თქმულებები დავით აღმაშენებელზე
თქმულებები დავით აღმაშენებელზე
* ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობით, გელათის ეკლესიას "ჰკიდავს ზღუდის კარი ბჭესა მისსა, რკინისა, აღმაშენებლის მოტანილი დარუბანდიდან", ამ კარებს განჯის კარებს უწოდებდნენ. მის გელათში მოტანაზე კი ხალხი ასეთ რამეს ჰყვებოდა: "ერთ ქართველ ვაჭარს დარუბანდში ლეკებმა (სხვა ვარიანტით - თათრებმა) გასაყიდი საქონელი წაართვეს. ვაჭარმა სამართალი ლეკების უფროსს სთხოვა. მან უთხრა: "რახან ქართველი ხარ, წადი შენს საქართველოში და შენს მეფეს დავითს ფეხქვეშ ჩაუვარდი და სამართალი იმასა სთხოვეო". ვაჭარმა მიუგო: სამართალს მე შენ გთხოვ, თორემ დავითს რომ ეს ვუთხრა, საქმე ცუდად წაგივაო". გაეცინა ლეკების უფროსს: ცუდად წამივა?! რას მიზამს დავითი? ერთბაშად დარუბანდის კარი არ ჩამოხსნასო. დაბრუნდა ვაჭარი საქართველოში და ყველაფერი დავითს უამბო. დაამშვიდა მეფემ ვაჭარი, შემდეგ მოაყვანინა ათასი ცხენი, ათასივე - მათი წინამძღოლით, გააკეთებინა ორი ათასი კიდობანი და შიგ თითო შეიარაღებული ქართველი ჩასვა, ცხენის წინამძღოლები ვაჭრულად გამოაწყო, მომჩივანი ვაჭარი წაუმძღვარა წინ, გაისტუმრა დარუბანდში და თვითონაც უკან გაჰყვა. დარუბანდს რომ მიუახლოვდნენ, დავითმა კაცი გაგზავნა ლეკთა უფროსთან: საქონელი მომაქვს გასაყიდად და კარი გააღეო. გაუღეს კარი... შუაღამისას დავითმა დაახსნევინა კიდობნები, ამოსხა ჯარისკაცები და აიღო დარუბანდი. შემდეგ დარუბანდის კარი ჩამოახსნევინა, შეუბა შიგ ლეკები და ისე ჩამოიტანა გელათში.

დავითმა შეიწყალა ლეკთა უფროსი, მან კი უთხრა: რადგან ამდენი სიკეთე მიყავ, ერთი ხარის ტყავის სიფართე ადგილი მიბოძე სამოსახლოდო. დავითმა უბოძა. ლეკების მთავარმა მოიტანა ხარის ტყავი და წვრილ-წვრილ თასმებად დაჭრა, ეს თასმები ერთიმეორეზე გადააბა და იმსიგრძე ღვედი გამოუვიდა, რომ მთელ დარუბანდს შემოერტყა. დავითმა აღარაფერი თქვა და დარუბანდი ისევ ლეკებს დარჩათ.

* დავით აღმაშენებელი ძალიან მოწყალე და ღვთისმოყვარე იყო, უყვარდა ეკლესიების შენება და სიხარულით აღასრულებდა ამ საქმეს.

ერთხელ დავითმა გელათის დიდებული მონასტრის აგება მოისურვა. დაიბარეს მუშები და დაიწყეს შენება.

ეშმაკმა მოინდომა, ხელი შეეშალა ამ წმინდა, ღვთის სათნო საქმისთვის. კედლები რამდენჯერაც ააშორეს ბალავერს, იმ წყეულმა იმდენჯერ დაანგრია ღამღამობით. დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ და არ იქნა, კედლები ბალავერს ვერ ააშორეს.

მეფე, რასაკვირველია, მიხვდა, რომ მისი ხელის მცარავი ეშმაკი იყო და გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ეშმაკი ხელთ ეგდო. აიღო ჯამი, აავსო წყლით და დადგა ბალავრის მახლობლად, თვითონ კი კუთხეში ჩასაფრდა. კარგად რომ დაბნელდა, სად იყო და სად არა, გაჩნდა წყეული და შეუდგა თავის საქმეს. ამ დროს შეამჩნია წყლიანი ჯამი და ზედ მივიდა. უცებ დავითი სამალავიდან გამოვარდა და უწმინდურს ხელი სტაცა. ეშმაკი ჯორად იქცა, მაგრამ მეფე არ შეშინდა, ამოსდო ლაგამი და ზურგზე მოახტა. იმ დღის შემდეგ ამ ჯორს აღარ იშორებდა და ადვილად მოათავა გელათის მონასტერი.

მონასტრის აგებაზე მეფე დავითს დიდი შრომა გაუწევია, წყალწითელადან თავის ხელით ამოუტანია ორი უზარმაზარი ქვა. ეს ქვები დატანებულია სამხრეთ-დასავლეთის ყურეში. ერთ მათგანზე დღემდეა ვითომ დავითის მიერ გაკეთებული მზის საათი. დარუბანდიდან ჩამოუტანია უშველებელი კარი და მონასტრის გალავანზე დაუკიდია.

ეშმაკ-ჯორი მონასტრის აგების შემდეგაც ემსახურებოდა დავითს. გაჭირვების დროს, ცუდ გზაზე, მათრახი რომ მოხვდებოდა ხოლმე, ჯორი ისეთი სიმწარით ადგამდა ფეხს, რომ ყველგან კვალს აჩენდა. იმერეთში ერთ კლდეზე დღესაც გიჩვენებენ ნიშანს, რომელსაც "ჯორის კვალს" ან "ეშმაკის ნაფეხურს" ეძახიან. ის ორი ვეება ქვა და დარუბანდის კარიც თურმე იმ ჯორით მოიტანა დავითმა.

მეფე ჯორს თავისი ხელით უვლიდა, თვითონ დაჰყავდა წყლის დასალევად და საძოვრად, სხვას არ ენდობოდა - ეშმაკია, მოატყუებს და გაექცევაო. ერთხელ მოუცლელობის გამო დავითს თვითონ ვერ წაუყვანია წყალზე ეშმაკ-ჯორი. დაუძახა თურმე მეჯინიბეს და უბრძანა, ჯორი დასარწყულებლად წაეყვანა. თან გააფრთხილა, არამც და არამც აღვირი არ წაჰყაროო.

მიიყვანა მეჯინიბემ ეშმაკ-ჯორი წყაროსთან. ჯორმა დაყნოსა წყალი, თავი ისევ მაღლა აიღო და მოჰყვა ფრთხვენასა და წიხლების სროლას. მეჯინიბემ იფიქრა, საწყალს იქნება აღვირი უშლისო და წაჰყარა. ეშმაკ-ჯორმა სიხარულით დაიფრთხვინა, წყაროში ჩახტა და გაუჩინარდა.

* ერთი ხალხური თქმულებით, დავით აღმაშენებელს ერთად ჩაუყრია სამი ეკლესიის ბალავარი: გელათში, მარტვილსა და სუჯუნაში, მაგრამ მშენებლობისთვის ეშმაკს შეუშლია ხელი. მეფე დავითს დაუჭერია და რკინის ლაგამი ამოუდია ეშმაკისთვის, რომელიც ამ დროს ჯორად ქცეულა. შეჯდებოდა ჯორზე დავითი, ერთ ქვას გელათის ტაძარს დაადებდა, მეორეს - მარტვილისას და მესამეს - სუჯუნისას. ერთხელ გელათიდან მარტვილს მიმავალი დავითის ჯორს ჩუნეშში, ერთ კლდეზე ავჟანდი გაუწყდა. დავითი ჩამოხტა, თავისი ხელით გაკერა და სამახსოვროდ იმ ადგილას ტაძრის აშენება ბრძანა. ეს ტაძარი დღეს დანგრეულია, მაგრამ იმ ადგილს კიდევ შერჩენია "ავჯანდ-ნაკერის" სახელი.

* როდესაც აღმაშენებელი გელათს აშენებდა და გალავნიდაღმა გარდმოვარდა, სამას და ხუთი აქიმი მოასხეს და ვერა უშველეს. მაშინღა სხვა ერთი აქიმი მოვიდა ყველას უკანის ბოლოსა. მან ასრე თქვა: თუ არა ირმის რძეშიგან დავაწვენთ, არა ეშველების რაო. ქნეს მოკითხული, შეღონდეს, წამოდგა კაცი, ასრე თქუა: "ავშანდაძესა უთქსო თორმეტი ფური ირმის მეწველიო". სხვა ქვეყანასა ზედა არ იშოვებოდა (ავშანდაძე დარუბანდიდან ყოფილა გამოსული, დიდ-ნამსახური მეფისა). მოიღო ავშანდაძემან რძე, იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმაშენებელი.
ბეჭდვაელფოსტა
01.06. 2014
giga
Agmashenebeli iko aris da iqneba ertiani saqartvelos udzlieresi martveli, rats dzalian aklia dgevandel saqartvelos.
28.05. 2014
sxva nino
გაიძვერა ლეკმა მაინც მოატყუა დიდი აღმაშენებელი. საინტერესო ამბები იყო, მომეწონა.
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat