გევედრებით, იწამეთ ღმერთი, შვილი საოპერაციო მაგიდაზე მიწევს, ექიმი ფულს მთხოვს და იქნებ დამეხმაროთ
გევედრებით, იწამეთ ღმერთი, შვილი საოპერაციო მაგიდაზე მიწევს, ექიმი ფულს მთხოვს და იქნებ დამეხმაროთ
სათნოება ცოდვისაგან განკურნების წამალია, უფალმა ცოდვების წილ, რომელთაც ბოროტი ძალა ჩაუნერგავს ადამიანს, მისგან განკურნების გზებიც დაგვისახა.

იმ შვიდ ცოდვათაგან, რომლებიც მომაკვდინებლად ითვლება, თავის დახსნის საშუალება ის შვიდი სათნოებაა, ამ ცოდვებს რომ უნდა დავუპირისპიროთ. და მაინც, ვიცით კი, რა გავაკეთოთ, როცა ცოდვის ჭაობში ჩავეფლობით? ვიცით კი, როგორ დავთრგუნოთ ამპარტავნება, ანგარება, ხორცის აღძვრა და სხვა სულის გამხრწნელი საქმენი? ამაში ისევ და ისევ რწმენა გვეხმარება და ნელ-ნელა ისე იწმინდება ჩვენი სული, როგორც მღვრიე მდინარე.

თემური (56 წლის): - ჩემი ცხოვრებისა და სიხარულის წყარო ლამაზ ქალებთან ურთიერთობა იყო. ქალის ღირსებას კი არ ვაქცევდი ყურადღებას, არამედ ვფიქრობდი, როგორ დამეხვია მისთვის თავბრუ. უმეტესწილად მიზანს ვაღწევდი და ამით თავი მომწონდა. სხვების თვალშიც პატივცემული კაცი ვიყავი. არც ტრაბახი და ზოგჯერ ტყუილი იყო ჩემთვის უცხო. ბოლოს იქამდე მივედი, ჩემთვის ყველა ქალი მრუში და უღირსებო იყო. მეტიც, ღვიძლ დას და ბიძაშვილ-მამიდაშვილებსაც ეჭვით დავუწყე ყურება - ყველა ქალი ერთნაირია და არც ესენი იქნებიან წმინდა წყლისანი-მეთქი. მამიდა მყავდა საოცარი ქალი - მორწმუნე და ღვთისმოსავი. როგორც ჩანს, ძალზე აწუხებდა ჩემი ასეთი დაცემა და ისიც, რომ ქალებზე გულაცრუებული უცოლოდ ვბერდებოდი. ერთი ჩვენი სოფლელი ქალიშვილის გარიგება დამიპირა, მასხრად ავიგდე. მაინც გამაცნო... ჩემსას, რასაკვირველია, ვერ მოვიშლიდი და საოცარმა სურვილმა ამიტანა - შემემოწმებინა მისი უმანკოება. ვითომ მიყვარდა, ბევრი ვუტრიალე, სოფელშიც ჩავაკითხე, ცოლობასაც ვპირდებოდი, მაგრამ სალ კლდესავით იდგა. ამ გომბიოს როგორ დავნებდე-მეთქი და მოვიტაცე. მისმა პატიოსნებამ და სიმტკიცემ გამაოგნა. ცოლად არ გამომყვა - ჩემს შვილებს შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს ვერ ავკიდებო. თითქოს ცივი წყალი გადამასხესო - გამოვფხიზლდი. მას შემდეგ ქალის დანახვაზე თავს ჩავღუნავდი ხოლმე. მერე ცოლი შევირთე, ძალზე ჭკვიანი და წესიერი ქალიშვილი, გოგონები მყავს და ღმერთს ვევედრები, ჩემნაირი კაცი არ შეახვედროს ბედმა.

თეონა (39 წლის): - ჩემი ყველაზე თვალსაჩინო ცოდვა მრისხანება იყო. თუმცა ვერ გეტყვით, რომ მოთმინება მღალატობდა, დიდხანს შემეძლო მეთმინა, მაგრამ, რომ იტყვიან, როცა ამომასხამდა, მერე ვეღარ ვჩერდებოდი. უფალი ნებისმიერი ცოდვისგან გასათავისუფლებლად რაღაც განსაცდელს მოგვივლენს და ამით საკუთარ სულში ჩაგვახედებს. სიყვარულით გავთხოვდი და ბედს არც მერე ვემდუროდი. ჩემი მეუღლე ღირსეული კაცი იყო. ეტყობა, სამსახურში რაღაც უსამართლობა ვერ აიტანა. ამან, ცოტა არ იყოს, ხასიათი გაუფუჭა, სულ გაღიზიანებული იყო, ნერვიულობდა. ჰოდა, აქ მიღალატა ნერვებმა მეც და ერთ დღეს საშინლად მოვექეცი - გავლანძღე, ყველაფერი გავუხსენე, ყველა მცდარ ნაბიჯზე, უნებური იყო ეს თუ ნებსითი, პასუხი ვაგებინე. ჯერ მისმინა, მერე წელმოწყვეტილივით ადგა, გარეთ გავიდა და მას შემდეგ კარგა ხანს არ გამოჩენილა. მაშინ შვილი არ გვყავდა და არც გავკიდებივარ, თუმცა მერე მივხვდი, რომ ცოლქმრობას მარტო შვილის ყოლა-არყოლა არ განსაზღვრავს, ცოლ-ქმარს უსიტყვოდ უნდა ესმოდეს ერთმანეთის და მხარში უნდა ედგნენ ერთმანეთს... მოვძებნე და ბოდიში მოვუხადე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოძღვარმა მირჩია, წამეკითხა პავლე მოციქულის ეპისტოლე "ცოლქმრობისათვის". მითხრა, ადამიანს, მით უფრო ქალს, ასეთი მრისხანება არ ეკადრებაო. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ვერ ვიტყვი, რომ ახლა არ შემომიტევს მრისხანება, მაგრამ ვცდილობ, მას მისი მკურნალი სიმშვიდე შევაგებო. ეს იოლი არ გეგონოთ, მაგრამ სულის წარწყმედას, რა თქმა უნდა, სჯობს.

გიორგი (67 წლის): - ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი სასახლეებისა და სიმდიდრის დატოვება რომ მოგვიწევს, ამას გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი. ექიმი ვარ. წლების წინ ეს შემოსავლიანი პროფესია იყო. თუ სინდისზე ხელს აიღებდი, შენი შემოსავალი ათმაგად გაიზრდებოდა. ჰოდა, თავიდან მუშაობა ენთუზიაზმითა და ხალხის დახმარების სურვილით დავიწყე, სახელიც მოვიხვეჭე, მაგრამ მერე, ხელფასი რომ არ მეყო, შემოთავაზებულ "პატივისცემაზე" უარს არ ვამბობდი, თუმცა არც იმას ვაკლებდი არაფერს, ვინც ფულს არ მომცემდა. მადა ჭამაში მოდისო და უკვე იმ ხალხსაც ვთხოვდი ფულს, ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდა. ყველა მიცნობდა და ჩემი "ტაქსაც" ცნობილი იყო.

დაბნელებული გონება ერთმა შემთხვევამ გამინათა: ბრმა ნაწლავის მძიმე ფორმით მერცხალივით ბიჭუნა მოიყვანეს. ეტყობოდა, ღარიბი ოჯახის შვილი იყო, გასაცოდავებული დედ-მამა უხმოდ ტიროდა. ჩვეულებისამებრ, მამა შევიყვანე და იმ ოპერაციისთვის შესაბამის თანხაზე დავუწყე ლაპარაკი. შემევედრა, ოღონდ შვილს ნუ მომიკლავთ, ვიმათხოვრებ და ისე მოვუყრი თავსო. ინტელიგენტი კაცი ჩანდა... თავჩაქინდრული გავიდა, გამოვყევი. უხმოდ მიუყვებოდა კიბეს.

ოპერაცია კარგად დამთავრდა, მაგრამ მცირედი დაყოვნება შესაძლოა საბედისწერო გამხდარიყო. თქვენ წარმოიდგინეთ, იმწუთას მხოლოდ ბავშვის სიცოცხლეზე ვფიქრობდი, ე.ი. სულ წამხდარი არ ვიყავი. გვიან საღამოს გამოვედი საავადმყოფოდან, ქუჩა გადავჭერი - იქვე ვცხოვრობდი. უცებ სიბნელეს კაცი გამოეყო და აკანკალებული ხმით მითხრა, - გევედრებით, იწამეთ ღმერთი, შვილი საოპერაციო მაგიდაზე მიწევს, ექიმი ფულს მთხოვს და იქნებ დამეხმაროთო. სიკვდილი მერჩია ამის გაგონებას. ხმა მეც ამიკანკალდა - ნუ გეშინიათ, თქვენი ბიჭი კარგადაა და იმ ექიმს თქვენი არაფერი უნდა-მეთქი. გაშეშდა, ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალა, მერე წამომეწია და ხელები დამიკოცნა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat