იმ შემოხედვამ გვიხსნა მე და ჩემი შვილი
იმ შემოხედვამ გვიხსნა მე და ჩემი შვილი
ნუგეშისცემა ქრისტიანული სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა. როცა მოყვასს უჭირს, მისთვის უნდა მოვიცალოთ, ვანუგეშოთ, ტკივილი დავუამოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააქაო კეთილდღეობა მარადიული არ არის, რომ ოდესმე ჩვენც დაგვჭირდება ნუგეში...

ნათელა, 60 წლის: ადამიანს ყოველთვის სჭირდება განცდათა თანაზიარი. მე დედისერთა ვარ და მთელი სიცოცხლე ვწუხდი ამის გამო. მინდა, ვთხოვო ყველა დედას: მარტოობისთვის არ გაწირონ შვილები. მარტოობის განცდა რომ დამეთრგუნა, მუდამ მეგობარს ვეძებდი. მათგან მხოლოდ ორი-სამი შემომრჩა, სამაგიეროდ, ისეთები, ნამდვილ დობას რომ მიწევენ.

დედა ახალგაზრდობიდანვე ავადმყოფობდა. უსაზღვროდ მიყვარდა და რომ არა მეგობრების თანადგომა, მის გარდაცვალებას ალბათ ვერ გადავიტანდი... სიცოცხლე აღარ მინდოდა, ყველას და ყველაფერს ზურგი ვაქციე. მეგობრები მარწმუნებდნენ, რომ ეს ცოდვა იყო. მათვე მიმიყვანეს ეკლესიაში და ნელ-ნელა ცხოვრებას დავუბრუნდი... მადლიერებას იმით გამოვხატავ, რომ მათ, რითაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მათი სულიერი თანადგომა მაძლევს.

ალექსანდრე, 40 წლის: ჩემი აზრით, ჭეშმარიტი თანადგომა ის არის, ადამიანი გაჭირვების დროს რომ ამოგიდგება მხარში, ხელს რომ არ გკრავს შეცდომების გამო, მიუხედავად ყველაფრისა, შენში ადამიანს, პიროვნებას რომ დაინახავს. ჩვენი, ქართველების ღირსება ისიც მგონია, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ხშირად სცდება სქესთა ურთიერთობის ფარგლებს და სისხლით და გვარ-ტომით უცხო ადამიანებს შორის დაძმური გრძნობა ყალიბდება. ერთი თანშეზრდილი მეგობარი გოგონა მყავდა. არასოდეს შემიხედავს მისთვის მამაკაცის თვალით. ფეხი რომ გადამიბრუნდა, ყველამ ზურგი მაქცია, ყველამ დაიჯერა, რომ წამხდარი, უზნეო კაცი ვიყავი. მხოლოდ მზია ვერ დააჯერეს. სამი შვილის დედა, თავადაც საქმეებით და საფიქრალით დატვირთული, წუთით არ სცილდებოდა ჩემს ცოლ-შვილს. მატერიალურადაც ეხმარებოდა და მორალურადაც. ციხეშიც მაკითხავდა ქმართან ერთად. ქმარიც ასეთი ჰყავდა - ნამდვილი ვაჟკაცი. როცა გამამართლეს, განადგურებულ-გაუბედურებულს მზია და მისი მეუღლე ისე დამტრიალებდნენ თავს, ასეთი სითბო დედმამიშვილებისგანაც არ მახსოვს... როცა რაიმე გადაწყვეტილება უნდა მივიღო, გონებით მუდამ მზიას ვეკითხები რჩევას.

მიხეილი, 28 წლის: ნუგეშისცემა ადამიანს მარტო ჭირში კი არ სჭირდება, არამედ ლხინშიც. ლხინიც თავისას მოითხოვს. ყველაფერს თავისი ლაზათი აქვს... ერთი გოგონა შემიყვარდა. ცოლობა ვთხოვე. დედაჩემი შეწუხდა, ქორწილს თუ ვერ გადავიხდით, პატარა სუფრა მაინც ხომ უნდა მოვაწყოთო, ან რძალს ერთი ბეჭედი მაინც არ ვუყიდოო? ჩემი მშობლები მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, მართლაც არასოდეს ჰქონიათ იმდენი ფული, რომ გადაენახათ. ყურები ჩამოვყარე. ძმაკაცებს შევჩივლე, ასეა საქმე-მეთქი. ერთმანეთს გადახედეს და უხმოდ დაიშალნენ... საღამოს ერთად მომადგნენ. ზოგმა ფული მაჩუქა, ერთმა ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან, ერთმა - ოქროს ძეწკვი და კულონი... შევწუხდით, მაგრამ ამას ისე უშურველად აკეთებდნენ, ისე უხაროდათ თვითონაც, მივხვდი, უარით გულს ვატკენდით. ასე შევირთე ცოლი. მერეც, როცა გაგვიჭირდებოდა, მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ.

ნანა, 57 წლის: მეზობლებით მიდგას სული... ერთმანეთს ხელსაც ვუმართავთ და სულიერადაც შევეწევით. გასაჭირი ზოგიერთს მხოლოდ უფულობა ჰგონია. არ არის ასე! ზოგჯერ ადამიანის ერთი სიტყვა მთელ შენს ცხოვრებას შეცვლის.

იმ ავადსახსენებელ წლებში, ჩვენს ქვეყანაში ქაოსი რომ გამეფდა, ჩემი შვილი 14 წლის იყო. ამ ასაკში, მოგეხსენებათ, ჭირს ავისა და კარგის გარჩევა... ვხვდებოდი, ხელიდან მეცლებოდა, მაგრამ მარტოხელა ქალი ვერაფერს ვხდებოდი. საოცარი კეთილშობილება გამოიჩინეს მაშინ ჩემმა მეზობელ-მეგობრებმა: ზოგი სკოლაში აკითხავდა, ზოგი სკოლიდან დაბრუნებულს მეთვალყურეობდა, გარეთ არ გავიდესო, ზოგი რაში ამეცადინებდა და ზოგი - რაში. მე მთელი დღე ვმუშაობდი და დაღლილ-დაქანცულს შვილების მოვლის თავიც არ მქონდა, არადა სხვა საშველი არ იყო - რომ არ მემუშავა, შიმშილით დავიხოცებოდით. ასე გადამირჩინეს ბიჭი.

თეონა, 30 წლის: ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი. ქმარმა აქ რომ ვერ იპოვა სამუშაო, საზღვარგარეთ წავიდა. იქიდანაც თავდაპირველად ვერაფერს მიგზავნიდა. დედ-მამის მოცემული უკანასკნელი გროშებით აფთიაქს მივაშურე ბავშვისთვის წამლის საყიდლად. წამალი ძვირი გამოდგა. ტირილი ამივარდა. გარეთ გამოვვარდი, თავს მოვიკლავ-მეთქი, ვფიქრობდი. ამ დროს ვიღაც წამომეწია. თურმე იქვე მდგარა, წამლის სახელიც გაუგია. ხელში ჩამიდო და ორმოცდაათლარიანიც მომცა. ხელს არ ვკიდებდი, მაგრამ ისე შემომხედა, უარი ვეღარ ვუთხარი. იმ შემოხედვამ გვიხსნა მე და ჩემი შვილი.
ბეჭდვაელფოსტა
15.09. 2014
lata
aseti ambebis cakitxva dadebit gancyobas qmnis,qartvelebs gansakutrebit gvchirdeba tanadgoma,sityvieri,rcmenismieri,xatunaa madlo aset ambrbs ro gviyvebit
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat