წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
თითქმის 50 წელი უდრტვინველად ცხოვრობდა ერთი ბედნიერი, მრავალშვილიანი ოჯახის დედა, კეთილშობილი ქალბატონი იზო შელია. უბადლო დიასახლისი, მუდამ პირმცინარე მასპინძელი, ამავე დროს შემოქმედიც იყო - ქსოვდა, კერავდა, ქარგავდა - სიცოცხლე უხაროდა და ყველას ახარებდა. ბედნიერებისგან გული მღეროდაო, - ვკითხულობთ მის პირად ჩანაწერებში, მაგრამ...

უმცროსი შვილის ალეკოს მოულოდნელმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა მათი ოჯახის ცხოვრებაში. გულგრილი და სასოწარკვეთილი დედა მხოლოდ სიკვდილს ნატრობს. ამ დროს, უფლის განგებით, ხვდება ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მამა ლუკასთან (სუპატაშვილი), რომელმაც მისთვის ჩვეული ტაქტით, თანაგრძნობითა და დიდი სითბოთი დაარწმუნა შვილებისთვის ლოცვის აუცილებლობაში.

და იწყება მისი სულიერი დაბადება, იცვლება მისი სულიერი შეხედულებები. "შვილის უეცარ სიკვდილზე დიდი განსაცდელი რა უნდა იყოს?! და შეგუება ამ უდიდეს ტკივილთან შეუძლებელია, დროებითი შვება და ცხოვრების რიტმის მიყოლა უკვე ღვთის შემწეობით და უხილავი მადლის წყალობით ხდება", - წერს იგი. ამის შემდეგ იზომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნა, მოძღვრის კურთხევით შეისწავლა ძველი ქართული დამწერლობა და იმდენად წარემატა სულიერებაში, რომ მედავითნეობდა კიდეც.

სულით ძლიერს ჯანმრთელობა მაინც შეერყა. "ვიცი, რომ უღმერთო ცხოვრების გამო დავისაჯე, - ამბობდა იგი, - მაგრამ ამის შეგნება ოდნავადაც ვერ მიმსუბუქებს შვილთან განშორების ტკივილს". შვებას გრძნობდა სხვისი შვილების, განსაკუთრებით - ობლების, მოფერებაში. მოწყალების გაღება იყო მისი ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი მიზანი და არსი. თითქმის არ ეძინა, ლოცულობდა გამუდმებით, უშურველად გასცემდა გულის სითბოს, სეზონის მიუხედავად, ტაძარში მუდამ მიჰქონდა ყვავილები ხატებისთვის, მადლობდა უფალს და თავის მოძღვარს მოქცევისთვის, თუნდაც დიდი მსხვერპლის ფასად: "უღრმესად მადლიერი ვარ, უფალო, რამეთუ მაპოვნინე ჭეშმარიტების გზა და გამითბე გაყინული, დაბზარული გული შენი სიყვარულით, სასოწარკვეთილი მანუგეშე, სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი მიბოძე, შენი მადლი და ძალა შემაგრძნობინე ეკლესიის წიაღში... ეს კი ყველაფერზე აღმატებულია, რაც კი შეიძლება დაიტიოს მოკვდავმა ადამიანმა ამ გაუსაძლის წუთისოფელში. ადამიანში ყველაზე მეტად აფასებდა სულის სიფაქიზეს და თვითონ იყო ასეთი (ამ საუნჯის მფლობელი). ტაძარში ყოველი ახალი მრევლის შემატება დიდ სიხარულს გვრიდა. ლოცულობდა ყველასთვის: "ღმერთო, გევედრები, შენს ხატად შექმნილ ყოველ ადამიანს გაუხსენი სულიერი თვალთახედვა და ზიარ ჰყავ სამარადისოსა შენსა სასუფეველსა!" - ევედრებოდა უფალს. მისი მაგალითითა და მიბაძვით ბევრმა ახალგაზრდამ შეაღო ტაძრის კარი.

განსაკუთრებით უჭირდა ნაბოლარა შვილის ალეკოს დაბადებისა და გარდაცვალების დღეების მოახლოებისას. 28 ივნისს მისი მონატრებული ალეკო 28 წლისა გახდებოდა. ვეღარ მოესწრო... 28 ივნისს მისი გარაცვალების 40 დღე და ალეკოს გარდაცვალებიდან 7 წელი შესრულდა. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ორივეს, სადაცა მართალნი განისვენებენ!

ჩვენთვის სათაყვანებელო იზო, ახლაც ვგრძნობთ შენი უფაქიზესი სულის სიახლოვეს, გვამხნევებს შენი სითბო და ლოცვის ძალა, მოგვიტევე, შენებრ თუ ვერ ვლოცულობთ და რამე დაგაკელით, შენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი ჩვენთვის სამაგალითოა. გვიყვარხარ! კიდევ უფრო მეტად მოვეფერებით შენს სათაყვანებელ ქალიშვილს და შვილიშვილებს.
დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის
მრავალრიცხოვანი მრევლის სახელით თინათინი


ტვირთი მისი ტკბილ არს და სუბუქ...
გავლა იმ მრავად საცდურს შორის, რომელიც დღევანდელ ადამიანს სულის ცხონების გზაზე ეღობება, შეუძლებელია სულიერი წინამძღვრის, კეთილი მწყემსის გარეშე, რომელიც მოწოდებულია, მართლად და შეუმცდარად წარმართოს ცხოვრება თვისთა ცხოვართა, რათა არ დავბრკოლდეთ, არ მოვექცეთ ამსოფლიურ სიამეთა და განცხრომათა ტყვეობაში, რათა ღირსეულად ვზიდოთ ის უღელი, რომელიც "ტკბილ არს და სუბუქ". და რაოდენ საპატიო და ამაღელვებელია ამ მისიის გააზრება, თუ გავიხსენებთ, რომ მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა თავისი მოწაფეები სწორედ ამისთვის აკურთხა: წადით და მოიმოწაფენით სულნი ქრისტიანეთა, რათა დაფანტულნი, დაცალკევებულნი ისმენდნენ უფლის სიტყვებსო. და აი, ვისმენთ უფლის სიტყვას იმ ადამიანის ბაგეთაგან, ვისაც კვირა დღეს ხელთ უპყრია წმინდა ბარძიმი, რომლიდანაც უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და ნაბიჯს ვდგამთ მარადიული ცხოვრებისაკენ.

აი, ამგვარი დიდი და საპატიო მისიის ღირსეულ აღმსრულებელთა შორის მეგულვის ჩვენი მამა მიქაელი (კირკიტაძე), ვარკეთილის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. თუ მღვდლობა გამორჩეული მადლია, უფლისგან ბოძებული, მამა მიქაელი რჩეულთა შორის რჩეულია თავისი უზომო ერუდიციითა და ღვთივგანბრძნობილი ცოდნით. მისი ძველქართულით ზომიერად შეზავებული მეტყველება ქრისტიანული ცოდნის მართლაც მარგალიტებს გვაზიარებს, ოღონდ ეს ის ცოდნაა, გულსა და გონებას, გრძნობასა და ინტელექტს ერთდროულად რომ ავლენს და ასხივებს.

მაგრამ ეს მისი ნიჭიერების მხოლოდ ერთი მხარეა. მისი მსახურება თითქოს ერთი გაბმული გალობაა, ისეთი გულისხმიერი ღაღადისით ევედრება უფალს ჩვენთვის, სულიერად სუსტი და უძლური მრევლისთვის. ტაძარი მისთვის ყველაფერია - სიყვარულიც, სითბოც, ოჯახიც, ნათესავიც... თუ აქამდე ხატებს მხოლოდ შიშითა და მოკრძალებით შევცქეროდი, ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემი გულითადი ლოცვა მათგან დიდი სიყვარულით შეისმინება და ეს წორედ ის უფლისმიერი უსაზომო სიყვარულია, ქრისტიანობის არსს რომ განსაზღვრავს. მრევლისთვის მოძღვრის ზნეკეთილობა, რა თქმა უნდა, მისაბაძი უნდა იყოს. ჩვენი მოძღვრის სათნოება, სულის სიძლიერე, რწმენა და იმედი, ჩვენდა უნებურად, ჩვენზეც გადმოდის და ამით სულიერ სიმშვიდესა და ხვალის იმედსაც ვინარჩუნებთ ამ აფორიაქებულ და დაულაგებელ წუთისოფელში.

რომელი ერთი სიკეთე და მადლი ჩამოვთვალო მამა მიქაელისა! მაგრამ არ შემიძლია საგანგებოდ არ აღვნიშნო მოძღვრის საოცარი თავმდაბლობა, უბრალოება. "მატლ ვარ და არა კაც", - წერდა დავით მეფსალმუნე და ამით ეკლესიის ყოველ წევრს ასწავლიდა, რა არის უპირველესი ღირსება ადამიანისა. თუმცა ყველა დამეთანხმება, რომ დღევანდელ საზოგადოებას ამპარტავნების ჭიამ გვარიანად გამოუხრა გული. ჩვენი უწმინდესიც ხომ გვაფრთხილებს ამ სენის შესახებ. მამა მიქაელი კი, უპირველესად, თავისი ცხოვრების წესით, თავისი მწყემსმთავრული ღვაწლით გვაძლევს იშვიათი თავმდაბლობის მაგალითს. როცა ამბიონზე საქადაგებლად დადგება და ხელთ ჭერილ ჯვარს აცქერდება, თითქოს უჭირს თვალთა აღხედვა და მრევლისთვის მზერის გასწორება, მართლა ლღვება რაღაც ჩვენს შიგნით, მართლა ვგრძნობთ მაშინ, იმ წუთას, რა დიადია ის, ვისაც წარმოადგენს მღვდელი და რა პატარანი და უძლურნი ვართ ჩვენ, წუთისოფლის ამაოებაში დამაშვრალნი... ან საიდან ფლობს "სერვანტესივით გამხდარი და გამხმარი კაცი" (მ. ლებანიძე) ამ უზღვავ ენერგიას, რომ არასოდეს გაგრძნობინებთ უდროობას, დაღლილობას, ისე გადაგიხდით პარაკლისს, ისე გიკურთხებთ ბინას, ისე დაუდგება გვერდით ყველა შეჭირვებულს, ვისაც მისი ნუგეში და მხარში დგომა დასჭირდება. და მარტო ჩვენი კი არა, სხვა ტაძრის მრევლის მიმართაც ასეთია!

მასზე იმხელა წყალობაა ღვთისა, ისეთი მადლი მიუნიჭებია უფალს, რაღა ვუსურვო? - მხოლოდ ერთი, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ისევ ჩვენი მრევლის საიმედოდ და საკეთილდღეოდ. ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს კი მდაბალ ქრისტიანულ მადლობას მოვახსენებთ ასეთი ძვირფასი ტაძრის ბოძებისთვის, რომელიც სულ ერთი წელია, რაც არსებობს და უკვე სასწაულებით გაბრწყინდა. ასევე მადლობა მას, რომ მამა მიქაელის სახით ასეთი ქრისტეს ერთგული ჯარისკაცი შემატა მცხეთა-თბილისის ეპარქიას.

ვარკეთილის წმინდა ნიკოლოზის სახ. ტაძრის
მრევლის სახელით ირინე ტაბატაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat