ფული რომ გაჩნდება, სურვილებიც იმატებს, მათ განხორციელებას კი დიდი ძალა და ენერგია მიაქვს
ფული რომ გაჩნდება, სურვილებიც იმატებს, მათ განხორციელებას კი დიდი ძალა და ენერგია მიაქვს
სურვილი, წყურვილი, სწრაფვა, ნდომა, ლტოლვა - რამდენი სიტყვა გამოხატავს ჩვენს შინაგან ნებას! რა არის აზარტი და რა საერთო აქვს ზემოთ ჩამოთვლილ გრძნობებთან? მავანი იტყვის, ესეც სურვილი და წყურვილიაო, თუმცა ალბათ ყველამ ვიცით, რომ ეს არის დაუოკებელი ჟინი, აკვიატებული ნება... და რაც ყველაზე დიდად საწუხარია, ჟინი ბოროტ ვნებათა - თამაშისა, მოგებისა, ქურდობისა, კვლისა...

თორნიკე (37 წლის): ჟურნალისტიკაში ახალფეხშედგმული ვიყავი (ჟურნალისტი გახლავართ), როცა დამავალეს, კაზინოებზე რეპორტაჟი გამეკეთებინა. უფრო სწორად, უნდა ჩამომეყალიბებინა, დამეხატა თუ აღმეწერა იმ ადამიანთა ფსიქოტიპები, კაზინოს რომ ვერ შორდებოდნენ, არცთუ იშვიათად - სიცოცხლის რისკის ფასადაც კი.

მაშინ საქართველოში ამდენი კაზინო არ იყო. რამდენიმეს მივაკითხე, მაგრამ არავინ შემიშვა. ერთი ჩემი ნაცნობი ერთ-ერთი ცნობილი კაზინოს მეპატრონის ძმაკაცი გამოდგა და შევეხვეწე, იქნებ უფლება მომცეს, რამდენიმე დღე თამაშს დავესწრო და მის კლიენტებს გავესაუბრო-მეთქი. არ ვიცი, რატომ ფრთხილობდნენ ასე, მაგრამ დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა...

კართან გოგონა შემომეგება და კუთხეში დამსვა. არავინ იყო. ვიჯექი და სათამაშო მოწყობილობებს ვათვალიერებდი. მართალი გითხრათ, ვერც მაშინ გავიგე ბევრი რამ და ვერც ახლა გეტყვით, რა არის ის ჟინი, რომელიც ადამიანს ეშმაკის მსახურად აქცევს.

ნელ-ნელა ივსებოდა დარბაზი. საჩემო თავიდან ვერავინ შევარჩიე. მერე ერთ ხანში შესულ მამაკაცს დავადგი თვალი. ეტყობოდა, აქაურობის ხშირი სტუმარიც იყო და ბევრი ფულის პატრონიც.

თავიდან მშვიდი ჩანდა. მერე ნელ-ნელა შეეცვალა სახე, პირში მოქცეულ სიგარეტს ნერვიულად ღეჭავდა, იგინებოდა, თვალები წამოენთო... ჯერ იგებდა, კარგა სოლიდური თანხაც მოიგო, მაგრამ მთელი ეს ფული ისევ სათამაშო მაგიდაზე დაახვავა და - ისევ ბორგვა, ლანძღვა, ყვირილი...

ახალგაზრდა ვიყავი და, მართალი გითხრათ, ამ გამხეცებული და სახედაკარგული ადამიანების ყურებამ დამაფრთხო, სულ დამავიწყდა რედაქტორის დავალება და ერთი სული მქონდა, აქედან გავპარულიყავი. იმ დღეს ასეც მოვიქეცი, რაღაცები ჩავინიშნე და გარეთ გამოვვარდი.

მეორე დღეს შესასვლელში დაველოდე იმ კაცს. წუხანდელი ვნებები არც ეტყობოდა, ხალისიანად იყო. შეფარვით ვკითხე, წუხანდელი ღამე როგორ დამთავრდა-მეთქი. წავაგე, მერე რა, ხან მოიგებ, ხან წააგებო და იმხელა თანხა დაასახელა, ჩემი 100 ჰონორარიც რომ არ ეყოფოდა. სიბრალულის გამოხატვა ვერ გავბედე, ისე ანთებოდა თვალები. ეს ჩემი ცხოვრებაა, ამის გარეშე ნული ვარ, ნულიო, - მომაძახა და დარბაზისკენ აიღო გეზი. მივხვდი, ჩემთვის არავის სცხელოდა.

იმ რეპორტაჟის გაკეთებაში კი დოსტოევსკის "მოთამაშე" დავიხმარე.

ნინელი (55 წლის): ჩემი აზარტი, გაგიკვირდებათ და, შენება იყო. საკუთარი სახსრებით და ბანკიდან გამოტანილი სესხით ჩემს მშობლიურ ქალაქში ლამინატის უზარმაზარი საამქრო ავაშენე, დიზაინერები მოვიწვიე და მშვენიერ ავეჯს ვამზადებდი. ამან მოგება მომცა და უკვე ვეღარ ვისვენებდი. ფული რომ გაჩნდება, სურვილებიც იმატებს, მათ განხორციელებას კი დიდი ძალა და ენერგია მიაქვს და მიუხედავად შენებისა, ქმნისა, რაღაცნაირად იფიტები, გონება აქეთ-იქით დაგირბის, ახალ-ახალს ეძებს და ამ დროს მთავარი გრჩება.

მშვენიერი სახლი გვქონდა, მაგრამ ახლის აშენება ავიკვიატე. ძველი დავანგრიე და სასახლე წამოვჭიმე. ახლა მეორე სახლი მომინდა. თან თავს იმით ვიმართლებდი, ორი ვაჟი მყავს და ერთი ქალიშვილი-მეთქი. თვითონ დავრბოდი ყველაფერზე, ვხატავდი, ვხაზავდი... მერე - კიდევ და კიდევ... უკვე ვატყობდი თავს, ამის მეტი აღარაფერი მაინტერესებდა. ადრე თუ შვილების ავ-კარგი გულთან მიმქონდა, ახლა ყველაფერი სულერთი გახდა. სასახლეები კი ავუშენე, მაგრამ შევატყვე, შვილები, რძლები, შვილიშვილები დამშორდნენ. ცუდს კი არაფერს მაკადრებდნენ, მაგრამ რაღაც არადედაშვილური მორიდება გაჩნდა ჩვენ შორის, აი, ისეთი, ღარიბი კაცი რომ მდიდარს მლიქვნელურად შესციცინებს...

ეკლესიაში მივედი ჩემს მოძღვართან, რომელსაც უკვე დავიწყებული ვყავდი. მისმა სითბომ და სიყვარულმა ნელ-ნელა გამომიყვანა მონობიდან. ჩვენი რელიგია უქმად ყოფნას არ გვირჩევს, მაგრამ ამქვეყნიურმა ამაოებამ მარადიული ღირებულებები არ უნდა დაგვავიწყოს.

კობა (32 წლის): თორმეტი წლის ვიყავი, როცა მთელი ოჯახი გერმანიაში გადავსახლდით.

მანქანები ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, სათამაშოებს ცხრაჯერ დავშლიდი და ავაწყობდი, მაგრამ ახლა ნამდვილი, ძვირფასი მანქანების "მუღამი" გამიჩნდა. დღედაღამ ვმუშაობდი და ძვირფასი "ბე-ემ-ვე" ვიყიდე, მაგრამ ქუჩაში უკეთეს მანქანას რომ დავინახავდი, ახლა იმაზე ვიწყებდი ოცნებას. "ბე-ემ-ვე" გავყიდე და სხვა, უკეთესი ვიყიდე. არც ამან დამაკმაყოფილა და ისევ გავასწორე დღე და ღამე მუშაობაში და ახლა უძვირფასესი ჯიპი ვიყიდე. თითქოს სხვა საფიქრალი არ მქონდა, მუდამ მანქანებზე ვოცნებობდი. ეტყობა, ვერ გავუძელი და მძიმედ გავხდი ავად. სიკვდილს ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან... გადავრჩი, მაგრამ ექიმებმა მომთხოვეს, 3-4 წელიწადი არსად ვიმუშაო, ღამე არ გავათიო, თორემ შესაძლოა, სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდო.

ვიცი, უფალმა გამომიყვანა ამ სავალალო მდგომარეობიდან და ჩემი გონება ამაოდან მარადიულისკენ მიმართა. ისე მიჭირდა სულიერად, გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მართლმადიდებლური ეკლესია მომეძებნა. თურმე არ ყოფილა ისე ძნელი, მე რომ მეგონა. შესანიშნავი მოძღვარი მყავს, რუსია, მაგრამ ქართველებზე შეყვარებული. სულიერად დავმშვიდდი. თითქოს საკუთარი თავი ახლა აღმოვაჩინე, რადგან მივხვდი, რომ სხვა რამეზე ფიქრიც შემძლებია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat