ისინი სხვისი შვილები არ არიან, სხვისი შვილი არ არსებობს...
ისინი სხვისი შვილები არ არიან, სხვისი შვილი არ არსებობს...
რომ მითქვამს, ახლა რაღა მეშველება-მეთქი, სწორედ მაშინ გამინათებდა გზას დედაჩემის დათესილი სიკეთე
დედა ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოში განსაკუთრებული სისათუთითა და პატივისცემით ეპყრობიან დედას. უღირსია ის ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემს დედას, არ დაიმახსოვრებს და დაიმარხავს მის ამაგს.

ლამარა (60 წლის): - დედობა მძიმე და ხანგრძლივი ტვირთია, ვერ მოიხსნი, ვერ გადააგდებ, რუდუნებითა და სიყვარულით უნდა ზიდო. დედას შეუძლია ჩამოქნას და ჩამოალამაზოს შვილის სული, თუმცა ასეთივე "წარმატებით" შეუძლია მისი დამახინჯებაც. ამიტომ ყოველ წუთს სიფრთხილე გმართებს - ლაპარაკისას, ქცევისას.

10 წელი უცხოეთში ვიცხოვრე. არავის ეგონოს, რომ დედაშვილობა იქ არ იციან, მაგრამ ერთი რამაა ჩვენთვის უცხო და მიუღებელი - დედა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, იგი არ შეეწირება შვილს ისე, როგორც ჩვენთან იციან. ქალი თუ დაქვრივდება ან ქმარს გაეყრება, სხვას მოძებნის, თუნდაც მისი ეს ნაბიჯი შვილს ვნებდეს. როცა ამის შესახებ ჩემს ახლობელ ქალბატონებს ვკითხავდი, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ჩემი გაოცება. მეუბნებოდნენ, - ყველას თავისი ცხოვრება აქვსო. ქართველ ქალს კი შვილი ეყოლება თუ არა, მისი ცხოვრებით ცხოვრობს და მისი საფიქრალით სულდგმულობს. ტყუილად კი არ დაწერილა ჩვენში "ოთარაანთ ქვრივი" და "თავსაფრიანი დედაკაცი", ტყუილად კი არ უსახავდა დიდი ილია ქართველ დედას შვილის გმირად გაზრდის მიზანს. ქრისტიანობა ჩვენს სულს მოერგო და სწორედ ქრისტიანობაში პოვა ერმა თავისი თავი, სწორედ აქ წარმოჩნდა მისი სრულყოფილი სახე, ღვთისმშობელი ხომ ჩვენი დიდი დედაა, ჩვენი შვილებისა და დედების მფარველი... გული მტკივა დღეს ამდენი გადაცდომის შემყურეს.

თემური (53 წლის): - როცა დედაზე იწყება ლაპარაკი, ყოველთვის კარგ მაგალითებს იხსენებენ, რადგან თვითონ დედისადმი პატივისცემა არ გაძლევს უფლებას იმაზე ლაპარაკისა, როგორ მიაგდო ვიღაცამ ახალშობილი სანაგვეზე, ეგ, როგორც ილია იტყოდა, ქაფია, ჭუჭყია და ღმერთმა ნუ ქნას, განზოგადდეს.

ზოგჯერ ერის ცხოვრებაში უსამართლობა და თვალთმაქცობა ზეიმობს, ალბათ ამის ნაყოფია ისიც, როცა ახალგაზრდები საკუთარ დედას აგინებენ. ბევრისთვის მიმიცია შენიშვნა, მაგრამ, აბა, ერთი და ორი ათასთან რას გახდები? ასეთ დროს აღშფოთებასა და სიბრაზეზე უფრო შიში მიპყრობს.

დედაჩემი 28 წლისა დაქვრივდა და ოთხი ვაჟკაცი გაგვზარდა. მისგან დაწუწუნება არ მახსოვს, თუმცა დღე-ღამეში ალბათ მხოლოდ 3 საათი ეძინა. ყანასა და მინდორში კაცივით შრომობდა, ღამით კი საოჯახო საქმეს აკეთებდა. თითო ხელი ტანსაცმელი გვქონდა, ლოგინში ტიტვლები ვიწექით და დილით გარეცხილ-დაუთოებულს, სკამზე გადაფენილს დაგვიტოვებდა. საჭმელი კი მაგიდაზე ტილოგადაფარებული გვხვდებოდა. რომ წამოვიზარდეთ, მხარში ვედექით და შრომას ვუმსუბუქებდით. მისი სიტყვა კანონი იყო ჩვენთვის, მეტიც, უსიტყვოდ ვგრძნობდით მის გულისთქმას. ლოგინად ჩავარდა ჩვენი ნაამაგარი დედა. ჩვენი ხელით ვბანდით და ვაჭმევდით. მაშინ მხოლოდ ერთ ძმას ჰყავდა ცოლი და აბა, მხოლოდ მას ხომ არ მივანდობდით ამ საქმეს.

ახლა რომ ვიხსენებთ დედას, ვხვდებით, რომ მტკიცე და მკაცრი ბუნების ქალი იყო, ნამუსის ქალი, ქედმოუხრელი და შეუდრეკელი. მისი ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას, ძმებმა ერთმანეთს გადაბრუნებული სიტყვა ვუთხრათ.

ალექსანდრე (55 წლის): - დედა არ მახსოვს, რვა თვის ვყოფილვარ, როცა გარდაცვლილა. მაგრამ მახსოვს, როგორ მინდოდა ვინმესთვის დედა დამეძახა და როგორ ვტიროდი, როცა რომელიმე მშობელი შვილს მოეფერებოდა. მერე დედის გადიდებული სურათი საწოლთან დავაკიდებინე გამზრდელ მამიდას და ძილის წინ მთელი დღის ამბებს ვუყვებოდი. დედა ჩემი საფიცარია, ყოველ აღდგომას რაჭის შორეულ სოფელში მივდივარ და დედის საფლავს ვეფერები.

სიდედრი მყავდა საოცარი ქალი და დედობა მამიდის გარდაცვალების მერე მან გამიწია. ადრე დაქვრივებულმა ორი ქალიშვილი ისე გაზარდა, ქმრის სახელი არ შეურცხვენია. ასეთი ქალები იყვნენ ჩვენი ჩამომყალიბებელნი და ამიტომაც ვიყავით კაცთმოყვარენი, ამიტომაც ვერ გაგვტეხა კომუნისტურმა მამაძაღლობამ. იმ კომუნისტებსაც ხომ ჰყავდათ დედები? რა თქმა უნდა, ბევრი მათგანის დედა მართლაც ღირსეული ქალი იყო, მაგრამ ეშმაკი დედა-შვილს შორისაც დაიბუდებს და ღვთსმოყვარე მშობლებსაც ზოგჯერ ღვთის გარეგანი შვილები გამოსდით.

ხათუნა (62 წლის): - დედაჩემი ექიმი იყო. ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სწორედ ექიმობით თესავდა სიკეთეს. ავადმყოფი ბავშვების საწოლებთან დაათენდებოდა და შინ დაღლილ-დაქანცული დაბრუნებული ისევ მათზე ლაპარაკობდა. ერთხელ ბებიაჩემმა უსაყვედურა, შვილები მიტოვებული გყავს და სხვის შვილებს თან ჰყვებიო. დედას პირდაღებული მივაჩერდით, გვაინტერესებდა, რას იტყოდა, ჩვენი აზრით, ბებიას მართებულ შენიშვნაზე... ახლაც მახსოვს მისი სახე - ისინი სხვისი შვილები არ არიან, სხვისი შვილი არ არსებობს... როცა ავადმყოფი ბავშვი იმედით მიყურებს, ვერ მივატოვებ და შინ ვერ წამოვალ, უგულოდ ვერც ჩემს შვილებს მოვეფერებიო. მამაც მხარს უჭერდა ამ სიკეთის ქმნაში, თუმცა ვატყობდით, როგორ მოუსვენრობდა მეუღლის მოლოდინში. ერთხელ, უკვე მოხუცს, მისმა გადარჩენილმა, უკვე დაკაცებულმა 40-იოდე წლის მამაკაცმა დაბადების დღეზე ვარდები მოართვა. მთელი სიცოცხლე ამ ამბავს უყვებოდა ყველას.

ცხოვრებამ ბევრი ჭირ-ვარამი მომაგო, მაგრამ რომ მითქვამს, ახლა რაღა მეშველება-მეთქი, სწორედ მაშინ გამინათებდა გზას დედაჩემის დათესილი სიკეთე.
ბეჭდვაელფოსტა
21.07. 2015
Temuris da cxvebs
გაიხარეთ,ღმერთმა დაგლოცოთ გაბედნიეროთ გამრავლოთ დაგიცვათ ყველა უსიამოვნებისაგან დედის ასე დაფასებისათვის.”ჩვენი ხელით ვბანდითო” რამხელა სიყვარული და პატივისცემაა ამ სიტყვებში,ღმერთმა იმ მარჯვენით ასი წელი გატაროთ და მეტიც ჯამრტელად, ყველა ახლობლებთან ერთად. გამრავლდით გამრავლდით და კიდევ გამრავლდით.პატივისცემით დალი
21.07. 2015
ekaterine
sruliad vetanxmebi tamars,suli gamitba,yvelas janmrtelad gimyopot dedebi da visac gardacvlili gyavt,gmertma gicxonot mati sulebi,gaixaret
20.07. 2015
elene
mec zalian miyvars es zhurnali,siketit,rwmenit da siyvarulit gamtbari ambebi,swavlebani...gaixaret,utqvenod agar vsuntqav
19.07. 2015
თამარი
რა საოცარ, სიკეთით სავსე სტატიებს წერთ. ერთადერთი წაკითხვის ღირსი ჟურნალია კარიბჭე... ღმერთმა გაგახაროთ და გადღეგრძელოთ!
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat