წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ის, ტიტანი, ღვთისმშობლის ლოცვით იბრუნებდა სულს
ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ უარყავი "უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი", რატომ გაწირე საკუთარი თავი, სული, რომელიც "ყველაზე უფრო ტკბილია", რატომ დააყენე შენი შთამომავლის არსობის გახანგრძლივება ეჭვქვეშ, ღმერთმა ხომ თავის ხატად და მსგავსად გამოგძერწა, შეცოდებულს შეგინდო და როცა ღვთაებრივს დაუწყე დევნა, შენში - თავის ქმნილებაში ჩასახლდა, ღმერთი კაცად იქცა. მან ხომ შენნაირი, შენი დედის მსგავსი ადამიანი აირჩია განკაცებისთვის - სისპეტაკით და უბრალოებით ქებული მარიამი. ის ხომ ამ ორიათასი წლის წინ შენსავით დაიბადა, შენსავით იზრდებოდა და შენი მსგავსი უბრალო მეთევზეები აირჩია თავისი მადლის შენზე, შენთვის ხილულად გადმოსატანად. შენ კი... ჩემო თანამედროვევ, შენნაირი კაცუნებისაგან თოჯინებს ქმნიდი, მთელ დედამიწაზე სულიწმინდის მადლს ამცირებდი და ამით ნამდვილ ადამიანებს, მარადისობისთვის შექმნილთ, სუნთქვას უხშობდი. ის კი - ტიტანი გალაკტიონი ღვთისმშობლის ლოცვით იბრუნებდა სულს - "დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ..." და ლოცვად მუხლმოყრილი - თავისი მოძმისთვის, შენგან განსხვავებით ნამდვილი სიყვარულით რომ შეიყვარა - "ფრთებით დაიფარე, ამას გევედრებიო".

ხან კი შენივე ხელით აშენებულ ნიკორწმინდისკენ გახედებდა და გეკითხებოდა - "თორმეტი სვეტი... აქ რომ თაღებია, სიზმრის გეგონება... რა ხელმა ააგო, ნეტა ვინ მოქარგა და შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა სული ნიკორწმინდა". ამ კითხვების საპასუხოდ მას შენი დაფიქრება და რეალობაში დაბრუნება სურდა. უნდოდა შენვე გეპასუხა, რომ ის შენ ააგე მაშინ, როცა სამყაროს შემოქმედთან ჰარმონიაში იყავ, როცა შენი სისპეტაკით ღვთის მადლს იხვეჭდი, როცა სიყვარულიანი გულით შენს მოყვასს ემსახურებოდი და არა საკუთარ გაუმაძღარ სტომაქს. ვერ მიგახვედრა, შემოქმედისკენ ვერ მიგაბრუნა. შეეშინდა ასეთი სიცოცხლის "სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია" და როგორც მაშვრალმა წმინდანმა, "სული ღმერთს შეჰვედრა" და "ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები" (მურმან ლებანიძე) და...

დიახ, წმინდანის მსგავსად, რადგან როცა წმინდანები ღვთის უარმყოფელებს თავის სხეულს სატანჯველად მიუგდებდნენ, მარტო საკუთარ სულზე არ ზრუნავდნენ, იმ უგუნურთა სულის წარწყმედისაგან გადარჩენასაც ევედრებოდნენ ღმერთს. ასეთი თავგანწირვა წმინდანთა მტანჯველების ტვინზე სტრესის მსგავსად მოქმედებდა, გონების თვალს უხელდა და ღვთისკენ ახედებდა და საკუთარი უსაქციელობისაგან დაბინდულ სულს უწმენდდა.

გალაკტიონმა შენ გაგაოცა თავისი თავგანწირვით, როცა შენ საკუთარ სხეულს აღმერთებდი, მისი სიამოვნებისთვის სხვის სიცოცხლეებს იწირავდი, ამქვეყნიურ სამოთხეს უგუნური მოუთმენლობით იშენებდი, სხვებს კი ღვთის ნაბოძებ სიცოცხლეს ჯოჯოხეთად უქცევდი.

მან შენ გითხრა, სხეულს უნდა მოუარო, რადგან იგი სულიწმინდის ჭურჭელია, სულს კი მუდმივად ესათუთო, სულიწმინდის მადლი, წინაპართა გარჯით და რუდუნებით მოპოვებული, რომ არ შეგიმცირდეს. გიყვარდეს ღმერთი შენი, მოყვასს ფიქრით მაინც თანაუგრძნე. ხოლო თუ მილიონების დაგროვებით ირთობ თავს, გახსოვდეს, შენს სალაროს რომ უმატებ, ეს სხვას აკლდება. ქვეყნის არეულობით თუ ისარგებლე, უკეთესთა თავი გაწირეს, ხოლო შენ ქაფად მოექეც ზედაპირს. მოასწარ, სიკეთის ქმნას დაეშურე, თორემ უკეთური გზით მოპოვებული ბედნიერებით მიღებული სიხარული იმ ქაფის ბუშტივით მალე გასკდება, სიკეთის ქმნას დაეშურე, ადამიანი ნუ გავიწყდება, ადამიანო.

ნანა (მზია) ოზბეთელაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat