ყველაფერი შენია - მეთქი, ვუთხარი. მეტი რად მინდაო, - მიპასუხა
ყველაფერი შენია - მეთქი, ვუთხარი. მეტი რად მინდაო, - მიპასუხა
ღმერთი ძალას არ ატანს ადამიანის თავისუფალ ნებას, არ აიძულებს მას სიკეთის ქმნას, ღმერთი მოკრძალებით მიგვითითებს საკუთარი არსებობის შესახებ და გვირჩევს, თავშეკავებითა და სათნოებით ცხონების გზას დავადგეთ. "ეცადე, ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა", - გვასწავლის წმინდა მაქსიმე აღმსარებელი. ვიცით კი თუნდაც სმა-ჭამაში ზომიერება?

ნინელი (47 წლის): - ზომიერების დაკარგვა ადამიანს სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებს და შედეგიც, მთლად სავალალო თუ არა, არცთუ სახარბიელოა. მე ჩემს თავზე მოგახსენებთ და ამ აღსარებამ იქნებ ვინმეს ღიმილიც მოჰგვაროს, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ზომიერების დაცვა შვილების მოფერებაშიც კია საჭირო. "ოთარაანთ ქვრივი" ყველა ქართველს აქვს წაკითხული და იქ ერთ რამეს მიაქცევდა ყურადღებას - გიორგი თავს ერჩივნა დედას, მაგრამ არასოდეს მოეფერებოდა, გაქალაჩუნდებაო. აქაც კი ილიას სიბრძნეა ჩაქსოვილი და სწორედ დედაშვილური სიყვარულის თავშეკავებულ გამოხატვაზეა ლაპარაკი. მე ამის საპირისპიროდ ვიქცეოდი - ვკოცნიდი, ვეხვეოდი, გამუდმებით ვეფერებოდი შვილებს. რომ დააშავებდნენ და ჩემი დედამთილ-მამამთილი ან დედაჩემი და მამაჩემი გაუჯავრდებოდნენ, გული მომდიოდა და იმათ ვეკამათებოდი, შვილებს კი მოფერებით ვაგრძნობინებდი, რომ მართალი იყვნენ. ბებია მყავდა საკმაოდ მკაცრი ქალი, ძველი პედაგოგი და რამდენჯერმე მითხრა, - შვილი ცხოველსაც უყვარს, მაგრამ უნდა იცოდე, როდის მიეფერო და როდის დატუქსო, შენი ქცევით მათ ზრდი, მაგრამ არ აღზრდიო. მერე შევამჩნიე, რომ ბავშვებმა ენის მოტანა დამიწყეს, ზოგჯერ შინაურებს ასმენდნენ, ზოგჯერ - თანატოლებს... მერე და მერე, როცა მათი მოტანილი ამბის გამო მეზობლებიც მოვიმდურე და ახლობლებიც, დავფიქრდი. ნელ-ნელა შევცვალე ტაქტიკა, თუმცა დიდხანს მომიხდა ბრძოლა მათი მავნე ჩვევების წინააღმდეგ.

პეტრე (60 წლის): - ჩემი ცოდვა უზომო ჭამა-სმის სიყვარული იყო. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ნაყროვანება ყოველგვარი სიბილწის დედაა, მაგრამ ეს ახლა ვიცი, მაშინ კი ჩემი თავი მაგარი მეგონა, რადგან უზომო სმა და მოლხენა შემეძლო. ცოლ-შვილს დავხოცავდი, თუ შინ სამნაირი კერძი არ დამხვდებოდა. პროდუქტებს ტომრობით ვიმარაგებდი. ერთხელ სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა და, რასაკვირველია, ჭამა ამიკრძალეს. ტკივილზე უფრო უჭმელობა მაგიჟებდა და ცოლს ვაბარებდი, საჭმელი მომიტანე-მეთქი. ერთხელ, ეტყობა, გაბეზრდა და ერთი ჩანთა საჭმელი და ხილი მომიტანა. ყველაფერი თეფშებზე დავაწყობინე და ირგვლივ შემოვილაგე, ვუყურებდი და ვტკბებოდი... შეიძლება ასე დაეცეს ადამიანი?! მარხვის ხსენებას ვინ გაბედავდა ჩემთან, მომარხულეებს მეტიჩრებს ვეძახდი. ღვთის მოწყალება უსაზღვროა ჩემნაირებზეც კი და ახლა ვმარხულობ კიდეც და საზრდელის მიღების სურვილიც მხოლოდ მაშინ მიჩნდება, როცა ეს საჭიროა.

ლიდა (72 წლის): - უზომოდ ძუნწი ვიყავი, საკუთარი თავისთვისაც კი მენანებოდა, ვთქვათ, წამლის ყიდვა. ავადმყოფობა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის გარდაუვალია, ღვთის სასჯელი მეგონა და მკურნალობაში დახარჯულ ფულს ზედმეტად მივიჩნევდი, სამაგიეროდ, მიყვარდა ოქროს ნივთების ყიდვა. ეკლესიაში იმიტომ არ დავდიოდი, რომ ზედმეტი ხარჯი არ გამეწია, სანთელი, სეფისკვერი არ მეყიდა, გზასაც ხომ ფული სჭირდებოდა. ერთი ღვთისმოსავი მეზობელი მყავდა, ახალგაზრდა ქალი იყო. მამამისი ჩავარდა ლოგინად და ისე უვლიდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ თუკი ფული გამოუჩნდებოდათ, ძვირად ღირებულ წამლებს ყიდულობდნენ. ერთხელ ვუთხარი ის, რასაც ვფიქრობდი, - თამრიკო, მამაშენი რამდენი წლისაა-მეთქი. 77-ისო. მერე, დაანებე თავი, რას აკვდები, შვილებს აკლებ და ამდენ ფულს წამლებში ხარჯავ-მეთქი. განცვიფრებულმა შემომხედა და უხმოდ გამეცალა... მის საქციელს გონს არ მოვუყვანივარ, ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა, რადგან უფალი ერთმანეთს მოგვიჩენს ხოლმე გადასარჩენად. მალე მე გავხდი ავად. ჩემი შვილები თავს არ იზოგავდნენ და ისევე მივლიდნენ, როგორც თამრიკო - მამამისს. თამრიკოც მესტუმრა რამდენჯერმე და ერთხელ მითხრა, - ლიდა დეიდა, იქნებ მღვდელი მოგვეყვანა, ზიარება ძალას მოგცემსო. დავეთანხმე... გამოჯანმრთელების შემდეგ ეკლესიაში დავიწყე სიარული და ახლა იმას ვფიქრობ, რა უგუნური ვიყავი მაშინ, როცა მოწყალების გაცემის მადლს ვაკლებდი თავს.

მაია (40 წლის): - ჩემი მანკიერება ჩაცმა-დახურვის უზომო სიყვარული იყო, თავს მოვიკლავდი და ახალ ფეხსაცმელს ან სამოსს ვიყიდდი, თუ რამე მომეწონებოდა, რაც უნდა ძვირი ყოფილიყო, ფულს არ დავზოგავდი, ლამის გავაღატაკე ოჯახი. ჩემი ტანსაცმელი არსად ეტეოდა. მშობლების რჩევა-დარიგებას ყურს არ ვუგდებდი. დედაჩემს ნახევარძმა ჰყავდა. ცხოვრება რომ გაჭირდა, მამისეული სახლი მიატოვეს და თბილისში გადმობარგდნენ სამუშაოს საშოვნელად. ერთხელ ჩვენთან მოვიდა ბიძაჩემი, თან ასე, 14-15-იოდე წლის გოგონა მოჰყვა. ჩემი ბიძაშვილი ყოფილა და არც კი ვიცნობდი. ულამაზესი ბავშვი იყო... რომ შევხედე, თავზარი დამეცა, შუა ზამთარში ფეხზე დახეული "ტაპკები" ეცვა. ჩემს ოთახში შევიყვანე და გადმოვულაგე ნაირ-ნაირი ჩასაცმელ-დასახური. მხოლოდ ორი ხელი თბილი სამოსი და ერთი წყვილი საზამთრო ფეხსაცმელი აარჩია. ყველაფერი შენია-მეთქი, ვუთხარი. მეტი რად მინდაო, - მიპასუხა. ამ უმარტივესმა ფრაზამ მომიყვანა გონს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat