე ლაპარაკობს-მეთქი. მეც ასე მგონია და ვითრგუნები, ალბათ ვერასოდეს შევძლებ ბოლომდე განწმენდასო. არ ვიცი, დაემთხვა თუ რა იყო... არა, არ იყო დამთხვევა, უფალი ხომ ჩვენ შორისაა, - და კვირას, ისევ რომ მივედით წირვაზე, ისეთი რამ იქადაგა, ასე მეგონა, ჩემი და იმ ქალბატონის ფიქრები ამოიცნო. ილაპარაკა ეშმაკის ძალმომრეობაზე, მის ცდაზე ადამიანის სულის გადასაბირებლად და იმ საშუალებებზე, რომლითაც უნდა აღვიჭურვოთ. სასოწარკვეთა და ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, მთელი ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა და უფალი ხედავს თქვენს გულმოდგინებასო.

ტკბილი და სასიამოვნო ლაპარაკი იცის, მაგრამ სიმკაცრე არ აკლია... ვიცი, რომ მისი სიმკაცრე სამართლიანია და თუ მის სიტყვას დავყვები, უფალს არ განვარისხებ.

მიხეილი (31 წლის): შენი ცხოვრებით მუდამ უნდა ემზადებოდე ამ სოფლიდან გასასვლელად. თუკი ამ პრინციპს გავითავისებთ, მივხვდებით, როგორ გვითრევს ამაოება და ტყუილუბრალო ფაციფუცი. საქართველო რწმენამ გადაარჩინა და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ეკლესიას მიუძღოდა. არა, რბილად ნათქვამია, უდიდესი კი არა, ეკლესია და მღვდელმსახურები იყვნენ ერის გადამრჩენნი - ისინი ხომ საკუთარი ცხოვრებით იძლეოდნენ მაგალითს. დღეს ბევრი რამ გვაშფოთებს - ტერიტორიების დაკარგვა, ომი, საკუთარი თუ სხვათა ცოდვები, მაგრამ სანამ მართლმადიდებლობა იქნება ჩვენი ბჭეთაბჭე, ასე მგონია, ვერაფერი მოგვერევა.

ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ ჩემს ქვეყანაზე. როცა წარსულს დღევანდელობას ვადარებ, დღესავით ნათელია - ამაზე უარეს დღეში ვყოფილვართ. მურვან ყრუს რვაჯერ შემოსევას ეხუმრები?! ამ კაციჭამიამ ძირეულად გაანადგურა საქართველო! რამ გადაგვარჩინა? წარმოიდგინეთ ტაო, კლარჯეთი, ერუშეთი, შავშეთი, იქ განლაგებული ეკლესია-მონასტრები და ბერ-მონაზონნი, ეპისკოპოსნი, მღვდლები, მათი წიაღიდან გამოსული კათოლიკოსი არსენი... განა არ შეეძლოთ, ხორციელი ცხოვრების სიტკბოება მიეღოთ, მაგრამ მათთვის სამშობლო იყო მთავარი და არა მონაგები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat