მოხევეებს ახსოვთ ის ნეტარი დღე
მოხევეებს ახსოვთ ის ნეტარი დღე
ხევის სალოცავები
ხევის წმინდა სალოცავებზე გვსურს მოგითხროთ. განსაცდელებით აღსავსეა, მაგრამ გაუტეხელი მთიელი კაცის წუთისოფელი. განა თავით თვისით ძალმოსილობენ მთიელნი, არამედ თავიანთი სალოცავების მადლით. დიდია და უბრალო რწმენა მთის მკვიდრთა. მათ ხომ ღვთისკენ სავალი გზა არასოდეს შეუმოკლებიათ, არასოდეს გაუიოლებიათ. ჯერ კიდევ ფრანგი მოგზაური შარდენი აღნიშნავდა: ეს რა ხალხია ქართველები, ძნელად მისასვლელ, მთის წვერებზე აგებენ ტაძრებს და ნეტავ რისთვის შვრებიან ასეო. ის ამას ბარის სალოცავებზე ამბობდა, მაშ, რაღა ითქმის მთის სალოცავებზე, ცისა და მიწის გასაყარზე რომ აუშენებიათ ქართველთ. ამ სალოცავებში რომ მიხვიდე, უნდა იღვაწო, უნდა დაიღალო, სული და სხეული მოიდრიკო და მერე ესაუბრო უფალს.

ზღვის დონიდან 3982 მ-ზე გამოუკვეთიათ ჩვენს წინაპრებს ბეთლემის გამოქვაბული (იხ. ჟურნ. "კარიბჭე", #1, 2005). ხალხური გადმოცემით, ის წმინდა გიორგის საბრძანებელია, აქედან დაჰყურებს ჩვენს ცოდვილ ქვეყანას წმინდანი და არა გამოეპარება რა, რაც კი ამ წუთისოფელში უსამართლობა ხდება. როცა გაუჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მაშინვე გამოაგელვებდა თეთრონს და წინ მიუძღოდა ქართველობას ბრძოლის ველზე. ძნელად მისასვლელი მღვიმე ძველთაგანვე სიწმინდის საცავი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, აქ ინახებოდა უფლის აკვანი, მამა აბრაამის კარავი და სხვა სიწმინდენი. ამ კარვისთვის ჩამოუკვეთია ალამი წმინდა იოსებ მოხევეს და ერეკლე მეფისთვის ჩამოუტანია. 1948 წლის 7 იანვარს, როცა აღმოაჩინეს და შევიდნენ ბეთლემის მღვიმეში, ეს სიწმინდეები არ დახვედრიათ. ცხადზე ცხადი იყო, რომ აქ ადამიანს არ უცხოვრია და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის იყო განკუთვნილი. მღვიმეში შემორჩენილ ნივთთაგან აღსანიშნავია დაახლოებით მე-13 საუკუნის ჭედური ხატი (დროშა). ეს ხატი და სხვა ნივთები, აგრეთვე მღვიმის კარი და 5,5 მ სიგრძის ჯაჭვი, რომლითაც გამოქვაბულში ადიოდნენ მლოცველნი, ახლა ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

ბეთლემის გამოქვაბულის ქვემოთ, კლდის ძირში, 3732 მეტრზე მდებარეობდა წმინდა ნინოს მიერ დაარსებული მონასტერი, რომელიც ნიაღვრებს დაუქცევია. არქეოლოგიური მასალების მიხედვით, იგი X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. მადლმოსილი ყოფილა ეს ადგილი, მის ახლომახლო ნადირობას ვერავინ გაბედავდა, ეშინოდათ - ბეთლემი დაგვაბრმავებსო. დაკოდილი ნადირი აქ ხელშეუხებელია და სწამდათ, რომ ხატის ძალით იკურნებოდა. მოხევეები ბეთლემის ორ ძლიერ ხატს ეთაყვანებოდნენ - "მყინვარის წმინდა გივარგის" და "ბეთლემის ყოვლადწმინდას". ახალშეძენილ ვაჟს და პატარძალს პირველად ბეთლემის ყოვლადწმინდის ნიშთან ალოცებდნენ ხოლმე.

ხევის მთავარი სალოცავი კი გერგეტის წმინდა სამებაა. ტაძარი სამების მაღალ მთაზე დგას და ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის. ტაძარი შემკულია საუცხოო ჩუქურთმითა და ჯვრებით. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კონქზე ყოჩის თავია გამოქანდაკებული. ალ. ყაზბეგის ცნობით, ტაძარი წინათ მოხატული ყოფილა და საკურთხევლის ცაზე პირიღვთისა იყო გამოსახული, რომელიც შემდეგ რუს მღვდელმთავრებს შეუთეთრებიათ.

თქმულების მიხედვით, ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეები შეკამათებულან, თუ სად უნდა აეშენებინათ წმინდა სამების ტაძარი. ერთ მცხეთელ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: - მეფენო, ფურბერწი დაკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო. ასეც მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს სამგორველი. მდევრად ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და იქ შემდეგ სამების ნიში აუგიათ. ყორანი ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და იქაც ჯვარი აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა, ელოგეშის ნიშთან შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა, ეს სამგორველი გამოუხრავს და ძვალიც დაუგდია. ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, საძირკველი ვის ჩაეყარა პირველად. ერთ კაცს უთქვამს: - წადით ბიდარის მთაზე, სამების ჯვართან. იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაუჭრასო. ასეც მოქცეულან. ერთ კოჭლ კაცს ხურთისელ ბაჩხიძეს ჭკუა უხმარია, მთა-მთა, მოკლე გზით, სამების მთაზე ცხენოსნებზე ადრე მისულა და საძირკველიც იმას გაუთხრია. ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან აუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი ვინმე მეცხვარეს გერგეტის წყაროდან უზიდია - მას დღესაც კალატოზის წყაროს ეძახიან. იმ მწყემსის ფარა უპატრონოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. მისი სახე კი სამების სამრეკლოზე გამოუქანდაკებიათ. სამების დაცვა თამარსა და ბაგრატ მეფეს გერგეტელებისთვის მიუნდვიათ, რადგან აქ ერთ დროს მრავალი სიწმინდე ინახებოდა მცხეთის საგანძურიდან, მათ შორის წმინდა ნინოს ჯვარიც. აღსანიშნავია ისიც, რომ თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, სამების მთაზე წმინდა ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და ჯვარიც აღუმართავს: "ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა წმინდამან ამან მოციქულმან, აწ არს მასზედა ეკლესია დიდი მონასტერი წმინდისა მოციქულისა სტეფანესიო", - წერს. სამების ტაძარში დაცული იყო ორი ძველი ხატი, "კუბოს კარად" წოდებული. ამ 1,36X0,36 მ ზომის ხატებს კარის ფორმა ჰქონდათ და ვერცხლით იყვნენ მოპერანგებულნი, მათ "სადარო" და "საავდრო" ხატებს ეძახდნენ. "საავდროზე" გამოსახული იყო ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება, ხოლო "სადაროზე" - წმინდა სამება, ჯვარცმა, აღდგომა, წმინდა თომას მიერ გვერდის განხილვა, ლაზარეს აღდგინება, ქრისტეს იერუსალიმში შესვლა. გვალვისას ან გაბმული წვიმისას გერგეტელები სამების ტაძრიდან სამების წყარომდე მიაბრძანებდნენ შესაბამის ხატს, განბანდნენ და მათი რწმენისაებრ, ან გაავდრდებოდა, ან კიდევ გადაიღებდა წვიმა.

"დიდია წმინდა სამება, ცისკიდურამდე ელავსო,
თავის ყმის გამჯავრებელსა ნაბადივითა სთელავსო",

- ასე ადიდებდნენ მოხევეები სამებას.

ხევში სამებობას, ახალ წელიწადსა და მარიამობას დღესასწაულობდნენ. აქვე, სამების ტაძრის ჩრდილოეთით მიშენებულ "საბჭეოში" კი ირჩეოდა სათემო საქმეები.

სოფელ სიონში ღვთისმშობლის ტაძრის აშენებას ხალხი თამარ მეფეს მიაწერს. ამ ორსართულიანი ბაზილიკის ქვედა სართული ლოდებით არის ამოყვანილი. კარის მარჯვენა მხარეს გამართული ქვის სავარძლების საზურგეებზე ჯვრებია ამოკვეთილი. ამ სკამებზე ხევის უხუცესები ისხდნენ და თემის საქმეებზე ბჭობდნენ. ტაძარში სერგი მაკალათიას უნახავს გარბანის წმინდა გიორგის ხატი და "მღვთაების ჯვარი". ამ დიდი ზომის, ვერცხლით მოჭედილი ჯვრის შუაში ჯვარცმული მაცხოვარი იყო გამოსახული. წარწერის მიხედვით და ხალხური გადმოცემით, ეს ჯვარი სიონის ღვთისმშობლისთვის 1693 წელს შეუწირავს ბაიდურ არაგვის ერისთავს. ბაიდური უშვილო ყოფილა და ამ ძღვენით უფლის დედისთვის შვილიერება უთხოვია.

სიონთან ახლოს მდგარა ოდესღაც თლილი ქვით ნაგები გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია. გარბანის წმინდა გიორგის ხატობა აღდგომის მესამე კვირას იციან. ამ დღეს სიონის ტაძრიდან გამოაბრძანებდნენ ხოლმე წმინდა გიორგის ვერცხლის ხატს.

ხევში ეთაყვანებოდნენ აგრეთვე არშის წმინდა გიორგის ხატს, რომლის ნიშიც არშის ციხეში იყო. ეს არის ვერცხლით შემოსილი ხის ჯვარი, რომლის ცენტრში ჯვრით ხელში დგას წმინდა გიორგი. მისი ცხენის ფეხთა ქვეშ დიოკლეტიანეა განრთხმული. არშელები ამ ნიშთან ახალ წელიწადსა და აღდგომას დღესასწაულობდნენ.

გორისციხელები 13 ივლისს ზეიმობდნენ მამაწმინდობას. მამაწმინდის ხატები და ჯვრები ძნელად მისასვლელ გორისციხის კოშკში ინახებოდა. დღესასწაულზე გამოაბრძანებდნენ ხატებს, გაემართებოდნენ მაღალ მთაზე აღმართული მამაწმინდის წვერის ეკლესიისკენ. ძველად თურმე აქ ინახებოდა მამაწმინდის განძი. ეკლესიისკენ მიმავალ ფეხმოუკიდებელ წავარნაზე ალაგ-ალაგ შესასვენებელი ნიშებია. მამაწმინდას ძლიერ და სასწაულმოქმედ ხატად მიიჩნევდნენ და მას გვალვასა და სხვა შემთხვევებში გამოაბრძანებდნენ და მფარველობას ევედრებოდნენ.

სოფელ ფხელეს კოშკში ინახებოდა "კვირეღვთისშვილას ხატი", რომელსაც ქალების ხატს უწოდებდნენ. აქ ქალები მიდიოდნენ გასტეხელით (საღვთო პური), სანთლით და კვირეღვთისშვილს (მაცხოვრის ლითონის პატარა ხატია) შვილიერებას ევედრებოდნენ.

ყაზბეგში რამდენიმე სამლოცველო ნიშია. მათ შორის საყურადღებოა ყუროს ნიში, სადაც მოხევეები 12 ივლისს პეტრეპავლობას დღესასწაულობდნენ. აქვე, "ხედენიშის წმინდა გივარგის" სალოცავში 20 ივნისს დიდი ხატობა იმართებოდა ხოლმე. თქმულებით, ხედენიშში ღვინით წვიმდა და თეთრი პურით თოვდა, მაგრამ ერთ უგუნურ დედაკაცს ხედენიშობას ეს ადგილი ბავშვისთვის წაუბილწვინებია. ხატი გაჯავრებულა და მიწაში ჩასულა. ხალხს იქაურობა გადაუთხრია, მაგრამ ხატი ვერ უპოვიათ. ბოლოს ხატს მიწიდან ამოუძახია: ნუ იღლებით, რამდენ თოხსაც დაჰკრავთ, იმდენად სიღრმეში ჩავდივარო. ამ ნათხარს "გორაის ტბას" ეძახდნენ.

ყაზბეგიდან 5 კმ-ის დაშორებით, დარიალისკენ, თერგის ნაპირას, ნათლისმცემლის ნიშია, სადაც 11 სექტემბერს დიდი ხატობა - "ივანობა" იმართებოდა. წმინდა იოანე ნათლისმცემელს ხევში ბავშვების მფარველად მიიჩნევენ. აქვეა აგრეთვე ყოვლადწმინდის ნიში. ამ ადგილს "ნახერეთი" ჰქვია. ნათლისმცემლის "კვირიეს ხატი" კლდეშია გამოკვეთილი და ეკლესიის ფორმა აქვს. ეს სამლოცველო ადრე მოხატული ყოფილა. ნათლისმცემლის ხატში წინათ მთელი ხევი მოდიოდა. დღეობა სამი დღე გრძელდებოდა. ხალხის რწმენით, ეს ხატი უფროს ვაჟს ამიზეზებს, ამიტომაც პირველ ვაჟს სამ წლამდე თმას არ შეკრეჭდნენ, ივანობას ხატობაში "ბერადშეყენებულს" მიიყვანდნენ, ხელში თავის სიგრძე კელაპტარს მისცემდნენ და წმინდა იოანეს შეავედრებდნენ. წინათ მოხუცი დედაკაცები ნათლისმცემლის პატივსაცემად თეთრი სამოსით იმოსებოდნენ და ფეხშიშველნი მიდიოდნენ სალოცავში. ზოგი ავადმყოფ შვილს ნათლისმცემლის წყაროზე დაბანდა თავ-პირს, თანაც წმინდა იოანეს შეავედრებდა პატარას.

ნათლისმცემლის ხატის პირდაპირ, თერგის გაღმა, სოფელი ცდოა. აქ არის ხატის ნიში "კვირეღვთისშვილისა", რომლის ხატობაც აღდგომის მესამე კვირას იმართებოდა. სოფელ გველეთთან, გორაკზე, დგას სემხის ყოვლადწმინდის ქვითკირით ნაგები მცირე ბაზილიკა. იგი მოხატული ყოფილა, მაგრამ წვიმას ჩამოურეცხავს.

სნოს ხეობაში კვირიას რამდენიმე ხატია, რომელსაც მოხევეები აღდგომის მეორე კვირას - "კვირეძლობას" დღესასწაულობენ.

კარკუჩისა და ართხმოს შუა, მაღალ მთაზე, ღალანგურის წმინდა გიორგის ხატია. აქ 29 ივლისს მოხევეები და ხევსურები ერთად ევედრებოდნენ მთავარმოწამეს.

თერგისა და სნოს ხეობებს შუა, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, დგას ხევის მთავარი სალოცავი "სპარსანგელოზი". ის ძლიერ ხატად არის მიჩნეული და მის სახელს მოხევეები დღესაც ფიცულობენ. სპარსანგელოზობას მოხევეები "ათანგენობასაც" უწოდებენ (წმინდა ათენაგენის სახელად). წინათ ხატობა ყოველ ზაფხულზე იმართებდა და იქ სალოცავად შეხვეწილები ადიოდნენ შესაწირით, გასტეხელით და საკლავით. ჩვეულებრივი მლოცველი კი მისი საბრძანისის ნიშთან დგებოდა, რომელიც ყაზბეგში, ყუროს მახლობლად არის. სპარსანგელოზისა ყოფილა ყოჩის ქვის ქანდაკება, რომელიც გადაუტანიათ სტეფანწმინდის ეკლესიაში. იგი უნახავს რუს გრაფინია უვაროვას, მაგრამ შემდგომში დაკარგულა. მაკალათიას ცნობით, 1934 წელს ხევში, სნოს ეკლესიაში, იყო ვერცხლის ჯვარი, რომელიც ადრე ყოჩზე ყოფილა მიმაგრებული. ჯვარს ორივე მკლავზე ეკიდა თეთრი ლითონის დატიხრული საყურე. სპარსანგელოზის ჯვრის საყურეზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც სპარსელებს საქართველოდან ტყვეები წაუსხამთ, მათ შორის ერთი მოხევე ქალიც ყოფილა. სპარსეთში ამ ქალს შვილი ჰყოლია. ქალი ათანგენობის წინა დღეს აკვანთან მჯდარა დაღონებული და წვერისანგელოზობაზე ოცნებობდა თურმე. ამ დროს მას გამოსცხადებია სპარსეთის ანგელოზი და უთქვამს: - ადექ, ნუ ტირი, თაროდან გამოიღე ჩემი საყურე და ხევის გზას გაუდექი. დღე მე დაგმალავ და ღამე ჩემი შუქით გატარებო. იქვე ხარიც გაჩენილა, სპარსანგელოზი ხარის რქაზე დამჯდარა და ქალს წინ გაძღოლია. სნოში ქალი ათანგენობას მისულა და მაშინვე წვერის ანგელოზში ასულა. საყურე ყოჩის ჯვრისთვის შეუბამს, ხარიც იქვე დაუკლავთ და სპარსანგელოზიც იქ დაფრენილა. იმ დღიდან ათანგენის წვერისანგელოზს სპარსეთიდან მოსული ანგელოზის სახელი - "სპარსანგელოზი" ეწოდაო.

სნოს ეკლესიაში ინახებოდა სპარსანგელოზის ჯვრებიც. წინათ გათხოვილი მოხევე ქალი შვილებითა და შვილიშვილებით ერთხელ მაინც უნდა ასულიყო სპარსანგელოზობას ამ ნიშთან საწირ-საკლავით.

დიდი იყო და არის მოხევეთა რწმენა; მათი რწმენის ნაყოფი, მათი შესაწირი ბოლო ჟამის საქართველოსთვის გახლავთ ხევის მკვიდრი ჩვენი პატრიარქი. მოხევეებს ახლაც ახსოვთ, როგორ წარუდგინა მათ კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა გიორგი ღუდუშაურის ვაჟი - ეს იქნება თქვენი პატრიარქიო. მოხევეებს ახსოვთ ის ნეტარი დღე, როცა უწმინდესი ილია II, როგორც პატრიარქი, პირველად აბრძანდა ხევში.

ამ დღეს, სულთმოფენობას, სამებობას, დაარსდა სიყვარულის დღესასწაული, დიდი ქრისტიანული სიყვარულისა. ინებოს ღმერთმა და გერგეტის წმინდა სამების ტაძრიდან მოგვბეროს ნიავწლილმა ღვთაებრივი სიყვარულისა და მისი მადლით აღივსოს საქრისტიანო საქართველო, რათა უნჯი (საკუთარი) ყმები ერთობით ვადიდებდეთ ყოვლადწმინდა სამებას. ამინ.

სერგი მაკალათიას "ხევის" მიხედვით მოამზადა

ბეჭდვაელფოსტა
05.09. 2015
სუჯები-სუჯეთი-სუჯი კახეთის დედოფალი-სუჯაშვილები
ქრისტეს სისხლით და ხორცით ვაზის ჯვრითა და ლოცვით მახვილი, პური, ღვინო ქართლს მოდგა წმინდა ნინო. ფარნავაზიანთ მიწას წესს წარმართულს და ენას გვესტუმრა ციცქნა გოგონა -გამოგიცვლითო რწმენას. ბორჯღალო, გაცი, გაიმი ზადენი, დალი, არმაზი სუყველა მცდარი გზააო ამბობს ქალწული ლამაზი. ხუმრობენ, ლაღობს მეფე ერი ბერი თუ სეფე წარმოვიდგინოთ მართლაც იგივე მოხდეს ახლაც! ძნელია ერთი მოსმით უარყო თავი თვისი ხე ნაყოფისა მოსხმით იცნობა ფერი დღისით. ნინო მაყვლოვანს დადგა ჰქონდა ღვთის სიტყვა საზრდოდ ჰკურნავდა სნეულთ, ავადთ უკვე სცნეს საზოგადოდ. უწამლა თავად ნანასაც დედოფალს ავსნით მძიმეს სასწაულთ ციურ მანანად უვლენდა საბარძიმედ. თუმც უშედეგო ღვაწლი ეკალ-ბარდი და ანწლი ნინო რწმენად დგა მრთელით სულიერ სიჯანმრთელით. ერთხელაც მთაზე თხოთის სამ ან საათსა ოთხის ნადირობისას მეფეს სპითაცა სიიეფეს მზე დაუბნელდა უმალ ფრთა გაეშალა წყვდიადს როგორ გაუძლოს გულმა შუდრეკელად დიადს. მიწას განერთხა მირიან შველასა შესთხოვს ღმერთებს სპანი ძრწიან და სტირიან მოსთქვამენ არაერთებს. მაგრამ არ იქნა არა არსაით მოსჩანს შველა გათავდა რაც გაიხარა ბოლო მსგავსი აქვს ყველას! მოიცა! მეფე შეკრთა... მხოლოდღა ერთადერთი ერთი იმედი შერჩა ერთია ნინოს ღმერთი! ამის თქმა იყო განათდა წამს გადიყარა უკუნი მირიან მიხვდა მეუფეს უკუნისამდე უკუნის. და ბრძანა მეფემ მონათვლა მას მერე სრულად ქართლისა და იმ დროიდან იწყება, ათვლა ქრისტეს გზის, მართლისა. ვაზის ჯვრით ნინო ხელში მთიულეთს თიანეთში ქადაგად ყოველ ხევში ქართლს შემდეგ კახ-ჰერეთში. როგორც ფარნავაზს ქუჯი ეძმო ვით ბრმასა კოჭლი წმინდა ნინოსაც ბურჯი ბოდს დედოფალი სუჯი. კერპთა დამლეწმა ამომძირკველმა მცხეთას შემწირმა თვის საუნჯეთა სუჯიმ ნათლობა იღო პირველმა მთავრებ ერითურთ კხოელ და სუჯთა. შვილნი წარგზავნა გერგეტს მყინვარის ქვაბულ ბეთლემს ქრისტეს გზის მომლოცველად განძთსაცავს იქვე მცველად. და ჰა რა წმინდა ნინომ ვალი ღმრთის აღასრულა სხვა არსად არ ინდომა ბოდსავე აღესრულა. ვ. სუჯაშვილი P.S ნახეთ რამხელა გზა არის დრო ჩვენსა ფერხთ ქვეშ ბზა არის!
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat