ავადმყოფი ბაბუს მოვლას რა მორწმუნეობა სჭირდება?
ავადმყოფი ბაბუს მოვლას რა მორწმუნეობა სჭირდება?
ეკლესიისკენ ბევრი რამ მიგვიძღვის... უმეტესობა დავდივართ კიდეც, რადგან შეგნებული გვაქვს, რომ ღმერთსა და ეკლესიაში დავანებულ ღვთაებრივ სულზე უკეთესი ნუგეშისმცემელი არავინაა ამქვეყნად. მაგრამ ვართ კი ყველანი ეკლესიის შვილები? ვიმსახურებთ კი იმ წყალობას, რომელსაც ღმერთი მოიღებს ჩვენზე? "ვინ ავიდეს მთასა უფლისასა?" - საუკუნეებს გადმოსწვდება ეს კითხვა, თუმცა იქვეა პასუხიც - "მართალი გულითა". და მაინც, როცა გულის სიმართლეზეა ლაპარაკი, შეგვიძლია კი ვიმართლოთ თავი?

თამარი (54 წლის): ეკლესიაში განწმენდილი, სიყვარულით სავსე, სულიერად ამაღლებული უნდა შეხვიდე. აკი გვაფრთხილებს ეკლესიასტე: "ფეხს ნუ აუჩქარებ ღვთის სახლისაკენ მიმავალი, გაფრთხილდი, მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან". სხვათა განკითხვის უფლება როდი მაქვს, მაგრამ ხშირად გავუოცებივარ ერთ რამეს - ადამიანი ეკლესიაში დადის, ეზიარება, აღსარებას ამბობს, მაგრამ მის სულში იოტისოდენა მარცვალიც არ არის სათნოებისა, სიკეთისა. ურწმუნო კი ამას სათავისოდ იყენებს და ამბობს: ეკლესიაში დადიან, მაგრამ იქიდან გამოსულები ისეთ რამეს სჩადიან, ურწმუნოს აზრადაც რომ არ მოუვაო.

ამასთან დაკავშირებით რატომღაც ის პატარა ბიჭი მახსენდება, ბაბუას რომ ადგა თავზე საავადმყოფოში. დედაშენი რატომ არ უვლის-მეთქი, ვკითხე. დედას პატარა ჰყავს, და ისედაც, ბაბუას ჩემსავით მაინც ვერავინ მიხედავსო. საათობრივად აჭმევდა და წამლებს ასმევდა. ერთხელ ჩაეძინა. დაფეთებული წამოვარდა - ბაბუს ანალიზი უნდა ჩამებარებინა და დრო ხომ არ გადამიცდაო. მორწმუნე ხარ-მეთქი? - უნებურად წამომცდა. გაეღიმა და მითხრა: ვარ, მაგრამ ავადმყოფი ბაბუს მოვლას რა მორწმუნეობა სჭირდებაო.

ნინო (35 წლის): ეკლესიას მაშინ მიაშურებს ადამიანი, როცა საკუთარი ცოდვების სიმძიმეს შეიგრძნობს. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც, ის ბედნიერები, რომელთაც მორწმუნე მშობლები ჰყავთ და ჩვილობიდანვე ეზიარებიან ეკლესიურ ცხოვრებას. ღმერთთან მიახლოება ეკლესიური ცხოვრების გარეშე წარმოუდგენელია. არ ვიცი, ვარ თუ არა ეკლესიის შვილი, მაგრამ იმ სულიერი საზრდოს გარეშე, რომელსაც ეკლესია მაძლევს, ცხოვრებას ალბათ ვეღარ შევძლებ.

ეკლესიამდე მძიმე ცოდვამ მიმიყვანა. ისე განვიცდიდი, სუნთქვა მიჭირდა, ღამითაც ვერ ვისვენებდი, ოფლში გახვითქულს მეღვიძებოდა. ეკლესიაში კი დავდიოდი, მაგრამ აღსარება არ მეთქვა და როცა წარმოვიდგინე, მოძღვრისთვის, უცნობი ადამიანისთვის, უნდა მომეყოლა ჩემი სირცხვილის შესახებ, დავიზაფრე. ერთხანს ამ ფიქრით და განცდით ვიარე, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე და აკანკალებულმა შევაღე ეკლესიის კარი...

ახლა ის მოძღვარი ჩემი უახლოესი ადამიანია, ეკლესიაში კი სულის სიმშვიდეს ვპოულობ.

მაგდა (40 წლის): მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო, ყოველდღიურობას თავს ვერ ვართმევ. ხშირად ვფიქრობ ჩემს მეზობლებზე და მათ ერთადერთ ვაჟზე და ბევრი რამ ვერ ამიხსნია.

ეს ოჯახი მთელ საბურთალოზე გამოირჩევა სიმდიდრით. ათას რამეს ამბობდნენ სიმდიდრის მთავარ წყაროზე - ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენელზე, ბაბუაზე... ამ ჭორების მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ ერთი რამ თვალში საცემი იყო - არც ამ ჩაკეტილ ოჯახს ჰქონდა ურთიერთობა მეზობლებთან და არც ჩვენ გვქონდა მათთან სიახლოვის სურვილი. ჩვენს უბანში კერძო სახლებია და ამ უზარმაზარი სასახლის წინ ტროტუარის დასაგველად მხოლოდ მოსამსახურე ქალი თუ გამოვიდოდა. ისიც კი არ კადრულობდა ჩვენთან ლაპარაკს...

ორი გოგონა ჰყავდათ და ვაჟი უნდოდათ - ესეც ყურმოკვრით ვიცოდით. ღმერთმა მისცათ ვაჟი - ალბათ იმისთვის, რომ უფრო ძვირფასზე დაეფიქრებინა ისინი.

მე მახლობელი ეკლესიის მრევლი ვარ. ერთხელ ბიჭუნა, რომელსაც სკოლაში ამალა მიჰყვებოდა და მოჰყვებოდა, ეკლესიაში მარტოდმარტო ვნახე. პატარა იყო და გამიკვირდა. ახლა აქ რა გინდა, სკოლაში რატომ არ ხარ-მეთქი. გამოვიპარეო, - მითხრა. კარგა ხნის შემდეგ სტიქაროსნის სამოსლით ვნახე. დედამისიც იქვე იდგა. გზად მომავალს გამოველაპარაკე. ღამეები არ ეძინა, სულ ღმერთზე ლაპარაკობდა, თურმე სკოლიდანაც იპარებოდა და ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდა. მერე სტიქარის ჩაცმაც მოინდომა. თავიდან უფლებას არ ვაძლევდით, მოძღვარიც კი გავაფრთხილე, ნება არ მიეცა, მაგრამ ბავშვი კინაღამ გამიგიჟდა და იძულებული გავხდი, მოძღვართან თხოვნით მივსულიყავიო. ისეთი დაღონებული ლაპარაკობდა, თითქოს მის თავს უბედურება ტრიალებდა. ბედნიერი დედა ხარ-მეთქი, ვუთხარი. გაკვირვებულმა შემომხედა.

რამდენჯერაც უნდა მიხვიდე ეკლესიაში, დათო ყოველთვის იქ დაგხვდება, გაგიღიმებს, თბილად მოგიკითხავს, სახეზე კი ბედნიერება აწერია.

ამირანი (43 წლის): მეუღლე რომ გარდამეცვალა, უფროსი ბიჭი ექვსი წლის იყო, უმცროსები კი სამისა და ხუთის. მათ მომვლელად ჩემი გაუთხოვარი და მოვიყვანე, მაგრამ ბავშვები ტიროდნენ და დედას ითხოვდნენ. ჩემი ტკივილიც მეყოფოდა და ამათი საქციელი ხომ სულმთლად მიკლავდა გულს. ერთხელ, ვერ მოვითმინე, სამივე მანქანაში ჩავსვი და ეკლესიაში მივიყვანე. ვუთხარი, იქ არ იტიროთ, რადგან დედიკო გიყურებთ და ეწყინება-მეთქი. დამიჯერეს და ხმა არ ამოუღიათ, თუმცა იქაურობას გაფაციცებული ათვალიერებდნენ. თითქოს დამშვიდდნენ, მაგრამ მას შემდეგ ხშირად მთხოვდნენ - დედიკოსთან წაგვიყვანეო. ასე შევეჩვიეთ ეკლესიას და მეც, რომელიც ალბათ ორიოდეჯერ ვიყავი ტაძარში ნამყოფი, ისიც - ექსკურსიაზე, მრევლის წევრი გავხდი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat