ალბათ ასეთი ვარ თავადაც და ბუმერანგივით მიბრუნდება საკუთარი უკეთურება
ალბათ ასეთი ვარ თავადაც და ბუმერანგივით მიბრუნდება საკუთარი უკეთურება
ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს ბიბლია, იოლად მიხვდებოდა, რომ პირველი მკვლელობა ადამიანს შურმა ჩაადენინა. ღმერთის მხილველი ადამისა და ევას შვილმა ძმის სისხლით გაისვარა ხელი... ჩვენც ვისი გვშურს, თუ არა ძმის? გვშურს და არც მკვლელობას ვერიდებით...

წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ის პირველქმნილი ცოდვა და პირველი ადამიანის გულში დატრიალებული ბოღმა, რამდენად უკეთესი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, როგორი სიმშვიდე და სათნოება იმეფებდა დედამიწაზე.

გია (54 წლის): შურის არსი საუკეთესოდ ჩამოაყალიბა სულხან-საბამ: "შური არს წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა". რა გამოდის - შური თავად შენ გაზარალებს, გღრღნის და განგრევს. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ამ ვნებისაგან. ადამიანი ვარ და მეც გამკრავს გულში, აგერ, ჭკუით გაძეძგილი, პატიოსანი კაცი შიმშილით კვდება და მეორე, რომელსაც ცხოვრებაში წიგნი არ გადაუშლია და არც დიდი სათნოებით გამოირჩევა, ყველაფერს აღწევს-მეთქი. ადამიანურად ძნელია ამის გადახარშვა, მაგრამ თუ რწმენას მოვიშველიებთ, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. გავიხსენოთ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება და ნათლად დავინახავთ, შურმა რომ დაახოცვინა ჰეროდეს ყრმები, შურით რომ არჩიეს ბარაბა ღმერთკაცს, შურმა რომ აიყვანა გოლგოთაზე და ჯვარზეც შურმა რომ გააკრა. ადამიანის ნება ხშირად ემორჩილება შურს და ამიტომაც ჩემს თავს ვეუბნები, უღირსთა განდიდებას ნუ მიაქცევ-მეთქი ყურადღებას. ბევრჯერ მტკენია მოყვასისგან გული, ბევრჯერ მიგრძნია, რომ მას, ვისაც უნდა ვუყვარდე, ვძულვარ, რატომ - არ ვიცი, რით ვარ სხვაზე უკეთესი - არც ის, მაგრამ ალბათ ასეთი ვარ თავადაც და ბუმერანგივით მიბრუნდება საკუთარი უკეთურება.

თამარი (50 წლის): როცა შურზეა ლაპარაკი, პირველ რიგში ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი მახსენდება. შური კი არა, მათი უშურველობა მაოცებდა. თანაკლასელები იყვნენ, მაგრამ გვიან შეუღლდნენ. მე სამი შვილი მყავდა. მე და ნინო ვმეგობრობდით. რომ გათხოვდა, გავიხარე, მაგრამ თითქმის ოთხი წელი გავიდა და შვილი არ მიეცათ. ძალზე დაღონებულები იყვნენ და ალბათ უიმედონიც, თუმცა არ ამჟღავნებდნენ. მორწმუნე ოჯახი არ იყო, ახლა კი "მეათერთმეტე ჟამის მევენახენი" არიან, ღმერთმა დააჯილდოვა ისინი და შვილები, ვფიქრობ, მოყვასის გულწრფელი სიყვარულისთვის მისცა. არასოდეს მიგრძნია მათგან შური იმის გამო, რომ მე მყავდა შვილები და მათ - არა. საოცარი სიყვარულით ექცეოდნენ ჩემს პატარებს, გულში ჩაიკრავდნენ და იტყოდნენ, ბედნიერები ვართ, ჩვენს გვერდით ასეთი კარგი ბავშვები რომ ცხოვრობენო. მე და დედაჩემი გაკვირვებული გადავხედავდით ერთმანეთს. გვიკითხავს კიდეც საკუთარი თავისთვის, მათ ადგილას ნეტავ ჩვენ როგორ მოვიქცეოდითო...

მარიამი (38 წლის): გურამიშვილი ხომ გახსოვთ: "შურმა მე დიდად დამკოდა, ხმალი შამამკრა მიხრისა"... ხმალივით ძლიერია შური და ბევრი უბედურება მოაქვს. კარგს შენზე წინ რომ არ გაუშვებ, შენ და შენს შთამომავლობას არ დაგაკლდებათ?! ერთი წვეთი წყალი კლდეს ხვრეტს, ამიტომაც დააქცევს ჩვენს ქვეყანას შური. დაქცევა არ არის, ამხელა მიწა-წყლის პატრონები ლამის თბილისში რომ შემოგვამწყვდიონ? იქნებ გვეფიქრა და ერთმანეთისთვის ხელი გაგვეწოდებინა, ყველასთვის თავისი ადგილი მიგვეჩინა და ჩვენ შემდეგ მომავალთათვის შეურცხვენელი საქართველო დაგვეხვედრებინა.

სიმონი (35 წლის): შური რომ ცუდია, ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც არ გვასვენებს. ასე მგონია, ადამიანი შურიანი არ იბადება, ალბათ ეს თვისება ნელ-ნელა იდგამს ფესვს ჩვენს არსებაში. პატარაობისას, როცა ბავშვი სხვას სათამაშოს დაუნახავს და აღრიალდება, მშობელმა კი არ უნდა უთხრას, ნუ ტირი, უკეთესს გიყიდიო, არამედ წყნარად და მშვიდად აუხსნას, რომ ცუდია იმის გამო ტირილი, სხვას რომ აქვს და მას - არა. თუ ასე მოთმინებით აღზრდი შვილს და მის სულში შურის ფესვებს მოსპობ, მერე, მთლად თუ ვერ გათავისუფლდება, ცოტათი მაინც შეუმსუბუქდება სხვისი სიკეთის გამო ტკივილი. რამდენჯერ ჩემი შვილისგანაც გამიგონია - იმას თუ აქვს, მე არ მინდა? ამას მეორე და მნიშვნელოვანი მხარეც აქვს - ვთქვათ, ახლა შეძელი მისი სურვილის დაკმაყოფილება, მერე რას შვრები? რამდენს ქცევია საკუთარი შვილი მტრად იმის გამო, რომ მისი "ნაბრძანები" ვერ შეუსრულებია.

მარინა (65 წლის): შური ისეთი განცდაა, სახელსაც ვერ არქმევ. ახლა ვერც იმას ვიხსენებ, ვისი სიკეთისა და კეთილდღეობის გამო შევწუხდი და ვინ შეწუხდა ჩემს გამო, მაგრამ ბევრჯერ გამიგონია და წამიკითხავს კიდეც, რა საშინელებაა, როგორ ზრდის ადამიანის არსებაში ბოროტების ნერგს. ჩვენ უბრალო მოკვდავები ვართ, მაგრამ ქრისტიანები თუ გვქვია და თავს დიდი ტრადიციების მქონე ერის შვილებად მივიჩნევთ, უნდა ვეცადოთ მის უკუგდებას. ძალიან ძნელია, როცა გრძნობ, ვიღაცას შენი სიკეთე არ უხარია, ისიც ძნელია, როცა თავად შენ გაწუხებს სხვისი კეთილი...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat