წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
6 ივლისს მამა გიორგი ყიფშიძის დაბადების დღეა
სულითა და გულით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ, მამაო, დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიხარულს.

შევთხოვთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თქვენს დღეგრძელობას. ღმერთმა გაგაძლიეროთ.

ძალიან, ძალიან გვიყვარხართ, მამა გიორგი!

აკი იოანე ოქროპირი გვასწავლის: "გიყვარდეთ მოძღვარი, როგორც შვილებს მშობლები, რადგან მათი მეოხებით თქვენ მარადიული შობის ღირსნი გახდით, მათი ხელდასხმით აღესრულება ყველაფერი, მათი მეოხებით გეხსნებათ ცათა კარიბჭენი, მათი მეოხებით გახდით საშინელი საიდუმლოების ღირსნი".

ერთხელ კიდევ გილოცავთ დაბადების დღეს.

დიდ მადლობას გიხდით მრევლის სახელით იმ ზრუნვისთვის, იმ დიდი ღვაწლისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ასე უშურველად გაიღებთ ჩვენთვის.
დიდი სიყვარულით, მადლიერებითა და მოკრძალებით,
წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მრევლი


უფალი მწე ჩემდა, მხსნელ ჩემდა... რისა მეშინოდეს!
და მაინც შფოთავს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, ლამის ოცი წელიწადია გაურკვევლობის ნისლსა და დუღილის პროცესშია ქვეყანა და ხალხი... გამოანათებს იმედის სხივი და ისევ იმძლავრებს ბოროტი, ისევ შეუტევს უფლისა და სულიერებისაკენ მობრუნებულ ერს.

ვიცით, ვცოდეთ, უფალო! მაგრამ ჩვენი გმირი წინაპრების სახელისათვის შეგვინდე! აგვიხილე გონებისა და სინდისის თვალი, მოგვმადლე ნიჭი ღვთის სიტყვისა და მადლის მიღებისა...

დადგა ჟამი, როცა ბერიც და ერიც ერთად უნდა დადგეს, როცა სულიერად დაყრუებულს და დაბრმავებულსაც უნდა დაუბრუნდეს სმენა და ხედვა, რათა მივხვდეთ, რომ გზაც საჭიროა, ხიდიც, შუქიც და სითბოც. მაგრამ ეს არ კმარა, ერისათვის თამარ მეფესავით ფეხშიშველი წინ გაძღოლა და მუხლმოყრილი ლოცვაც საჭიროა, აუცილებლობის შემთხვევაში კი - ქეთევან დედოფალივით თავგანწირვაც, რომ მთავარი გზა სულიერებაზე გადის, მთავარი სითბო და შუქი მოყვასისადმი უფლისმიერი, უანგარო, უშურველი სიყვარულიდან მოდის და რომ ემოციათა და განცდათა ბობოქარ მდინარეზე გადებული ხიდი, რომელიც ორ დაშორიშორებულ ნაპირს აერთიანებს, ჩვენი პატრიარქია. მართლაც, დაიღალა საქართველო, ამიტომ ყური მივუგდოთ მის ღაღადს, მისკენ მივაპყროთ მზერა და თვალნათლივ დავინახავთ, უწმინდესისა და უნეტარესის სახით რამოდენა წყალობა და მადლი ეშვება ჩვენზე და ჩვენს მომავალ თაობებზე.

სულ რაღაც სამი ათეული წლის წინ ქვეყნის მთავარ ტაძარშიც კი საუფლო დღესასწაულებზე ასამდე მორწმუნე თუ მოიყრიდა თავს, დღეს კი, როცა, ღვთის მადლით უამრავი ეკლესია აშენდა, მრავალიც კიდევ მშენებლობის პროცესშია - ტაძრები მრევლს ვერ იტევენ, რადგან ქართველი კაცის ბუნებაში ოდითგანვე იდო და მის სულიერ მოთხოვნას წარმოადგენდა საღვთო საქმის კეთების წყურვილი.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში მშენებარე წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარიც ამის ნათელი დასტურია. მის მშენებლობაში მონაწილეობს სრულიად საქართველოს მოსახლეობა. საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულენიც საოცარი აქტიურობითა და სიხარულით არიან ჩართულნი ამ საშვილიშვილო საქმეში.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე შვილებისა და ოჯახის მფარველად ითვლება. ამიტომ ამ წმინდანის ქართული ხატი, რომელიც დაიწერა 1500-მდე ქართველი დედის მონაწილეობით, განსაკუთრებულია იმითაც, რომ მასში ჩაბრძანებულია წმინდა ბარბარეს ხელის მტევნის უხრწნელი ნაწილი - ნიშნად იმისა, რომ ქვეყანაში, სადაც მისი წმინდა ნაწილი ჩაჰქონდათ, მშვიდობა და სიყვარული ისადგურებდა. ქართველი ქალის - დედის გული სამშობლოსა და შვილებს ეკუთვნოდა მუდამ. ნურავის ვაფიქრებინებთ, რომ დაიკარგა მისი მანდილის მადლი და ძალა, ხვაშაქ და კრავაის სული ხომ თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს. ყველამ კარგად უწყის ქართველი დედის სულიერი სიმტკიცის ძალა, თავად შვილმკვდარს რომ შეეძლო მოკლული ვეფხვის დედისთვისაც კი ეთქვა სამძიმარი.

განა ჩვენს სინამდვილეშიც მრავლად არ არიან ქართველი ქალები, რომელნიც სოლომონ ლეონიძის მეუღლის - სოფიოს დარად ფიქრობენ - "უცხოობაში რაა სიამე", მაგრამ ოჯახისა და შვილების კეთილდღეობისათვის ტოვებენ საკუთარ კერიას და უცხოეთის ცისქვეშ მყოფნი დედის მარილიან ცრემლში ამოვლებულ, მაგრამ უსაზღვრო სიყვარულით გაჯერებულ ტკბილ ლუკმას უგზავნიან მათ.

დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ისევ ქართველმა ქალმა - დედამ უნდა იკისროს მისია დრო-ჟამის დაუნდობელი სრბოლისაგან მტვერწაყრილი ძვირფასი სულიერი ფასეულობებისა და ტრადიციების აღდგენისა.

ყველა ტაძარი უფლის სადიდებლად შენდება და საღვთო ლიტურგიის შესრულებისას სასულიერო პირის მიერ აღვლენილ კვერექსში - "მოიხსენე, უფალო, მაშენებელნი ამა ტაძრისანი" - ხშირად კონკრეტული ადამიანები მოიხსენებიან, წმინდა ბარბარეს ტაძრის შემთხვევაში კი - სრულიად საქართველოს მოსახლეობა.

აი, ამიტომაც არის ეს ტაძარი დასტური იმისა, რომ შეგვიძლია ერთად დგომა, ერთი მიზნისკენ ყურება. ჩვენ - მშობლებმა უნდა მივცეთ ჩვენს შვილებს მაგალითი პატიებისა და შენდობისა, რადგანაც უფლის სისხლისა და ხორცის ზიარება არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა.

უნდა გვახსოვდეს, რომ "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი". ამიტომ ნუ დავნაწილდებით ნავებში. დროა, ყველანი ჩავსხდეთ იმ დიდ ხომალდში, რომელსაც ერთიანი, გაბრწყინებული, მოყვასისადმი ქრისტესმიერი სიყვარულით გამთბარი, ხოლო მტრისათვის ხმალშემართული საქართველო ჰქვია.
პოეტი ბელა ქებურია


მოძღვარი - ჩვენი ცოდვილი სულების მოთმინებით მკურნალი... სულიერი შვილების მწე და ქომაგი... უფლისაგან დაკისრებული მძიმე ტვირთის უდრტვინველად მზიდავი... ჩვენზე მლოცველი... ზეციურ მამასთან ჩვენი რუდუნებით მიმყვანი, მადლით სავსე მქადაგებელი...

ასეთია ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, კონსტანტინე ბურჯანაძე. გაცილებით მეტის თქმა შეგვიძლია მასზე, რომ არ ვიცოდეთ მისი მეტისმეტი თავმდაბლობის ამბავი და ეს არ გვზღუდავდეს.

10 წელია მამა კონსტანტინე ემსახურება ფოთის ეპარქიას, თუმცა მისი ურთიერთობა ეკლესიასთან გაცილებით ადრე - ბავშვობაში დაიწყო. იგი ხომ ბაღდათის ტაძრის მედავითნის ოჯახში იზრდებოდა.

KARIBCHEქრისტიანულმა ოჯახმა სამი ღვთისმსახური გაზარდა. მამა კონსტანინეს ერთი ძმაც სასულიერო პირია, მეორე კი - გელათის მონასტრის ბერი.

დღევანდელ ცივსა და პრაგმატულ საუკუნეში, როცა ბევრი ფასეულობა გადაფასდა, ბევრი ღირებულება გაუფასურდა და ადამიანები თანდათან დაშორდნენ უფალს, მნიშვნელოვანია ისეთი მღვდელმსახურების არსებობაც კი, როგორიც მამა კონსტანტინეა, რომელიც ის ადამიანი გახლავთ, მრევლის ტკივილი რომ სტკივა და სიხარული უხარია, რაც მთავარია, ამ ტკივილის დაამებაზე ზრუნავს და საამისოდ ყველაფერს აკეთებს, ზოგჯერ შეუძლებელსაც კი. მამა კონსტანტინე და მისი მეუღლე ნინო ყველას მიმართ საოცარი ყურადღებით გამოირჩევიან, ცდილობენ, ყველას სატკივარს მალამოდ დაედონ და რაც მთავარია, ეს ის ოჯახია, რომელიც მწედ და ქომაგად ეგულება მრევლს.

როცა ერთმა ერისკაცმა მამა პაისის სულიერი მამობა სთხოვა, ბერს ასეთი პასუხი გაუცია: "მოძებნეთ კარგი, მოსიყვარულე მოძღვარი და მას ჰკითხეთ რჩევა. შორიდან ვერ განიკურნები - ექიმი გვერდით უნდა გყავდესო".

ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ - გვერდით გვყავს კარგი, მოსიყვარულე სულის მკურნალი. ვმადლობთ უფალს ამ წყალობისთვის.

უდიდესი სიყვარულით, მოკრძალებითა და კეთილი სურვილებით ვულოცავთ მამა კონსტანტინეს დაბადების დღეს, რომელიც 5 ივლისს აქვს. ღვთის სამსახურში დიდხანს ყოფნას ვუსურვებთ ჩვენი ცოდვილი სულების სანუგეშოდ.

გვინდა შემთხვევით ვისარგებლოთ და მის მეუღლესაც მივულოცოთ დაბადების დღე (რომელიც ასევე ივლისის თვეშია). გვიყვარხართ და გეფერებით.
ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat