წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბართლომეს

ძვირფასო მამა ბართლომე, საჩხერის რაიონის სოფელ გორისის ადაურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ავთანდილი და ამავე ტაძრის მრევლი უდიდესი სიხარულით და უზომო სიყვარულით გილოცავთ გაზაფხულის ულამაზეს თვეს და დაბადების დღეს - 24 მარტს. დაე, მრევლის დიდი სიყვარული ანთებული კელაპტარივით მარადიულ სიხარულად და ნუგეშად გაგყოლოდეთ ცხოვრების მძიმე გზაზე, შეემსუბუქებინოს ის სირთულეები, ღვთისკენ სავალ ბილიკებზე რომ გველის. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მხნეობა. იცოცხლეთ და იხარეთ მრავალჟამიერ.

მცირე ხანს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, მამა დავითთან დავდიოდი. ვიცოდი მხოლოდ "მამაო ჩვენო". შემდეგ, ღვთის წყალობით, სვანეთის უბანში წმინდა დემეტრე თავდადებულის ეკლესია აიგო. პატარაა, მაგრამ მყუდრო. რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული, დიდ შვებას ვგრძნობ, მაგრამ როცა ლოცვებს ვკითხულობ, რაღაც მაბრკოლებს. ჟურნალი "კარიბჭე" მეხმარება, სულიერ საზრდოს მაწვდის. ყველას დიდ მადლობას გიხდით ამისთვის. უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.
კახაბერი, 14 წლის


უკან რჩეს კვალი ნათელი
25 მარტს წელიწადი სრულდება ილია-დავით დათუნაშვილის გარდაცვალებიდან. ეს გვარ-სახელი ჩემთვის სკოლის მერხიდან იყო ცნობილი.

მეათე კლასში სწავლისას თბილისში ჩამომიყვანეს... მივყვებოდი ჰერეთის (საინგილოს) საშეფო დელეგაციას მეცნიერებათა აკადემიაში და გული სიხარულით მქონდა სავსე.

დელეგაციაში ყველაზე ახალგაზრდას ილია ერქვა, დათუნაშვილი. დანარჩენები: გიორგი ჩაგანაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) და საინგილოდან ჩამოსული ინტელიგენცია: მირიან გამხარაშვილი, ნოდარ სულთანაშვილი, როლანდ ტარტარაშვილი, ლელუმ ლომაშვილი...

ბატონი ილიას სიდინჯე, სიდარბაისლე და მემკვიდრეობით გადმოცემული ოდნავ სევდიანი თვალები დამამახსოვრდა. მაშინ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. ყოველივე ამის პარალელურად ბევრი საფიქრალ-საზრუნავიც ჰქონდა თავის თანამემამულეებზე. ის ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების ქართული სკოლებიდან ჩამოსულ მოსწავლეებს კურირებდა.

მძიმე წლები გამოიარა. თითქმის დევნილი იყო საკუთარ მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის დიდი სიყვარული და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა როგორც საკუთარ თანამემამულეებთან, ასევე ისტორიული ბედუკუღმართობის გამო საქართველოს გარეთ მყოფ ქართველებთან: ფერეიდნელებთან, მესხეთიდან გადასახლებულ თუ თურქეთში მცხოვრებ მოძმეებთან. ამხნევებდა მათ, ანუგეშებდა და ხშირად სტუმრობდა მათთან.

მისი მთავარი საზრუნავი მაინც საინგილო-ჰერეთი იყო. ეს ერთი ხელისდადება კუთხე ორად იყო გაყოფილი: მაჰმადიანებად და ქრისტიანებად, რაც გართულებულ სიტუაციას უფრო ამძაფრებდა. მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ეს შეგნებულად, ჩვენს გასათიშად დაგებული მახე იყო.

KARIBCHEილია დათუნაშვილს განსაკუთრებულად უყვარდა ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა ნინო. "ჩონ მარიამ დედაი", "ჩონ წმიდა ნინოი" - იტყოდა ხშირად.

რამდენიმე წლის წინ მცხეთა მოილოცა. მახსოვს, წმინდა ნინოს მაყვლოვანთან დიდხანს იდგა დაფიქრებული. ბუჩქს მოეფერა, მაგრამ იქვე, წმინდა ნინოს პატარა ტაძარში შესვლაზე თავი შეიკავა - ჰერები ერთად ვაპირებთ საზეიმო ნათლობას და მაშინ ღირსეულად შევალო. გარს შემოუარა და ისე მოეფერა ტაძარს. ასეთი ღრმა მოწიწებითა და მაღალი მისტიკით სწამდა უფალი და ყოველი მისი ტაძარი.

მალე მოინათლა. დავითი უწოდეს.

მეტად თავმდაბალი იყო. თავის ხელში გამოზრდილ მამა სვიმონს (აბრამიშვილს) ბავშვივით ეკითხებოდა რჩევას, სარწმუნოებაზე ესაუბრებოდა. მუდმივად მოძღვრავდა, შეაგონებდა თავისი კუთხის ყველა ახალგაზრდას. დახმარების მთხოვნელს უკან არ გააბრუნებდა.

შვიდი-რვა წლის წინ ვაჟიშვილი, თენგიზი მძიმედ ავად გაუხდა. შეწუხებულმა ითხოვა, მოძღვარი მოგვიყვანეთ, წამლები აღარ შველისო. მიტროპოლიტმა დანიელმა მამა ილია წერეთელს სთხოვა ავადმყოფის ზიარება. ჩემი მოსახელეა მოძღვარიც, ესეც ღვთის განგებაა და ორმაგად გამახარეთო. ჩვენს თვალწინ საოცრება მოხდა - ავადმყოფი ზიარების მერე მალე გამოკეთდა და გამოჯანმრთელდა.

ბატონი ილია ბოლო წლებში მთლიანად დაეწაფა ქრისტიანულ მოძღვრებას. შეეძლო საათობით ესაუბრა საღვთო თემებზე.

იგი პირნათლად მოემზადა უფალთან შესახვედრად. წლების მანძილზე სულში ნაჩუქურთმევი ოცნების - წინაპრების სულიერად ჩაწყვეტილი ხიდის აღდგენა შეძლო, შეძლო დაენახვებინა ჰერეთის მომავალი თაობებისთვის, თუ როგორ უნდა იცხოვრო, როგორ შეაერთო გუშინდელი ხვალინდელთან, რომ სანთელივით უკან დატოვო კვალი ნათელი და ეს კვალი ნათელი - სანთლებით ხელში გარდაცვალების ჟამს გარს ეხვია საინგილოდან ჩამოსული ნათესავ-ახლობლების სახით.

მას გამორჩეულად უყვარდა ჰერეთის გამაქრისტიანებელი წმინდა ნინო და წმინდა ნინოს ჯვრით გამშვენებული სასახლე მიუძღოდა უფალთან შესახვედრად.

ღმერთმა ნათელში დააწესოს ეკლესიისკენ მიმართული მისი მორწმუნე, მოშურნე სული.
მართა ტარტარაშვილი
(თარხნიშვილი)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat