წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას!
მოგესალმებით. მადლობა უფალს, რომ გვაქვს ჟურნალი "კარიბჭე", მრავალი მოძღვარი გაგვაცანით და მრავალ საინტერესო კითხვაზე გვიპასუხეთ. მადლობა, რომ თითქმის ყველა ჩემი წერილი დაიბეჭდა. მჯერა, რომ ჟურნალი ნებისმიერი მკითხველის აზრს აშუქებს - ეს არის უფლისმიერი სიყვარული მოყვასის მიმართ.

როცა ჟურნალ "კარიბჭეში" ჩემი წერილი იბეჭდება, ვყიდულობ რამდენიმე ცალს, ვჩუქნი მოძღვარს, სულიერ მეგობრებს და ვუგზავნი საზღვარგარეთ ახლობლებს. მინდა დავიჯერო, რომ წერილის ყველა გამომგზავნი ასე იქცევა.

გარკვეული წლების შემდეგ მინდა აკინძული ჟურნალი საჩუქრად გადავცე სასულიერო სასწავლებელს.

იქნებ გამოჩნდეს მეცენატი, რომელიც ჟურნალიდან ამოკრებილ კითხვა-პასუხებს ცალკე წიგნად გამოსცემს.

***

ვუძღვნი ჩემს მოძღვარს!
ელია წინასწარმეტყველს ანაღვლებდა თავისი ერის უსჯულოება და აღთქმაც დადო, თუ სინანულით ცოდვებისაგან არ განიწმინდებოდნენ, დაისჯებოდნენ. უფალს არ სურდა წინასწარმეტყველის აღთქმის გამტყუნება და ხალხში სინანულის გრძნობის აღსაძრავად ერთი კეთილი დედაკაცის შვილიც კი აღასრულა. როცა უფალმა იგრძნო წინასწარმეტყველის კაცთმოყვარება, წვიმაც მოუვლინა ქვეყანას და ერთადერთი ძეც გაუცოცხლა დედას.

სწორედ იმ კეთილი დედაკაცის შვილი გაგზავნა შემდეგ ნინევიაში - ეს იონა წინასწარმეტყველი იყო.

ხოლო შემდეგ: "მუცლად-იღო იონაი ვეშაპმან და არა განჰხნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამ-დღე დაფლვისა შენისა, რომელმანცა დაფლვა თავს იდევ ჩვენთვის, სახიერ".

- დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა - სწორედ უფლის განგების ძალამ მიმიყვანა მოძღვართან, რომელსაც მღვდლად კურთხევის დროს იონა წინასწარმეტყველის სახელი მიეკუთვნა.

ჩემო მოძღვარო, ლოცვით, რჩევებითა და დარიგებებით იბრძვით, ცდილობთ გამიყვანოთ სულიერების გზაზე სულის დაუზიანებლად და უმტკივნეულოდ.

ღვთის ნებით, სპეციალობით ექიმმა მოყვასთა ხორციელ კურნებას სულის განკურნების გზა არჩიეთ.

უფლის მადლი არ მოაკლდება იმ ეკლესიას, იმ სახლს, სადაც თქვენ შეაბიჯებთ. დიდი ღვთიური მადლი გარდამოვიდა თქვენზე, როცა იმ წინასწარმეტყველის სახელი გერგოთ, რომლის ხსენების დღე 5 ოქტომბერია.

გილოცავთ, მამაო, ამ დღეს!
რევაზ ბახტაძე,
ქუთაისის მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლის წევრი


ძვირფასო ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციავ!
უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. თქვენს ჟურნალში დაბეჭდილი მასალების წაკითხვის შემდეგ, ვინ იცის, რამდენ ადამიანს გაუჩნდა სულიერი ცხოვრების დაწყების სურვილი.

უფლის მადლი და შემწეობა არ მოჰკლებოდეს თქვენს რედაქციას და თითოეულ მის თანამშრომელს.

მინდა მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების ბოლო ათი თვის განმავლობაში მომხდარ სასწაულებრივ ცვლილებებზე. მოვხვდი ჯვართამაღლების ტაძარში, რომლის წინამძღვარია განათლებული და უაღრესად კეთილი მოძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. სწორედ მასთან მივედი, ის გახდა ჩემი მოძღვარი. მან დამაყენა უფლისაკენ მიმავალ ჭეშმარიტ გზაზე. ამ მოკლე პერიოდში უსაზღვროდ დიდი სიხარული, სიყვარული, სათნოება, ღვთის უსაზღვროდ დიდი მადლი და შეწევნა შევიგრძენი. მაგრამ ამავე დროს დიდი დაბრკოლებებიც მხვდება, რომელთაც იზიარებს და გვერდში მიდგას ჩემი სულიერი მოძღვარი. მამა თეოდორე ყოველთვის ძალიან დიდი მოთმინებით და ყურადღებით მისმენს ხოლმე და სასიკეთო რჩევა-დარიგებებს მაძლევს, მამშვიდებს, მიადვილებს ცხოვრებას. მისი მადლიანი ლოცვით ბევრი დაბრკოლება გადავლახე.

ძვირფასო რედაქციავ! თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს სულიერ მოძღვარს, მამა თეოდორეს. ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება პირად ცხოვრებაში და ღვთისა და ერის მსახურებაში. უფლის შემწეობა და მფარველობა არ მოჰკლებოდეს.

უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.
პატივისცემით ნინო,
თბილისი


ასე მოვედი ტაძარში
ღმერთის არსებობის მწამდა, ზოგჯერ ეკლესიაში მივდიოდი, სანთლებს ვანთებდი, მაგრამ გაუცნობიერებლად.

ერთხელ ტაძრიდან შინ მიმავალმა საეკლესიო მაღაზიაში შევიარე. განსაკუთრებით მომეწონა ბატონ აკაკი მინდიაშვილის წიგნის "რატომ ვისჯებით, რა გადაგვარჩენს" სათაური. შევიძინე. მისი წაკითხვის შემდეგ ძირეულად შეიცვალა ჩემი შეხედულებები და მოსაზრებები. მივხვდი, რომ აუცილებელი იყო სულიერი მოძღვრის ყოლა და მისი ხელმძღვანელობით ცხოვრების წარმართვა.

ახლა ღვთის წყალობით მყავს მოძღვარი და ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო.

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ბატონი აკაკი მინდიაშვილი და მისი ოჯახი.
ქრისტესმიერი სიყვარულით ლევანი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat