"პირზე მომდგარსა სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა?!"
"პირზე მომდგარსა სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა?!"
რამხელა ნება მოგვანიჭა უფალმა - ჩვენი სიტყვით შეგვიძლია მოვუფონოთ ადამიანებს, გაჭირვება და სიკვდილი დავათრგუნვინოთ, ანდა პირიქით... ამიტომაც იგი ღვთიურ იარაღად უნდა ვაქციოთ და არა ეშმაკის სამიზნედ. უფრო ხშირად კი როგორ ვიქცევით? მივიჩნევთ კი მას ღმერთად, ვფიქრობთ კი, რომ ლოგოსი ღვთის შეცნობაა და არა თანატოსი ანუ სიკვდილი? ლოგოსი ღვთიური სიბრძნეა და უნდა შეგვეძლოს სიკეთე ამოვუშვათ პირიდან, ტკბილად და სიყვარულით შევუდგეთ მოყვასს...

ნინო (25 წლის): - ძალზე ძნელია უფალთან მიახლოება, თუმცა უნდა ვეცადოთ. რუსთველის სიბრძნე მოვიშველიოთ - "ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგვხვდების". ძნელია დღეს ხორციელი ტკბობისგან თავშეკავება, მაგრამ ერთად უნდა ვეცადოთ, ის მაინც გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, ერთმანეთი არ ვლანძღოთ და ვათრიოთ. მართალი სიტყვა საჭიროც კია. ერთმა ჩემმა კურსელმა ამაყად მითხრა, - ილია ჭავჭავაძე არ მიყვარსო. ცეცხლი წამეკიდა, რას ვლაპარაკობდი, არ ვიცოდი. მხოლოდ იმას ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა სახე, მერე გააფთრებულმა დამიყვირა, მორჩი ბაზარსო. არ მოვრჩები და თუ ჩემი ლაპარაკით აზრს შეგაცვლევინებ, უბედნიერესი ქალი ვიქნები-მეთქი. ადამიანს, რასაკვირველია, აქვს უფლება, ვინც უნდა, ის უყვარდეს, მაგრამ როცა სამშობლოსთვის თავდადებული გმირი არ გიყვარს, რა გქვია - ქართველი თუ გლობალიზაციის მსხვერპლი? დღეს სიტყვა ჩვენი იარაღია, სწორედ ღვთისგან ბოძებული სიტყვით უნდა შევაგონოთ ერთმანეთს, რაოდენ დამამცირებელია, როცა ქართველი იტყვის, რუსთველი არ მიყვარს, ილიას და ვაჟას ვერ ვიტანო. მაშ, ვის იტანენ? არ დავასახელებ, რადგან არ მინდა ჩემი სიტყვით ვინმეს გული ვატკინო.

აკაკი (50 წლის): - შობის წინა დღეს ერთ უსიამოვნო ფაქტს წავაწყდი. ჩვენს მეზობლად მაღაზიაა, რომელიც შვილმკვდარ დედას აქვს დაქირავებული. მაღაზიას რომ მივუახლოვდი, უცებ ეს ქალი გამოვარდა და იქვე მდგომ ბიჭებს უყვირა, - ჩემი შვილის გვერდით გაგითხარეთ სამარეო. დიდხანს იწყევლებოდა. ბიჭები პასუხობდნენ, დამნაშავე არ ვართო, მაგრამ ქალი არ ცხრებოდა. ვერ მოვითმინე და ბიჭებთან მივედი - შვილო, შობის წინა დღეა და თავს ნუ აწყევლინებთ, თუ რამე დააშავეთ, ბოდიში მოუხადეთ-მეთქი. მშვენიერი, კარგად აღზრდილი ბიჭები იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, მომისმინეს კიდეც, მერე ერთმა თქვა, - თვითონ რომ გვწყევლის, კარგია? ვთქვათ, ჩვენ ვაშავებთ, შვილმკვდარმა დედამ სხვისი შვილების გამწარება უნდა ისურვოსო? მართალი გითხრათ, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს, უხმოდ გავეცალე.

სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდობაში ხუმარა ვიყავი, უფრო - ცინიკოსი. ხუმრობა უბოროტოდ ნათქვამი სიტყვაა და არა მგონია, ღმერთი კრძალავდეს, ცინიზმი კი საშინელებაა. გეტყვით, მაშინ რასაც ვფიქრობდი და ახლა ვიცი, რომ ეს ცუდი იყო, ამიტომაც მემტერებოდა ყველა. სანამ რაიმეს ვიტყოდი, მანამ ადამიანის ნაკლზე გავამახვილებდი ყურადღებას - თუUვინმე მჯობდა, ვგესლავდი. ეს შურია. ღმერთი ყველას მფარველია, ჩემისთანებისაც კი და ღრმად ჩამახედა საკუთარ სულში...

ნათია (29 წლის): - სანამ რამეს ვიტყოდეთ, ცხრაჯერ უნდა დავფიქრდეთ. უაზრო ნათქვამმა შესაძლოა დიდ ცოდვაში ჩაგვაგდოს. არ ვარგა ტყუილის თქმა. ბავშვობაში ერთი ისეთი ტყუილი გამოვაცხვე, კინაღამ ოჯახი დავანგრიე. ამას დღესაც ისე განვიცდი, თითქოს გუშინ მომხდარიყო. მოვინანიე, მაგრამ ახლობლების ნდობა ვერ მოვიპოვე. ენატანიაც ვიყავი. ახლა, როცა მოსაუბრეებს წავაწყდები, ვამჩნევ, რომ ყველა ჩუმდება. ალბათ წლები დამჭირდება, რომ ადამიანებს დავანახვო, უფლის ნებით როგორ შევიცვალე. ახლა გავითავისე სიბრძნე: "პირზე მომდგარსა სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა?!"

თამარი (35 წლის): - საოცარი ბებია მყავს, არ მახსოვს, ვინმესთვის სიტყვით გული მოეკლა. ჩვენც, შვილიშვილებსაც, ამას გვინერგავდა და გვინერგავს, სანამ რაიმეს იტყოდეთ, დაფიქრდით, თორემ ბაგეს გადმომცდარ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებთო. მადლობა უფალს, რომ ცოცხალია და რჩევა-დარიგებებს არ იშურებს ჩვენთვის. განსაკუთრებით ეშინია, ტყუილუბრალოდ არავის დავემოწმოთ, ეტყობა რაღაც აწუხებს - ალბათ მისმა სიტყვამ ვიღაცის ბედი გადაწყვიტა...

გია (60 წლის): - მასწავლებელი ვარ და ბუნებრივია, ბევრი ლაპარაკი მიწევს, თუმცა ვცდილობ, საგანს არ გადავუხვიო. თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, ბავშვებს ზნეობრივ მაგალითებს მოვუყვან ხოლმე, თუმცა ქართული მწერლობა ზნეობრიობისა და სწორად ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელიცაა. თუ მოახერხებ და ქართველ ბავშვებს მშობლიურ ლიტერატურას მართლაცდა მშობლიურად აღაქმევინებ, ჩათვალე, რომ ისინი ადამიანებად, საუკეთესო მოქალაქეებად ჩამოაყალიბე. ზოგად საუბრებში ყურადღებას უფრო ბილწსიტყვაობაზე ვამახვილებ, რადგან ეს სენი დღეს მეტად მოძალებულია, ყოველ ნაბიჯზე გაიგონებ დედის მაგინებელ სიტყვას და ეს ხომ სააუგოა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისათვის?

ხათუნა (60 წლის): - მას შემდეგ, რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული და სიტყვის მადლიც შევიცანი, ვცდილობ ყველას მივესიყვარულო, ზოგჯერ გამომდის ეს, ზოგჯერ - არა, მაგრამ თავს ვინუგეშებ, - ცდა ბედის მონახევრეაო. სიტყვას მართლაც უდიდესი ძალა აქვს და მისი სწორად მოხმარება უნდა ვიცოდეთ.

ყოველთვის დუმილი არ ვარგა, თუ უსამართლობას ხედავ, უნდა ამხილო ამის მქნელი, მაგრამ შენი ქმედება პირუთვნელი უნდა იყოს და არა ანგარებაზე დაფუძნებული. ბევრჯერ ჩემი სიტყვით გული მიტკენია ადამიანებისათვის, მაგრამ ეს წარსულში იყო და თუ რაიმე არ გამახსენდა მონანიების დროს, უფალს ვთხოვ, მაპატიოს. ლოცვაც სიტყვაა და ვეცადოთ ჩვენი ენერგია სალოცავი სიტყვების თქმისკენ მივმართოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat