როცა ხატთან დავბრუნდი, მივხვდი, როგორი მადლიერი ვიყავი უფლისა
როცა ხატთან დავბრუნდი, მივხვდი, როგორი მადლიერი ვიყავი უფლისა
ჩვენი წინაპრების ცხოვრება, რომელსაც ქართული მწერლობა საოცარი ხატოვანებით გადმოგვცემს, ერთგულების საოცარ მაგალითებს გვაჩვენებს. ქრისტეს ერთგულება ხომ თავისთავად მოიცავს მოყვასის ერთგულებას, მოყვასის უღალატობა კი ქვეყნის, ოჯახის, შვილებისა და ახლობლების ერთგულებაა. ერთგულება მაცხოვნებელი წყაროა, რომელსაც ადამიანი ქრისტეს გზაზე გაჰყავს. თუ ცხონება გვინდა, წინაპართა ხმას ვუსმინოთ, გამორჩევით კი იმ წინაპართა, რომლებმაც თავი დადეს ქრისტესა და მამულისათვის.

მარინა (50 წლის): - ერთგულება ისევე ძნელია, როგორც ქრისტეს მცნების დაცვა, მაგრამ აუცილებელი. ადამიანი, ქრისტიანი ყოველთვის გაფაციცებული უნდა იყო, რომ ფეხი არ აგიცდეს და საღალატო უფსკრულისკენ არ გადაქანდე. უდიდესი განსაცდელი შემხვდა - 14 წლის ბიჭი, ერთადერთი შვილი მომიკვდა. ვერ გეტყვით, რა იყო მანამდე, ტანჯვა და ამაოების შეგრძნება, უსიხარულობა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ხანდახან მეც მეუფლებოდა ღვთისადმი საყვედურის თქმის სურვილი - რატომ შემამთხვიე, უფალო, ასეთი განსაცდელი, მე ხომ მიყვარდი-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყოველივე ჩვენი გამოცდაა, ჩემს შვილს კი, დარწმუნებული ვარ, სასუფეველში მიუჩენდა უფალი ადგილს. ერთხელ შავთავსაფარწაკრული ხატის წინ მუხლმოდრეკილი ვლოცულობდი. კარზე კაკუნი მომესმა. გავაღე. ორი ყმაწვილი ქალი დამხვდა. ვიცით, რომ შვილი მოგიკვდა და საშველად მოვედით. ნუ ღვრი ცრემლებს, შენი შვილი გაცოცხლდებაო. გული გამოუცნობი სიხარულით ამევსო - ვინ ხართ-მეთქი. იეღოვას მოწმეები ვართო. მივხვდი, ჩემს გადასაბირებლად მარჯვე დრო მონახეს და უცბად გამოვფხიზლდი. ვიცი, რომ ჩემი შვილი გაცოცხლდება და უფლის მარჯვენა მხარეს დადგება, იმდენს ვლოცულობ-მეთქი. "ახსნა" დამიწყეს, რომ უფალმა გამწირა და შვილი წამართვა, რომ იეღოვას შეუძლია, ყველაფერი შეცვალოს. ბევრს არ გავაგრძელებ, არც იმას მოვყვები, როგორ მოვიცილე ისინი თავიდან, მაგრამ როცა ხატთან დავბრუნდი, მივხვდი, როგორი მადლიერი ვიყავი უფლისა, რომ არ გამწირა და მათი მოგერიების ძალა მომცა. ჩემი ცხოვრება უფლისადმი ერთგულებაა და თუ ადამიანი ამ პრინციპს ვერ დაიცავ, აუცილებლად მოხვდები ეშმაკის კლანჭებში.

თეონა (55 წლის): - ოჯახის სიწმინდის დაცვა უფლისადმი ერთგულებაა. ამის თვალნათელი მაგალითი ქართულ მწერლობაში უხვადაა. როცა კი წამიკითხავს "ოთარაანთ ქვრივი" და "თავსაფრიანი დედაკაცი", ჩვენი მეზობელი ელისო ბებო გამხსენებია. უსათნოესი მოხუცი იყო, მისი ბაგეებიდან თაფლი იღვრებოდა. ბავშვობაში არაერთხელ მიფიქრია, - ალბათ ძალიან ბედნიერი იყო და ამიტომაც არის ასეთი წყნარი და მშვიდი-მეთქი. ბებიაჩემთან მეგობრობდა და როცა თეთრთავსაფარწაკრულები ჭიშკართან, ბოგირზე ჩამოსხდებოდნენ, ანგელოზებს ჰგავდნენ. ბებიას რომ ვკითხე მის შესახებ, მითხრა, - დიდი უბედური ქალია, მაგრამ ისეთი კერკეტია, არაფერს იმჩნევს. ქმარი ბოლშევიკებმა დაუხვრიტეს, მაშინ ელისო ოცი წლისა თუ იქნებოდა. ორი შვილი დარჩა და სულის ბერვით გაზარდა. უფროს ბიჭს რაღაც სენი შეეყარა და ტანჯვით დალია სული. იმ უბედურ დროში ელისოს ფარ-ხმალი არ დაუყრია. დიდი მადლიანი ქალია, ვინც კი მათხოვარი მიადგებოდა კარზე, უსადილოდ და უფულოდ არ გაუშვებდა. ეკლესია იყო ჩვენი ქუჩის ბოლოს, კომუნისტებმა დაანგრიეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს, ხატებს ეკიდა თურმე ცეცხლი. ელისო შევარდნილა, მაცხოვრის ხატი გულში ჩაუხუტებია და ისე გამოუტანია ცეცხლიდანო.

მერე ის ხატი მე მაჩუქა, რატომ, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ძალიან ვუყვარდი... უფლის სიყვარული და ოჯახის სიწმინდე ბოლომდე შეინახა.

ავთანდილი (46 წლის): - დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება უფლისა და სამშობლოს ერთგულება. თუკი ჩვენს მართლმადიდებლურ მრწამსს დავიცავთ, ვერც შინაური მტერი დაგვამარცხებს და ვერც გარეული.

ერთგულების ნებისმიერი სახით გამოვლენა დასაფასებელია - საქმის, ოჯახის, სამშობლოსა და უფლის ერთგულებაზე ხომ აღარ არის ლაპარაკი. ზოგიერთი სხვის ხარჯზე იოლად მოიპოვებს პურს არსობისას. მე ექიმი ვარ და ვიცი, რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქმის ღალატს. ასევეა მასწავლებელი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ოდნავი თვალის მოხუჭვაც კი ძვირად დაუჯდება ქვეყანას. ერთგული და უღალატო თაობა რომ გაზარდო, თავად უნდა მისცე ამის მაგალითი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat