წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
რამდენიმე თვის წინ დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თავზარი დამეცა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ხსნა არსებობდა. შევედი ტაძარში, დავემხე ღვთისმშობლის ხატთან და მწარედ ავტირდი, თან შეწევნას ვევედრებოდი. კარგა ხანს დავრჩი ასე. მერე მესანთლე შემეხმიანა, წამოდექი, მეუფე მობრძანდებაო. ავწიე თავი და სწორედ ამ დროს შემობრძანდა ტაძარში მეუფე ზოსიმე, საოცარი მადლით მოსილი. ხატებს მიეახლა, თაყვანი სცა, შემდეგ მე შემომხედა. მივუახლოვდი, რათა თაყვანი მეცა. არ დამანება, თანაგრძნობით მკითხა, რა მოგივიდაო და თავზე დამადო ხელი. ვუთხარი, რომ დედა მყავდა ავად. დამამშვიდა, დამარიგა, დედა ღვთისმშობლის მიმართ მელოცა, თუ შეინანებ, დედა ღვთისა აუცილებლად შეგეწევაო. მისმა სიტყვებმა დამამშვიდა. ვირწმუნე, რომ ჩვენი მეუფის ლოცვა-კურთხევით მოხდებოდა სასწაული და დედა განიკურნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ დედა მართლაც უკეთ შეიქნა.

მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსს მეუფე ზოსიმეს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც წილკნის ღვთისმშობელმა ასეთი სასწაული მომივლინა. მინდა, უდიდესი სიყვარული გამოვხატო ჩვენი სათაყვანებელი მთავარეპისკოპოსის მიმართ. იგი სანთელივით იწვის და იღვენთება მთელი საქრისტიანოს გადასარჩენად. მისი წყალობით მრავალი განიკურნა სულიერად. ღმერთმა გვიცოცხლოს და გააძლიეროს ჩვენი მთავარეპისკოპოსი.
მხევალი ღვთისა ნონა


ძვირფასო რედაქციავ, პატივცემულო რედაქტორო!

მინდა ვისარგებლო თქვენი ჟურნალით და ჩემს მოძღვარს მამა მიქაელ გალდავას, რომელიც ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღასრულებს ღვთისმსახურებას, მივულოცო დაბადების დღე - 26 თებერვალი. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს მისი ოჯახი და მრევლი. უფლის შემწეობა და მფარველობა არ მოჰკლებოდეს.
ლაურა, თბილისი


ჟურნალ "კარიბჭეს"!
უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი მოღვაწეობისათვის. თქვენმა ჟურნალმა ბევრი დააყენა ღვთის გზაზე.

მინდა მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების ბოლო 5 თვის განმავლობაში მომხდარ სასწაულებრივ ცვლილებებზე.

ერთ კვირა დღეს დედასა და დასთან ერთად სამების ტაძარში წირვა მოვისმინე. წირვის შემდეგ ხალხი განზე გადგა, რათა უწმინდესისაგან დალოცვა მიეღო. მეც მათთან ერთად დავდექი. ვიღაც უხილავად მკრავდა ხელს, რათა უწმინდესს ვერ დაველოცე.

მისი წაბრძანების შემდეგ თვალცრემლიანმა გულში გავივლე, - მართალია, ღმერთო, არ ვარ ღირსი, რომ მან დამლოცოს, არ ვარ ღირსი, რომ ეს სიხარული მივიღო, მაგრამ აუცილებლად მოვიპოვებ ამ ბედნიერებას-მეთქი. მას შემდეგ დავდივარ ეკლესიაში, ვესწრები ლოცვასა და წირვას. ღვთის შეწევნით, მოძღვარიც მყავს - მამა დავითი, რომელიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.

მე ობოლი ვარ, ძალიან მენატრება მამა, მაგრამ ის მამშვიდებს, რომ ამქვეყნად მყავს უდიდესი სულიერი მამა - ღმერთი ჩვენი.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, დაიფაროს და გააძლიეროს საქართველო და არამარტო საქართველო.

მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ.
ანა


ჩემი ქვეყნის ისტორია, ძეგლები და თქმულებები მიდასტურებს, რომ ჩვენ მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრნი ვართ. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ქვეყნის დაპყრობას მრავალი ცდილობს და ქართველ ერს საუკუნეების მანძილზე უწევდა თავდაუზოგავი ბრძოლა არსებობის შენარჩუნებისათვის. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს ქართველი დედის თავგანწირვას სამშობლოსათვის.

ჩვენი ისტორია მიჩვენებს ქართული ცივილიზაციისა და კულტურის უაღრესად დიდ განვითარებას. საუკუნეების მანძილზე ქართულ კულტურას ბრძოლის ქარცეცხლში უწევდა აღზევება და განვითარება. ქართული დამწერლობა ხომ უძველესია და ჩვენამდე მოღწეულ ნაწარმოებებში მკვეთრად ჩანს იმდროინდელი ქართული კულტურა და რელიგიისადმი უსაზღვრო თავდადება. ჩემი ქვეყნის ისტორია ასევე მამცნობს, თუ როგორ შემოვიდა ქრისტიანობა ჩემს ქვეყანაში და როგორ შეიყვარა ქართველმა კაცმა ქრისტე, თუ როგორ ეწამა მრავალი ჩვენი თანამემამულე ღვთის არდაგმობისთვის.

ყოველივე ამას ვავლებ თვალს და მიღრმავდება სიყვარული ჩემი ბედკრული სამშობლოსადმი, მიჩნდება აზრი, ვიყო ერთი უბრალო, მაგრამ ჩემი ქვეყნის ერთგული შვილი. დაე, იყოს ასე! რადგან ჩემს ქვეყანასთან ჩემი წარმომავლობა - ქართველობა და სისხლი მაკავშირებს. მე ქართველი ვარ, შუაგულ კახეთში დავიბადე და გავიზარდე და ჩემი ქვეყნის სიყვარული სისხლში მაქვს გამჯდარი. დედის ტკბილი იავნანა, მამის ომახიანი "მრავალჟამიერი" და ჩემი მიწის სურნელი - ეს ის უხილავი ძალაა, რაც ჩემს სამშობლოსთან მაკავშირებს. ჩემი ქვეყანა ჩემი სახლია, ჩემი ბუდეა - სადაც ჩიტის ბარტყივით "შევიბუმბლე" და აფრენას ვლამობ. ჩემი ქვეყანა ის არენაა, სადაც აფრენის შემდეგ კამარას შევკრავ და ტკბილად ფრენას შევძლებ. ეს ის მადლიანი, სისხლით გაჟღენთილი მიწაა, რომელიც ჩემს წინაპრებს შეუღებავთ, რათა მე მოვლენილიყავი ამ მადლიან ქვეყანაში.

მე ჩემს ქვეყანასთან აი კიდევ რა მაკავშირებს: ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი, "ენა, მამული და სარწმუნოება".
თბილისის მე-10 საშუალო სკოლის მოსწავლე
ნინო ყანჩაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat