წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
სოფელ შილდაში (ყვარლის რაიონი) რამდენიმე ეკლესიაა - ღვთისმშობლის, ღვთაების, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, ნათლისმცემლის.

მეორე წელია სოფელში რუსთავიდან ჩამოვიდნენ მღვდელი ბადრი არჩვაძე და მისი მეუღლე ნანა, რომელიც მედავითნეა. მას შემდეგ მართლმადიდებლური სარწმუნოება გავრცელდა და განმტკიცდა შილდაში. მოძღვარი ყოველ შაბათ-კვირას წირავს სოფლის თავში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში, შუა სოფელში, ღვთაების ეკლესიაში პარაკლისებს იხდის სხვადასხვა წმინდანის სახელზე. მამა ბადრი სულმდიდარი ადამიანია, ჭირშიც და ლხინშიც ჩვენი შემწე, თანამდგომი. უზომოდ შეწუხებულები არაერთხელ მივდგომივართ კარს და ყოველთვის ყურადღებით და დამამშვიდებელი სიტყვით თუ გულისხმიერებით გავუმხნევებივართ. არ არსებობს, მრევლთაგანს რაიმე უჭირდეს და მოძღვარმა და მისმა მეუღლემ არ თანაუგრძნონ, ხელი არ შეაშველონ.

მთელი შილდის მრევლის სახელით მღვდელ ბადრი არჩვაძეს და მის ოჯახს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, რათა შეძლოს იმ სასიკეთო საქმეების კეთება, რასაც მოძღვრობა ავალებს.
შილდელთა სახელით ქეთევან ჩიტაშვილი

შარშან პეტრეპავლობას დმანისის ღვთისმშობლის ტაძარში შევხვდი. მახსოვს ის დრო, როდესაც მივიწყებული და მდუმარე იყო ეს ეკლესია. ახლა კი უწყვეტად მოედინება ხალხი მისგან მომდინარე მადლის მისაღებად.

რამდენი ცრემლი დაღვრილა ამ კედლებში, რამდენი ლოცვა-ვედრება აღუვლენიათ ჩვენს წინაპრებს დაღუპვის პირას მდგარი სამშობლოს გადასარჩენად, რამდენი სისხლი დაღვრილა იმისათვის, რომ აღვგვილიყავით ამ მიწიდან.

ამაოდ გარჯილა ბოროტება...

უქმად არ ჩაუვლია წინაპართა ღვაწლს, მათ წმინდა სახელსა და ცრემლებს.

ჭეშმარიტად ახდა უფლის სიტყვები: "ავაშენო ამ კლდესა ზედა ეკლესია და ვერ ერეოდიან მას ბჭენი ჯოჯოხეთისანი".

მეუფე ზენონმა აღავლინა წირვა პეტრეპავლობას. ჩემს გვერდით მდგომებს ეტყობოდათ, ლოცვას პირველად ესწრებოდნენ. ერთმანეთს გადაულაპარაკეს მეუფეზე - მისი ლაპარაკი გულისგულამდე გვწვდებაო.

მეუფე მართლაც ქადაგებდა ქრისტიანობაზე, ჩვენს დღევანდელ ყოფაქცევაზე, ქართველობაზე, ჩვენს სატკივარ-საწუხარზე. გამახსენდა ერთი მონად გაყიდული ქართველი, შემდგომში ღვაწლმოსილი წმინდანი ანთიმოზ ივერიელი, რომელმაც თითქმის გადაგვარებულ რუმინელებს რუმინელობა ასწავლა, შეუნარჩუნა დედაენა. ჩვენც ბევრი რამის შეხსენება და სწავლა გვჭირდება, რასაც, პატრიარქის მეთაურობით, ჩვენი ეკლესია აკეთებს კიდეც. იგი უფალმა დაგვიდგინა "ამ კლდესა ზედა", რათა იფხიზლოს წელშემოსარტყლულმა, ანთებული სანთლით უფლის მოლოდინში და აფხიზლოს ჩვენი ერი, რათა ბოლო ჟამს არ მიგვეძინოს, იფხიზლოს მსგავსად იმ მსახურებისა, ბატონს რომ მოელოდნენ გვიან ღამით.

ამიტომ ელოდება ჩვენი მოძღვრების მადლმოსილ სიტყვებს ქართველი ისე, როგორც ვაზი - გვალვაში წვიმას. არ გამოლეოდეთ სიტყვა, ძალა და მონდომება.
ზაური

წმინდა ელია სოფელთანაა
ქართლში არის ერთი პატარა, მშვენიერი სოფელი სავანისუბანი.

ოდესღაც იქ სავანელთა გვარი ცხოვრობდა და სოფლის სახელიც აქედან მოდის; დღეს კი ელისაშვილების, რევაზიშვილების, ციყელაშვილების, ზუმბაძეების, გელაშვილების, ორთოიძეების, მარგველაშვილების შთამომავლები სახლობენ...


KARIBCHE KARIBCHE
წმინდა ელიას ხატის წაბრძანება სავანისუბანში

შუა სოფელში დგას წმინდა ელიას სახელობის პატარა ბაზილიკური ეკლესია, რომელსაც ბევრი სასწაული უკავშირდება.

დაახლოებით ორი საუკუნის წინ ერთ-ერთ სავანისუბნელს დასიზმრებია წმინდა ელია. მას დაუვალებია შუა სოფელში ტაძრის აშენება, თანაც მიუსწავლებია ადგილი, საიდანაც სამშენებლო ქვა უნდა მოეზიდათ. სოფლის კაცები სიზმრის კვალად მოქცეულან. მაგრამ გზად, წყაროსთან ურმიდან ერთი ქვა გადმოვარდნილა. სწორედ ამ ქვის გამო ტაძარი ვერაფრით აუშენებიათ. ამოყვანილი კედელი თვალის დახამხამებაში ინგრეოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ წმინდა ელიას იმ ქვის მოტანა დაუვალებია კიდეც ერთი სოფლელისთვის. მოუტანიათ ქვა და ტაძარიც აშენებულა. ტაძარი აუშენებიათ შვიდი გვარის შვილებს (ელისაშვილი, რევაზიშვილი, ციყელაშვილი, მარგველაშვილი, ორთოიძე, რომაშვილი).

7 წელია, რაც ტაძარი ამოქმედდა და დღეს საღვთო ლიტურგიას აღასრულებს მამა იოანე (თედეევი).

ტაძრის გარშემო სოფლის სასაფლაოა.

1988 წლის ზაფხულის ერთ ღამეს სოფლის ახალგაზრდები - კახა ელისაშვილი, გელა ორთოიძე, გელა გელაშვილი, ედიკ ელისაშვილი, ოთარ მარგველაშვილი ისხდნენ ეკლესიის ეზოში და საუბრობდნენ. მოულოდნელად ყველამ შენიშნა შორიდან მომავალი თეთრსამოსიანი და თეთრწვერიანი გასხივოსნებული მოხუცი. ის ნელ-ნელა ხეთა კენწეროებზე ამაღლდა და გაქრა.

რამდენიმე წლის წინ ტყეში შეშის მოსატანად წასულ სოფლის მკვიდრთ კიდევ ერთი სასწაული მოუვლინა უფალმა. ხის გადანაჭერში თამარის ჯვრის ფორმის ჯვარი იყო გამოსახული. გადანაჭერი პატრიარქმა აკურთხა და დღესაც ტაძრის მარჯვენა ბოძს ამშვენებს.

სერგო ელისაშვილის შთამომავლებმა ტაძარს მერაბ დევაძის მიერ დაწერილი წმინდა ელიას ხატი შესწირეს.

ხალხს სწამს, რომ წმინდა ელია მფარველობს და წყალობს მთელ სოფელს.

2006 წლის 25 ნოემბერს სოფლის გორაზე აღიმართა ჯვარი. ამაში მთელმა სოფელმა მიიღო მონაწილეობა.

წმინდა ელია მფარველობდეს სრულიად საქართველოს.
მაგდა კერვალიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat