ცაზე კი ერთი მშვენიერი გვირგვინი კიაფობდა, წმინდა ბიძინასთვის გამზადებული
ცაზე კი ერთი მშვენიერი გვირგვინი კიაფობდა, წმინდა ბიძინასთვის გამზადებული
ბახტრიონის აჯანყება
"შაჰ-აბაზი მძვინვარებდა, სახიერი ქრისტე დასტკბებოდა, ტანჯვანი ძნიადობდეს, მოსაგებელი ძვირ-ფასობდა," - ბრძანებს ნიკოლოზ მროველი ეპისკოპოსი XVII საუკუნის საქართველოს განსაცდელებით აღსავსე ცხოვრებაზე. მძვინვარებდა შაჰ-აბასი, განიხარებდა ქრისტიანეთა სისხლის დანთხევით. მრავალი მოწამე შეემატა მაშინ ქრისტეს მხედრობას, გეგონებოდა, მთელმა ქართველობამ მიწიერი სამშობლო დაუტევა და ზეციურ საქართველოში გადასახლდაო... მტარვალმა შაჰმა მახვილს გადარჩენილი ქართველნი ერთიანად მოკრიფა და სპარსეთს გადაასახლა. დარჩა ჩვენი ქვეყანა "ჩიქილამოხდილ ქალად", სპარსნი, ოსნი, ლეკნი წყლულს წყლულზე უმატებდნენ. მდგომარეობას ვერც შაჰ-აბას I-ის სიკვდილმა (1629წ.) უშველა. თუმცა კი გაიქნია მეფე თეიმურაზმა ხმალი, მაგრამ აბასის მემკვიდრე შაჰ-აბას II-მ ქართლ-კახეთში დიდი ჯარი გამოგზავნა, ქართლის მმართველად როსტომი დაადგინა, კახეთი კი სელიმხანს უბოძა. ქართლის ფეოდალების ნაწილი როსტომს ეახლა, ნაწილმა კი თეიმურაზს ყიზილბაშებთან ომი არ ურჩია და ისიც მცირე ამალით იმერეთს გადავიდა. შემდეგში შაჰმა კახეთიც როსტომს გადასცა სამართავად. თეიმურაზის საქმიანობა სპარსელებს არ ასვენებდა, კახეთში ხომ საკმარისად იყვნენ მისი მომხრეები. განსაკუთრებით შფოთავდა მთიულეთი. თუშ-ფშავ-ხევსურთ არაერთი ელჩობა გაუგზავნეს რუსეთის მეფეებს და დახმარება სთხოვეს. "ჩვენ მაგარ ალაგს ვართ და არას კაცს შევეპოვებით... მაგრამ ახლა ჩვენი ხელმწიფე ყაენმა წაახდინა და ზურგი აღარსაით გვაქვს გამაგრებულიო, - სწერდნენ თუშები და ფშავ-ხევსურები რუსეთის მეფე ალექსის 1657 წელს, - გვიმსახურე და გვალაშქრე. ამ დღისით შენი ყმანი შევქმნილვართო". მაგრამ დაუძლურებული საქართველოსთვის ირანს მტრად ვინ გაიხდიდა.

შაჰ-აბას II-მ მამამისის გეგმა გაიხსენა და კახეთში თურქმან მომთაბარეთა ჩასახლება გადაწყვიტა. ეჭვიანმა აბასმა როსტომ-ხანს კახეთი ჩამოართვა, სამართავად ისევ განჯის ხანს, სელიმს, გადასცა (1656წ.) და თურქმანთა ჩამოსახლებაც მას მიანდო. ხანმა გაუმართლა შაჰს ნდობა - ორ წელიწადში ადარბადაგანიდან გადმოყვანილმა თურქმანთა დიდმა ურდოებმა (ოთხმოცი ათასმა სახლმა, - როგორც ბრძანებს მემატიანე) მთელი კახეთის ბარი დაიჭირეს. უკუნმა მოიცვა კახეთი, სულიერმა უკუნმა. მტერმა ყველგან მეჩეთების შენება დაიწყო. ვაზი ამოძირკვეს, არხები გაიყვანეს და ბრინჯი დათესეს, წმინდა ტაძრები შეურაცხყვეს, ხატები გაძარცვეს, ზოგი გაყიდეს, ზოგი გადაყარეს, ალავერდის ტაძარში მწუხრ-ცისკრის ნაცვლად ნამაზი აღესრულებოდა. ქართველებს ბარში აღარ დაედგომებოდათ და მთებში ივლტოდნენ. ქრისტეს სახელს ბარის კახეთში აღარავინ ახსენებდა, კალიასავით მოდებული ულუსნი ყველაფერს ანადგურებდნენ. ყოველ დილით მუძეინის ყვირილი აღვიძებდა კახეთს და შეახსენებდა, რომ აღსასრულის ჟამი დამდგარიყო.

მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ თუშ-ფშავ-ხევსურნი და სხვა ღირსეული შვილნი ქვეყნისა. უცქეროდნენ, როგორ აშენებდნენ ყიზილბაშნი ბახტრიონის "მიუვალ" ციხეს, როგორ ჩეხდნენ ვენახს, როგორ აუპატიურებდნენ ღვთის სახლებს და გული სისხლით ევსებოდათ. ბოღმის ფიალას წვეთიღა აკლდა. ერთი თუში კაცი ალვანში პურის საყიდლად ჩამოსულიყო. თათრებს დაეჭირათ და გაეუპატიურებინათ. შერცხვენილი თუში დაბრუნდა თუშეთში, ჩაიცვა ქალის სამოსი და მანდილოსნებში დაჯდა. რას შვრები კაცოო, - შესძახეს თანამოძმეებმა. და როცა გაიგეს, რაც მომხდარიყო, იტკიცეს ხელი შუბლში, ეს ხომ თემის შერცხვენაც იყო და ის ბოლო წვეთიც, რომელმაც აავსო რისხვის ფიალა...

"ან შურისძიება, ან სიკვდილი", - შესძახეს თუშებმა და კაცები გაგზავნეს ფშავ-ხევსურეთში, იწყეს მზადება სალაშქროდ. ფშავ-ხევსურეთს თუშეთიდან ზეზვა გაფრინდაულიც გადასულა. ზეზვა თუშეთის სოფელ ვაკისძირიდან იყო, მამამისს ფუნჩა რქმევია და კარგი მებრძოლიც ყოფილა. ზეზვასაც ხმლის ქნევაში გათეთრებოდა თმა. ბორბალოს მთა გადაიარეს და ლაშარს მივიდნენ თუშები. ხატის კარზე ხალხი ირეოდა. ფშაველებმა სუფრაზე მიიპატიჟეს სტუმრები. ზეზვამ გურგენ ჭინჭარაული განზე გაიხმო და თუშთა სურვილი გაანდო. "ჩვენც კაცნი ვართ, ზეზვაო, - შესძახა გურგენმა, - მზად ვართ ბრძოლისთვის, ანკი "თათრებს კახეთში რა უნდათ, ქართველთა მიწა-წყალზედაო". გადაწყდა, რომ ხევსურნი არდოტის ზევით, მთაზე შეიყრებოდნენ, ფშაველები - ლაშარის ჯვარში, შეერთდებოდნენ და ერთად წამოვიდოდნენ პანკისის ხეობაზე, თუშნი კი ნაქერალის მთაზე შეგროვდებოდნენ. მაგრამ ეს ჯარი საკმარისი არ იქნებოდა და კახეთის დიდთავადთაგანმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა, რომელიც მოთავე იყო ამ აჯანყებისა, ქსნისა და არაგვის ერისთავებს სთხოვა დახმარება: - ძმებო, ეს ჭირი, რომელიც კახეთზე მოიწია, თქვენამდეც მოაღწევს. აღვდგეთ და გავწყვიტოთ მტერი, სანამ უფრო გამრავლებულა და ძირი გაუდგამს კახეთში. თითქოს შეუძლებელი ჩანს მტრის დამარცხება, მაგრამ უფალი ჩვენთანაა, წმინდა გიორგი თავისი ტაძრის (ალავერდის) შერყვნისთვის თვითონ მიაგებს ურჯულოთ. ინებოს ღმერთმა, ვძლიოთ, თუ არადა დავსდვათ სული ჩვენი უფლისთვის და ძმათა ჩვენთათვის. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ უკუნისამდეო. ზაალ არაგვის ერისთავმა აშკარად დახმარება ვერ გაბედა (პლატონ იოსელიანი ამბობს, მან სპარსეთში მუსლიმანობა მიიღოო), მხოლოდ რჩეული მხედრები მისცა საიდუმლოდ. ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავებმა "დიდითა გულს-მოდგინებითა მოირთეს ძალი, რაისაცა შემძლებელ იყვნეს სპითა თვისითა. მოვიდნენ თიანეთს, იხმეს თუშ-ფშავ-ხევსურნი, ერთ ბნელსა და უმთვარო ღამეს გარდავლეს მთა და ჩავიდნენ ახმეტას".

გონების თვალით მცირე ხნით იმ დროში გადავსახლდეთ. ხევსურებს ნადირა ხოშარაული მეთაურობს, ფშაველებს - გოგოლაური, თუშებს - ზეზვა გაფრინდაული, იქვე არიან საღირიშვილნი, ბათურიშვილი (ან მათურიშვილი). თუშ შველა შველაიძეს, გომეწრის თემის სოფელ ბეღელას მკვიდრს, პანკისის მდინარეზე გადასვლას და ცხენების უკუღმა დაჭედვას ავალებენ. ზოგი მკვლევარი საღირიშვილს ნადირას ფუძეგვარად თვლის, ზოგი - ზეზვას გვარად. მათურიშვილსაც - გოგოლაურის ფუძეგვარად. ეს ბჭობა ისევ მკვლევარებს მივანდოთ, ჩვენ კი ქართველთა ლაშქარს დავემგზავროთ. თუშები ორ წყებად წამოვიდნენ: ერთნი ზეზვას მეთაურობით პანკისის ხეობისკენ დაიძრნენ, მეორენი ნაქერალაზე შეიკრიბნენ და ალვანის გავლით ბახტრიონამდე მივიდნენ. ქართველთა ლაშქარი ორად გაიყო. ერთი ბახტრიონის ასაღებად გაემგზავრა, მეორე - ალავერდის ასაღებად. მტერს თავისი ძალები ძირითადად აქ ჰყავდა გამაგრებული. ილოცეს ქართველებმა და საომრად მოემზადნენ.

"იჟიჟრიბანდა, ცისკარი სულს ლევს, თანდათან ქრებოდა". ქართველები მიიპარნენ ბახტრიონის ციხესთან. ზეზვა გაფრინდაულმა ჩოხის კალთაში ხის პალოები ჩაილაგა. თათრების დარაჯს დასძინებოდა. ზეზვამ ერთი პალო ჩაასო კედელში, მეორე მეორე, მესამე... და ავიდა კედელზე, დაჰკრა ფეხი და გადაფრინდა "ბახტრიონს გალავანზედა". ამოხოცა დარაჯები, გააღო კარები და ციხეში ლაშქარი შეუშვა. შურისძიებით აღვსილნი ქართველნი დაერივნენ მტერს. მძინარე თათრები მტერ-მოყვარეს ვეღარ არჩევდნენ და თავის დაცვაზეც აღარ ფიქრობდნენ, შეშინებულნი ალავედრისკენ გარბოდნენ, მაგრამ ალავერდიც ქართველებს აეღოთ და იქაური ლტოლვილნი ბახტრიონს გამორბოდნენ. მათაც მოჰყვნენ ქართველნი და ალავერდსა და ბახტრიონს შუა მინდორზე ამოწყვიტეს მტერი - ამ ადგილს თუშნი ახლაც გაწყვეტილას ეძახიან. ერთ ადგილას თათრის გვამი ყირამალა რომ დამდგარა თათრების მკვდრების გროვაში, ზეზვას შეუჩერებია მტრის ხოცვა, რადგან გვამის ყირამალა დადგომა ცოდვად მიაჩნდათ. ხევსურნი სელიმხანს მიეჭრნენ კარავში, ძლივს გადაურჩა ნადირას ხმალს სპარსთა სარდალი, თავქუდმოგლეჯილი გაქცეულა. "ალთეს და ჩალთეს თათრები" ქართველებმა, თათრის სისხლით შეღებეს ალაზანი. "ალვანში ციხეს აგებენ ხოჯა თათრისა ძვლისაო, ლიბოდ უგდებენ გალოსა ნაწკრეტის ფრანგულისაო". პატიოსანი ჯვრის ძალით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით აოტეს და განაბნიეს მტერი. ამბობენ, რომ ცხადად ხედავდნენ ამ ბრძოლაში წმინდა გიორგის "ელვის სახედ მიმასრბოლს წინა მავლად მათდა". ამის შემდეგ დაერივნენ ალაზნის პირას დაბანაკებულ თურქმანებს და 80 ათასი სახლი ერთიანად გაჟლიტეს. "დიაც-ყმაწვილის კალოსა ცხენებით ლეწევდიანო". მცირეოდენი თათარი თუ გადაურჩა ღვთის რისხვას.

საკვირველი იყო ეს გამარჯვება, მან იმედი ჩაუსახა ქართველებს და ერთად ყოფნის აუცილებლობაში კვლავ დაარწმუნა. რომ არა ეს ბრძოლა, ქართველებს კახეთი ახლა დაკარგული გვექნებოდა.

ამ გამარჯვებით თურქმანთაგან განიწმინდა კახეთი და სპარსთა ბატონობას საფუძველი შეერყა.

შაჰი მიხვდა, რომ მამამისის გეგმას ვერ განახორციელებდა, ამიტომ თურქმანთა კვლავ გადმოსახლების განზრახვა დროებით უარყო და სელიმხანის ნაცვლად მურთაზ ალი-ხანი გამოგზავნა ჯარით. მაგრამ მან კახეთში შესვლა ვერ გაბედა. ალაზნის პირას დაბანაკდა, ჭოეთში, და იქიდან მართავდა ქვეყანას. დაყვავება-მოსყიდვა-მუქარით გადაიბირა ნაკლებ აქტიური მოჯანყენი. 1658 წელს როსტომი გარდაიცვალა და მისი ადგილი გამუსლიმებულმა ვახტანგმა, შაჰ-ნავაზად წოდებულმა, დაიკავა. ზაალ ერისთავს მასთან დამოყვრება სურდა (ასე წერს პ. იოსელიანი), ქალიშვილის ხელი სთხოვა თავისი ვაჟისთვის, მაგრამ უარი მიიღო და გადაწყვიტა, აღარ დამორჩილებოდა. შაჰ-ნავაზმა ზაალი მისსავე ძმისშვილებს მოაკვლევინა (1661). ერთ მათგანს, ოთარს, არაგვის ერისთავობაც კი უბოძა. ერთი მოთავე აჯანყებისა რომ მოიშორა თავიდან, ახლა ბიძინა, შალვა და ელიზბარი შეიპყრო და შაჰს გაუგზავნა, ხოლო შაჰმა ისინი თურქმანთა იმ ურდოებს გადასცა, რომელთა ნათესავნიც ამოწყვიტეს კახეთში 1659 წელს. აბასმა თურქმანთა სულთანს შეუთვალა: ეგენი კარგი მებრძოლები არიან. ეცადე, რჯული შეაცვლევინო. თუ დაგიჯერეს, პატივით შეიწყნარე, არა და მწარე სატანჯველით დასაჯეო. წარუდგინეს ადარბადაგანის სულთანს ხელფეხშეკრულნი. ძალზე მოეწონა თურმე ტყვეები. ელიზბარი, თუმცა მოხუცებული იყო, მხნედ გამოიყურებოდა, არც ახალგაზრდა შალვას ეტყობოდა შიში. ხოლო ბიძინაზე რაღა ითქმის, ნამდვილი ქართველი იყო, მხნე, გულადი, ქრისტეს მოყვარე. თავიდან ლიქნით დაუწყო სულთანმა საუბარი, დიდს ნიჭსა და პატივს აღუთქვამდა ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ. პასუხს კი ყველას მაგივრად ბიძინა გასცემდა, "პირ სიტყვათა ამათ იყო, რადგან სამივეს ერთი ნება და განზრახვა ჰქონდა - არდატევება უფლისა".

ხოლო წმინდა ბიძინა ეტყოდა: ჩვენ ზეცათა მეუფის მონანი ვართ და თქვენი პატივი არ გვჭირდება. რადგან უფალმა ასეთი ბრძოლა მოგვაგებინა, მისი შეწევნით მოველით სულიერი ბრძოლის მოგებას და მისგანვე მივიღებთ ნიჭსა და პატივს, რომელთაც უფალი თავის მოყვარულთ აძლევს. თქვენი პატივი კი თქვენსავით სიზმარივით განქარდება. და მერე რაღა იქნება რწმენის უარმყოფელისთვის? შემდგომად ამისა - მხოლოდ ცეცხლი უშრეტი და სხვანი სატანჯველნი დაუსრულებელნი. ვერც თქვენი მუქარა შეგვაშინებს და ვერც პატივი მოგვხიბლავს. მზად ვართ, ყოველივე დავითმინოთ, რათა მასთან ერთად ვსუფევდეთ და ვიხარებდეთო.

"განკვირდნენ თათარნი სიმხნესა და ახოვნებასა მათსა და კადნიერებით სიტყვის გებასა". კვლავ სცადეს ლაქარდიანი ენით ქრისტეს მხედართა მოსყიდვა, მაგრამ სიკვდილისთვის გამზადებულთა კვლავ უარყვეს მტრის სურვილი. მიხვდა მტერი, რომ ენით ვერაფერს მოახერხებდა. ქართველებს ხელ-ფეხი შეუკრეს და უწყალოდ ათრევდნენ ქვიან მიწაზე, სცემდნენ, აიძულებდნენ ქრისტეს უარყოფას. მაგრამ წმინდანნი ერთმანეთს განამხნევებდნენ, ილოცვიდენ და ღმერთს ევედრებოდნენ შეწევნას და გაძლიერებას, რათა სიხარულით შეეწყნარებინათ სატანჯველნი მათ ზედა მოწევნულნი...

მტერმა ახლა მათივე მსახურნი აღძრა და ეტყოდნენ ისინიც, სიტყვით მაინც უარყავით ქრისტე, თავი გადაირჩინეთ და შემდეგ, როცა სამშვიდობოს გახვალთ, კვლავ აღიარეთო. წმინდანებმა შერისხეს და გაყარეს ისინი. მტერმა ვერაფერს მიაღწია. განაშიშვლეს წმინდანები და სიცხეში, უდაბნოს მზეზე დაყარეს ხელფეხშეკრულნი, მშიერნი, მწყურვალნი და "ბუზთა და ბზიკთა მიერ დაწერტილნი". მიუხდნენ შემდეგ ეშმაკებივით, ემუქრებოდნენ და ათასგვარ სატანჯველს ჰპირდებოდნენ, მაგრამ მოწამენი "უახოვნეს იქმნებოდეს". თავდაპირველად შალვასა და ელიზბარისთვის გადაწყვიტეს თავის მოკვეთა, იქნებ ამით ბიძინა შევაშინოთო, მაგრამ არაფერია ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბესი. შალვამ და ელიზბარმა "სიხარულით წარუპყრნეს ქედნი" მათ მახვილთ. მტერს მახვილი ძლიერად უნდა მოექნია, რადგან წმინდანნი თათრებზე ბევრად მაღალნი იყვნენ, ამიტომ მტერმა "ხერხი იხმარა" - ჰკრეს წვივებზე მახვილი, მუხლზე დასცეს მოწამენი და მერეღა მოახერხეს მათთვის თავის მოკვეთა.

და აღვიდნენ შალვა და ელიზბარ ზეციური მეუფის მიმართ მოწამის გვირგვინშემოსილნი.

ცაზე კი ერთი მშვენიერი გვირგვინი კიაფობდა, წმინდა ბიძინასთვის გამზადებული. მტერმა ახლა ბიძინას მიხედა, მაგრამ სახეზე შიშნეულობა ვერ შეატყვეს. პირიქით, უფლის მორჩილი ლიქნის წილ აგინებდა მათ სჯულს, ბილწსა და ცრუს ეძახდა მათ მასწავლებელს. ეგრე არ გინდა გინებაო და თათრებმა წმინდანს ჩადრი ჩამოაფარეს, ვირზე უკუღმა შესვეს და უბან-უბან დაატარებდნენ. მაგრამ ბიძინა სულით განიხარებდა - დედათა ჩადრი იმ წითელ ქლამიდს ახსენებდა, უფალს ჯვარცმისას რომ მოახურეს ჰურიებმა. ვირზე მჯდარს უფალი დაუდგა თვალწინ. ისიც ხომ ვირის კიცვზე შეჯდა, ოდეს იერუსალიმში შევიდა კაცთათვის ვნებისთვის. თვითონაც ვირზე მჯდომარე ისწრაფოდა ზეცისა იერუსალიმში შესვლას. ეხუმრებოდა საკუთარ თავს - როგორ ქველისმოქმედნი გამიხდნენ მტერნი უღმერთონი, ცოტაც და ვირით შევალ ალბათ სამოთხეშიო.

მტერმა უსაშინლესი ხერხი გაიხსენა, ხერხი, რომლითაც წმინდა დიდმოწამე იაკობ სპარსი აწამა. "აღიღეს მახვილნი და დაიწყეს ბიძინას ჭრად და კვეთად". თან ყოველი ასოს მოკვეთაზე ეუბნებოდნენ, - დაგვმორჩილდი, ნუ გინდა თავის მოკვლაო. პირველად მარჯვენა ხელზე მოკვეთეს თითნი სათითაოდ, ხოლო იგი "მრწამსს" იმეორებდა დაუცხრომლად. შემდეგ მარცხენა ხელზე გადავიდნენ, ფეხის თითები წარკვეთეს. მაჯები გადასხიპეს, მერე ფეხები - კოჭებამდე. ხოლო ბიძინა ქრისტეს უხმობდა და აღიმსუბუქებდა ტკივილს.

მერე ორივე მკლავი მოჰკვეთეს იდაყვამდე, ორივ წვივი მუხლამდე. შემდეგ - ხელ-ფეხი. ეშმაკეულნი დაათრევდნენ მიწაზე დაჭრილს და სულს ვერაფერს ავნებდნენ. სისხლისგან დაცლილი მოწამე თვალით ჯვარის ნიშს გამოისახავდა. მუცელი გაუფატრეს და უშინაგანესი ასონი გარეთ გამოიყარა. ერთმა მტარვალმა შიგნით ჩაიხედა და დაინახა, რომ გული ბიძინასი, ტახტი უფლისა, ჯერ კიდევ იძვროდა ტკივილითა და ღვთის სიყვარულით. იყვირა მტარვალმა: - ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა ეს ღორიო. იშიშვლა მახვილი და რამდენადაც შეეძლო, გულს განუწონა.

თავიღა შერჩენოდა ტანს და ისიც მოჰკვეთეს...

"ესრეთ აღესრულა და ესრეთ შეიმკო და ესრეთ გვირგივნოსან იქმნა". ასო-ასო დაჭრილი ნაწილნი წმინდა ბიძინასი და სხეულნი წმინდა შალვასი და ელიზბარისა ეყარა გარეთ, ცის ქვეშ, უსჯულოთა შიშით მათ აღებას ვერვინ იკადრებდა. შუაღამისას კი ბრწყინვალე ნათელი მოეფინა მოწამეთა სხეულებს. ხოლო იქ, სადაც დანთხეული იყო ქრისტესთვის სისხლი, ნათელი კამკამებდა, გეგონებოდათ, უამრავი ლამპარი აუნთიათო. შუაღამისას, როცა ყველამ დაიძინა, იქაურმა სომხებმა მოიპარეს წმინდანთა სხეულები და თავიანთ ტაძარში დაკრძალეს, სადაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ წმინდა შალვას მეუღლემ, ქეთევანმა, და ძემან მათმან ერისთავმა დავითმა წმინდა მოწამის ნაწილთა წამოსაღებად სარწმუნონი კაცნი გაგზავნეს. გათხარეს საფლავი. ნახეს: სამივე წმინდა მოწამის ნაწილნი ისე შეერთებულიყო, რომ ვერ განარჩევდი, რომელი რომლის იყო. მათი თავები დაკრძალვისას კათოლიკეებსა და სომხებს განეყოთ და წაეღოთ. წმინდანთა ნაწილები წამოაბრძანეს და დაკრძალეს ერთად იკორთის მთავარანგელოზთა მონასტერში, ერისთავთა საგვარეულო სამარხში.

ახლა თუშ-ფშავ-ხევსურთ მივუბრუნდეთ. ხალხური გადმოცემით: ბახტრიონის აღების შემდეგ თუშებს და ფშავლებს მეფემ მიწებით დასაჩუქრება დაუპირა. ფშავლებს შირაქი ერგოთ, თუშებს კი ზეზვას პირით განუცხადებიათ, რასაც ზეზვას ცხენი ერთი შემორბენით შემოირბენს, ჩვენი ადგილი ის იყოსო. ცხენს დიდი განი აუღია, ურბენია 15 კმ და სოფ. ქვემო ალვანის და სოფ. ლალისყურის მიჯნაზე, ე.წ. ტახტის გორთან, დაცემულა. მას აქეთ თუშებში ვისაც უნდოდა ცხენი შერჩენოდა ან ცხენებში ბედი ჰქონოდა, ამ ცხენის საფლავზე საღვთოს იხდიდა. თუშ-ფშავ-ხევსურნი აქ ისე არ გაივლიან, რომ შესანდობარი არ დალიონ ცხენის პატრონის ზეზვასი.

როცა ბიძინა, შალვა და ელიზბარი შეიპყრეს, ზეზვა არ შეშინებულა, კახეთის დარჩენილი მოსახლეობა შეკრიბა და თორღვას ციხეში გახიზნა. ქვითკირივით გაამაგრა ციხე, გამოცვივდებოდნენ ხოლმე იქიდან ქართველნი და ჩაჰკაფავდნენ თათრებს. ერთ-ერთი ბრძოლისას ზეზვასთვის თოფი დაუკრავთ. დაჭრილი ციხეში შეუყვანიათ. შეშინდა ხალხი, გმირი არ დაგვიჭირონო, აფრთხილებდნენ კიდეც - "კარად არ გამოგიყვანონ, დაგიბალითონ ენითაო". ბოლოს მაინც შეძლეს ზეზვას მოტყუება, ალბათ ისევ შინაგაცემით. ურჯულოთ ხელფეხშეკრული თუში ძუაშეღებილ ცხენზე შესვეს, ცივგომბორი ბუკ-ნაღარით გადმოატარეს, თამაშობითა და ლხინით შეიყვანეს თბილის-ქალაქში და შუა მოედანზე ჩამოსვეს. ფეხზე დგებოდნენ თათრებ-თათრის ქალები - ზეზვა უნდა ვნახოთ ჩვენი თვალითო. ჰაიტ, თქვე მტარვალნო, ზეზვა მაშინ უნდა გენახათ, ბახტრიონს რომ ბრუნავდა თავისი ლურჯა ცხენით, როცა "მოგდევდათ, მოგაწუხებდათ, მაგჩხვლეტდათ შუბის წვერითა".

...ბაგეებს იჭამს ცისფერთვალა ჭაღარა ვაჟკაცი, უწყლოობით შეწუხებული "ნამსა მოლოკავს დილითა".

ამის შემდეგ ზეზვასი არავინ არაფერი არ იცის. შეიძლება თბილისშიც მოკლეს, მაგრამ აქ რომ მოეკლათ, ქართველნი ხომ გაიგებდნენ. შესაძლოა, როგორც აჯანყების მოთავე, სპარსეთში წაიყვანეს. ის, რომ არც ღმერთსა და არც სამშობლოს არ უღალატებდა და მოწამებრივად აღესრულებოდა, ცხადზე ცხადია, რადგან "ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად მთიელთ სამშობლო თავისა".

ამიტომ იყო წმინდა მოწამეთა სხეულნი შეერთებული, რომ სულით ერთნი იყვნენ და ხორცითაც - ქართლოსიანნი, ერთობით აღავლენენ ლოცვას სამშობლოსთვის და როცა ჩვენს წმინდათა შალვა, ბიძინა, ელიზბარის სახელებს კრძალვით ვახსენებთ, შევუერთოთ ბახტრიონის ომის გმირთ სახელნი - ზეზვასი, ნადირასი, ლუხუმისა, რამეთუ მათ ქრისტესა და მამულისთვის დანთხეული სისხლი ლამპრებად აანთეს და გაგვინათეს მომავალ თაობებს გზა სამოთხისაკენ მიმავალი.
ბეჭდვაელფოსტა
02.10. 2014
მთიები
"მიხუა გრძელი" კი არ გაყიდა კახეთისა თუ რაჭის მიწები, ზარმაცმა ქართველებმა, რომელთაც მიწაზე მუშაობას ბაზარში ვაჭრობა არჩიეს, ჩალის ფასად მიჰყიდეს შრომისმოყვარე უცხოტომელებს, რომ გარაჟებში მოძველებული, მაგრამ სამაგიეროდ კარგი მარკის ავტომანქანები შეეყვანათ და ემარიაჟათ. ქართველმა კაცმა დიდი ხანია ვენახის "მოფერებას" საზამთროს გორება არჩია... ამის წამახალისებელი კი ცეკას პირველი მდივნის პოსტზე,დანიშვნიდან პირველივე ხუთწლედის ბოლოს, შრომის გმირობის წითელი ვარსკვლავის მკერდზე დამკიდებელი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე იყო, რომელმაც ჯერ მეწარმეებს 100 პროცენტიანი გეგმა აჰკიდა მხრებზე,რაც რეალურად წარმოუდგენელი იყო ფალსიფიცირების გარეშე, მერე მოდგა და ყველა დაიჭირა. რა მოკლე მეხსიერება გვაქვს, ქართველებო?!
30.09. 2014
ანალიტიკოსი
...და ამის შემდეგ "მემკვიდრე" მათი, მიხუა გრძელი- კახეთის საუკეთესო მიწებს ინდოელებს მიჰყიდის, რაჭაში-ჩინელებს...აჭარაში-თურქებს...ხოლო ამალას მისას-ასეთი კაცისმსგავსი პატრიოტი ჰგონიათ,ხოლო მისი მოწინააღმდეგე-რუსეთის აგენტი...
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat