"ვაი, რომ მე, რომელსაც მიწოდებთ ღმერთს, დაღუპული ადამიანი ვარ"
"ვაი, რომ მე, რომელსაც მიწოდებთ ღმერთს, დაღუპული ადამიანი ვარ"
"და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარხდეს". (საქ. 12,23)
ჰეროდე-აგრიპას ცხოვრება თავისებური რომანია, რომელიც აღსავსეა ბედის მოულოდნელი და უცნაური გარდაქმნით. ის თავისი ეპოქის ჭეშმარიტი შვილი იყო.

ხან ღატაკია და ხან ბრწყინვალე მეფე, მერე ისევ უპოვარი და უკიდურესად შეჭირვებული თვითმკვლელობასაც კი განიზრახავს; ხან დიდებულებთან მყოფობს, ხან უდიერად ექცევიან; ხან აღფრთოვანებით ეგებებიან იერუსალიმში, ხან იამნიაში ემალება მევალეებს; ხან რომში წყვეტს იმპერიის ბედს, ხანაც კუნძულ კაპრიზე სამარცხვინოდ ატუსაღებს იმპერატორი ტიბერიუსი; გაიუს კალიგულას რომში აგრიპა გაუგონარ პატივში ჰყავს, მერე ბერიტის ამფითეატრში წარმართს განასახიერებს, ხანაც ფარისეველია და იერუსალიმის ტაძარში მხურვალედ ლოცულობს; ქრისტიანობისთვის იაკობ მოციქულს სიკვდილით სჯის, კესარიაში დიდი ამბით აღიარებენ ღმერთად...

დაწვრილებით რომ მივყვეთ აგრიპას გასაოცარ, უკუღმართ ცხოვრებას, როგორც ეს გააკეთა იოსებ ფლავიუსმა თავის "სიძველენსა" და "იუდეველთა ომში", სიტყვა გაგვიგრძელდება, ამიტომ შემოგთავაზებთ მისი ცხოვრების ყველაზე ნიშანდობლივ ფაქტებს.

არისტობულისა და ვერენიკას ვაჟი, ჰეროდე დიდისა და მაკაბელი მარიამნას შვილიშვილი აგრიპა I, ქრისტეს შობამდე ექვსი წლით ადრე დაიბადა.

6 წლისა იყო, როდესაც მამამისი სიკვდილით დასაჯა პაპამისმა - ჰეროდე დიდმა.

ახალგაზრდა ჰეროდელი მთავრების მსგავსად, იგი რომში გაგზავნეს. იმპერატორ ტიბერიუსის ძმის ცოლი, ანტონია, აგრიპას დედის, ვერენიკას მეგობარი იყო. ანტონიამ აგრიპა ტიბერიუსის ვაჟს, დრუზუსს, დაუმეგობრა. სანამ ვერენიკა ცოცხალი იყო, აგრიპა პატიოსნად ცხოვრობდა, მაგრამ მისი გარდაცვალების მერე უზნეობის ჭაობში გადაეშვა. იმდენი ვალი დაედო, რომ დრუზუსის სიკვდილის შემდეგ (23 წ.), როდესაც ტიბერიუსმა აუკრძალა შვილის მეგობრებს მის ახლომახლო გამოჩენა, რათა არ გახსენებოდა განსვენებული ძე, წავიდა იდუმეაში, სოფელ მალაფაში, სადაც თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა.

ანტონია დაეხმარა ვალების დაფარვაში, იმპერატორს დააბრუნებინა კუნძულ კაპრიზე, საიმპერატორო კარზე. ტიბერიუსმა აგრიპას ურჩია, დაახლოებოდა მის შვილიშვილს. ამის მაგივრად, აგრიპა დაუმეგობრდა იმპერატორის ძმის შვილიშვილს, გაიუს კალიგულას.

ეჭვიანი იმპერატორის ბრძანებით, აგრიპა მალევე დააპატიმრეს.

ცხელი დღე იყო, როდესაც ციხეში მიჰყავდათ. წყურვილით პირგამშრალმა იმპერატორის მონას, თავმასტს, წყალი სთხოვა და დაჰპირდა, გათავისუფლების შემდეგ სიკეთეს ათმაგად გადაგიხდიო. შემდგომში აგრიპამ გაიხსენა დაპირება, მონობიდან გაათავისუფლა თავმასტი და თავისი სახლის მმართველად დანიშნა. თავმასტმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა და გარდაიცვალა აგრიპა II-ის სამსახურში.

...ანტონია ყველაფერს აკეთებდა აგრიპასთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მართალია, ტიბერიუსთან მასზე კრინტს ვერ ძრავდა, მაგრამ პრეფექტი მავრონი კი დაითანხმა, რომ ჯარისკაცები კარგად მოქცეოდნენ აგრიპას, აბაზანაც ყოველდღე მიეღო, რჩეული კერძები ეჭამა, ნება დაერთოთ, მეგობრებს მოენახულებინათ.

ექვსი თვე გაატარა აგრიპამ ციხეში.

ერთხელ მეწამულსამოსიანი, ბორკილდადებული აგრიპა ხეს მიეყრდნო. უეცრად თვალი მოჰკრა ბუს. ეს დაინახა ერთმა გერმანელმა ტუსაღმა ავგურმა (მკითხავმა) და ჯარისკაცს ჰკითხა: - ვინ არის ეს წითლოსანიო და როცა პასუხი მიიღო, მასთან დალაპარაკების ნებართვა ითხოვა. ნება დართეს. ავგურმა აგრიპას უთხრა, - მალე სატუსაღოდან სამეფო პალატებში გადაინაცვლებ, გაჭირვება ფუფუნებით შეგეცვლება, მაგრამ ბუს ხელმეორედ ნახვის შემდეგ მხოლოდ ხუთი დღე იცოცხლებო. აგრიპას უნდობლად გაეცინა, მაგრამ ახდა გერმანელის მისნობა: მალევე, 37 წლის 16 მარტს, ტიბერიუსის გარდაცვალება შეიტყვეს. გაიუს კალიგულამ აგრიპა გაათავისუფლა და სამეფო კარზე მიიწვია. საგამგებლოდ გადასცა ფილიპესა და ლისანიუსის ტეტრარქიები მეფის ტიტულისა და დიადემის ტარების უფლებით, უძღვნა ოქროს ჯაჭვი, იმ ბორკილთა წონისა, რომელიც მას სატუსაღოში ედო ნახევარი წელი. სენატმა აგრიპას პრეტორის საპატიო წოდება მიანიჭა. იუდეის მეფე აგრიპა I თავის სამეფოში გაემგზავრა, სადაც კარგად მიიღეს. მისმა განდიდებამ საშინელი შური აღუძრა მის ღვიძლ დას, ჰეროდეადას (იოანე ნათლისმცემლის მკვლელობის თაოსანს).

აგრიპა მალევე გაბრუნდა რომში.

ამ დროისთვის უკვე სრულად გამომჟღავნდა კალიგულას შეშლილობა. დაუნდობელი და გულმხეცი ათას სისასტიკეს სჩადიოდა და ტკბებოდა თავისი ჭირვეული სურვილების ასრულებით. ბრძანება გასცა, მისთვის ღმერთივით ეცათ თაყვანი, პრეფექტ პეტრონიუსს უბრძანა, - ჩემი ოქროს ქანდაკება იერუსალიმის ტაძრის "წმიდათაწმიდაში" დადგითო. აგრიპამ იმდენი მოახერხა, რომ იუდეველებს აარიდა კალიგულას ქანდაკის თაყვანისცემა.

აგრიპამ კიდევ ერთხელ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო ისტორიაში. კალიგულას მკვლელობა გერმანელი მცველების აჯანყების საბაბი გახდა. ისინი შეცვივდნენ სასახლეში და მოკლეს სამი შეთქმული, იპოვეს შეშინებული კალიგულას ბიძა, კლავდიუსი, და მოინდომეს მისი იმპერატორად დასმა. კლავდიუსს, რომელიც ძალიან უფრთხილდებოდა სიცოცხლეს, მხოლოდ ერთი რამ სურდა - მისთვის თავი დაენებებინათ. მაგრამ აგრიპამ, რომელმაც ხალხს კალიგულას ცხედარი უჩვენა, კლავდიუსს სთხოვა, მიეღო გვირგვინი და მოახერხა მისი და სენატის შეთანხმება. კლავდიუსმა აღუთქვა სენატს სამართლიანი მმართველობა. ჯარი მის მხარეზე გადავიდა.

აგრიპამ კიდევ ერთი სამსახური გაუწია კლავდიუსს: ურჩია, დაეცვა ღირსება და სიცოცხლე შეშინებული სენატორებისა, რომელთაც გვარდიისგან ძალადობა ემუქრებდათ.

იუდეველთა მეფის მოხერხებულობის, გამბედაობისა და მოქნილი დიპლომატიის წყალობით რომი - სამოქალაქო ომს, ხოლო სენატი ამოხოცვას გადაურჩა. კლავდიუსი მხოლოდ აგრიპას ოსტატობით ავიდა კეისრის ტახტზე და მსოფლიოს გამგებელი შეიქნა.

აგრიპას რჩევით, კლავდიუსმა, მადლობის ნიშნად, გააფართოვა იუდეველების სამეფო, მიუერთა მას იუდეა, სამარია და ავილენა. ამგვარად, აგრიპა გახდა მეფე ისეთივე დიდი სამფლობელოსი, როგორისაც თავის დროზე იყო პაპამისი - ჰეროდე დიდი.

აგრიპა მეფური დიდებით დაბრუნდა თავის უკვე გაფართოებულ სამეფოში. მას ახლა მხოლოდ ფარისეველთა მიმხრობა სჭირდებოდა. ამიტომაც ყველაფერს აკეთებდა მათი გულის მოსაგებად. პოპულარობის გასაზრდელად, რათა იუდეველებისთვის თავი მოეწონებინა, ბრძანა, შეეპყროთ და მოეკლათ იაკობ მოციქული (44 წ.), დაატუსაღა პეტრეც. განზრახული ჰქონდა პასექის შემდეგ მისი სიკვდილით დასჯა, მაგრამ კლდედ წოდებული მოციქული სასწაულებრივად გაიყვანა უფლის ანგელოზმა საპყრობილიდან. სამაგიეროდ, აგრიპამ პეტრეს მცველები დასაჯა სიკვდილით.

ხალხისთვის თავის მოსაწონებლად აგრიპა ტაძარს დიდ მსხვერპლს სწირავდა, ამცირებდა გადასახადებს... ერთხელ დიდი სიამოვნება მიანიჭა იუდეველებს - თავაზიანობა გამოიჩინა, თავისი მცველებით გზა დაუთმო და გვერდით ქუჩაზე გადავიდა, რათა ხელი არ შეეშალა საქორწილო ცერემონიალისთვის.

დადგა ფარისევლობის ოქროს დღეები. აგრიპას, როგორც იოსებ ფალვიუსი წერს, იერუსალიმში თავი წესიერად ეჭირა, ყოველდღიურად სწირავდა ტაძარს დადგენილ შესაწირს. მიშნა (რაბინული იუდაიზმის ერთ-ერთი წიგნი) აღფრთოვანებით მოგვითხრობს, რომ მას პირადად მიჰქონდა ტაძარში მხარზე შედგმული ხილით სავსე კალათა. თავისი ქალიშვილი დრუზილა იმ პირობით დანიშნა ეპიფანე კომაგენელზე, რომ სიძე წინადაცვეთას მიიღებდა.

შვიდი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კალიგულამ მას მეფის ტიტული უბოძა. იმ დროს რაღაც გაუგებრობა მოხდა ტირიანელებთან (იუდეის მეზობლებთან). ტირიანელებს პურეულით იუდეველები ამარაგებდნენ. იუდეველთა მეფესთან ურთიერთობის მოსაგვარებლად მას ელჩიონი გაუგზავნეს. აგრიპამ ელჩები მიიღო დიდებულ სანახაობაზე, რომელიც მან კესარიაში დილით ადრე იმპერატორ კლავდიუსის პატივსაცემად გამართა. დიდებულ სამოსში გამოწყობილი, დიადემით თავდამშვენებული მეფე შევიდა ამფითეატრში ბრწყინვალე ამალისა და მცველების თანხლებით. ის იყო, ხალხისთვის სიტყვით უნდა მიემართა, რომ ამომავალმა მზემ მისი სამოსი ისე ააელვარა, თითქოს თვითონ გაბრწყინდა არაბუნებრივი სიდიადითო. ხალხი მონური და პირფერული აღტაცებით ყვიროდა - ეს არის თვით ღმერთის ხმა და არა ადამიანისაო. აგრიპამ დიდი სიამოვნებით მიიღო ეს ღვთივსაგმობი პირფერობანი. ამ დროს ზევით აიხედა და გაბმულ თოკზე დაინახა ბუ, სწორედ იმგვარი, როგორიც კაპრიზე იხილა.

ევსევი კესარიელი თავის თხზულებაში ბუს ანგელოზად წარმოგვიდგენს, წმინდა ლუკა მახარებელი "საქმე მოციქულთაში" მოგვითხრობს, რომ "ღვთის ანგელოზმა დასცა იგი" და "მატლებმა შეჭამესო". იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ აგრიპა მოკვდა "შინაგანი ავადმყოფობით" და ბუს უწოდებს "ბოროტების მაუწყებელ ანგელოზს".

...გაახსენდა აგრიპას გერმანელი ავგურის წინასწარმეტყველება და წამოიძახა: "ვაი, რომ მე, რომელსაც მიწოდებთ ღმერთს, დაღუპული ადამიანი ვარ".

სასახლეში დაბრუნებულმა სასიკვდილო შეტევა იგრძნო. ხალხი, რომელსაც იგი უყვარდა, გულდათუთქული ტიროდა და ლოცულობდა მისთვის, და თვითონაც ვერ იკავებდა თავს ტირილისგან, როცა ხედავდა, თუ როგორ ხოხავდნენ მიწაზე და ლოცულობდნენ იუდეველები მისი გამოჯანმრთელებისთვის.

აგრიპა მეგობრებს ამშვიდებდა, ცუდად კი არა ბრწყინვალედ და ბედნიერად ვიცხოვრეო. მეხუთე დღეს გარდაიცვალა.

მარკუს იულიუს აგრიპა I 54 წლის გარდაიცვალა. დატოვა 4 შვილი: 17 წლის ვაჟი, შემდგომში - აგრიპა II, და სამი ქალიშვილი: მარიამნა, ვერენიკა და დრუზილა. ვერენიკა ჯერ თავისი ბიძის, ქალკიდის მეფის ჰეროდეს ცოლი იყო, შემდეგ კი პონტოს მეფეს, პტოლემეოსს გაჰყვა. დრუზილა ემისის მეფის აზიზას მეუღლე იყო, მერე პროკურატორ კლავდიუს ფელიქსს მისთხოვდა. აღსანიშნავია, რომ ფელიქსი და დრუზილა, ასევე აგრიპა II და მისი და ვერენიკა პავლე მოციქულის ქადაგებებს ისმენდნენ, რაც აღწერილია "საქმე მოციქულთაში".

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat