ამპარტავნებით დაბრმავებულმა შვილიც კი არ ვნახე
ამპარტავნებით დაბრმავებულმა შვილიც კი არ ვნახე
შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას შორის პირველად ამპარტავნებას ახსენებენ. წარმოდგენაც კი ძნელია, რა მოსდევს ამ უმძიმეს ცოდვას, მაგრამ ჩვენ, ადამიანები, უკან არასოდეს ვიხევთ და მისი სიმძიმით ქედდადრეკილნი მაინც მისკენ მივილტვით.

ბოროტება მრავალსახოვანია. ამპარტავნებაც სხვადასხვანაირად ვლინდება - ხიბლით, დაუმორჩილებლობით, ანგარებით, უდებებით... ამპარტავნებამ შეიძლება სიძვა-მრუშობისკენაც მიგვდრიკოს. ტყუილად როდი ამბობენ ეკლესიის მამები, რომ ამპარტავნება შობს ყოველგვარ ცოდვიან სურვილს!

მორწმუნეებმა კარგად იციან, რა არის ამპარტავნება და რა მოსდევს მის დაუთრგუნველობას, მაგრამ უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ მზვაობრობა, საკუთარი ნიჭითა თუ სილამაზით თავმოწონება დიდ ცოდვათა სათავეა.

ქეთევანი (60 წლის): შეძლებულად ვცხოვრობდით. ფული თითქოს თავისით მოდიოდა. ქმარი არაფერს მაკლებდა და არც თავად ვიკლებდი. წელს რომ ერთი ქურქი მეცვა, გაისად რუსეთში მივდიოდი ახლის საყიდლად. შვილების გაზრდა და მათთვის განათლების მიცემა ხომ არ გაგვჭირვებია და არა... ყველანი თანამდებობის პირები გახდნენ. ამით გაამაყებულს არასოდეს მიფიქრია ღმერთზე. არც ის მეგონა, ოდესმე ბოლო თუ მოეღებოდა ჩვენს კეთილდღეობას. ქუჩაში მათხოვარს გულგრილად ჩავუვლიდი, გაჭირვებული მეზობელი ან ნათესავი მომადგებოდა და - იმის ნახევრის ნახევარს მივცემდი, რასაც მთხოვდა... ერთ მშვენიერ... არა, უბედურ დღეს სიკვდილის შიში დაეცა ჩვენს ქალაქს - სოხუმს. მივხვდი, ყველაფერი ამაო ყოფილა. უნიკალური ნივთები, ანტიკვარიატი, მოოქრული ჭურჭელი ოხრად გვრჩებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, სამშვიდობოს გაგვეღწია...

როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ ოთახში მოვიყარეთ თავი და ყველა ცოცხალი ვნახე, მაშინღა მივხვდი, რა იყო ბედნიერება.

ახლა მორწმუნე ვარ, ყოველკვირა ვეზიარები და გამუდმებით ვლოცულობ იმ გაჭირვებულებისთვის, ჩემი ამპარტავნებით რომ ვატკინე გული. გულწრფელად გეუბნებით და არა თავის გამოჩენისთვის (ან რაღად მჭირდება): უფალმა ყველაფერი ჩვენი გაქვავებული გულების გასალღობად, მათში სიყვარულის ჩასათესად მოგვივლინა. ბედის ჩარხი უკუღმა შეატრიალა.

რუსუდანი (45 წლის): დიდი არაფერი გოგო ვიყავი, მაგრამ ისეთ ბიჭს შევუყვარდი, გოგონები რომ მის ერთ შემოხედვაზე ოცნებობდნენ. ჩვენში ოჯახიშვილობას ხომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ - არც ოჯახი დაეწუნებოდა. პირიქით, განათლებული, ინტელიგენტი ხალხი იყო. ჩემი ოჯახი კი ვერც ამ მხრივ დაიკვეხნიდა... ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, ცოლობა მთხოვა და მეც უკან არ დამიხევია. მიტანილ-მოტანილი ხმების წყალობით კარგად ვიცოდი, რომ ჩემი რძლობა მის ოჯახს გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდა, მაგრამ არაფერი მაგრძნობინეს და შვილივით მიმიღეს. მე კი, არ დავიჩაგრო-მეთქი, ყველაფერზე ცხვირს ვიბზუებდი, დედამთილ-მამამთილს მთელი დღე სიტყვას არ ვეტყოდი. ის კი არა, ჩემი დამცინავი მზერა რომ დაუჭერია, დედამთილს თვალიც არაერთხელ აურიდებია. მერე მულებს დავერიე. ულამაზესი გოგონები იყვნენ და შვილი რომ მეყოლა, ბავშვს ზედ დაჰფოფინებდნენ. მეგონა, ამ ყველაფერს ვიმსახურებდი - არასოდეს მიფიქრია, რომ ისინი თავად იყვნენ ღირსეული ადამიანები.

ამქვეყნად ყველაფერი მთავრდება და, როგორც ჩანს, მოთმინებასაც აქვს საზღვარი... ოჯახის წევრები დიდხანს ითმენდნენ ჩემს უმსგავსობას, მაგრამ ქმარმა ვერ აიტანა ყოველივე ეს და ერთ დღეს გამომიცხადა, - ჩემთვისაც, შენთვისაც და ბავშვისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთო. თავზარი დამეცა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და კვლავ ამრეზით და აგდებით ვექცეოდი ყველას. ჩემმა ქმარმა ჩემი მშობლები დაიბარა და... მერე რა მოხდა, გახსენებაც არ მინდა. ჩემი მულებიცა და დედამთილ-მამამთილიც წინ გადაუდგნენ, გულში ჩამიკრეს და ატირდნენ, მაგრამ არაფერმა გაჭრა...

ჩემი შვილიც ჩემი ამპარტავნების მსხვერპლი გახდა.

ახლა მარტო ვარ - ჩემი ვაჟი გაიზარდა, ცოლი შეირთო და ცალკე ცხოვრობს. ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, როგორ სჭირდება ადამიანს მოთმინება, მორჩილება, სიყვარული...

სანდრო (24 წლის): ეკლესიაში თუ დავდივარ? რა თქმა უნდა, დავდივარ, სანთელს ვანთებ და უფალს ჩემს საფიქრალს ვანდობ. ამპარტავნებაც ვიცი, რაც არის - თავმომწონეობა, სიამაყე... მერე რა არის ამაში ცუდი? თუ კარგი ხარ, უნდა აფასებდე კიდევაც საკუთარ თავს. სხვებსაც უნდა აფასებდე და გიყვარდეს. შეურაცხყოფას თუ მოვითმენ? - არა, რატომ?! შეურაცხმყოფელს ერთხელ რომ მოვუთმენ, კიდევ მოინდომებს და უფრო ცუდად წაუვა საქმე. სხვისი დაჩაგვრა არ მიყვარს, არც ბოღმიანი კაცი ვარ, მაგრამ დედას რომ შემაგინებს კაცი, უნდა შევარჩინო?!

დათო (48 წლის): ვიცი, ამპარტავნება რაც არის. სულს სწორედ ის ხრწნის. ჩემი თავმომწონეობის მიზეზი ჩემი გარეგნობა გახლდათ. მოხდენილი ბიჭი ვიყავი და ვსარგებლობდი კიდეც ამით. უამრავ გოგონას ვატკინე გული. მაშინ ნაკლებად ვფიქრობდი ამაზე, ახლა კი, როცა ჩემი ცოდვების გამო ჩემი ქალიშვილი დაიჩაგრა, მივხვდი, რასაც ჩავდიოდი. ჩემი გოგონაც ისე მიატოვა ვიღაც "კარგად აღზრდილმა" და კარგი გარეგნობის ყმაწვილმა, როგორც მე მივატოვე ჩემზე უგონოდ შეყვარებული ბავშვობის მეგობარი. ამპარტავნებით დაბრმავებულმა, - აქაოდა, როგორ გაბედა და გააჩინა-მეთქი, - შვილიც კი არ ვნახე...

სინდისის ქენჯნა და ცოდვის განცდა ძალიან მძიმეა. ახლა ამ ცოდვებს ვინანიებ და სულით და გულით მინდა, ყველა ახალგაზრდამ სინდისს დაუგდოს ყური.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat