ამ შემზარავმა და უღვთო პოლიტიკამ თავად აფხაზთა მწვავე პროტესტი გამოიწვია
ამ შემზარავმა და უღვთო პოლიტიკამ თავად აფხაზთა მწვავე პროტესტი გამოიწვია
ჩვენს ისტორიაში არის ბევრი რამ, რაც ძალზე კარგმა ქართველებმაც კი არ იციან. თავისი წარსულის არმცოდნე კაცი კი ხშირად იმ ბრმა მეომარს წააგავს, უმისამართოდ რომ ისვრის იარაღს და გადამწყვეტ ბრძოლაში დასახარჯ ენერგიას ამაოდ ფლანგავს.

საქართველოსავით პატარა და მტერმრავალი ქვეყნის შვილებს ისტორიის უგულებელყოფა თვითმკვლელობის ტოლფას საფრთხედ ექცევათ ხოლმე.

ის, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, სწორედ წარსულიდან იღებს სათავეს, ამიტომ თავდასაცავად და გამოსაფხიზლებლად ისტორიაში ეს მცირე ექსკურსიც დაგვეხმარება.

იმ საეკლესიო პოლიტიკის გასაანალიზებლად, რომელსაც გასული 2 საუკუნის მანძილზე ახორციელებდა რუსული თვითმპყრობელობა და რომელიც თანამედროვე რუსულ სახელმწიფოსაც ინერციით გადაეცა, უნდა ვიცოდეთ, თუ რა მისია ეკისრა რუსულ ეკლესიას. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი XVIII საუკუნიდან ძალზე მტკიცედ იყო დაკავშირებული ცარიზმთან, რაც იმპერიაში შემავალი დაპყრობილი ერების მიმართ მის რეაქციულ ბუნებას განაპირობებდა.

ქართული სახელმწიფოს დაპყრობისა და ბაგრატიონთა განდევნის შემდგომ ლიკვიდაციას "დაექვემდებარა" ქართული სამოციქულო ეკლესია, რომლის ნაცვლადაც რუსული "დერჟავა" თავისი საეკლესიო უჯრედის შექმნას გეგმავდა. "კავკასია ხელმეორედ უნდა დავიპყროთ, მაგრამ ახლა სხვა იარაღით... ამ სულიერი გამარჯვების გარეშე მის ფიზიკურ დაკაბალებას ვერასოდეს შევძლებთ. დადგა დრო, შემოვიერთოთ ადგილობრივი ერები და მათი სული და გული დავიმორჩილოთ!.." - ასე ღაღადებდა იმდროინდელი იმპერიის სასულიერო უწყება.

***
მოდით, შეძლებისდაგვარად დაწვრილებით დავაკვირდეთ, რა მძიმე გზა განვლო ქართულმა ეკლესიამ იმხანად.

ცარიზმმა ჯერ ჩვენი ეკლესიის თვითმოწესეობა გააუქმა, რამაც გზა მოუმზადა საქართველოს ე.წ. საეგზარქოსოს. რაღა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს მოუდრეკელ და ურჩ კავკასიაში თავისი "დიადი" მიზნები ჰქონდა, მაგრამ ქართულ სასულიერო ცხოვრების ხასიათთან სრული შეუთავსებლობის გამო ამან დამანგრეველი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე და მისი უდიდესი პროტესტი გამოიწვია.

რუსული ეკლესიის რეაქციული ბუნება განსაზღვრავდა მისი სასულიერო ფენის დიდი ნაწილის მოღვაწეობის ხასიათსაც. ისინი ცარიზმისადმი შესაშური ერთგულებით გამოირჩეოდნენ. "საქართველოში წარგზავნილ რუს სამღვდელოებას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მთელი ენერგია რელიგიურ საფუძველზე ქართველთა გარუსების საქმეს შეალიოსო", - წერდა რეაქციონერი ბერი იოანე ვოსტორგოვი. ამ ვერაგული პოლიტიკის შედეგად ჩვენში მოიშალა სამღვდელმთავრო კათედრები, დაიხურა და გაუქმდა უამრავი ტაძარი და მონასტერი, სასულიერო სასწავლებელი, უძველესი საეკლესიო განძეულობისგან განიძარცვა ჩვენი ტაძრები.

***
იმ მეთოდებს შორის, რომლებიც საქართველოს იმპერიასთან სრულ ასიმილირებას უწყობდა ხელს, კოლონიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი იყო. განსაკუთრებული დატვირთვა საზღვრისპირა რეგიონებს, უფრო კი - აფხაზეთს დაეკისრა. თავისი ნამდვილი არსი ცარიზმმა სწორედ ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე გამოავლინა. რა არ იღონა თვითმპყრობელობამ, საქართველოს სხვადასხვა კუთხე ერთურთისთვის რომ დაეპირისპირებინა, აფხაზეთი კი სამუდამოდ მოეწყვიტა.

ცხადია, ამ ყველაფერს იდეოლოგიაც სჭირდებოდა და სულ მალე "გამოცხვა" კიდეც: რუსეთმა თავის იმპერიაში იძულებით შემოერთებული პატარა ერები არასრულფასოვან რასებად გამოაცხადა და "საკადრისადაც" გაუსწორდა - გამოგონილი მიზეზებით დაუქუცმაცა ტერიტორია, აუკრძალა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, მერე კი - ღვთისმსახურებაც. ქართველთა ერთურთისთვის დაპირისპირება, მათ არაქართველ, არაქრისტიან ან არასრულფასოვან ქრისტიანებად გამოცხადება იმ დროს, როცა ერის გაერთიანების პროცესი მიდიოდა, უდავოდ დიდი დანაშაული იყო.

***
რაც შეეხება აფხაზეთს, ახალს ვერაფერს ვიტყვით - მას ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველოში პირველად სწორედ მის მიწაზე იქადაგეს ქრისტეს წმინდა მოციქულებმა, საეკლესიო იერარქიაც ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებს უკავშირდება.

შუა საუკუნეების შემდგომ კი მისი სტრატეგიული და პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი მისია კიდევ უფრო გაიზარდა და იქაურობა "ივერიის ხუროთმოძღვრების" სახელით ცნობილ ძეგლთა ქსელით დაიფარა, რომელთა კედლებმა დღემდე შემოინახა მოწმობა იმისა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს წმინდა მიწა.

რუსთა მოსვლამდე აფხაზებმა უთვალავ მტარვალსა და განსაცდელს გაუძლო: ქრისტიანობის აღზევება აქ XVI საუკუნემდე გაგრძელდა, ბიზანტიის დიდი იმპერიის დაცემის შემდგომ კი იგი ოსმალთა იურისდიქციაში გადავიდა, თუმცა გელათს შეფარებულმა აფხაზეთის ეპისკოპოსმა ყველა ღონე იხმარა მრევლთან კავშირის შესანარჩუნებლად.

ოსმალთა ბატონობის შედეგები ცარიზმს თავისი მიზნების განსახორციელებლად არაჩვეულებრივ საბაბად ექცა. აფხაზეთი იმპერიისთვის სრულიად ქართველთა გადაგვარების ბერკეტად იქცა - ადგილობრივთა ასიმილაციისა და გადაშენებისთვის ამ რეგიონში რუსული სამხედრო დასახლებები გაჩნდა, მოგვიანებით კი მათ იმპერიის შიდა დასახლებიდან გამოდევნილი ათასი ჯურის სექტის წევრებიც (დუხობორები, მოლაკნები, სუბოტნიკები...) შემოემატნენ.

ეს ყოველივე ორი კურდღლის დევნას ჰგავდა: რუსთა ხელმწიფე, ერთი მხრივ, უცხო ელემენტთაგან ითავისუფლებდა თავს, მეორე მხრივ კი, მათი წყალობით აფხაზეთის აბორიგენთა გარუსების დაჩქარება ეიმედებოდა. თუმცა, ღვთის წყალობით, ყველაფერი სხვაგვარად აეწყო - ძლიერმა ქართულმა ელემენტმა, ეროვნული სამღვდელოების დიდმა ძალისხმევამ და მოსახლეობის არანაკლებ დიდმა პროტესტმა ცარიზმს იმედები დაუმსხვრია. თანაც საფრთხე ახლა უკვე აქ ჩამოსახლებულ რუს მართლმადიდებლებს შეექმნათ. როგორც სოხუმის რუსი ეპისკოპოსი დიმიტრი წერდა, სექტებმა ლამის წალეკეს აფხაზეთი. ამ მოულოდნელი ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლებამ რუს მართლმადიდებელთა ახალი ნაკადის ჩამოყვანაში დაინახა. წაახალისა კიდეც ისინი: მოზრდილი სახაზინო მიწები გამოუყო, ხოლო რუს სამღვდელოებას განსაკუთრებულად უმზრუნველა.

***
1810 წელს რუსეთმა გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და "დედა რუსეთს" უბოდიშოდ შეუერთა. ამ დროიდან ეს რეგიონი ოსმალთა იმპერიასთან სიახლოვის გამო რუსეთ-თურქეთის საომარ მოქმედებათა არეალად იქცა. პოლიტიკურმა ვითარებამ აფხაზეთს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

რუსეთი მთელი ძალით შეეცადა, საქართველოს ეს ძველი მიწა თავისი იმპერიის საზღვრებს შიგნით მოექცია, საქართველოს "მავნე გავლენისგან" გაეთავისუფლებინა და ოსმალთა წინააღმდეგ საიმედო პლაცდარმად ექცია.

თუმცა ამ მისწრაფებას ძალზე სერიოზული გარემოებები დაუპირისპირდა: აფხაზეთში თურქთა ხანგრძლივმა ბატონობამ მის მკვიდრთა უმრავლესობაში პროთურქული განწყობა გააძლიერა, რაც რუსთა მტაცებლურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამძაფრა. რუსეთს აფხაზეთში დახვდა გამაჰმადიანებული აფხაზი მოსახლეობა, რომელსაც იდეოლოგიურად სწორედ რუსული ეკლესია უნდა დაპირისპირებოდა.

სამწუხაროდ, ის გარემოებაც ყურადსაღებია, რომ იმ პერიოდში რუსეთ-თურქეთის გამუდმებულმა ომებმა აფხაზეთის უძველესი ეკლესია-მონასტრები თითქმის აღგავა პირისაგან მიწისა და ამიტომაც თავისი მიზნების განსახორციელებლად ცარიზმს მათი აღდგენა და მოქმედ ტაძართა გარუსება დასჭირდა.

***
რუსული საეკლესიო პოლიტიკის პირველ მსხვერპლად ბიჭვინთის ძველი ტაძარი იქცა. 1821 და 1838 წლების საიმპერატორო ბრძანებულებებით, ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდგომაც მონასტერი აფხაზეთში რუსული იდეოლოგიის საყრდენად იქცა. მისი ბედი გაიზიარეს ბედიის, მოქვისა და ახალი ათონის მონასტრებმაც.

საქართველოს დაპყრობის შემდეგ რუსეთი აღარ მოერიდა ირანისა და თურქეთის "განაწყენებას" და როგორც კი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები გაიმყარა, უფრო თამამად დაიწყო აფხაზთის "ათვისება".

ამ დროიდან მოყოლებული მთელი ძალით ამოქმედდა რუსული საგანმანათლებლო მისიები, რომელთაც 30-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა სამხედრო უწყება და მისი თავკაცი, გენერალ-ადიუტანტი პანკრატოვი.

აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში ჩამოყალიბდა სამისიონერო სკოლები, რომლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა რუსული პოლიტიკისა და იდეოლოგიის შესატყვის განათლებას იღებდა.

***
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იმპერია და მისი ეკლესია მიზეზთა გამო გააქტიურდნენ და სამისიონერო საქმიანობა ორი მიმართულებით გაიშალა - სარწმუნოებაშერყეული მოსახლეობის მოქცევისა და ლამის მასობრივად გამაჰმადიანებული ქართველების გაქრისტიანებისკენ.

წარმატების უზრუნველსაყოფად აფხაზეთი ოთხ რეგიონად დაიყო: გუდაუთის, გუმისთის, კოდორისა და სამურზაყანოს. სამურზაყანოში ქართველთა სიჭარბის გამო უპირატესობა ქართველ სასულიერო პირებს მიენიჭათ, რადგანაც მათ უკეთ იცოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ფსიქოლოგია, ენა და ზნე-ჩვეულებანი.

***
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის რუსეთმა ამ რეგიონიდანაც იწყო ქართველი სამღვდელოების დევნა, რაშიც დიდად გაისარჯა რუსი მეცნიერი, ვინმე თევდორე გერშელმანი.

როგორც ზემოთ ვთქვით, ამ საშინელმა პოლიტიკამ მოსახლეობის დიდი პროტესტი გამოიწვია. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწენი, მეცნიერები, ინტელიგენცია, თავადაზნაურობა, სამღვდელოება... სწორედ მათი ძალისხმევით გაიღვიძა 60-იანი წლების აფხაზეთში ქართული ცნობიერებისა და კულტურისკენ ლტოლვამ, რასაც ოცდაათამდე ეკლესია-მონასტრის ამოქმედება, სამრევლო სკოლათა გახსნა და კიდევ სხვა ეროვნულ საქმეთა წამოწყება მოჰყვა.

ქართველი სასულიერო პირები, რუსი სამღვდელოებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული სიფრთხილით ცდილობდნენ გამაჰმადიანებულ თანამემამულეთა მოქცევას, რამაც იმპერიის რისხვა გამოიწვია: აფხაზეთში ქართული მართლმადიდებლობისკენ შემობრუნების პროცესმა უკიდურესად შეაშფოთა ისინი და გადაწყვიტეს, მაჰმადიანი იქაურები მასობრივად გაეხიზნათ თურქეთისკენ.

ამ პროცესმა გასაკუთრებით აფხაზეთის მთიანეთი - კოდორის ხეობის ზედა წელი, წებელდა, ბზიფი, სოხუმის მთიანი მხარე დააზარალა. საბედნიეროდ, ქართველი სამღვდელოების წყალობით ამ საშინელ ღონისძიებას გალისა და ოჩამჩირის რეგიონები გადაურჩა.

ქართველი სასულიერო კრებულის მოღვაწეობამ ამ მიმართულებით მეცხრამეტე საუკუნის 80-90-იან წლებში განსაკუთრებულად გაამწვავა რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის დაპირისპირება, რასაც შედეგად აფხაზეთისგან ქართველ სასულიერო პირთა სრული ჩამოცილება მოჰყვა.

***
1887 წლიდან სოხუმის საეპისკოპოსო კათედრას მხოლოდ რუსი მღვდელმონაზვნები განაგებდნენ, სამონასტრო საქმის აღსრულება კი პოლიციის აპარატის მეშვეობით ხორციელდებოდა.

რაც უნდა პარადოქსად მოგეჩვენოთ, ეს მოხელენი გამაჰმადიანებულ აფხაზებს ძალდატანებით ნათლავდნენ, იძულებით "გაქრისტიანებულებს" კი დიდი სიძულვილი უჩნდებოდათ მართლმადიდებლობისადმი და კვლავ ძველ რწმენას უბრუნდებოდნენ. საარქივო მონაცემებით, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისთვის სოხუმის ეპარქიაში 40 000 აფხაზი მოინათლა, თუმცა მათგან მხოლოდ მეოთხედმა შეინახა ქრისტიანად თავი.

ასე რომ, რუსულმა რეაქციულმა პოლიტიკამ შეურაცხყო აფხაზეთის მოსახლეობა, ძალზე შეაფერხა იქაურთა გაქრისტიანების პროცესი, ასე სათუთად და სიყვარულით რომ ხორციელდებოდა ქართველ სასულიერო პირთა მიერ და ეროვნული გადაგვარების პირას მიიყვანა აფხაზები.

***
ქრისტიანობის სახელით მოსული რუსი სასულიერო კრებულის დიდ უმრავლესობას უფლის სამსახურის ნაცვლად პირადი ინტერესები და იმპერიის მიერ დაკისრებული მისია ამოძრავებდა, რწმენისა და სიყვარულისგან დაცლილ ასეთ მქადაგებლებს კი, რაღა თქმა უნდა, ადამიანთა სიყვარულის მოპოვება არ შეეძლოთ.

ყოველივე ამან ღრმა ნაპრალი შვა სამღვდელოებასა და მრევლს შორის.

***
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, უამრავი შიდა პრობლემის მიუხედავად, რუსეთი მსოფლიოსთვის ანგარიშგასაწევი სახელმწიფო იყო და ცდილობდა კიდეც, პოლიტიკური გავლენა მთელ საქრისტიანოზე გაევრცელებინა, რაც რუსული სამონასტრო ცხოვრების აღორძინებითაც გამოიხატა. სწორედ ამ ხანას ემთხვევა ათონის წმინდა მთაზე რუსული ლავრის "რუსიკის" აღორძინება და აფხაზეთში, ახლა ათონზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის დაარსება, რომელიც სიმონ კანანელის ქართული მონასტრის საძირკველზე აღმოცენდა და იქ რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ უჯრედად ჩამოყალიბდა.

მეცხრამეტე საუკუნის 60-70-იან წლებში, როდესაც რუსული პოლიტიკა აშკარად დაინტერესდა ბალკანეთით, ათონზე რუს და ბერძენ ბერებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა (ეს ყველაფერი "ბერძნულ-რუსული პანტელეიმონის პროცესის" სახელით დაფიქსირდა ისტორიაში). ხსენებულ პროცესში "რუსიკის" გამარჯვება რომ ხანმოკლე იყო, იმპერიამ მშვენივრად იცოდა და ამიტომაც ალტერნატიული თავშესაფრის მოსაძიებლად თადარიგიც დაიჭირეს - აფხაზეთში ახალი ათონის მონასტერი დააფუძნეს, რომელიც ძველი ათონის "რუსიკს" დაექვემდებარა.

ახალ ათონს კი დაექვემდებარა ბიჭვინთის ძველქართული ტაძარი, რომელიც სულ მალე რუსულად გადაკეთდა.

***
მეოცე საუკუნემ რუსულ იმპერიას ახალი გეგმები, ინტერესები და ბრძოლის მეთოდები უკარნახა. პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მრავალი რამ განაპირობა - პირველმა მსოფლიო ომმა, შიდა კრიზისმა და იმპერიის განაპირა მხარეებში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის ხელახლა დაყენებისკენ უბიძგა ქართულ საზოგადოებას, რამაც ცარიზმი გააცოფა. მან ნაცად ზომებს მიმართა - კონტრშეტევაზე გადმოვიდა, ახალი საეკლესიო რეფორმისთვის სამზადისს შეუდგა, რაც საეკლესიო საზღვრების ხელახალ გადანაწილებას, კავკასიის სამიტროპოლიტოს (რომელიც რუსულ ეკლესიას უნდა დამორჩილებოდა და საეგზარქოსოზე უარესი იყო) დაარსებას და ამ ყველაფრით დარღვეული სახელმწიფო საზღვრის კიდევ ერთხელ "დაკანონებას" ისახავდა მიზნად.

ეს მოთხოვნები ჯერ კიდევ 1906 წელს ჰქონდა რუსეთის ეკლესიის სინოდს, მაგრამ 1905-07 წლების რევოლუციამ მათ განხორციელებას ხელი შეუშალა, 1916 წლისთვის კი კვლავ იჩინა თავი. ამოქმედდა საუკუნის დასაწყისში ჩაფიქრებული პროექტი ყუბანთან სოხუმის ეპარქიის გაერთიანების შესახებ, რომლის ცენტრიც ქალაქი ეკატერინოდარი უნდა გამხდარიყო.

მოგვიანებით სოხუმის ეპარქიას თავის ახალ საზღვრებში უნდა შემოეერთებინა სამეგრელოსა და სვანეთის ეპარქიებიც, რასაც რეაქციონერი დეკანოზი იოანე ვოსტორგოვი ედგა სათავეში.

კავკასიის სამიტროპოლიტოს უნდა მოეცვა როსტოვიდან არზრუმამდე გაშლილი ტერიტორია, რომლის კათედრები ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ქალაქებში უნდა განთავსებულიყო (მათ შორის - სოხუმის ეპარქიაც, რომელიც ქართულ სამრევლოებს მოსწყდებოდა და გარუსებულ ქართველთა, აფხაზთა, ბერძენთა და სომეხთა ეპარქიად იქცეოდა). ამით იმპერია ერთგვარად ემზადებოდა იმ შემთხვევისთვის, თუკი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი კვლავ დადგებოდა. ამ შემთხვევაში გარუსებული აფხაზეთის სამწყსო რუსული ეკლესიის წიაღში აღმოჩნდებოდა და საქართველოს ეკლესიას ვერასოდეს დაუბრუნდებოდა.

ქართველმა საზოგადოებამ აშკარად იგრძნო საფრთხე და რუსულ გეგმებს აფხაზეთში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. "სოხუმის ოლქს, რომელიც ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და ლინგვისტურად ქართული საკათალიკოსოს განუყოფელი ნაწილია, ქართველობა თავის დღეში არ დასთმობს: ვეძიოთ სიმართლე, რომ ცოცხალ ქართულ ეკლესიურ ორგანიზმს საღი ნაწილი არ ჩამოეჭრას", - წერდა პეტროგრადში გაზეთ "საქართველოს" წარმომადგენელი ნაფიცი ვექილი დ. ჭიაბრიშვილი ქართველი ერის სახელით.

***
ამ შემზარავმა და უღმერთო პოლიტიკამ თავად აფხაზთა მწვავე პროტესტიც გამოიწვია. მათ რუსთაგან კატეგორიულად მოითხოვეს სოხუმის ეპარქიის საქართველოს ეკლესიის წიაღში დატოვება, აფხაზეთის ტაძრებში ქართული საღვთისმეტყველო ენის აღდგენა, სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დანერგვა და სხვა.

"საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებიდან ქრისტიანობის გავრცელების საქმე და მისი პოპულარიზაცია აფხაზეთში მეტად შეფერხდა... სარწმუნოების დაცვის გამო გთხოვთ, არ გაგვთიშოთ და გაგვყოთ ძველადვე არსებულ წყობილებიდან, რომელიც საუკუნეთა მანძილზე შექმნილია საქართველოს და აფხაზეთის ისტორიული და კულტურული ცხოვრების მიერ", - ასე მიმართა აფხაზმა ხალხმა რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს.

მაგრამ, ამ პროტესტის მიუხედავად, იმპერიას უკან დახევა არც უფიქრია და 1917 წლის დასაწყისშივე სოხუმის გამოყოფილ ეპარქიაში ახალი, გაცილებით ვერაგული რეორგანიზაცია დაიწყო: სინოდის განჩინებით, სოხუმის ეპარქია ორად დანაწევრდა - შავი ზღვისპირეთის გუბერნიას დამოუკიდებელი საეპისკოპოსო ნოვოროსიისკში დაუდგინდა, ხოლო სოხუმის ოლქი ქუთაისს მიეწერა, რაც აფხაზეთში საეპისკოპოსო კათედრის გაუქმების მაუწყებელი იყო.

აფხაზეთის უკვე ყოფილი საეპისკოპოსო კათედრა ქუთაისის სამიტროპოლიტოს დაექვემდებარა, მაგრამ ეს რეალურად ვერ განხორციელდა - რუსთა იმპერიამ დიდი პოლიტიკური გადატრიალება - ოქტომბრის წითელი რევოლუცია გადაიტანა, რამაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართულ პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაშიც შეცვალა ბევრი რამ...

ამ დროიდან "ახალ რუსეთს" არათუ გაუნელდა ინტერესი საქართველოს მიმართ, მან სხვა განზომილებაში გადაინაცვლა და დროის შესატყვისი მეთოდებითაც აღიჭურვა.

მასალა ეფუძნება
პროფესორ ქეთევან პავლიაშვილის ნაშრომს

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat