წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მართლაც საღვთო საქმეს აკეთებთ, საღვთო სიტყვას მოწყურებულ ათასობით სულს ასე ლამაზად რომ უგზავნით სულიერ საზრდოს, რომელიც დღეს ესოდენ გვჭირდება.
მსურს მოგითხროთ, თუ როგორი იყო ჩემი აზროვნება ეკლესიაში მოსვლამდე და როგორ შეცვალა ის ეკლესიასთან დაახლოებამ.

ყოველთვის მწამდა უფლის, მაგრამ ჩემი რწმენა მხოლოდ სანთლების ანთებით და პირჯვრის გადაწერით შემოისაზღვრებოდა. ვცხოვრობდი უზრუნველად და არ ვფიქრობდი მარადიულ ღირებულებებზე, უფალთან სიახლოვეზე, მარადიულ ნეტარებასა და ტანჯვაზე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფალს სასულიერო ლიტერატურის და ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით, მით უფრო გამიმყარდა აზრი, რომ ადამიანი ჭეშმარიტ ბედნიერებას არა მარტო იმქვეყნად, არამედ ამქვეყნადაც მხოლოდ მაშინ ჰპოვებს, როდესაც მარადიულ ღირებულებებზე - სულის ცხონებაზე იფიქრებს და იზრუნებს. რა არის ეს წუთისოფელი? არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ მხოლოდ წამიერი გაელვება. დღეს სიმდიდრე გაქვს - ხვალ აღარ, დღეს პატივი გაქვს - ხვალ აღარ, დღეს ახლობლები გყავს - ხვალ აღარ და ა.შ. ალბათ ვისაც უფალთან სიახლოვე გამოუცდია, დამეთანხმება, რომ მასზე ტკბილი არაფერია, არც ერთი მიწიერი სიკეთე. პირადად მე მაშინ ვიგრძენი უფალთან განსაკუთრებული სიახლოვე, როდესაც გადავწყვიტე პირადი ცხოვრების მოწესრიგება და ბევრი რამ ჩემი სულის საცხოვნებლად შევცვალე, ბევრი მავნე ჩვევა მოვიშორე, ბევრი ცოდვა დავუტევე. აღარ ვუყურებ სიბილწით აღსავსე გადაცემებს, აღარ ვკითხულობ ათასგვარი უზნეობით აღსავსე პრესას, ხშირად ვაბარებ აღსარებას და ვეზიარები. ადრე, როცა თითქოს ყველა მიწიერი "სიკეთე" მქონდა ცოდვებისა და გასართობების სახით, ისეთ ბედნიერებას ვერ ვგრძნობდი, რასაც ახლა ვგრძნობ, როცა ყოველივეს ჩამოვშორდი, რაც უფალს მაშორებდა.

ცხადია, ახლაც მაქვს ყოველდღიური ცოდვები, როგორც ყოველ მოკვდავს, მაგრამ ვცდილობ, ყოველივე მოვიკვეთო, რაც უფალს მაშორებს.

თურმე როცა ვამბობთ, რომ ცოდვილები ვართ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ ამა თუ იმ ცოდვისაგან გასათავისუფლებლად, უფრო მეტი ღვთის გმობაა, ვიდრე თავმდაბლურად აღიარება ჩვენი ცოდვების. ჩვენს საკუთარი თავის თავმდაბლურად გაკიცხვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა საქმით ვცდილობთ, აღარ ვცოდოთ და ვერიდოთ ცოდვის მიზეზებს. თუ ამას არ ვცდილობთ, ტყუილად გვაქვს უფლის მოწყალების იმედი, იმედი იმისა, რომ უფლის მადლი იქნება ჩვენთან, რომ ვიგრძნობთ სულიერ ნეტარებას, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა. ჯობს დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს და უპირველესად სულის ცხონებაზე ვიზრუნოთ - სინანულით, გამოსწორებით, მიტევებით, ლოცვით, მოწყალებით. ბევრი ადამიანი წასულა ამ ქვეყნიდან საუკუნეთა განმავლობაში, ბევრის სიცოცხლე დასრულებულა და იმქვეყნად მხოლოდ და მხოლოდ კეთილი საქმეები წაუღიათ. მივენდოთ უფალს, ყოველი ჩვენი სიტყვა იყოს "იყავ ნება შენი", გავთავისუფლდეთ არასწორი საზრუნავისგან, რაც სულის ცხონებაში გვიშლის ხელს და უმეტესი დრო დავუთმოთ სულის ცხონებაზე ფიქრს, იმ კეთილ საქმეებს, რაც ცხონებაში შეგვეწევა, რაც გაგვამართლებს განკითხვის დღეს. დავუახლოვდეთ უფალს და უთუოდ ვიგრძნობთ მის მადლს ჩვენს გულებში. ღმერთი მოუთმენლად ელის ჩვენს საპასუხო სიყვარულს ჩვენი საქმეებით და გამოსწორებით.
დიდი მოწიწებით
ლევან სანიკიძე


ჩემო ძვირფასო "კარიბჭევ",
უდიდესი სიყვარულით მოგესალმები. შენი ფურცლებიდანაც ხომ უზარმაზარი სიყვარული და სიკეთე იღვრება, რათა ყველა მცირედმორწმუნეს მომადლოს სასოება და რწმენასა და სიყვარულში გააძლიეროს.

მე თვითონ ძალიან უცნაურად მივედი ეკლესიაში. რომ მკითხავდნენ, ღმერთი თუ გწამსო, დაუფიქრებლად მივუგებდი, მწამს-მეთქი, მაგრამ ამას უფრო იმიტომ ვამბობდი, რომ მორწმუნე ოჯახში გავიზარდე, თორემ ღმერთის არსებობა-არარსებობაზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია. შემდეგ განსაცდელი შემემთხვა და ამან უფრო მეტად დამაახლოვა უფალს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვეჭვობდი - ნუთუ მართლა არსებობს-მეთქი?

ერთხელ ტელევიზორში ცხოველების ცხოვრებაზე გადაცემას ვუყურებდი და ჩემს გულს მოხვდა სიტყვები, რომლებიც კარგად ვიცოდი, მაგრამ დიქტორის სიტყვებმა კარგად ნაცნობ მოვლენაზე დამაფიქრა. იგი ლაპარაკობდა ცხოველების ჩვევებზე, გამრავლებაზე, იმაზე, რომ ყველანაირი ცხოველი თუ ფრინველი ორი სქესისაა - მდედრი და მამრი. თუკი, - ვფიქრობდი მაშინ, - შემთხვევით წარმოიშვა ყველაფერი, ის ვიღამ განსაზღვრა, რომ ყოველნაირი ცხოველი და ფრინველი და ადამიანთა მოდგმაც ორ ნაწილად ყოფილიყო გაყოფილი - მდედრად და მამრად? ან სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა ორგანოები ვიღამ მისცა? იმ დღიდან ძალიან გავძლიერდი რწმენაში, დავიწყე აქტიური ეკლესიური ცხოვრება, მარხვა, ლოცვა, აღსარების თქმა და ა.შ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უფალი საბოლოოდ ვიპოვე. ბევრი ჩვენგანი სათანადოდ ვერ აცნობიერებს, რა ბედნიერებაა მართლმადიდებლობა, რამხელა ჯილდო და პატივია, გერქვას მართლმადიდებელი! რამხელა ბედნიერებაა, რომ სანამ იმ ქვეყნად გადახვალ, შესაძლებლობა გაქვს, ამ ქვეყანაზევე მიიღო უფლის წმინდა სისხლი და ხორცი წმინდა ზიარების სახით! რა ბედნიერებას განიჭებს ადამიანს იმის შეგრძნება, რომ თუ ცოდვებს გულწრფელად მოინანიებ, ყოვლადმოწყალე უფალი აღარ მოგკითხავს, მოგიტევებს და გულში ჩაგიკრავს მხურვალე სიყვარულით. ბევრი ამას სათანადოდ ვერ აფასებს და ვერ იღებს სრულ ბედნიერებას იმისგან, რასაც წმინდა საიდუმლოებაში მონაწილეობა ჰქვია. ბევრი ამაოებაშია ჩაფლული, ზოგი იმით არის დაკავებული, თუ როგორ გამდიდრდეს, ზოგი იმით, თუ როგორ გახდეს სახელოვანი... არ შეიძლება, ორ ბატონს ემსახურო, ჩვენ კი სააქაო სიკეთეც გვინდა და საიქიოც. თუკი უფალი საჭიროდ ჩათვლის, თვითონვე მოგვცემს ამ ყველაფერს. მან ხომ ჩვენზე კარგად იცის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო, რამდენად გამოვიყენებთ ყოველივეს ჩვენი სულის ცხონებისთვის. ჩვენ კი ჩვენი ფიქრი ღვთის სათნო საქმეების კეთებაში უნდა გავატაროთ, რათა მოვისმინოთ უფლის სანუკვარი სიტყვები: "მოვედით, მამისა ჩემისა მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი ცათა".

სასუფეველი - აი, რა უნდა ვეძებოთ უპირველეს ყოვლისა. მთელი ჩვენი ფიქრი, სიტყვა თუ საქმე იქით უნდა იყოს მიმართული, რომ უფალთან მარადიულ ნეტარებას ვეზიაროთ, რომ ვიყოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, სხვა წმინდანების გვერდით, მათი სიყვარულით და სითბოთი, მათი მადლით გარემოცულნი. ადამიანის ცხოვრება მეტად ხანმოკლეა და იქნებ დავფიქრდეთ ამ ქვეყნის სწრაფწარმავლობაზე და ამაო საზრუნავზე, მთავარზე - სულის ცხონებაზე და უფალთან შესახვედრად მოვამზადოთ თავი.

ღმერთმა ყველას მოგვცეს მარადიულობის შეგრძნება, ღვთისა და ერთმანეთის უანგარო სიყვარული და ამ სიყვარულით ცხოვრების სიხარულიც.

პატივისცემით
თამთა გოგოლაძე, თბილისი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat