წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
დიდი მადლობა, რომ არსებობთ. დიდი მადლობა მთელ რედაქციას. მოუთმენლად ველი ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას. თქვენგან ბევრს ვსწავლობ, თქვენი წყალობით ვიღებ ცოდნას მართლმადიდებლობის შესახებ.

მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლი ვუძღვნა წილკნის ეპისკოპოსს მეუფე ზოსიმეს. მეუფე მართლაც რომ ღმერთმა მოუვლინა წილკნის ეპარქიას. მისი წირვა და ქადაგება ზარის რეკასავით გაისმის ტაძარში. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მეუფე ზოსიმე, დიდხანს და ჯანმრთელად, რომ ჩვენს ტაძარში დიდხანს ისმოდეს მისი წირვა და ქადაგება.
უღრმესი სიყვარულით ლია


ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ. არაეკლესიურად ვცხოვრობდი და ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ჭეშმარიტ გზაზე დავდგებოდი, მაგრამ ღვთის ნებასა და წყალობას ყველაფერი შესძლებია...

შარშან, ზაფხულის მიწურულს, მშობლიურ ყაზბეგში ვისვენებდი. გეცოდინებათ, იქ თითქმის ყველა სოფელში დგას სალოცავი, რაიონის მთავარი სიწმინდე კი გერგეტის სამებაა. გერგეტში სულ სამი დღით ვიყავი სტუმრად, მაგრამ ის დღეები არასოდეს დამავიწყდება.

გერგეტის სამებაში დღეს უდიდესი მადლი სუფევს. იქ მოღვაწეობს ოთხი დიდებული ადამიანი: მონასტრის წინამძღვარი იღუმენი იოსები (თავაძე), მორჩილი ზაზა, ზოსიმე და მიქაელი. ჩემდამი უზარმაზარი სითბო, სიკეთე გამოიჩინეს. ძლიერ გამიკვირდა, რომ მამა იოსები სხვებთან ერთად შრომობდა. რომელი ერთი ვთქვა: საკმაო მანძილზე წყლის მილებისთვის არხის თხრა თუ ლოდების გადაზიდვა... იქ რომ ვიყავი, სენაკს აგებდნენ.

ჩემი თხოვნაა, თუ მოახერხებთ, მცირე ხნით მაინც ახვიდეთ გერგეტის სამებაში, მამა იოსების ლოცვას დაესწროთ და მოუსმინოთ მის ქადაგებას, ნახოთ ის სამი მოღვაწე, რომელთა საქციელიდან უდიდესი რწმენა და სიყვარული გამოსჭვივის.

ვოცნებობ, ერთხელ მაინც კიდევ მომეცეს საშუალება, თუნდაც მცირე ხნით ვიცხოვრო ამ მადლმოსილი ადამიანების გვერდით და ისეთივე ბედნიერება განვიცადო, როგორც შარშან.
ავგუსტ წიკლაური


გმადლობთ, რომ ასე გულმოდგინედ, ასე ლამაზად ქადაგებთ სიყვარულსა და სიკეთეს. ღმერთმა შეიწიროს თქვენი ღვაწლი.

წმინდა მამები ამბობენ, რომ ცოდვისგან ადამიანის განშორების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიკვდილის ხსოვნაა. წმინდა მამების ამ სწავლების სიბრძნეს მაშინ ჩავწვდი, როცა ცხოვრებით გალაღებული და ცოდვებში ჩაფლული ავტოკატასტროფის შედეგად სასიკვდილო სარეცელზე აღმოვჩნდი. მოწყალე უფალმა სიცოცხლე გამიხანგრძლივა, რათა გონს მოვსულიყავი და მომენანიებინა. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის!

როცა კარგად ვართ, არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ოდესმე ჩვენც საიქიოს ბინადარნი გავხდებით. ვართ კი ამისთვის მზად? მოვინანიეთ უფლისთვის სათნოდ ჩვენი ცოდვები და ვცდილობთ, რომ გამოვსწორდეთ? როგორც უფალი ამბობს, სიკვდილი შეიძლება მპარავივით მოულოდნელად გვეწვიოს, ჩვენ კი ამისთვის მზად არ აღმოვჩნდეთ. არადა, რა მძიმეა მოუნანიებელ ცოდვილთა იმქვეყნიური ხვედრი! ბევრი ამაზე მაშინაც კი არ ფიქრობს, როცა ახლობლის გაცივებულ ცხედარს უყურებს. ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს. ყოველივე: სიმდიდრე, დიდება თუ სხვა პატივი - ღვთისგან გვაქვს და ნაცვლად იმისა, ეს ტალანტები ღვთის სათნოდ გამოვიყენოთ, პირიქით ვიქცევით, არადა, იმქვეყნად ხომ მხოლოდ კეთილი საქმეები წაგვყვება, საქმეები, მოყვასისთვის და ღვთის სადიდებლად რომ ჩაგვიდენია. ყოველდღე რამდენ შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან, რომ მოვეფეროთ ერთმანეთს, სიკეთე და სიყვარული ვუწილადოთ. ადამიანებს ხომ მცირედი სიკეთეც გვახარებს! თითქოს რა ადვილია სიკეთის ქმნა, მაგრამ არ ვაკეთებთ. და რატომ? - სხვადასხვა უსუსური მიზეზის გამო. როგორ გვსიამოვნებს, როცა ჩვენდამი სიყვარულსა და პატივისცემას იჩენენ, მაგრამ მოყვასის მიმართ რატომღაც ვძუნწობთ... იქნებ დავფიქრდეთ, რომ ეს ქვეყანა მართლაც წუთისოფელია, ვაკეთოთ მეტი სიკეთე, გავიღოთ მეტი მოწყალება, რათა, თუ მოულოდნელად სიკვდილი გვეწვევა, თამამად წარვდგეთ უფლის წინაშე.
დიდი სიყვარულით
ზვიად დადიანი


გმადლობთ, რომ ასე კელაპტარივით ანთია თქვენი ჟურნალი მართლმადიდებლობის სადიდებლად და ასე ლამაზად, უფლის სიტყვის საკადრისად წარმოაჩენს ჩვენს საყვარელ სარწმუნოებას.

ბუნება ისე ჰარმონიულად არის მოწყობილი, რომ სიცოცხლე ნაწილობრივ მაინც ემსგავსებოდა სამოთხეს, ადამიანებს შორის სიყვარული რომ სუფევდეს. ეს ხომ, მიუხედავად პირველქმნილი ცოდვისა, სავსებით შესაძლებელია! საკმარისია, სულ ოდნავ დავთმოთ პირადი "მე" და სულ ოდნავ წინ დავაყენოთ მოყვასი. მაშინ სამყაროც გაცილებით მშვენიერი იქნებოდა და შესაძლოა, სხვა რელიგიის აღმსარებლებიც კი მოქცეულიყვნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, რომ ერთმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ პირადი მაგალითით შეიძლება ათასობით ადამიანი აცხოვნოს, ჩვენ კი, ისიც საკითხავია, თვითონ თუ ვცხოვნდებით, ისე დავშორდით ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულს. არადა, უფლის ორი უმთავრესი მცნება ხომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულია, რაც საქმით უნდა გამოვლინდეს.

ხშირად გვეზარება საკუთარი თავის გამოძიება. ვართ კი ისეთები, უფალს რომ მოეწონებოდა? თუ თავს ამ კითხვას დავუსვამთ, ცოდვებსაც ხომ ნაკლებად ჩავიდენთ და შეუფერხებლად ვივლით განღმრთობისკენ, რაც თითოეული ადამიანის ვალია? ჩვენ ხომ ხშირად სულ მცირედშიც არა ვართ უფლის სათნონი, ჩვენ ხომ ჩვენი მარხვით, ერთი წმინდა მამის თქმისა არ იყოს, ეშმაკებს დავემსგავსეთ, რომელიც არაფერს ჭამს, მაგრამ მის მარხვას არავითარი ფასი არ აქვს, ისევე როგორც მის ნიჭს, მის შესაძლებლობებს, რადგან ყოველივეს უფლისა და მის ქმნილებათა სამტროდ იყენებს. შეიძლება, ჩვენ არავის ვმტრობდეთ, მაგრამ ყოველდღიურად ვემსახურებით კი მოყვასს? ქვეყანა მხოლოდ იმისთვის ხომ არ გვაქვს მოცემული, რომ მხოლოდ პირადი საზრუნავით ვიცხოვროთ და სრულიად არაფერს ვაკეთებდეთ მოყვასის მატერიალური თუ სულიერი სიკეთისთვის? ხშირად ჩვენი სიკეთე ანგარებით არის განპირობებული - ველით, რომ მოყვასის დახმარების წილ ან უფალი მოგვაგებს სამაგიეროს, ან თვით მოყვასი დაგვეხმარება საჭირო დროს. არადა რა მშვენიერი გრძნობაა უანგარობა! რა შესანიშნავი იქნებოდა, მხოლოდ სიკეთისთვის, მხოლოდ მოყვასის სიყვარულისთვის ვჩადიოდეთ სიკეთეს. ვკითხოთ ჩვენს თავს: განა ყველაზე მეტად მაშინ არ გვახარებს სიკეთე, როცა სამაგიეროდ არაფერს გვთხოვენ? ასე თუ ვიფიქრებთ, ისეთ კმაყოფილებასა და ბედნიერებას ვიგრძნობთ, რომელსაც ვერავითარი სამაგიერო ვერ მოგვგვრის.

ადამიანი სულიერი არსებაა და რა ცოდვილიც არ უნდა იყოს, სრულ, ნამდვილ სიხარულს მას მხოლოდ სულიერი ფასეულობა მიანიჭებს. უფალმაც ხომ ასეთებად შეგვქმნა: ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა ამ სულიერ ღირებულებებს ემსახურება: ღვთის დიდებით, სინანულით, მოყვასის ნუგეშისცემით თუ მატერიალური დახმარებით, მისთვის ლოცვით, მიტევებით და ა.შ. ასეთ დროს ხომ ჩვენს გარშემო განსაკუთრებული სულიერი სიმშვიდე ისადგურებს, რომელიც გარემოსაც გადაედება და ირგვლივ სიყვარულის მშვენიერ სურნელს აფრქვევს ღვთის სადიდებლად, მოყვასის სასიხარულოდ და ჩვენს საცხოვნებლად. ჩვენ ხომ წუთისოფლის სტუმრები ვართ, რა მშვენიერი იქნებოდა, ყველა რომ ვცდილობდეთ, ერთმანეთის სასიკეთოდ და ღვთის სადიდებლად გამოვიყენოთ ყოველი ნიჭი, მატერიალური თუ სულიერი. ღმერთმა მოგვმადლოს ერთმანეთის სიხარულით და სიყვარულით ცხოვრების უნარი. გვიყვარდეს ერთმანეთი, ღმერთი ხომ სიყვარული არს.

პატივისცემით ია იაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat