იმ საღამოსვე სოფლის სასაფლაოზე დანგრეულ ეკლესიაში შევედი და დიდხანს ვილოცე ჩემი სიტყვებით
იმ საღამოსვე სოფლის სასაფლაოზე დანგრეულ ეკლესიაში შევედი და დიდხანს ვილოცე ჩემი სიტყვებით
არცთუ იშვიათად ადამიანები, როცა განსაცდელის წინაშე დავდგებით, თავს ვიმართლებთ, რა დავაშავე, უფალმა ასე რომ დამსაჯაო. ამით ვმკრეხელობთ და ვერც კი ვხვდებით, რომ უფლის სამართალს ეჭვქვეშ ვაყენებთ. უფალმა იცის, რა გვჭირდება საკუთარი სულის განსაჩხრეკად და სასჯელსაც ამის მიხედვით დაგვადებს ხოლმე. მაგრამ შეგვიძლია კი ამის გააზრება და მერე გამოსწორების გზაზე სვლა?

თემური (60 წლის): ჩემს დანაშაულს უფლის წინაშე გვიან მივხვდი, გვიან შევიგნე, რომ თავიდათავი ჩემი ოჯახის წარუმატებლობისა მე ვიყავი.

მორწმუნე ცოლ-შვილი მყავს. უფრო სწორად, ცოლი და ორი შვილი არიან მორწმუნენი, უფროსი ვაჟი კი ჩემსავით უხეირო და ურწმუნო იყო. ერთხელ მძიმედ გავხდი ავად. სიკვდილს თვალებში ვუყურებდი. ცოლმა მითხრა, მღვდელს მოვიყვან, აღსარება თქვი და ეზიარე, წამლად წაგადგებაო. ერთი ამბავი ავუტეხე, თუ ღმერთს ასე ვუყვარვარ, ავად რატომ გამხადა, ეგ ზღაპრები თქვენი მოგონილია-მეთქი.

უფალი სულგრძელია და ჩვენს სულმოკლეობასა და ურჯულოებას სიავით არ პასუხობს. გამოვჯანმრთელდი და ფეხზე დავდექი, მაგრამ ვერც ამან მომიყვანა გონს. მეტიც, როცა უმცროსი ვაჟი სულიერების გზას დაადგა (იგი ახლა ბერია), ამაზე სულმთლად გადავირიე! მაგალითად უფროსი მომყავდა. ცოლ-შვილს მოეკიდა და ოჯახი შენსავით არ მიუტოვებია-მეთქი, წამოვაყვედრე. მალე თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ - ჩემს სანაქებო შვილს საყვარელი გაუჩენია და მეორე წყვილი შვილი იქ ჰყავს. ორივე ცოლ-შვილის რჩენა რომ ვერ შეძლო, მაქინაციებში გაება და ერთ დღესაც პოლიცია მოგვადგა...

მისი დაპატიმრების შემდეგ დავფიქრდი. თავიდან გონება მეურჩებოდა - მივიდოდი თუ არა იმ დასკვნამდე, რომ უფალმა ეს სასჯელი გონს მოსაგებად მომივლინა, მაშინვე უკან ვიხევდი და სხვათა მაგალითი მომყავდა: იმას შვილი ნარკომანი ჰყავს, თვითონაც აფერისტია, მაგრამ უამრავი ფული აქვს და მშვენივრადაც ცხოვრობს; ეს კი უღმერთო და უსჯულოა, მაგრამ საქმე აწყობილი აქვს-მეთქი... მერე უმცროს შვილს მოვუხმე და ვთხოვე, დამლაპარაკებოდა, აეხსნა, რასაც ჩემი გონება ვერ სწვდებოდა. მისმა სიმშვიდემ და საკითხისადმი მიდგომამ გამაოცა. ერთი-ორჯერ ავფეთქდი კიდეც, მაგრამ მას წარბიც არ შეუხრია, ისე განაგრძობდა ჩემს დარწმუნებას, რომ ღმერთი სამართლიანია და თუ გსურს, მას გაჰყვე, მისი ერთგული შვილი შეიქნე, სასჯელი დაუყვედრებლად უნდა დაითმინო. და კიდევ, დაუმსახურებლად არავინ დავისჯებით... რაღა გავაგრძელო, მეორე დღეს ეკლესიაში წავყევი მეუღლეს...

ნუგზარი (57 წლის): რაიონში ვცხოვრობდი და თბილისში დაუსწრებელზე ვსწავლობდი. როცა ლექციები მქონდა, ბინას ვქირაობდი, მაგრამ ერთხელ ბინა ვერსად ვიშოვე და მეზობელს მივადექი. ცოლი ახალი შერთული ჰყავდა და ნაქირავებში ცხოვრობდნენ. ჩემი გასაჭირი რომ შევჩივლე, წარბი არ შეუხრიათ, დასაწოლი მომიძებნეს და არც საჭმელ-სასმელს მაკლებდნენ, თუმცა თვითონაც უჭირდათ - ბაზარში საღამოობით მიდიოდნენ და კაპიკებად ყიდულობდნენ სანოვაგეს.

პატარძალს ხელზე ბაჯაღლოს რგოლი და ძვირფასთვლიანი ბეჭედი ეკეთა. რომ ვკითხე, ვინ გაჩუქა-მეთქი, მიპასუხა, ბაჯაღლო ბებიაჩემის ნაქონია და მემკვიდრეობით გადადის უფროს ქალიშვილზე, ეს კი ნათლიამ მაჩუქაო. სულ იმას ვოცნებობდი, როდის მოიხსნიდა ხელიდან, რომ ამეწაპნა.

ერთ დღესაც გარეთ ჭურჭელს რეცხავდა. შემოვიდა, ბეჭდები მოიხსნა და კარადის უჯრაში ჩაყარა. როცა გაბრუნდა, ძვირფასეულობა ავიღე და პურის ფულად გადანახული 20-მანეთიანიც ზედ მივაყოლე. სასწრაფოდ ჩავიცვი და წავედი...

წლები გავიდა. ცოლი შევირთე. პირველი ბავშვი მკვდარი დაიბადა, არც მეორე იყო მთლად ჯანმრთელი და ძალზე გავწვალდით.

ერთხელ ქუჩაში შემხვდნენ - რაიონში დასასვენებლად ჩამოსულიყვნენ. ჩემს გასაჭირზე შეწუხდნენ. მერე თეონამ გვერდით გამიხმო და მითხრა: ცოდვები მოინანიე და ყველაფერი კარგად იქნებაო. თვალი ვერ გავუსწორე, მაგრამ მისმა სიტყვებმა ჩამაფიქრა. იმ საღამოსვე სოფლის სასაფლაოზე დანგრეულ ეკლესიაში შევედი და დიდხანს ვილოცე ჩემი სიტყვებით. პირობა დავდე, რომ მსგავსს არაფერს ჩავიდენდი და არც ჩამიდენია.

ჩემი შვილი ახლა მესამე კურსის სტუდენტია. ჩემი წარსულის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ მე ჯერ კიდევ მტანჯავს განცდა, ასე რომ ვატკინე გული ჩემს მოამაგე ადამიანებს.

ნატალია (52 წლის): წელს ღვთისმშობლის მიძინების მარხვა არ დავიცავი - დასასვენებლად ვიყავი და თავი იმით "ვინუგეშე", მაინც ვერ შევძლებდი-მეთქი, თუმცა, ახლა რომ ვაკვირდები, არც მიცდია. რასაკვირველია, ვწუხდი ამის გამო... მერე ისეთი რამ დამესიზმრა, მივხვდი, არ ვიყავი მართალი დედა ღვთისას შინაშე. სიზმარში ვიღაცამ დიდებულ ქალბატონთან მიმიყვანა. ვიგუმანე - ღვთისმშობელი იყო. სიყვარულნარევი სიმკაცრით შემომხედა და ჩემს მხლებელს მიმართა: ამას არ ვიცნობო. თავზარდაცემულს გამეღვიძა.

სასჯელი კი ის იყო, რომ მთელი ოჯახი ავადმყოფობამ დაგვჯაბნა - მეუღლე სიკვდილს ძლივს გადავარჩინეთ, მეც კარგა ხანს ვიავადმყოფე, ერთ-ერთი შვილიშვილი ისე ცუდად გახდა, სამი კვირა საავადმყოფოში გვეწვა... ეს ამბავი ერთ მორწმუნეს შევჩივლე. მითხრა, - უფალს ჰყვარებიხარო. თუმცა იმაშიც ვარ დამნაშავე, რომ მას შემდეგ ყოველთვის მავიწყდება აღსარებაში ამის თქმა, არადა, უფალი აშკარად შემახსენებს, როგორ შევცოდე.
ბეჭდვაელფოსტა
14.02. 2015
თათია
მადლობა უფალს რომ თვითონ მოგვიყვნს ხოლმე გონს.ისე მოხდა რომ უცხოეთში მომიწია წასვლა სამუშაოდ,მანამდეც ვცდილობდი ეკლესიურად მეცხოვრა,მარხვებს ვინახავდი და ეკლესიაშიც შეძლებისდაგვარად დავდიოდი,და აქაც უფლის წყალობით არის ქართული სამრევლო და სასწრაფოდ დავაზუსტე მისამართი და მამაოსაც დაველაპარაკე,ისე მოხდა რომ რამდენიმე ხანისამსახურის და უცხო გარემოს შეგუების პროცესში ვიყავი და ეკლესიაში ვეეგარ ვახერხებდი სიარულს,დამესიზმრა ერთ-ერთი წმინდანი,რომელიც მოვიდა და თავზე ხელი დამადო სულიწმიდის გადმოსვლის მიზნით და ვინაიდან სულიწმიდის მადლი არ გადმოდიოდა ჩემზე,რა სიცარიელეაო მითხრა და წავიდა,ამის შემდეგ მამა გაბრიელი დამესიზმრა ,რომელიც მოვიდა ჩემთან და ვსადილობდი და ჩემთან სადილად დარჩენა შევთავაზე და უარს მეუბნებოდა,თითქოს განაწყენებული იყო მაგრამ საოლოოდ მაინც დარჩა და მოკრძალებულად მაგიდასთან დაჯდა,ასეთი სიზმრები შემთხვევეთი არ არის ჩემი აზრით,უფალი ცდილობს რომ გონს მოგვიყვანოს და შეგვახსენოს ჩვენ ცოდვებზე რომ უნდა ვიზრუნოთ.მადლობა უფალს ყველაფრისთვის...
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat