ამ დროს ჩემთან ერთი მოხუცი კაცი მოვიდა, ზედ გადამეფარა და გადამარჩინა
ამ დროს ჩემთან ერთი მოხუცი კაცი მოვიდა, ზედ გადამეფარა და გადამარჩინა
ქართლის ცხოვრებაში მრავალი საინტერესო ამბავია მიმობნეული: დამაფიქრებელიც, გულსატკენიც, იმედის მომცემიც და სულიერი ენერგიით ამავსებელიც.

ამჯერად გვსურს, რამდენიმე ამონარიდი შემოგთავაზოთ დავით ბაგრატიონისა და მისი ძმების მიერ შედგენილი "ქართლის ცხოვრებიდან", რომელიც მოსე ჯანაშვილმა გამოსცა 1905 წელს.

* 1789 წელს წმინდა ნიკოლოზის მადლით ამგვარი სასწაული მოხდა: კახეთის სოფელ არტოზანში შუამთის მონასტრის მოძღვართმოძღვარმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზ მდივნიშვილმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აშენება ინება. ჩადგეს დიდი ქვის საკირე და კაცი ცეცხლის ასანთებად შეგზავნეს. ამ დროს საკირე ჩამოიქცა, კაცს დაეცა და სულმთლად დაფარა. მოცვივდნენ თანასოფლელები, გადაყარეს ქვა და კაცი უვნებელი იპოვეს. როგორ გადარჩიო, ჰკითხეს, მან კი უპასუხა: "საკირე რომ ჩამოინგრა, ამ დროს ჩემთან ერთი მოხუცი კაცი მოვიდა, ზედ გადამეფარა და გადამარჩინაო".

* 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი დაარბია. იავარყვეს მეფის ქონებაც. სწორედ მაშინ დაიკარგა წმინდა ევსტათის მკლავი, რომელიც იმ დროს მეფის სენაკში ესვენა, და მეტეხის ტაძრის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. თბილისის აღებისას ქრისტესთვის ეწამა სვიმონ კარგარეთელი, ხარების ტაძრის დიაკონი იოანე ოსყოფილი და მრავალი სხვა, კაცნი თუ დედაკაცნი...

1797 წელს ხანმა შუშის ციხე დაიპყრო და ქართლის ერთიანად განადგურება განიზრახა.

აღა-მაჰმად-ხანმა ციხე რომ აიღო, შეძრწუნდნენ კახნი და მიუვალ ადგილებში იწყეს გახიზვნა.

ალავერდობა იყო და ანტონ კათოლიკოსიც, მეფე ერეკლეს ძე, ალავერდში ბრძანდებოდა. ჩამოასვენეს წმინდა გიორგის დიდი ხატი - გადამალვას უპირებდნენ, მაგრამ ხატი ფარჩის ბუდეში არა და არ ჩასვენდა. განკვირდნენ სამღვდელონიც და ერისკაცნიც... ამ დროს მოვიდა მახარობლად დიმიტრი გურამიშვილი და მეფეს აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილი აუწყა - მრისხანე მბრძანებელი ღამით მისსავე მსახურებს მოეკლათ.

ასე გადარჩა კახეთი აოხრებას, ხოლო კათოლიკოსმა ანტონმა ხატის ზურგი მოაჭედინა და ზედ წააწერინა ეს სასწაული - გადარჩენა სრულიად საქართველოსი.

* 1800 წელს მეფე გიორგი ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში ესვენა და მისი მეოხებით სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. როცა მკერდზე ვერცხლი აჰყარეს, გამოჩნდა წმინდა მთავარმოწამე გიორგის მკლავი. არავინ იცოდა, რომ იგი ხატში ესვენა. როცა ხატის გაახლება დაასრულეს და წმინდა ნაწილი ძველ ადგილას ჩააბრძანეს, "ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოსა ზედა".

* 1808 წელს იმერეთში, მთის რაჭაში, განმარტოებით ცხოვრობდა ბერი ზაქარია ჯაფარიძე. ის იმერთა კათოლიკოსს მაქსიმე აბაშიძეს თან ახლდა რუსეთში. კათოლიკოსი კიევში გარდაიცვალა, მაქსიმე კი სამშობლოში დაბრუნდა და რაჭის მთებში დაეყუდა.

ამ საოცარი ასკეტის სათაყვანოდ ერთხელ მეფე სოლომონი მისულა. უთქვამს ბერს: "მეფეო, ასეთი ჩვენება ვიხილე: მოვიდა დიდი, წითელი გველეშაპი, რომელმაც შთაგნთქა სრულიად, ფეხებიღა გიჩანდაო", - და იქვე განუმარტა ხილვის აზრი: "შენი მეფობა აღსდგება და დიდ მწუხარებასა და განსაცდელს მიეცემი. გმართებს, შეინანო და ღმერთს შეევედრო, განსაცდელს აგარიდოს. შენი ქვეშევრდომნი დიდ ჭირსა და ვალალებაში ჩაცვივდებიან, რამეთუ გავრცელდება მომსვრელი სენი და შიმშილიო".

მაგრამ მეფემ არაფერი შეისმინა, ამიტომაც მართლაც გადახდა ეს ყოველივე, ხოლო შემდგომად მეფისა ნახევარ იმერეთზე მეტი ჭირმა და შიმშილმა მოსრა.

* 1810 წელს მეფე სოლომონი გენერალმა ტორმასოვმა თბილისში ჩამოიტყუა, დაატყვევა და რუსეთში უპირებდა გაგზავნას, მაგრამ ერთგულმა ხალხმა გააპარა. გუბერნატორმა მეჯინიბე დაჰკითხა. მეჯინიბემ მიუგო: "აი მეფის ცხენი, რომელიც მე მებარა; მეფე შენ გებარა, მე რა ვიცი, რა უყავიო". მოსწრებულ პასუხზე ხალხს გაეცინა, მაგრამ ტორმასოვს არ ეხუმრებოდა. პოლიცმაისტერი დავით გოსტაშაბიშვილი, ნინია სუბატიშვილი და ფარეში მეფისა, რომელიც საწოლში მის ნაცვლად ჩაწვა, გააციმბირეს, ხოლო დარაჯები, უბრალო ხალხი - დავით პენტელაშვილი, გოგია იმერელი, აზნაური ფალავანდიშვილი და გორელი სომეხი, ვინმე იოანე - ავლაბრის რიყეზე დახვრიტეს. მოკლულები ავლაბარშივე დაკრძალეს, ხოჯა მელიქის საყდრის გასწვრივ, მინდორზე, და დარაჯებად რუსები დაუყენეს, რათა ქართველებს გვამები არ მოეპარათ. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ, შუაღამისას მათ საფლავებს ზეგარდმო ნათელი დაადგა. შეშინდნენ ჯარისკაცები, მუხლებზე დაეცნენ და თაყვანი სცეს მათ. ეს ამბავი შეატყობინეს ტორმასოვსაც, რომელიც ძალზე შეშინდა და ჯარისკაცებს უბრძანა, არავისთვის გაემხილათ, მაგრამ ეს სასწაული ავლაბრის მცხოვრებთაც ეხილათ...

ასეთი რამ იმავე წელს კიდევ ერთხელ მომხდარა: ტორმასოვს ალექსანდრე და ლევან ბატონიშვილების ერთგული იესე დოღაძე ჩამოუხრჩვია. სიკვდილის წინ დოღაძე კომენდანტს შევედრებია და მასაც აღსარება-ზიარების ნება მიუცია. იესეს აღსარებაში უთქვამს, რომ ქალწული იყო და მტკიცედ ეპყრა სარწმუნოება ქრისტესი.

ცხედარს დარაჯები მიუჩინეს. შუაღამისას გარდაცვლილს ნათლის სვეტი დაადგა. მცველები შეშინებულები დაეცნენ მიწაზე და თაყვანი სცეს ზეგარდმო ნათელს. მოუხმეს კომენდანტს. მანაც იხილა გარდაცვლილის სხეულზე დამდგარი ზეციური შუქი. ეს ამბავი გორში მოხდა და იქაურებიც შეესწრნენ ამ სასწაულს. მთავარეპისკოპოსმა იუსტინე მაღალაშვილმა იესეს ნეშტი გამოითხოვა და გორის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაში დაკრძალა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat