რითი ვართ სხვაზე აღმატებული?
რითი ვართ სხვაზე აღმატებული?
ცოდვათა შორის ფარისევლობა ერთ-ერთი მთავარია, რადგან მას მოჰყვება ცრუმედიდურობა, საკუთარი ნიჭითა და სილამაზით ტკბობა, სხვათა უგულებელყოფა... თითქოს არაფერია, როცა გაქებენ, მაგრამ ყველამ განვჩხრიკოთ საკუთარი სული და მივხვდებით, როგორი ტკბობა გვეუფლება, როცა შემპარავი ხმითა და ქლესა ღიმილით საკუთარ ღირსებაზე მიგვანიშნებენ. იქნებ გვეფიქრა, რითი ვართ სხვაზე აღმატებული, იქნებ გვეფიქრა, რა დგას ამის უკან, რატომ მივაჩნივართ მავანს სხვებზე უკეთესად? იქნებ ვჭირდებით... რაღაცაში მაინც.

ასეთები ხომ ისევე იოლად გაძაგებენ, როგორც გაქეს? მერე, როცა აღარ დასჭირდებით...

ირაკლი (60 წლის): - ერთ დროს კარგი თანამდებობა მქონდა და, რასაკვირველია, მქონდა ის მიკროსამყარო, სადაც ბატონ-პატრონად ვგრძნობდი თავს. მომწონდა, როცა ჩემს "ღირსებებზე" ლაპარაკობდნენ. ერთი მყავდა შემოჩენილი, - კარს ფრთხილად შემოაღებდა, ჯერ ყავას შემომთავაზებდა, მერე - ხომ არაფერი გნებავთო, მკითხავდა. მეც, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა მისი ყურადღება. ხნიერი ქალი იყო და ცუდი არაფერი მიფიქრია, მაგრამ ისეთი ქების კორიანტელს დააყენებდა, დავფიქრდებოდი ხოლმე, ნუთუ მართლა ასეთი ვარ-მეთქი. რაც მთავარია და რაც ყველაზე უფრო აღვივებდა ჩემს პატივმოყვარეობას, ის იყო, რომ ჩემს წინამორბედს ქარსა და ნიავს ატანდა - აბა, იმან კი არ იცოდა მუშაობაო და მისდგებოდა... ერთი-ორმა კი ჩამაწვეთა, - ქლესაობით გააქვს თავიო, მაგრამ, რას მიშლის-მეთქი, ვფიქრობდი. როცა ცოტა დამიახლოვდა, ლაპარაკს ჩამომიგდებდა, ხან ერთ თანამშრომელს მოთხრიდა და მიწასთან გაასწორებდა, ხანაც მეორეს. ჩემს თავს ვატყობდი, რომ მართლა შემეცვალა კოლეგებისადმი დამოკიდებულება და ნელ-ნელა ვენერას თვალით დავუწყე მათ ყურება. მეტიც, თითქოს ვიცოდი, როდის გააღებდა კარს და როდის ჩამირაკრაკებდა, ვინ რა თქვა და ვინ გაიპარა 5 წუთით ადრე სამსახურიდან. განსაკუთრებით ერთი ქალბატონი ამოიჩემა და სანამ სამსახურიდან არ მომახსნევინა, არ მოისვენა. ის ქალბატონი შესანიშნავი ბუღალტერი იყო და მისი წასვლის შემდეგ ისე აირია ყველაფერი, მალე მეც მიმაყოლეს - რიგით თანამშრომლად ჩამომაქვეითეს. მაშინ ამეხილა თვალი, როცა დერეფანში შემხვდა და ზედაც არ შემომხედა. ახლაც გეზი ჩემი ყოფილი კაბინეტისაკენ ეჭირა... მინდოდა, ჩემი შემცვლელი გამეფრთხილებინა, მაგრამ თავი შევიკავე. ასეა, ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა, მხილება; ფარისევლობა უფრო იოლია, ამიტომაც სძულდა ქრისტეს ფარისევლები - ისინი უეკლო, იოლი გზით, ზოგჯერ "მწვერვალებს" იპყრობენ.

ხათუნა (49 წლის): - ვერ ვიტყვი, რომ დიდი გამჭრიახი და მიხვედრილი ვარ, მაგრამ ფარისევლებს სხვათაგან იოლად ვარჩევ. ამის უნარი ერთმა შემთხვევამ გამიმახვილა - ჯერ საკუთარ თავს შევამჩნიე ქლესაობა და მერე სხვებსაც დავაკვირდი. ბავშვობიდან რაღაცნაირად შეშინებულ-შემკრთალი ვიყავი. ამას ახლა კომპლექსებს ეძახიან და ალბათ ასეცაა. სულ მეშინოდა, ვინმე არ წამჩხუბებოდა და ვცდილობდი, ყველასთვის საქებარი სიტყვა მეთქვა. ტკბილსიტყვაობა და მიფერება ცუდი კი არ არის, მაგრამ არ ვარგა, როცა სხვაგვარად ფიქრობ და სხვას ლაპარაკობ. ეს ჩვევად ისე გადამექცა, ვერც მივხვდი და ზურგს უკან რომ მიწასთან გავასწორებდი ადამიანს, პირში მის ქებას ვერავინ დამასწრებდა. მერე გავიცანი გია - ჩემი მომავალი მეუღლე. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და დავაყენე ქათინაურების კორიანტელი. გაკვირვებით შემომხედა, - ეგ რაღაში გჭირდება, გგონია, მაგით უფრო შემიყვარდებიო. პირველად დავფიქრდი ჩემს უკვე თვისებად გადაქცეულ საქციელზე და ნელ-ნელა მივატოვე პირფერობა. როცა კარგია ადამიანი, როცა მოგწონს, მაშ, არ უნდა უთხრა? - როგორ არა, გურამიშვილიც ხომ გვეუბნება: "ავს რომ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქოო". ისე კი, თუ მხილებას ვერ გაბედავ, ის მაინც შეიგნე, რომ პირმოთნეობით ხიბლსა და ამპარტავნების ცოდვაში არ ჩააგდო ვინმე.

სიმეონი (65 წლის): - ახლა ბებია-ბაბუების გახსენება მოდაში არ არის, მაგრამ მე მაინც გავიხსენებდი ჩემს დარეჯან ბებოს, მოფერებით დარიას რომ ვეძახდით. თავის სიცოცხლეში არავის ძაგება არ წამოსცდენია. როცა ვინმეზე განაწყენდებოდა, იტყოდა, - ვნახავ და ვუსაყვედურებო. არც ქება იცოდა, მაგრამ როცა ვინმეზე აუგს იტყოდნენ, ხმალივით აღიმართებოდა. ერთი მეზობელი გვყავდა - ელისო ბებია. საოცრად ტკბილი ლაპარაკი იცოდა. ბავშვები ვგიჟდებოდით მასზე, მაგრამ შევესწარი, ერთხელ ბებიაჩემმა როგორ უსაყვედურა, - კარგი ქალი ხარ, მაგრამ ერთი ცუდი თვისება გაქვს, ზურგს უკან რომ ადამიანს მოთხრი, პირში ისეთ სიტყვებს ეუბნები, თავს წმინდანად წარმოადგენინებო. ასეთი რა ვთქვი, ქალოო, - შეიცხადა ელისომ. აბა, ნინა რომ აქე, მოსაწონია შენი საქციელიო? მეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდით, ვისზეც ლაპარაკობდა. ის ნინა სახელგატეხილი ქალი იყო. ბებიაჩემი ბევრს არიგებდა, მაგრამ თავისას არ იშლიდა. ბებო ხშირად ჩუმად ლოცულობდა მისთვის.

ნინო (30 წლის): - რაც თავი მახსოვს, ჩემს ირგვლივ ჩემი სილამაზით "აღფრთოვანებული" ხალხი იყრიდა თავს - მაქებდნენ და თვალებში შემომციცინებდნენ. მე ეკლესიურად ვიზრდებოდი, მაგრამ მაინც შემეპარა პატივმოყვარეობის ჭია და თანდათან, ეტყობა, ამის გამომჟღავნების გამო, შემომეფანტნენ ახლობლები, მეგობრები... ღმერთი მომეხმარა და საკუთარ თავში ჩამახედა. როცა ყველას ვაგრძნობინე, რომ მათი პირმოთნეობა არაფრად მიმაჩნდა, ისინიც დაცხრნენ. სილამაზეს რომ ნახავს ადამიანი, ძნელია თავის შეკავება? - მარტო ეს არ ყოფილა. მამაჩემი მდიდარი და გავლენიანი კაცი იყო და მისი ნდობის მოსაპოვებლად ირჯებოდნენ ასე თავგამეტებით. ამასთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის ერთი ეპიზოდი მახსენდება - ილარიონი რომ სერაფიონას უქებს ილიკოს, ეგებ არყით გაგვიმასპინძლდესო. ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ ნამდვილი და ცხოვრებისეული. აბა, რა არის, დააშავებ და სიმართლეს არაფრით გეუბნებიან, რაიმე ღირსება გაქვს, ისიც - ღვთისაგან, და ერთმანეთის ქებით ენას ვიგლეჯთ... მამა რომ გარდამეცვალა და ჩვენც ქონება შემოგველია, არავის მოუკლავს ჩემი სილამაზის ქება-დიდებით თავი, ფული და გავლენა მალამაზებდა და პატივმოყვარეობისგან ღვთისა და დედაჩემის წყალობით მალევე გავთავისუფლდი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat