სათაყვანებელ დედას საქართველო შეახვედრა წილად
სათაყვანებელ დედას საქართველო შეახვედრა წილად
"ღვთისმშობლის კალთა გადაგეფაროსო", - ასეთი უბრალო, მზის ნათლით გაბრწყინებული ლოცვა გამიგონია ჩვენი კუთხის მოხუცებისგან. ღვთისმშობლის ჩვენდამი მეოხებას კიდე და განი არ აქვს და ამიტომაც დედა ვუწოდეთ. უფლისთვის დაფარული არაფერია და როცა სათაყვანებელ დედას საქართველო შეახვედრა წილად, იცოდა, როგორი დიდი სიყვარულითა და თავდადებით შეიყვარებდნენ მას ქართველები...

ნატალია (60 წლის): ღვთისმშობელი რომ ჩვენი განსაკუთრებული მეოხია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. თუნდაც ის რად ღირს, რომ სამყაროს დედის კვართმა ჩვენს მიწაზე დაივანა. ეს - ზოგადად, ახლა ჩემს ამბავს მოვყვები. ღვთისმშობლის წყალობა რომ არა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ სხვანაირად შეიცვლებოდა.

ობოლი ვიყავი, მოხუცი ბებია მზრდიდა. თუმცა, ახლა რომ ვაკვირდები, მოხუცზე უფრო მოტეხილი იყო - ქალიშვილისა და სიძის სიკვდილმა დააბეჩავა. დედაჩემი მისი ერთადერთი შვილი იყო და ახლა მთელ ძალ-ღონეს ჩემს გაზრდას ახმარდა.

სკოლა ფრიადზე დავამთავრე და გულმა თბილისისკენ გამომიწია. უნივერსიტეტში სწავლა ჩემი ოცნება იყო. ეს რომ გავანდე, ბებია შეწუხდა: თბილისში როგორ გარჩინო, აგერაა ქუთაისი და იქ ჩააბარე, მათემატიკის ფაკულტეტი ხომ იქაც არის. თანაც ქუთაისში ნაცნობები გვყავს, შევაწუხებ, მუხლებში ჩავუვარდებიო. შევფიქრიანდი, მაგრამ ჩემი მაინც არ გადავთქვი.

თბილისში დედაჩემის გარე ბიძაშვილთან ვცხოვრობდი - გაუთხოვარი ქალი იყო, ერთ-ერთ დიდ ქარხანაში მთავარ ეკონომისტად მუშაობდა და თავის რჩენა არ უჭირდა. მეტიც, მეც დიდ პატივს მცემდა, გზის ფულსაც მაძლევდა და რეპეტიტორის გასამრჯელოც გადამიხადა.

გამოცდების წინ საშინელმა დეპრესიამ შემიპყრო - კონკურსი დიდი იყო და პატრონი არავინ მყავდა.

პირველი გამოცდის წინა ღამეს ვერაფრით დავიძინე. ალბათ ნაშუაღამევი იქნებოდა, რომ ჩამთვლიმა. თვალნათლივ დავინახე და ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ გაიღო კარი, შემოვიდა ნათელსახიანი ქალბატონი, ჩემს საწოლთან გაჩერდა და პირჯვარი გადამსახა. შიშით მოვიკუნტე. ხელი დამადო, ნურაფრის გეშინია, ობლების მფარველი ვარ, მაგრამ ყველაფერს რომ მორჩები, ჩემთან მოდიო.

ეს გამოცდა დიდი წარმატებით ჩავაბარე, არც სხვები გამჭირვებია და სიაში ჩემი თავი რომ ვნახე, ზესტაფონში დავბრუნდი. ჩემს აღმართს რომ შევყევი, ყვირილი ავტეხე: ბებია, ბებია-მეთქი. საბრალო ქალი აივანზე გამოვარდა და ჩემს დანახვაზე კინაღამ კიბიდან დაგორდა. სხაპასხუპით ვუყვებოდი ყველაფერს, ის კი ისე მისმენდა, თითქოს იცოდა ჩემი წარმატების ამბავი. როდის იყო, ღვთისმშობელი რომ გამოგეცხადაო, - მკითხა. შენ რა იცი, ღვთისმშობელი რომ იყო-მეთქი. ჩვენს ეკლესიაში ვიყავი და ვევედრე, შენთვის მოეხედა, მის კალთას ვენაცვალე. იმ ღამეს მეც მეჩვენაო.

ეს ჩვენება ბებიაჩემსაც სწორედ პირველი გამოცდის წინა ღამეს უნახავს...

გია (63 წლის): ჩემი ცოლი და შვილები მორწმუნეები არიან. მათთვის ხელი არასოდეს შემიშლია, მაგრამ მე თვითონ ვერასოდეს "ვახერხებდი" ეკლესიაში სიარულს.

ერთხელ სამსახურში დიდი უსიამოვნება შემხვდა. წამოსვლაც კი დავაპირე, მაგრამ ვიცოდი, ეს ჩემს მატერიალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა და მოთმენას ვამჯობინებდი, თუმცა ღირსებაშელახული ცხოვრებაც ძნელი ასატანი იყო... მთელი ღამეები არ მეძინა, თვალგახელილი ჭერს შევყურებდი.

ერთ ღამეს ალბათ ჩამეძინა და ჩემი საწოლის მოპირდაპირე კედელზე ღვთისმშობლის ულამაზესი ხატი გამოისხა. აი ის, მარტო სახე რომ არის, სათნოებითა და სულიერი სილამაზით გამორჩეული, დედობრივი მზრუნველობით აღსავსე. "მიშველე, დედაო-მეთქი!" - შევღაღადე ძილბურანში მყოფმა. თითქოს ოდნავ გაიღიმა და გაქრა.

მეორე დღე კვირა იყო და ჩემი ცოლ-შვილი ეკლესიაში წასასვლელად ემზადებოდა. მეც წამოვალ-მეთქი და სასწრაფოდ ჩავიცვი. საყდარში ის ხატი მოვძებნე და შველა ვთხოვე. გული ისე მქონდა დამძიმებული, ლამის გამსკდომოდა. წარმოიდგინეთ, ირგვლივ ვერავის ვხედავდი და არც მრცხვენოდა. წირვის შემდეგ დავრჩი და მოძღვარს გული გადავუშალე...

მეორე დღეს სამსახურში მივედი და სულაც არ მომჩვენებია, რომ ჩემმა მაჭირვებლებმა უკან დაიხიეს.

მარინე (56 წლის): ღვთისმშობელი ჩემი კი არა, მთელი საქართველოს მეოხია. არ მქონია შემთხვევა, მისთვის რაიმე გულით მეთხოვოს და არ ამსრულებოდეს.

უფროსი ბიჭი 15 წლისა მწვავე ლეიკემიით გარდამეცვალა. ქმარმა მწუხარებას ვერ გაუძლო და ორ წელიწადში შვილს მიჰყვა. ჩემი ადგილი ამ ქვეყანაზე აღარ მეგულებოდა და ეკლესია და ქმარ-შვილის საფლავები გახდა ჩემი მიზანი და საცხოვრებელი. დარდმა და ტანჯვამ ისე ჩამითრია, უმცროსი შვილის არსებობა სულ დამავიწყა. ისე გავიდა ამასობაში 12-13 წელი, ვერაფერი გავიგე...

ერთხელ ღვთისმშობლის ხატის წინ ვიდექი და დედის ლოცვას ვკითხულობდი - ჩემს შვილს ვავედრებდი. ხატს რომ შევხედე, თავზარი დამეცა: თანაგრძნობა და სიმკაცრე თითქოს ერთდროულად აღბეჭდვოდა სახეზე! ჩემი ლოცვა და საქმე ხომ სულიერად დაშორებული იყო ერთმანეთს - შვილი ფაქტობრივად მიტოვებული მყავდა...

ბევრი ვიფიქრე და ნელ-ნელა გონება გამინათდა. სალომეს პატრონი სჭირდებოდა, ჩემი გარდაცვალების შემდეგ სრულიად უმწეოდ რჩებოდა...

ცხოვრების წესი შევიცვალე და ახლა იმას ვევედრებოდი დედა ღვთისას, ჩემს შვილს კარგი ოჯახი შეექმნა... ერთ წელიწადში გათხოვდა, სიძე ღირსეული კაცია... ყველაფერმა ამქვეყნად მომაბრუნა, შავიც გავიხადე...

ახლა ორი შვილიშვილი მყავს, ორივე ბიჭი. უმცროსი ჩემი გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეს დაიბადა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat