ენაჭარტალაც ვყოფილვარ და ხარბიც, მატყუარაც და მემრუშეც, არც სხვის ქონებაზე ვიტყოდი უარს
ენაჭარტალაც ვყოფილვარ და ხარბიც, მატყუარაც და მემრუშეც, არც სხვის ქონებაზე ვიტყოდი უარს
იქ, ჩვენთვის ასე შორეულ და ასე ახლობელ თაბორში, კიდევ ერთხელ აჩვენა უბრგვილ ადამიანებს უფალმა სასწაული, კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ღმერთია - ყოვლისშემძლე და მარადიული. ფერისცვალება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ადამიანებმა, ფერი უნდა ვიცვალოთ და ეს უფლის სიყვარულით, უფალთან სიახლოვის წყურვილით უნდა მოხდეს. ძნელია? - რა თქმა უნდა, მაგრამ არა შეუძლებელი - თუკი სიყვარულით, მოთმინებით აღვიჭურვებით და უფალს მივენდობით, ჩვენში ჩაბუდებული ბოროტი ძალა უკან დაიხევს და ბოლოს დაგვტოვებს კიდეც.

მარიამი (35 წლის): უფალთან მისაახლოებლად გრძელი და ეკლიანი გზაა გასავლელი.

როცა რწმენაში პირველად შევედი, უფრო სწორად, გავაცნობიერე, რომ ყველაფერი წარმავალია და ბოლოს უფალთან პირისპირ დავრჩები, შევშინდი. თავიდან წმინდა მამათა ცხოვრების კითხვა დავიწყე და უფრო შემიპყრო უიმედობამ - აბა, მე ამდენი სად შემიძლია, ამდენი ძალა სად მაქვს და რაც უნდა ვეცადო, მაინც ჯოჯოხეთისთვის ვარ განწირული-მეთქი. მერე გავიგე, რაოდენ დამღუპველია ამგვარი თვითნებობა, რომ ყველაფერი მოძღვართან შეთანხმებით უნდა მოხდეს, მან უნდა გაგიყვანოს სწორ გზაზე, თორემ ვინც ჩემსავით იფიქრებს, ის მართლაც განწირულია.

ჩემი განცდების შესახებ მოძღვარს მოვუყევი. მანაც ამიხსნა, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს და თუ ამ ჯვარს პატიოსნად და მოთმინებით ვატარებთ, სასუფეველს დავიმკვიდრებთ. მერე სულში ჩავიხედე და უამრავი ისეთი თვისება აღმოვაჩინე, რომლებზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა - ენაჭარტალაც ვყოფილვარ და ხარბიც, მატყუარაც და მემრუშეც. არც სხვის ქონებაზე ვიტყოდი უარს და ვერცხლიც და ოქროც მიყვარდა.

ჩემი მოძღვარი დიდი მოთმინებით მიხსნიდა, როგორ უნდა მეცხოვრა. ახლა ფიქრსაც კი ვაკონტროლებ - ეშმაკს არ სძინავს და შესაძლოა, ისეთი აზრი შემოგიძვრეს სულში, მთელი შენი ნაღვაწი ერთ წამში წაშალოს.

ვფიქრობ, ადამიანის ფერისცვალება თვითონ მასზეა დამოკიდებული, თვითონ უნდა ებრძოლოს ვნებებს და ამ მონდომებას რომ დაინახავს, უფალი დაიცავს და დაიფარავს.

თამარი (32 წლის): ვფიქრობ, ადამიანის გამოსწორებას უფალი სხვადასხვაგვარად ახერხებს. აკაკის ნათქვამი: "მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველაო" - ბევრმა სათავისოდ გამოიყენა და პრიორიტეტი ადამიანის ბუნებას მიანიჭა, არადა წვრთნას, სწორად აღზრდას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველი დედები შვილებს ხშირად ანებივრებენ, ეუბნებიან, ოღონდ ისწავლე და შენი არაფერი გვინდაო, სინამდვილეში, ბავშვი ზარმაცი და უქნარა იზრდება და უსაქმურობას მიჩვეულს მერე სწავლაც ეზარება. ასე დამემართა მეც.

დედისერთა ვიყავი და დედა არაფერს მაკეთებინებდა. სტუდენტი გავხდი და მერე იმას იძახდა, ხელი არ შეიშალო, მაგისტრატურაში უნდა ჩააბაროო. ნიჭიერი ვიყავი და ყველაფერს მალე ვსწავლობდი, მერე კი უსაქმოდ ვრჩებოდი. იმდენად შევიფერე ჩემი მდგომარეობა, რომ თუ დედა მაგიდაზე გაცხელებულ საჭმელს ან დაშაქრულ ჩაის არ დამახვედრებდა, მშიერი მოვკვდებოდი და მაცივარს არ გამოვაღებდი. დედას კი აულაგებელ სუფრას დავახვედრებდი.

სამსახურში იღლებოდა, სახლშიც უამრავი საქმე ხვდებოდა... ეტყობა, ძალიან გამწარდა და შენიშვნების მოცემა დაიწყო, მაგრამ ვერაფერი შემასმინა.

ჩემნაირი უსაქმურებით სავსე იყო ჩვენი სახლი, ვჭამდით, ვსვამდით, ყველაფერს კი, ყავიანი ჭიქების ჩათვლით, სამსახურიდან დაბრუნებული დედა რეცხავდა. არადა გათხოვებას ვაპირებდი - აბა, ასეთ საქციელს სხვა ოჯახი როგორ მაპატიებდა?

დედაჩემის მეგობარი მოგვევლინა მშველელად - გერმანიაში ნაცნობი ოჯახი ბავშვის მომვლელს ითხოვს, მაინცდამაინც ქართველი გოგონა უნდათ, საქმიანები, გულთბილები და მოსიყვარულეები არიანო. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. დედაჩემიც დაფიქრდა - ამას ორი თვის ბავშვი კი არა, ორი ბატი არ ენდობაო.

იმ პერიოდში შეყვარებულს ვეჩხუბე და მის ჯინაზე ყველასთვის მოულოდნელად გამგზავრების გადაწყვეტილება მივიღე.

გერმანიაში მასპინძლებმა ორი დღე დამასვენეს, მერე კი ჩემი მოვალეობები ამიხსნეს. ბევრი არაფერი მქონდა საკეთებელი, მაგრამ დილას ექვს საათზე უნდა ავმდგარიყავი და ბავშვი სასეირნოდ გამეყვანა. ეს როგორღაც მოვახერხე, სამაგიეროდ, მთელი დღე მეძინებოდა. მართალია, ბავშვთან ერთად შუადღეს ვიძინებდი, მაგრამ მაინც...

როცა იქაც ძველებურად გავაგრძელე უსაქმურობა, ჯერ შემპარავად, მერე კი მკაცრი ტონით ამიხსნეს, რომ ჩემი მოვალეობები უნდა შემესრულებინა, რადგან ამაში ხელფასს მიხდიდნენ და უნივერსიტეტში ენის კურსებზე მატარებდნენ.

მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ნელ-ნელა შევეჩვიე საქმეს. მადლობელი იყვნენ ჩემი. ერთ დღესაც იქაურ მართლმადიდებლურ ეკლესიამდე მიმიყვანა უფალმა.

მართალი გითხრათ, მანამდეც ვიცოდი ამ ეკლესიის შესახებ, მაგრამ შაბათ-კვირას დასვენება მქონდა და ლოგინში ვნებივრობდი.

ახლა ოჯახი მყავს - რომ ჩამოვედი, შეყვარებულს შევურიგდი და ცოლადაც გავყევი. ჩემით უკმაყოფილო არავინაა - შვილსაც ვზრდი, ოჯახსაც ვუვლი და არც წირვა-ლოცვას ვაკლდები. დარწმუნებული ვარ, უფალმა ჩემი უცხო ქვეყანაში ყოფნა იმიტომ დაუშვა, რომ დამენახა, როგორ ფასდება იქ შრომა, რომ მარტო წიგნების კითხვა როდია საკმარისი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat