დების ცრემლებისთვის საფლავიდანაც კი გამოვიწვდი ხელს
დების ცრემლებისთვის საფლავიდანაც კი გამოვიწვდი ხელს
ალექსანდრე, ვლადიმირის დიდი მთავრის იაროსლავ II-ის ძე, 1220 წელს დაიბადა. მეფისწულმა სიყმაწვილიდანვე შეითვისა ქრისტიანული მოძღვრება. გამუდმებით წმინდა მამათა თხზულებებს კითხულობდა, გალობა, ღამისთევა და ლოცვა კი მისი საყვარელი საქმიანობა იყო.

1236 წელს ალექსანდრე ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. სულ მალე, 1240 წელს, მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებას და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ესწრაფოდნენ. ღვთის მსასოებელმა ალექსანდრემ ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკად დაამარცხა მტრის ურიცხვი ლაშქარი, რისთვისაც ხალხმა "ნეველი" უწოდა.

1242 წელს ალექსანდრე გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა და უფლის შეწევნით კვლავ გაიმარჯვა.

ახალგაზრდა მთავარს კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმას აზრი არ ჰქონდა და ოქროს ურდოსთან ურთიერთობისას ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა. 1250 წელს მან ნოვგოროდის დიდი მთავრის წოდება მიიღო და მრავალი სიკეთე გააკეთა ეკლესიისა და ხალხისთვის. წმინდანმა ისიც კი მოახერხა, ხანებთან ეშუამდგომლა და ეპისკოპოსები და მღვდლები ტაძართა გადასახადებისგან გაეთავისუფლებინა, ხოლო ურდოს დედაქალაქში, ხანის ნებართვით, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი დაადგინა და უღმერთონი აიძულა, პატივი ეცათ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის.

თვით ალექსანდრე მართლმადიდებლობის მტკიცე აღმსარებელი იყო. როცა ის პირველად ესტუმრა თათართა ბანაკს, მონღოლებმა თავიანთი კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა მტკიცედ იუარა და განაცხადა: "მე მხოლოდ ცისა და ქვეყნის შემოქმედს, სამებად წოდებულ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვცემ თაყვანს". ბათუ-ყაენი, რომელიც პატივს სცემდა რუსი მთავრის სიმამაცესა და სიბრძნეს, მის საქციელს შემწყნარებლურად შეხვდა.

პაპმა ინოკენტი IV-მ წმინდანს კათოლიკობის მიღება შესთავაზა, რაზეც ალექსანდრემ უპასუხა, ჩვენ მოციქულებისგან გადმოცემულ სწავლებას მოვდევთ და თქვენი მოძღვრების მიღება არ გვსურსო.

1262 წელს თათართა მძლავრობით შეწუხებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ყაენმა ამბოხების ჩასახშობად ლაშქარი შეკრიბა. ალექსანდრე ურდოში წავიდა, რომ მონღოლთა მბრძანებლის გული მოელბო. მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული უკან მობრუნებისას მძიმედ დასნეულდა. სულთმობრძავმა მთავარმა ალექსის სახელით სქემა შეიმოსა, წმინდა საიდუმლოს ეზიარა და 1263 წლის 14 ნოემბერს, 43 წლისამ სული უფალს შეჰვედრა.

23 ნოემბერს კეთილმსახური მთავრის წმინდა ცხედარი პატივით დაკრძალეს ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტერში. გადმოცემით, როცა ნეტარ ალექსანდრეს წესს უგებდნენ, სასწაული მოხდა - მან შენდობის ბარათის მისაღებად ცოცხალივით გაშალა ხელი.

1380 წელს, კულიკოვოს ბრძოლის წინ, სასწაულებრივად გამოჩნდა კეთილმსახური მთავრის უხრწნელი ნაწილები.

1721 წლის 30 აგვისტოს ხანგრძლივი ომის შემდეგ პეტრე I-მა შვედებთან ზავი დადო. ამ დღეს დაუკავშირეს ნეტარი ალექსანდრეს უხრწნელი ნაწილების გადასვენება ვლადიმირიდან პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

თბილისში მოქმედებს ამ დიდი რუსი წმინდანის სახელობის ეკლესია. იქ, სადაც დღეს წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარია აღმართული, XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ქვემო კუკიის სასაფლაო ყოფილა. წმინდა ალექსანდრეს ტაძარში დაცული ცნობების თანახმად, ნეველის ეკლესია, რომლის მშენებლობისთვისაც წმინდა სინოდმა 5000 მანეთი გამოყო, 1864 წელს აუგიათ. 1886-87 წლებში საქართველოს ეგზარქოსის, არქიეპისკოპოს პავლეს კურთხევით ეპარქიის არქიტექტორის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დროებითი სამშენებლო კომიტეტის ხელმძღვანელობით დაიწყო ეკლესიის გასაფართოებელი სამუშაოები. ამ პერიოდში ტაძარი თითქმის ორჯერ გაიზარდა. 1900 წელს ტაძარს მიემატა წმინდა ნიკოლოზის საკურთხეველი, ხოლო 1902 წელს მღვდელმსახურთათვის ახალი ორსართულიანი სახლი აშენდა. 1910 წელს სამრევლო სკოლაში 47 მოწაფე: 32 ვაჟი და 15 გოგონა - სწავლობდა. სკოლა უმთავრესად საეკლესიო შემოწირულობების ხარჯზე არსებობდა. სწავლების საფასურს მხოლოდ შეძლებული მშობლებისგან ითხოვდნენ.

1908 წელს ტაძარი შიგნიდან გარემონტდა, 1909 წელს - გარედან. ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, XX საუკუნის დასაწყისში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ეკლესია ყოფილა აღმართული: კუკიის წმინდა ნიკოლოზისა და მისიონერული.

1917 წლის 12 (ახალი სტილით - 25) მარტს, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული მართლმადიდებლური ტაძრები, მათ შორის - წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაც, სადაც ღვთისმსახურება საეკლესიო-სლავურ ენაზე მიმდინარეობდა, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შევიდა.

წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი უზრუნველყოფილია საეკლესიო ნივთებით და საღვთისმსახურო ლიტერატურით. ეკლესია მდიდარია ძვირფასი ხატებით. აქ არის დაბრძანებული ყაზანის თეოდორისეული, სმოლენსკისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. ამბიონის მარჯვნივ, საგანგებოდ დამზადებულ ხის სათავსში, შიომღვიმის მონასტრიდან გადმოსვენებული წმინდა ნაწილები ასვენია. ამბიონის მარცხნივ, ხის ასეთსავე სათავსში, ასვენია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნატერფალი, ღვთისმშობლის მიძინების ხატი და წმინდა მოწამე ადრიანეს წმინდა ნაწილები.

წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარს საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ტაძრის აღმოსავლეთ კედელში ჩასმულ ჯვრის გამოსახულებიან ქვაზე ასეთი წარწერაა: "Под сим крестом покоится прах настоятеля сего храма протопресвитера иоана Лозового"& პროტოპრესვიტერი იოანე ტაძარს 1950 წლის 1 სექტემბრამდე წინამძღვრობდა. მის შემდეგ ყველაზე დიდხანს, დაახლოებით 45 წლის მანძილზე, წინამძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი მაქსიმე (დიდენკო). მისი წინამძღვრობის დროს ტაძარი რამდენჯერმე შეკეთდა და ხელახლა შემოიღობა, აშენდა წინამძღვრის სახლი და მოსასვენებელი.

არქიმანდრიტი მაქსიმე ტაძრის ეზოშია დაკრძალული. ნეველის ეკლესიაშია დასაფლავებული თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ზინობიც.

2000 წლის 17 აპრილიდან ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი გიორგი (ბუბლიჩენკო). ტაძარს ჰყავს მგალობელთა შერეული გუნდი.

საეკლესიო ღვთისმსახურება, ტრადიციისამებრ, სლავურ ენაზე აღევლინება.

თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრება უკავშირდება. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიის გალავნის შიგნით დაკრძალულია სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო). მის საფლავზე ჩაუქრობლად ანთია კანდელი, არ ქრება სანთლები და ყოველთვის აწყვია ყვავილები. მამა ვიტალის საფლავთან მოდიან ისინიც, ვინც ადრე მას არ იცნობდა, მოდიან ხუცესის მადლიანი შეწევნისთვის, რომელსაც ისინი რეალურად გრძნობენ ცხოვრებაში.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მამა ვიტალის ერთი სულიერი შვილისთვის უთქვამს: "დების ცრემლებისთვის საფლავიდანაც კი გამოვიწვდი ხელს". სიცოცხლეში კი ხშირად ამბობდა: "როცა მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავთან და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს. მე დაგეხმარებით".

მამა ვიტალი თბილისში 1969 წელს ჩამოვიდა და პირდაპირ ალექსანდრე ნეველის ტაძარს მიაშურა, სადაც მაშინ მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა) ცხოვრობდა. როდესაც დაკონკილ კაბას ხდიდნენ, აღმოაჩინეს, რომ თითქმის სხეულზე შეზრდილ ჯაჭვს ატარებდა. მის მოხსნაზე მანამდე ვერ დაითანხმეს, სანამ ზიარებიდან დაყენებით არ დაემუქრნენ...

მოგვიანებით მამა ვიტალის რკინის ჯაჭვის ნაცვლად სამღვდელო მსახურების მძიმე ჯვრის ზიდვა მოუხდა. სიყვარულითა და თანაგრძნობით ეხმარებოდა ყველას ცხოვრებისეული მწუხარებისა და განსაცდელის გადატანაში. საქართველო კი უკვე მის დიდ მოსიყვარულე გულში დამკვიდრებულიყო. ეს სიყვარული მეუფე ზინობისგან იმემკვიდრევა. მან გაითავისა ამ უძველესი მართლმადიდებლური მიწის ისტორია, მისი ხალხის ტკივილი და ტანჯვა, შეიყვარა ქართული ღვთისმსახურება, უძველესი საეკლესიო გალობა, დიდ პატივს მიაგებდა საქართველოს ეკლესიის წმინდანებს. მამა ვიტალი საქართველოს ტკივილებით ცხოვრობდა და ბერულად, ლოცვით მონაწილეობდა ტრაგიკულ მოვლენებში, რომლებიც ჩვენმა ხალხმა ოთხმოცდაათიან წლებში გადაიტანა. ის მთელი სულიერი ძალისხმევით ლოცულობდა ივერიის გადარჩენისთვის.

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალვის დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა. ქადაგებაში მან ბრძანა: "დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ხუცესს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმინდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება. გასაოცარი და წმინდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება - ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მისგან ნუგეშის მიღება სურდა. ეს იყო წმინდა ხუცესი, მე არაერთხელ მინახავს ეს სიწმინდე, რომელსაც იგი თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისთვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს საშუალებას, ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა, ისევე, როგორც სიცოცხლეში. იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. დე, უფალმა განუწესოს ადგილი მის სულს მართალთა სანახებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუცესთაგანია, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ".

ღვთის განგებით, გარდაცვლილმა მამა ვიტალიმ გასაოცარი სასწაული აღასრულა და ეს მით უფრო გასაოცარია, რომ ზუსტად გაიმეორა კეთილმსახური მეფის ალექსანდრე ნეველის მიერ აღსრულებული სასწაული - შენდობის ბარათისთვის ხელი გაიწოდა. მღვდელი პავლე კოსაჩი იგონებს: "პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიხსნა. მე ლოცვის ფურცელი ხელისგულზე დავუდე და მუჭი კვლავ შეიკრა. ისეთი თავზარდაცემული ვიყავი, მოულოდნელობისგან წამოვიყვირე: "თვითონ გამომართვა!" "კი, თვითონ აიღო!" - დამიდასტურა გვერდით მდგომმა მღვდელმა მიქაელ დიდენკომ. უწმინდესმა პატრიარქმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაიქნია თავი და მსახურება განაგრძო" (მღვდელმსახურთა ეს რეაქცია ვიდეოკამერამაც აღბეჭდა - დიაკ. ლ.მ.).

კეთილმსახური მეფის ალექსანდრე ნეველის ტაძარი და მის ეზოში დაკრძალული მამა ვიტალი დღესაც მზად არიან შეჭირვებულთა მისაღებად და სანუგეშოდ.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat