წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
დროა გავიღვიძოთ, ადამიანებო!
დავიბადე კახეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში, რომელსაც ოჟიო ჰქვია. ალავერდის მონასტერთან ახლოს. ვარ 58 წლის კაცი, მყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

1996 წელს ოჯახთან ერთად გადავედი დროებით საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც 2002 წელს გავხდი მძიმედ ავად. გამოგიტყდებით, ქიმიური წამალი არასდროს მწამდა. მრჩებოდა ერთი - ღმერთის იმედი და მეორე - ხალხის გამოცდილება.

დავიწყე ძებნა და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ადამიანს შეუძლია, არამცთუ გამოჯანმრთელდეს, არამედ რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება.

დღეს კაცობრიობა ჩიხშია მოქცეული. ერთნი ვფიქრობთ, მარადიულები ვართო, მეორენი კი ვამბობთ, ადამიანს ძალა არ შესწევს, საკუთარი თავი ოდნავაც კი შეცვალოსო. მე ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი მაქვს.

მინდა შეგახსენოთ რამდენიმე გარემოება ბიბლიიდან:

1. ადამიანი მთლად შიშველი დაიბადა;

2. ღმერთმა ადამიანი პირველ ხანებში სამოთხეში ამყოფა, მერე კი აკრძალული ვაშლის ჭამის გამო გამოაგდო იქიდან და დაწყევლა;

3. ქრისტე აღსდგა როგორც სულიერად, ისე ხორციელად;

4. ღმერთმა ადამიანი ზუსტად თავის მსგავსად შექმნა.

პატივცემულო მკითხველო, მინდა, მოკრძალებითა და დიდი სიყვარულით მოგმართოთ ყველას. ისე არ ჩამომართვათ, თითქოს ყველაზე მეტი ვიცი ანდა ჩემი აზრი მინდა მოვახვიო ვინმეს თავზე; ეს უბრალო საუბარია. ნათქვამია, საუბარში იბადება ჭეშმარიტებაო.

რადგან ასე თამამად გავბედე თქვენთან საუბარი, მეგობრებო, ნება მომეცით, დავსვა ასეთი კითხვა: ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები?

ჩვენ ყველას და არავის ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ადამიანი დედამიწაზე მეფეა, მის ხელშია მოქცეული ყველაფერი. სამყარო ღმერთს ეკუთვნის და გვთავაზობს მის წილადობას. მიუხედავად ყოველივე ამისა, ასეთი კითხვა მებადება: რადგან ღმერთმა ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა და აკეთებს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ყველაფერი მუცელში უნდა ჩაიყაროს, დაწვას, გაანადგუროს? არა, მე ამას ვერ დავიჯერებ! ეს აბსურდია და ამ საკითხს დიდი ყურადღება სჭირდება ჩვენი მხრიდან.

ღმერთი თავისი ძის იესო ქრისტეს ენით გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მის სასუფეველში მოვხვდეთ. როგორც ჩემზე მცოდნეები ამბობენ, ჩვენი გონება 10%-ით არის გახსნილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უკვე შეუძლია, თამამად გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი ღვთისკენ. თუმცა ეს ნაბიჯი ჩვენი წინაპრების ნაბიჯზე არანაკლებ ეკლიანი იქნება. მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ.

საყვარელო ადამიანებო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვინმე რობერტ შულერმა, თავის გამოსვლაში თქვა: "აუცილებელია, კაცობრიობამ იცოდეს, რომ მშვიდობას იმსახურებს". მე კი დავამატებდი: დროა, ადამიანმა იფხიზლოს და საკუთარი თავის ფასი ისწავლოს. ჩვენ ნაწილობრივ შევისწავლეთ ბუნება, სამყარო, მაგრამ საკუთარი თავის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, რაც წინსვლის საშულებას არ გვაძლევს. ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ დიდი და პატარა - ყველანი ერთად გავიძახით, ცოდვილები ვართო. თითქოსდა ეს ჩვენი გასამართლებელი საბუთი იყოს ღვთის წინაშე. მაგრამ ყველას გვავიწყდება ერთი გარემოება - ცოდვა მაშინ არ ითვლება ცოდვად, როცა არ ვიცით, მაგრამ როცა ვიცით და შეგნებულად ვაშავებთ, - ეს უკვე ცოდვაა.

გამოვიფხიზლოთ, ადამიანებო! რომ დავფიქრდები, ხანდახან მგონია, გზა აგვრევია და სხვა გზით მივდივართ-მეთქი.

ჩვენი ცხოვრება სრულყოფილი რომ გახდეს, თანამედროვე ადამიანმა მარტო ფულის დაგორვებაზე არ უნდა იფიქროს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, დაგვეგროვებინა ენერგია, რათა გვესწავლა ღმერთის, ჯანმრთელობის, სიყვარულის, გარშემო ყველას და ყველაფრის ფასი.

საყვარელო ადამიანებო, ეკლესიის ზარები ყველასთვის რეკავს, მაგრამ, დამეთანხმებით, ყველანი ვერ ვიგებთ. ვიგებთ ისინი, ვინც მოვუსმინეთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მომისმინეთ. გიწვევთ, გეჯიბრებით ყველას ჯანმრთელობაში და სიყვარულში!..

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ამინ!


წერილი იმ ადამიანებს, ვისაც სურს, დაღუპოს ჩვენი შვილების მომავალი
"ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ" (მათე 18,6).

უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება, მისი წამება და ჯვარცმა ჩვენთვის, ადამიანებისთვის იყო გამიზნული, რათა ჩვენ გადავრჩენილიყავით საუკუნო სიბნელისაგან და გვქონოდა მარადიული ცხოვრება. გარყვნილი სული არ შეიძლება დამკვიდრდეს ცათა სასუფეველში, სადაც სიწმინდე სუფევს, ამიტომ იესო ქრისტე გვაფრთხილებდა იმ გამანადგურებელ გავლენაზე, რომელსაც ახდენს ადამიანთა სულებზე გადამეტებული სექსი.

"მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში".

"თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენიაში ჩავარდეს" (მათე 5,28-29).

მოდით ვნახოთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში. ცენტრალურ, ხალხმრავალ ადგილებში დგას წიგნების ჯიხურები, სადაც ყველაზე საპატიო ადგილი პორნოგრაფიულ ჟურნალებს ეთმობა. ეს ჟურნალები თითქოს ეპატიჟებიან გამვლელებს: მოდით, დაგვათვალიერეთ, იმრუშეთ გულით და თვალით.

ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ამ ჟურნალების გვერდით საეკლესიო ლიტერატურა იყიდება, რაც შეურაცხყოფს ჩვენს ეკლესიას და ნიადაგს უმზადებს ახლო მომავალში ანტიქრისტეს მოსვლას.

ეს ადამიანი, რომელიც ბიბლიაში "მხეცის" სახელით მოიხსენიება, მოევლინება სამყაროს საშინელი სამსჯავროს დამდეგს. იგი, სატანის ნების მხურვალე შემსრულებელი, მოვა უცოდველი კრავის ნიღბით, მოწამლავს ადამიანთა გონებას არნახული სიმდიდრის შეთავაზებით, მოატყუებს მათ ყალბი სასწაულებით, ცაში წარმოდგენების გამართვით, იქადაგებს აღვირახსნილობას და ბოლოს კაცობრიობის ნახევარს ჯოჯოხეთში წალეკავს. გახსოვდეთ ეს!

სწორედ ამ საშინელი პიროვნების ერთგული თანამზრახველები ხართ დღეს თქვენ, ვინც საქართველოში პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით გარყვნილებას თესავთ. მესმის თქვენი დამცინავი ხმა: "რაღაც ჟურნალებზე საუბრობს, როცა ჩვენ უფრო მძლავრი საშუალებები გვაქვს, ყოველ სახლში შევაღწიეთ და ინტერნეტის მეშვეობით ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ყველანაირი სექსი შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ბავშვებისთვის გამიზნულიც კი".

სწორედ თქვენი დაუღალავი გარჯით დაეცა ასე კატასტროფულად მოზარდების ზნეობა. სამედიცინო დაწესებულებების მუშაკები შეშფოთებულნი არიან, რადგანაც 12-13 წლის გოგონები - ჯერ კიდევ სულ ბავშვები! - აბორტს იკეთებენ. თქვენს სინდისზეა, როდესაც ასეთი აბორტები სიკვდილით მთავრდება, რადგან მოზარდის ორგანიზმი ჯერ არ არის მომწიფებული მშობიარობისთვის. შექმნილ ვითარებაში მასწავლებლები იმაზე კი არ ესაუბრებიან გოგონებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალწულობის შენარჩუნება და მყარი ოჯახის შექმნა, არამედ იმაზე, რა საშუალებით დაიცვან თავი სქესობრივი კავშირის დროს.

ბრავო, თქვენ უკვე ბევრს მიაღწიეთ! მაგრამ გაიხსენეთ, რა მოხდა არც ისე დიდი ხნის წინ, როდესაც 6-7 წლის ბავშვებს ე.წ. სქესობრივი განათლების სახელმძღვანელოებს სთავაზობდით. გრცხვენოდეთ! გინდოდათ, გადაგეგვარებინათ ჩვენი პატარები, სამუდამოდ წაგეშალათ მათი თვალებიდან ის უბიწოება, ის სიწმინდე, რითაც მდიდარია ბავშვის სული. მაშინ არაფერი გამოგივიდათ, რადგან მთელმა საზოგადოებამ მტკიცე უარი გითხრათ. დღესაც არიან საქართველოში ღირსეული ადამიანები. ისინი დიაცავენ ძირძველ ფასეულობებს, არ მოგცემენ საშუალებას, დაღუპოთ მათი შვილების მომავალი.

მინდა, ერთი რამ გკითხოთ: ნუთუ მართლა არასოდეს მოხიბლულხართ ლაჟვარდოვანი ცით, არასოდეს შეპყრობილხართ ბუნების სილამაზით, არასოდეს გჭერიათ ხელში ამამაღლებელი ლექსების კრებული? გონს მოდით! გაიხსენეთ, რომ დადგება დღე, როცა უზენაეს სამსჯავროს წინაშე წარდგებით. გიშველით კი თქვენი კანონი იმ დღეს? ან ის ფული, რომელსაც დღეს ბინძური გზით შოულობთ, უფრო მეტია, ვიდრე მარადიული ცხოვრება?

წადით, წადით ეკლესიაში, მოინანიეთ! სთხოვეთ ღმერთს შენდობა და იტირეთ, იტირეთ მწარედ, სანამ ჯერ კიდევ დროა, სანამ ჯერ კიდევ ფასი აქვს თქვენს ცრემლებს...
ლია საყვარელიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat