ჯერ ცოდნა შეიძინეთ და მერე იქადაგეთ
ჯერ ცოდნა შეიძინეთ და მერე იქადაგეთ
ჯერ გოლგოთას გადის ნამდვილი ქრისტიანი და მერე თაბორზე ადის
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება ერთადერთია და მას დაცვა სჭირდება შემოსეულ ქაოსურ აზრთაგან. ჩვენი წინაპრები სიცოცხლის ფასად იცავდნენ რჯულს და ჩვენც უნდა დავიცვათ გინა თუ საქმით, გინა თუ სიტყვით. ღმერთი მოგვცემს ამის ძალას, მოგვანიჭებს სიბრძნეს, რათა ვილაპარაკოთ და არ ვილაყბოთ, რათა ჩვენს სიტყვას და ლოცვას მადლი ჰქონდეს. ჩვენი ვცადოთ და იქნებ მსმენელიც გამოჩნდეს, რადგან კეთილი მარცვალი არ იკარგება.

მალხაზი (31 წლის): - ცოდნა, სიბრძნე და განსწავლულობა კაცის იარაღია, აკი ეკლესიასტეც გვასწავლის: "ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი". ჩემი იარაღი და საჭურველი ღვთიური სიბრძნეა, რომლის მოშველიებაც ხშირად მჭირდება. ვერ ვიტყვი, მქადაგებელი ვარ-მეთქი, მაგრამ მოყვრულად მოპარულ მტერს არ გავუჩუმდები, გავუმხელ კიდეც და ვაგრძნობინებ, რომ იმათი სიბრძნე კაცობრივია, ჩემი - ღვთიური, რადგან ღალატზე კი არა, ერთგულებაზეა დაფუძნებული. ყოველ ზაფხულს დედ-მამას მე და ჩემი და-ძმა სოფელში მივყავდით - ასე უფრო ახლოს იქნებიან ფესვებთანო. ბაბუა ყოველ საღამოს დაგვსხამდა და ათას ამბავს გვიყვებოდა. ახლა რომ მახსენდება, ყველა მათგანში სიკეთე იმარჯვებდა, დამარცხებულზე კი იტყოდა - ასე რომ მოიქცევი, შენც იმასავით მოგივაო. ასე ჩაგვიბეჭდა თავში ღვთისა და სიკეთის სიყვარული. ახლა იტყვის ვინმე, რომ ეს ქადაგება არ იყო? ღმერთს ჩვენი დაცვა რად სჭირდებაო, - იტყვის მავანი, მაგრამ ადამიანს ხომ სჭირდება დაცვა, თანადგომა და თუ შენი სიტყვით, სწორი აზრით ხელს წააშველებ, ხომ ამოიყვან იმ უფსკრულიდან, რომელსაც სექტანტობა ჰქვია?

ხათუნა (60 წლის): - ერთხელ მოძღვარმა გვითხრა, ჯერ გოლგოთას გადის ნამდვილი ქრისტიანი და მერე თაბორზე ადის. ჯერ ცოდნა შეიძინეთ და მერე იქადაგეთო. მაშინ გამიკვირდა, რადგან ეტყობა, ვერ ჩავწვდი მისი სიტყვების აზრს. როცა შვილებს ზრდი, მათ სიკეთესა და სიყვარულს ასწავლი, ეს ხომ ერთგვარი ქადაგებაა. მშობელი არასოდეს უნდა დაიღალოს ამგვარი ღვაწლით, რადგან სიზარმაცე ამ დროსაც, ისევე როგორც ყველა საქმეში, საზიანოა. სიტყვას დიდი ძალა აქვს და ყოველი ფრაზა ფიქრის შედეგი უნდა იყოს. ჩვენი წინაპრები უაზრო ლაპარაკს ყბედობას ეძახდნენ და ასეთ კაცს პატივს არ სცემდნენ. მე მასწავლებელი ვარ და მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა და უსამართლობისა, რომელიც ამ გზაზე შემხვდა, ბედს არ ვემდური, პირიქით, მიხარია, რომ უფალმა შემაძლებინა ჩემი სიტყვები შეურყვნელ გულებზე დამეწერა. ეს არის ჩემი ვალი, ჩემი ქადაგება, მინდა უფლის წინაშე მართალი ვიყო და ვწონი, ვზომავ ჩემს ნაბიჯს, ჩემს სათქმელს.

მანანა (49 წლის): - ამას წინათ ქუჩაში ჩემი ყურადღება თავშეყრილმა ხალხმა მიიქცია. შუაგულში მდგარი ორი ქალბატონი რაღაცაზე ლაპარაკობდა. თავიდან ვერაფერს მივხვდი, მერე არმაგედონი ახსენეს და ვიაზრე, იაღოველები იყვნენ. მშვიდად, დამაჯერებლად საუბრობდნენ, საქმეში ჩაუხედავი კაცი ადვილად გაებმებოდა მათ მახეში. ჩემ გვერდით ერთი ქალბატონი იდგა. ცოტა ხანს უსმინა, მერე წრე გაარღვია და უთხრა, - ცრუობთო. შეჩქვიფდნენ. ეტყობა, ამას არ ელოდნენ, რადგან "აუდიტორია" უკვე დაპყრობილი ჰყავდათ. ქალბატონმა საოცარი ხატოვანებით ილაპარაკა ქრისტიანობაზე, მეორედ მოსვლაზე. იეღოველებს სახე შეეშალათ, მათი მოჩვენებითი სიმშვიდე საპნის ბუშტივით გაქრა. შეპასუხებაც სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და გაიძურწნენ. ვინ იცის, იმ კეთილშობილი ადამიანის სიტყვამ და ცოდნამ რამდენი იხსნა ეშმაკის კლანჭებისგან.

დავითი (40 წლის): - ეკლესიის წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ბოლო ჟამის წინ შემცირდება ჭეშმარიტ მქადაგებელთა რიცხვი. ამ სიტყვების ნამდვილობაში ყოველ წუთს ვრწმუნდებით, რადგან დღეს მოძალებული აგრესია სწორედ უკუღმართი ქადაგებების შედეგია. ვფიქრობ, ჩვენი მწერლობა თავიდან ბოლომდე ქადაგებაა, მაგრამ დღეს აქაც გაჩნდა ბზარი. დღემდე "ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის სულიერი წვრთნისა და ამაღლების წყარო იყო. ისე, ვინც (მე მას მწერალს ვერ ვუწოდებ) ამ წყაროს გადამიკეტავს, ვინც მოზარდის ფსიქიკაში მას გარყვნილებისა და სიბილწის დასაბამად აქცევს, ხომ ჩვენი მტერია, ჩვენი სიწმინდის წამბილწველი? შემთხვევა მომეცა და ვიტყვი, რომ თქვენი ჟურნალი ღვთის სიტყვის მქადაგებელია, იქნებ ორიოდე სიტყვით ამ პრობლემასაც შეეხოთ. სათქმელი ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, უნდა იცოდნენ, რომ ქართული მწერლობა ჩვენი ერის სიამაყეა, ჩვენი სულიერი სიძლიერის გამომხატველია და მას ვერავითარი ცრუ სწავლება ვერ შერყვნის; მაგრამ ამის მცდელობაც კი უკვე მკრეხელობაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat