13 დეკემბერს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენებაა
13 დეკემბერს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენებაა
უძვერეელესი წერილობითი წყაროები ჭერმის წარმოშობას ვახტანგ გორგასალს უკავშირებენ
სოფელი ჭერემი გურჯაანის რაიონში მდებარე ჭერმისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მდებარეობს. სოფელთან კავშირი ამჟამად ხორციელდება საავტომობილო გზით, ჭერმისხევის გაყოლებაზე, რომელიც სოფელ ველისციხიდან იწყება. სოფელთან მისასვლელი მეორე გზაც არსებობს, ოღონდ უკვე მწყობრიდან გამოსული, სოფელ კაჭრეთიდან ზემოთ, 20 კმ-ის მანძილზე. ბევრს დღესაც ახსოვს XIX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი. მთის ეს ერთ-ერთი სოფელი (383 კომლით) თითქმის ძალით ჩამოასახლეს ბარში. მიზეზი?! უგზოობაა. გადიოდა დრო, სხვადასხვა ადგილზე გადასახლებული ჭერემელები შეეჩვივნენ ახალ გარემოს, მკვიდრად დასახლდნენ და ჩვეული მუყაითი შრომა დაიწყეს. შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც იკისრეს ჭერმის აღორძნება და სულ მალე ერთმანეთის მიყოლებით ყოფილ კარმიდამოებს დაუბრუნდნენ წლების წინ წასული მცხოვრებნი. დაუბრუნდნენ სოფელს და საცხოვრებელი ბინების ჩამოქცეული კედლების გვერდით გაჩნდნენ ჯერ დროებითი, შემდეგ კი კაპიტალურად აგებული ორსართულიანი სახლები, საბავშო ბაღი, ადმინისტრაციული შენობა, კულტურის სახლი. აშენდა სკოლა საექიმო ამბულატორია, მაგრამ გავიდა დრო, სხვადასხვა გარემოებებმა კვლავ დააცარიელა სოფელი. დღეს აქ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან ორველაშვილმა, ისტორიის მასწავლებლის, ქალბატონ ნანი ბაზერაშვილთან ერთად ჭერემის შესახებ მიამბეს. -სოფელი ჭერემი მეორედ დაიბადა XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, ხოლო ქალაქი ჭერემი და მისი საეპისკოპოსო, ისტორიის კუთვნილებაა. უძვერეელესი წერილობითი წყაროები ჭერმის წარმოშობას ვახტანგ გორგასალს უკავშირებენ, ესე იგი V ს-ს.

"... ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა, და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი; და ყოველი ქვეყანა მტკუარისა აღმოსავლეთით. და თვით ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენითა უზომოთა". ( "ქართლის ცხოვრება"). იგივეს იმეორებენ ლეონტი მროველი და ვახუშტი ბატონიშვილი: ვახტანგ გორგასალმა "ქმნა ქალაქი ჭერემი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელ-იგი მანე აღაშენა". (ვახუშტი ბატონიშილი "აღწერა სამეფოსა საქართველოსა, "ქართლის ცხოვრება"). იგივეს იმეორებენ ლეონტი მროველი და ვახუშტი ბატონიშვილი: ვახტანგ გორგასალმა "ქმნა ქალაქი ჭერემი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელ-იგი მანვე აღაშენა". ვახუშტის აღწერით, ალაზნის "დასავლეთიდან მოერთვის ჭერემის წყალი, გამომდინარე ცივის მთისა და მომიდნარე ჭერემამდე ჩრდილო-დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთ ჩრდილოეთს შრის. ამ წყალსა ზედა არს, ალაზანის დასავლით, ველსა ზედა, ველის ციხე, და აქ უქმი, ამავე წყალზედ არს, ცივისა ანუ ჰერეთის მთის საშორისსა, ჭერემი". ჭერემი ხევის გეგრაფიული მდებაროებით გამოწვეული უპირატესობანი თავის დროზე ჯეროვნად იყო მიგნებული და შეფასებული, მისი უპირატესობა გამოხატებოდა შიდა კახეთისაკენ მიმავალი უმოკლესი გზით. ჭერემ ქალაქის უდიდესი მნიშვნელობა იმდროინდელ საქართველოსთვის იმაშიც მდგომარეობს, რომ აქ ვახტანგ გორგასალს საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. ჯუანშერის ცნობით, იმ თორმეტ საეპისკოპოსოდან ვახტანგი რომ აწესებს, ორი ჰერეთშია: ჭერემისა, სადაც ვახტანგმა "ქმნა ქალაქი" და თან ორი ეკლესია აღაშენა და მეორე-ხორნაბუჯისა. ვახტანგ გორგასალმა დასვა ეპისკოპოსი "ჭერემსა, მისსავე აღშენებულისა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შრის ორთავე ეკლესიათა, რომელ-იგი მანვე აღაშენა",-წერს ჯუანშერი.

KARIBCHE

"ჭერემელი ეპისკოპოსი ერთ-ერთი იყო ეპისკოპოსებიდან, რომლებიც ვახტანგმა დანიშნა მცხეთას, არიზას (კლარჯეთი), არტანს, წუნდს, მანგლისს, ბოლნისს, რუსთავს, ნინოწმინდას, ხორნაბუჯს და აგარაკს". როგორც ჩანს, ვახუშტი ბატონიშვილი ჯუანშერის ცნობას ემყარებოდა და წერდა: " მეფემან კათოლიკოზად პეტრე დაადგინა მცხეთას და სამოელ მუნვე ზემო ეკლესიასა ეპისკოპოსად; ხოლო სხუანი ეპისკოპოსნი დასხნა: კლარჯეთს, ერუშეთს, წუნდას, მანგლისს, ბოლნისს, რუსთავს, ნინოწმინდას, ჭერემს, ჩელეთს, ხორნაბუჯს". ჭერემში საეპისკოპოსო კათედრის არსებობას ადასატურებენ VIII საუკუნის ქართული სამართლის ძეგლები: "შემოვიდეს ჭერემ-ქალაქელი და დაჯდეს ბანელსა ქუემოთ. შემოვიდეს დმანელი და საჯდეს ჭერემ-ქალაქელსა ქუემოთ". V საუკუნის ბოლოს ჭერემ ქალაქმა ადრინდელი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა, ირანის ლაშქრის მიერ დარბევის შემდეგ, იგი უფრო დაქვეითდა. შეუნარჩუნდა მხოლოდ რელიგიური ცენტრის სტატუსი. 1757 წელს, მეფე თეიმურაზ II-მ დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერმის მხარე (ჭემის საეპისკოპოსო ეპარქიის მიწების ალავერდის, ბოდბისა ა ნინოწმინდაის საეპისკოპოსოებს დაუნაწილა". "ხოლო სამთა ამათ" ეპისკოპოსთა ამბა ალავერდელსა, ბოდბელ მიტროპოლიტსა და ნინოწმინდელს მიეცა სამწყსო საჭერმელოც ესენი: უფლის ამბა ალავერდელს ენდრონიკაშვილს ნიკოლოზს, ერგო სამწყსო საჭერემლოსი სოფელი კორდოლი სრულიად: სოფელი კისის ხევი სრულიად: სოფელი წინანდალი სრულიად და სამწყსო და თავადიშვილი მამუჩის შვილები და ამას გარდა კიდევ სოფელი ველისციხე. უფალს ბოდბელ მიტროპოლიტს ენისელთ მოურავის ძეს იოანეს ერგო ჭერმლის სამწყსო სოფელი ვეჯინი სრულიად თავადის შვილის ერასტიხ შვილებითა და სოფელი ფხოველი სრულიად თავადის შვილის მოურავის შვილებითა და ამას გარდა ქოდალა და მელაანი. უფალს ნინოწმინდელს ტუსისშვილს საბას ერგო ჭერემლის სამწყსო კალაურში თავადის შვილები ვაჩნაძეები თავეთის ყმითა და სახასო ძველთაგანვე ნინო წმიდლისა არის და ამის გარდა სოფელი ურიათ უბანი სრულიად, სოფელი ჩუმლაყი სრულიად და სოფელი ზეგანი თავადის შვილის ჯანდიერითა და გურჯანში მარტო თავადის შილების ყმა და სახასო ძველთაგანვე ნინოწმიდისა არის ამას გარდა სოფელი კოკში და სოფელი შაბლიანი", ქალაქ ჭერემის მნიშნელობის დაკარგვას ზოგიერთი ისტორიკოსი მონღოლთა შემოსევებს უკავშირებს. იოსელიანის აზრით, ქალაქი ჭერემი ანუ ჭურემი გაუმაგრებია ვახტანგ გორგასალს, აუშენებია საეპისკოპოსო კათედრალი და დაუწესებია ეპისკოპოსი მთელი შდა კახეთისათვის. ბაგრატიიონის გვარის მეფეები აგრძელებდნენ ჭერემზე ზედამხედველობას მანამდე, სანამ მონღოლები დაიპყრობდნენ მას. ჭერემი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. მდინარე ჭეწმისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი-საეპისკოპოსო ტაძარი, ეპისკოპოსის სასახლის და კიდევ ერთი ნაგებობის ნანგრევები. საეპისკოპოსო ტაძარი წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. აშენებულია X-X საუკუნეებში, უფრო ადრინდელი ნაგებობის ადგილზე. საშენმასალად გამოყენებული როგორც რიყის ქვა, ისე სხვა მასალა. ეკლესიის დასავლეთით ხრამის პირას, ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლის ნანგრევებია. გალავნის შიგნით კიდევ ერთი რიყის ქვით ნაშენი, მცირე ზომის გუმბათოვანი ნაგებობა მდგარა. ჭერემის მახლობლად ძელ სასაფლაოზე დგას "მამა-დავითის" ნანგრევები, წმინდა ბარბარეს ეკლესია ყველაზე ძველია აქ არსებულ ძეგლებს შორის. სოფლიდან 5-კმ-ზეა წვეროდაბალი (თელეთი) VII ს-ის ტაძარი.

რაც შეეხება ციხე-სიმაგრეს, ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ "უჯარმის აღმოსავლეთ-სამხრეთით იყო "ნინოწმინდა", საეპიკოპოსო საყდარი და საჯდომი, რომლის აღმოსავლეთით მდებარეობდა "ქალაქი ჭერემისა", ჭერემის საეპისკოპოსო საჯდომი იყო; იქვე იყო აგრეთვე "ჭერმის ციხეც". ჭერმის ციხეს ცვხვდებით ჯუნაშენთანაც "... და მოვიდა სუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქი კამბეჩოვანი, და ჭერმის ციხე და ველის-ციხე".

დღეს სოფელ ჭერემში თითზე ჩამოსათვლელია ადგილობრივ მკვიდრთა რაოდენობა. ასე თუ გაგრძელდა ეს ისტორიული სოფელი სულ მალე ნასოფლარად იქცევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat