ეს იყო ყველაზე დიდი საბედისწერო ღალატი, რომელსაც დღემდე განიცდის საქართველო
ეს იყო ყველაზე დიდი საბედისწერო ღალატი, რომელსაც დღემდე განიცდის საქართველო
1942 წლის სექტემბერში გესტაპომ დააპატიმრა ქართველი მღვდელი გრიგოლ ფერაძე. მას ერთ-ერთ ბრალდებად ებრაელების მფარველობა წაუყენეს. იმავე წლის ნოემბერში ღირსი მამა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მოწამებრივად აღესრულა. ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში ის არის, რომ წმინდა გრიგოლი გესტაპოში ქართველებს დაუბეზღებიათ. აი, რა უამბო გიორგი ნაკაშიძემ რეზო თაბუკაშვილს: "ფერაძე იშვიათი განათლებული კაცი იყო, მაგრამ ჩვენებმა დაუწყეს ბრძოლა და მტრობა. განსაკუთრებით უკიდურესად სახალხო დემოკრატიის ჯგუფი ებრძოდა, ბევრი ცილი დასწამეს მას ამ ბრძოლაში. ყველაფერს კადრულობდნენ. როდესაც გერმანელები შემოვიდნენ, დააბეზღეს. მისი დაღუპვა ჩვენი, ქართველების, ბრალია. ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გახვეული, მაგრამ არ ვიტყვი, ანდა რას უშველის თქმა?! ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და იქ უთარგმნიდნენ გერმანელებს. ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი".

* ქრისტეშობამდე III საუკუნე. მცხეთაში მეფედ ზის საურმაგი, ძე დიდი ფარნავაზისა. გამეფებისთანავე საურმაგს ქართველი თავადები აუჯანყდნენ, უთქვამთ: ჩვენთვის, ერისკაცებისთვის, სასიკეთო არ არის, რომ ჩვენ, ქართველები, ჩვენსავე ნათესავ ქართველს ვემსახუროთ, ამას გვირჩევნია, ვინმე უცხო მოვიდეს, ხარკი ვაძლიოთ და იბატონოსო. ქართველებს გადაეწყვიტათ ქართველი მეფის მოკვლა. ამ "მამულიშვილურ" განაზრახს საურმაგ მეფემაც შესატყვისი "მამულიშვილობით" უპასუხა: დურძუკები და ოსები გადმოიყვანა ჩრდილოეთ კავკასიიდან, ქართველებს "მიუსია" და "მოსრნა განდგომილნი მისნი". საურმაგმა სამომავლოდაც დაამდაბლა ქართლოსიანნი და მათ ნაცვლად აღამაღლა და დაიახლოვა უცხოელნი... "განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი". ესეც არ იკარა, მშვიდად რომ ყოფილიყო, "ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარი" საქართველოში გადმოიყვანა და დიდოეთ-მთიანეთიდან ეგრის-სვანეთამდე ქართულ მიწებზე დაასახლა და დაამკვიდრა "მისანდობელად თვისად".

* XVII საუკუნე. ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი 22 წლის იყო, როცა ცოლად შეირთო თამუნია შარვაშიძე, ბუნებით ლამაზი და ყოველი სათნოებით სავსე ქალი. მისგან ლევანს ორი ვაჟი შეეძინა. ბედნიერი უნდა ყოფილიყო მთავრის სახლეული, მაგრამ ფხიზლობდა ეშმაკი, "მთესველი ამბოხებისა და მომტერე ყოველი მშვიდობიანობისა".

მთავრის ბიძას, გიორგი ლიპარტიანს ცოლად ჰყავდა ჭილაძის ქალი, ნესტან-დარეჯანი. ულამაზესი და ნორჩი, ასაკით მთავარს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე ბიძამისს. ჰოდა, ლევანი და დარეჯანი გამიჯნურდნენ.

გიორგი დიდხანს ვერ გრძნობდა მეუღლის ღალატს, სამაგიეროდ, შარვაშიძის ქალმა ვერ მოითმინა ქმრისა და ბიცოლამისის საძრახისი ტრფიალება და მოღლატე ქმარს ღალატითვე უპასუხა - გაუმიჯნურდა ლევან დადიანის უახლოეს კარისკაცს, ვეზირ პაპუნიას.

გაცოფებულმა ლევან დადიანმა, "ბერძენთა სჯულისაებრ", ცოლს ცხვირი მოსჭრა ძირში, ცხენზე უკუღმა შესვა, ჯარი შეყარა და აფხაზეთში ცოლეურებში სალაშქროდ გაქუსლა. სახიჩარი ქალი აფხაზეთში დატოვა, მოარბია იქაურობა და ნადავლით დატვირთული და ცოლგანტევებული ზუგდიდს დაბრუნდა. უცოლოდ დარჩენილს ბიცოლის სიყვარული უფრო მოეძალა და "ცეცხლმა ერთბაშად იფეთქა". ბიძას მიუვარდა, ცოლი წაჰგვარა და ჯვარი დაიწერა მასზე.

თავისი გაზრდილისგან შეურაცხყოფილმა გიორგიმ ცოლი მკვდარივით გამოიტირა, ორმოცი დღე თალხი ჩაიცვა და ჩააცვა თავის სახლეულს. ბიძა-დისწულს შორის შეტაკებას ელოდნენ, მაგრამ უეცრად მოკვდა გიორგი (არავინ იცის, მწუხარებით თუ საწამლავისგან). გამოხდა ხანი და მოულოდნელად დაიხოცნენ ლევანის ვაჟები (დაბეჯითებით ამბობენ, დარეჯანმა დაახოცინა, რომ ტახტზე თავისი შვილებისთვის ადგილი გაეთავისუფლებინაო).

გურიაში გაძევებული პაპუნია შეუჩნდა მამია გურიელს, ლევან დადიანი ჩამოვაგდოთ და მთავრად მისი ძმა იოსები დავსვათო. მათ შეეკრა იმერეთის მეფე და აფხაზთა მთავარი. მიგზავნილმა მკვლელმა მხოლოდ დაჭრა ლევანი. დადიანმა გამოიკვლია, გამოააშკარავა შეთქმულება. მისი ბრძანებით, იოსებს თვალები დასთხარეს, ვეზირი პაპუნია ჯერ დაახრჩვეს, მერე ზარბაზანში ჩატენეს და გაისროლეს. მიგზავნილ მკვლელსაც სათანადოდ გაუსწორდა მთავარი. მამია გურიელის დასჯა ვერ მოასწრო, ის თავისმა შვილმა სვიმონმა ღალატით, მძინარე დაკლა სარეცელზე. "მამის მკვლელს ჩემს დას არ დავუტოვებო", - თქვა ლევანმა და გურია დაარბია, სვიმონი დააბრმავა და თავისი და, მარიამი, შინ წამოიყვანა, რომელიც მერე ცოლად როსტომ ქართლის მეფეს მისცა.

იმერეთი ლევანის ხშირმა თავდასხმებმა მთლად გაავერანა, იგი, წუწკ თავად პაატა წულუკიძის რჩევით, იმერეთს თავს ესხმოდა ყოველ დღესასწაულზე - შობას, ახალ წელს, ნათლისღებას, აღდგომას და ამაღლებას.

* XVIII საუკუნე. კახეთში შაჰ სულთან ჰუსეინმა ერეკლე პირველის ძე, გამაჰმადიანებული დავით იმამ-ყული-ხანი დაამტკიცა მეფედ. ეს ის დროა, როცა ქართველები ლეკიანობას ებრძვიან და ერთმანეთის დასამხობ-ამოსაგდებადაც ლეკებს მოიხმობენ. ქიზიყის მოურავმა რევაზ ანდრონიკაშვილმა ლეკები მიუსია ელისენის მოურავს მერაბ ვაჩნაძეს და მისი სახლ-კარი დაარბევინა. მეცა მყავს ჩემი ლეკებიო - ვაჩნაძემ და შეუსია "თავისი ლეკები" ქიზიყის მოურავს...

* იყო ვინმე ტურა რამაზაშვილი, კახელთა და ლეკთა შორის სიმამაცითა და თავზეხელაღებულობით სახელგანთქმული. შავ დღეს აყრიდა ლეკებს თავისი ლაშქრით. ერთხელ ლეკთა ზედა მორიგი "ნადირობიდან" მობრუნებულმა ტურამ მრავლად ტყვე ლეკი ჩამოიყვანა და ქონებაც ბლომად ჩამოიტანა თავისი ფეხმძიმე ცოლის გულის გასახარად. მანდატურთუხუცესი პაატა ჩოლოყაშვილი მტრობდა ტურას, ტყვეები და ქონება წაართვა და ქვეშევრდომის ვედრება არად ჩააგდო.

გაცოფებულმა ტურამ ქართველობაზე ხელი აიღო, ჭარში გაიქცა და იქაური ლეკების ბელადი შეიქნა. ახლა ლეკების რაზმით თავის სამშობლო კახეთს აოხრებდა "გალეკებული ქართველი". პაატა ჩოლოყაშვილმა კახთა ჯარი შეყარა და რამაზაშვილის მოსასპობად გაემართა. ტურამ კახელები ერთ ვიწრო ხევში შეიტყუა, სადაც ორივე მხარეს ჩასაფრებულმა ლეკებმა თოფის სროლა ატეხეს. კახელები უკუიქცნენ. პაატას ცხენი წაექცა და მიწაზე დაენარცხა. მოუსწრო ტურამ და წაქცეულს წიხლებით იქამდე სცემა, ვიდრე სული არ გააფრთხობინა.

* ლეკებისგან შეჭირვებულმა დავით იმამ-ყული-ხანმა დარბაზი შეყარა სათათბიროდ და "განიზრახვიდენ, თუ რა ჰყონ". ნიკოლოზ ალავერდელმა (ჩოლოყაშვილმა) ბრძანა "თათბირი საკვირველი" - მოდით, ლეკებს გზა გავუხსნათ, ჩვენი მეგზურიც ვაახლოთ და სხვა ქვეყნებზე მივუშვათ სარბევად და საძარცვად - ქართლზე, ყაზახზე, ყარაბაღსა და შირვანზეო. ასე უნდა მოვიქცეთ, "რამეთუ მორჩების ამით ქვეყანა ჩვენი აოხრებისაგან", ხოლო "სხვებს" ჯანიც გავარდნიათ ლეკთა თარეშისგან. მოკლედ, კახეთს იქით საქართველოში ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ჩვენ რა გვენაღვლებაო.

ასე "განიგულეს" კახეთის მესვეურებმა "ხრიოკი განზრახვითა ალავერდელისითა". თუმცა იმჟამად არ მოხერხდა ამ "მამულიშვილური" თაოსნობის განხორციელება.

ისევ აიჩემა ნიკოლოზ ალავერდელმა: შევურიგდეთ ლეკებს და გზა მივცეთ ქართლისა და მისი მეზობლების საოხრებლად და საწიოკებლადო. ითქვა და აღესრულა ეს ბოროტი, სამარცხვინო აზრი. და სწორედ მაშინ იყო - 1717 წელს - 8000 ლეკი რომ შემოიჭრა ბოლნისისა და ქციის ხეობაში საშინელი ძარცვითა და რბევით.

"ქართლის მიწაზე ლეკთა ეს პირველი შემოსევა ნიკოლოზ ალავერდელის "კახური მამულიშვილობის" შედეგი გახლავთ", - ბრძანებს ისტორიკოსი ლევან სანიკიძე.

* 1225 წელი. საქართველოში რუსუდანი მეფობს. გარნისთან ახლოს პირისპირ დგანან 200000 მუსლიმანი ჯალალედინის ხელმძღვანელობით და ქართველთა 60000-იანი ლაშქარი, რომელსაც მთავარსარდალი ათაბაგი ივანე მხარგრძელი მეთაურობს. სიბერესთან ერთად შურიც მოსდებია ივანეს გულს, შურს ახალგაზრდა შალვა ახალციხელისა და მისი ვაჟკაცობისა... მეწინავედ დგანან ძმები შალვა და ივანე ახალციხელნი.

ხვარაზმელებმა შემოუტიეს. ივანე ათაბაგმა უბრძანა მეწინავე ჯარს - თორელ-ჯავახებს - შეგებებოდა მტერს. მტრის სიმრავლე რომ ნახა, შალვამ შიკრიკი აფრინა ივანე ათაბაგთან, ჯარი მოგვაშველეთ, თორემ ესენი უთვალავნი არიანო. პასუხისთვის არ უცდიათ ახალციხელებს - "არღარა რიდეს სიმრავლესა სულთნის სპათასა" და "ვითა მხეცნი მიეტივნეს". შეიქმნა ფიცხელი ომი. მხარგრძელ-ათაბაგისგან მაშველი ჯარი არ ჩანდა. ხელმეორედ აფრინა მაცნე წმინდა შალვამ, კვლავ არ გამოგზავნა ათაბაგმა ჯარი. არც მესამე შეძახილზე უპასუხა ათაბაგმა, იგი ხელუხლებელი ძალებით, ხმლის დაუძვრელად გაშორდა ბროლის ველს. ეცემოდნენ "უკანასკნელი ჯავახები, თორელები. ცხენები წაექცათ შალვას და ივანეს. გაქცეული ივანე ზემოდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მოკლა, შალვა კი მტერმა სიკვდილით დასაჯა.

ეს იყო ყველაზე დიდი საბედისწერო ღალატი, რომელსაც დღემდე განიცდის საქართველო.

* გიორგი VII-ის მეფობის ჟამს, 1400 წელს, საქართველოს მეექვსედ შემოესია თემურ-ლენგი.

მუხრანის ველზე დაბანაკებულ მტერს რამდენიმე ქართველი დიდაზნაური ეწვია და შეევრდომა ყურმოჭრილ მონად. მათ შორის იყო ვირშელ ბურდიშვილი, რომელიც შეუჩნდა თემურ-ლენგს, ქსნის ხეობას შევესიოთ, დიდძალ დავლასაც ავიღებთ და გიორგი მეფის ერთგულ ერისთავსაც მოვსპობთო.

მართლაც დაძრა თემურ-ლენგმა ლაშქარი მოღალატე ქართველის მეგზურობით ქსნისკენ.

* 1541 წელი. შაჰ თამაზი 12000 რჩეული ყიზილბაშით შუაღამისას მოულოდნელად მოადგა თბილისს. უნდოდა, "მიპარვით" შეეპყრო ქართველთა მეფე. ლუარსაბ მეფეს ყრმა უფლისწული მოჰკვდომოდა და მცხეთას წაესვენებინა. ასე რომ, შაჰმა ქართველი მეფე ვერ "მოიპარა", ხოლო თბილისის კედლებს ცეცხლი შემოუგზნეს ირანელებმა. თბილისის მოურავმა და მეციხოვნეთა მეთაურმა, გულბაათმა, მტერს დაასწრო, ციხის კედელზე თოკით ჩამოეშვა, შაჰს ეახლა და ქალაქის გასაღები მოწიწებით მიართვა. ყიზილბაშთა ლაშქარი შეიჭრა ქალაქში. წინ გულბაათი და მისი ვაჟები მიუძღოდნენ, ყიზილბაშური თაჯებით "თავდამშვენებულნი". ისევ რბევის, ცოდვის და ძარცვის ცეცხლი დაინთო საქართველოს დედაქალაქში.

შაჰმა თბილისის ციხეში ყიზილბაშთა ნაწილი შეაყენა, მეორე ნაწილით ბირთვისის ციხეს მიადგა. მალე ბირთვისიც დაეცა - ისევ მეციხოვნეთა სულმოკლეობის გამო. აქ ირანელებმა ყველა მამაკაცი, ვინც კი მაჰმადიანობის მიღებაზე უარი თქვა, უწყალოდ ამოხოცეს, ქალები და ბავშვები ტყვეებად დაიტაცეს.

* 1274 წელი. აბაღა ყაენმა გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოში შეჭრა და დავით ნარინის დასჯა. ყაენის საგანგებო თათბირს რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე ესწრებოდა. ფეხზე წამოიჭრა კახაბერ კახაბერისძე და შეღაღადა მონღოლ-თათართა უმაღლეს საკრებულოს: "უკუეთუ ნებავს ყაენსა შურისგებად დავით მეფესა ზედა, მე მისთვის მოვსულვარ, ვიცნი გზანი შესავალნი და წარვასხამ ლაშქართა და ვგონებ, რომელ მეფე ხელთ ვიგდო, და ღალღურცა (სახელი კაცისა) იცის გზა და ძალა ქვეყანისა მათისა".

მეტი რაღა უნდოდა და რას ინატრებდა აბაღა ყაენი! უკეთეს მეგზურს ხომ ვეღარ მოძებნიდა და მაშინვე 30000 მოლაშქრე თათარი გამოუშვა.

კახაბერმა (იმ კახაბერის ძემ, თამარის მეფედ კურთხევაში რომ პირველობდა) თრიალეთისა და ლიხის გზებით უგრძნეულოდ შეიყვანა თათრის ურდო დასავლეთ საქართველოში. იმდენად ანაზდეულად დაესხნენ ქუთაისს, რომ მეფემ, პერანგის ამარამ, ძლივს მოასწრო, ცხენს მოახტა და ქალაქის კარიდან ბეწვზე გაასწრო. მონღოლებმა ქალაქი გაძარცვეს, ეკლესიები გააოხრეს, ბევრი მცხოვრები გაწყვიტეს, ბევრიც ტყვედ წაიყვანეს და წავიდნენ. მეფემ ჯარი სახელდახელოდ შეყარა, მობრუნდა ქუთაისში, მაგრამ მტერს ვეღარ მიუსწრო.

მოღალატე კახაბერ კახაბერისძეს დასავლეთ საქართველოში და თავის სამფლობელო რაჭაში დაბრუნება აღარ შეეძლო და ქართლში დასახლდა, ატენში, რომელიც მან ყაენისგან მიიღო სამფლობელოდ. მოღალატე კახაბერი ყველას შესძულდა, თვით აბაღა ყაენსაც კი... კახაბერისძემ შენდობა სთხოვა დავით მეფეს. "საშინელი ფიცით" დააფიცა მეფემ მოღალატე, რომ ამიერიდან ღალატს გულში არ გაივლებდა, მერე კი რაჭის საერისთავო ხელახლა მიუბოძა.

განვლო მცირე დრომ. ერთხელაც ლიხს გადამავალ ბილიკზე დავითის მსტოვრებმა სამხრეთისკენ აჩქარებით მიმავალი კაცი შენიშნეს, შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. კახაბერის შიკრიკი აღმოჩნდა - წერილი უპოვეს, რომელიც ჯავახეთ-კოლას დაბანაკებული მონღოლთა სარდლისთვის ალიყან ნიონისთვის უნდა მიერთმია. კახაბერისძე სწერდა თათართა სარდალს: წინანდებურად მოდი ლაშქრით, დაესხი მეფე დავით რუსუდანის ძეს და ამჯერად უეჭველად ხელში ჩაიგდებო.

განრისხდა მეფე დავითი, მისი ბრძანებით მოღალატე კახაბერს თვალები დასთხარეს, ცალი ხელი და ცალი ფეხი წაჰკვეთეს, მისი ორი ვაჟი ექსორიაჰყვეს კონსტანტინოპოლს. მალე კახაბერი "მოკვდა და მოისპო ყოველი ნათესავი მისი ბაღუაშთა კახაბერისძეთა და აღიხოცა ნათესავი მისი და სახსენებელი მათი".

ლევან სანიკიძის "309 ქართული
სირცხვილის" მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
19.12. 2016
გიზო
ეს ლამაზად შემოგდებული ზეხერია. არანაირი სახალხო დემოკრატიული ჯგუფი და რამე, უბრალოდ საბჭოთა კაკებეს მოგონილი მახეა, გათიშე და იბატონეს ტაქტიკიდან.
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat