სხვაგვარი გზა ირჩია მეფემ ერთიან სამეფოს ჩამოშორებული მესხეთის დასაბრუნებლად
სხვაგვარი გზა ირჩია მეფემ ერთიან სამეფოს ჩამოშორებული მესხეთის დასაბრუნებლად
"საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში ბაგრატ III-ის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის შემდეგ არც ერთ მეფეს თანამედროვეთა შორის და შთამომავლობაში ისეთი სახელი არ მოუხვეჭია, როგორიც გიორგი V ბრწყინვალემ დაიმსახურა".
ივ. ჯავახიშვილი, "ქართველი ერის ისტორია"

მონღოლთა ხანგრძლივმა ბატონობამ სავსებით მოშალა საქართველოში საუკუნეებით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი. ქვეყანაში მათი ტრადიციები გაბატონდა. ასე იცხოვრა საქართველოში მონღოლთა მოსვლიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ დაბადებულმა დემეტრე თავდადებულმაც. მას სამი ცოლი ჰყავდა: ბერძენი, მონღოლი და მესამე - სამცხის ათაბაგის, ბექა მანდატურთუხუცესის ასული ნათელა. სწორედ მისგან შეეძინა გიორგი, "რომელი უკანასკნელ ძმათა მისთა მეფე იქმნა და განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა, მარტო შვა დედამან. ვითარცა მარგალიტისათვის თქმულ არს მარტოება უმჯობესისათვის, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა". მონღოლთა დროინდელი ისტორიის მომთხრობელი ქართველი ჟამთააღმწერლის ეს აღტაცებული სიტყვები ჭეშმარიტად გამოხატავს იმ სიყვარულსა და მოწიწებას, რაც გიორგი V-მ "თანამედროვეთა შორის და შთამომავლობაში" მოიხვეჭა.

დემეტრე თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ მცირეწლოვანი გიორგი პაპასთან, ბექა ჯაყელთან, იზრდებოდა სამცხეში. მონღოლთა ყაენმა მეფედ დავით ნარინის ძე, ვახტანგი განაწესა. განათლებულმა და "ყოვლისა საქმის მცოდნე" ვახტანგ II-მ მხოლოდ ოთხი წელი იმეფა - 1293 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ტახტი დემეტრე თავდადებულის ძემ, დავითმა მიიღო. დავით VIII მოვაკანში მამის წამებასა და სიკვდილით დასჯას ესწრებოდა, ამიტომ როცა რაღაცით განაწყენებულმა ყაენმა თავისთან იხმო, მთიულეთში გაიხიზნა. მოხდა ის, რისგანაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა დემეტრე თავდადებულმა სამშობლო - ქართლში მონღოლთა რაზმების გაუთავებელი თარეში დაიწყო. მეფის ხელისუფლების დასუსტებამ ხელ-ფეხი გაუხსნა ზოგიერთ ფეოდალს. ისინი ურიგდებოდნენ მონღოლებს და მეფის ხელისუფლებას არად აგდებდნენ. გამწვავდა ურთიერთობა საქართველოს მთიანეთსა და ბარს შორის. მთიელები ხოცავდნენ მეფის ერისთავებს და აძევებდნენ ეკლესიის მსახურთ. ყოველივე ამას ქართლში ოსების შემოჭრაც დაერთო. მათ გორიც კი დაიპყრეს და ისე გათამამდნენ, რომ ნადირობიდან მომავალი ქართლის ერისთავთერისთავის, რატი სურამელის, გაძარცვა მოინდომეს (უსაჭურვლო ერისთავმა თურმე ერთ-ერთ მომხდურს ფარი გამოგლიჯა და "უხეთქნა მუზარადსა, გაუპო და ცხენიდან მკვდარი ჩამოაგდო" რამდენიმე თავდამსხმელი).

ასეთ მძიმე ვითარებაში მოუხდა 1314 წელს აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლა დემეტრე თავდადებულის უმცროს ძეს - გიორგი V-ს. მეფის წინაშე ქვეყნის ხსნის ორი გზა იყო: ან შინაური მტრების, ურჩი დიდებულების დამორჩილებას უნდა შედგომოდა, ქვეყანა დაეწყნარებინა, მისი მთლიანობა აღედგინა და ამით მონღოლთა წინააღმდეგ საომრად ძალა მოეკრიბა, ან თავდაპირველად დამპყრობლებს შებრძოლებოდა, ქვეყანა გაეთავისუფლებინა და შინა პრობლემებისათვის შემდეგ მიეხედა. გიორგი მეფემ სწორად გადაწყვიტა, რომ დაქუცმაცებული და დაუძლურებული საქართველოსათვის მონღოლთა წინააღმდეგ ამხედრებას შეიძლება საბედისწერო შედეგი მოჰყოლოდა. ამიტომ დამპყრობლებთან ფრთხილი და მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოება ირჩია.

უპირველესად, ქართლის მარბიელთა თარეშისაგან დახსნა დაისახა მიზნად. სამი წელი დასჭირდა გორში გამაგრებულ ოსთა განდევნას. ამ ბრძოლაში ქსნისა და არაგვის საერისთავოების ჯარიც მონაწილეობდა. გამარჯვების შემდეგ ქსნისა და არაგვისხეველები ერთმანეთს წაედავნენ - არა მე უფრო ვიმამაცე ომში და არა მეო. ქიშპობა მტრობაში გადაიზარდა და ერთმანეთთან საომრად გაემზადნენ. მათ დასაშოშმინებლად მეფე გიორგიმ თავისი ვაჟი, დავითი, გაგზავნა. ვერაფერს გახდა გულფიცხელ მთიელებთან უფლისწული, თუმცა "მუხლთა დაუყრიდა, ლომისასა მყოფთა ხატთა დაუსვენებდეს და ევედრებოდეს". ძმათამკვლელი სისხლიანი შეტაკება მაინც მოხდა.

თბილისიდან თავისი ლაშქრით გამოვიდა თანამოძმეთა უგუნურებით განრისხებული მეფე, ჟინვალით მთიულეთი ავლო, ჯვართა ყელზე გადავიდა და ხევში დარიალამდე ჩავიდა. იქიდან უკუიქცა, ლომისაზე გადაიარა, ქსნის ხეობა ჩამოვლო და მუხრანით თბილისს დაბრუნდა. მეფემ მთიელებს ძალა უჩვენა და მორჩილების გუნებაზე მოიყვანა. თბილისში დაბრუნებულმა ხევისბერები და ხევისთავები ჩამოიყვანა, მოიწვია დარბაზი და საქართველოს მთიანეთისათვის კანონთა კრებული - "ძეგლის დადება" შეიმუშავა.

"ძეგლის დადება" გიორგი V-ის ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კანონმდებლობის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯი გახლდათ. საჭირო იყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების შერყეული საფუძვლის - კანონიერების - დამკვიდრება. მალე "ძეგლის დადებას" ქართული სახელმწიფო-სამართლებრივი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუში "ხელმწიფის კარის გარიგება" მოჰყვა.

ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე საქართველოს გაერთიანების გეგმის განხორციელებას თანმიმდევრულად შეუდგა. უპირველესად, ისარგებლა იმით, რომ ერთმანეთში ატეხილი უთანხმოების გამო მონღოლებს საქართველოს შინაური საქმეებისათვის ერთ ხანს აღარ ეცალათ და "ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი, რომელნიც ჩინგიზთ (მონღოლთ) მიუდგნენ, კახეთის ციხეზედ მიიწვია და ამოსწყვიტა".

ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მიაპყრო მზერა გიორგი ბრწყინვალემ. დავით-ნარინის ვაჟებმა, კონსტანტინემ და მიქაელმა, ტახტისთვის ერთმანეთთან ბრძოლაში გალიეს დღენი. მათი გარდაცვალების შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ 1329 წელს ლიხის მთა გადალახა და ქუთაისის ციხეს, რომელშიც მიქაელის შვილი, ბაგრატი, გამაგრებულიყო, ალყა შემოარტყა. სულ მალე ალყისგან "შეჭირვებულმა" ბაგრატმა მეფეს პატიება სთხოვა და ციხის გასაღები ჩააბარა. მას შემდეგ, რაც გიორგი მეფემ ოდიშსა და აფხაზეთს "განაგნა მუნისებურნი და დაიპყრა ციხენი თვისად", ბაგრატი თან წამოიყვანა. ამით მოისპო საქართველოში ორმეფობა და ქვეყნის მთლიანობაც ფაქტობრივად აღდგა.

სხვაგვარი გზა ირჩია მეფემ ერთიან სამეფოს ჩამოშორებული მესხეთის დასაბრუნებლად. დედის სამშობლოსა და თავისი აღმზრდელი ოჯახის მიმართ ძალა არ გამოუყენებია. 1334 წელს, როცა მესხეთის მთავარი, სარგის ჯაყელი, გარდაიცვალა, მისი შვილი, ყვარყვარე, გიორგი მეფემ თავად აკურთხა ერისთავად და ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაუბრუნა საქართველოს.

დადგა მონღოლებთან ურთიერთობის გარკვევის დროც. 1335 წელს, საქართველოს დაპყრობიდან ზუსტად ასი წლის თავზე, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა. ყაენმა ავისმომასწავებელი დუმილით უპასუხა. ეს დუმილი გარდაუვალ შურისძიებას ნიშნავდა, მაგრამ გიორგი V-ს არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა. მეფის მტკიცე გადაწყვეტილებით, შემართული ქართული ლაშქარი ქვეყნის საზღვრებზე ჩაყენებულ მონღოლთა ბანაკებს მიადგა. რვა წელი გაგრძელდა მძიმე, მომქანცველი ომი და "განხსნა თათარნი საქართველოსაგან" გიორგი ბრწყინვალემ.

ამით არ დამთავრებულა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის მებრძოლი მეფის საომარი გზა. მალე მცირე აზიიდან წამოვიდა სულთანი ორხანი, "რათა დაიპყრას კლარჯეთი და მიმდგომნი მისნი". თურქთა ჯარს მეფე გიორგის ლაშქარი საზღვარზე დახვდა და როგორც არაერთხელ მომხდარა, ბრძოლის შემდეგ "ურიცხვნი თურქნი ივლტოდნენ სულთანითურთ".

ისევ შემოიმტკიცა გიორგი მეფემ სომხეთი, რანი, მოვაკანი და დაღესტანი. კვლავ აღიმართა ქართული დროშა კასპიის ზღვაზე, დარუბანდში.

საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისა და მტკიცე წესწყობილების დამყარებისათვის მებრძოლი გიორგი ბრწყინვალე, ცხადია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც ბევრს ზრუნავდა. იგი ხელს უწყობდა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გაცხოველებას. განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები მყარდებოდა ჩრდილოეთ იტალიის ფაქტორიებთან (ქალაქ-სახელმწიფოებთან). ვაჭრობის განვითარებამ ახალი აუცილებლობა მოიტანა და გიორგიმ გაბატონებული მონღოლური ფულის ნაცვლად ახალი მონეტა - "გიორგაული თეთრი" - მოაჭრევინა. მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ეგვიპტის სულთანთან, რომლის ხელშიც იყო მაშინდელი პალესტინა. ქართველთა ჯვრის მონასტერი მაჰმადიანებს მიზგითად გადაეკეთებინათ. გიორგი მეფის თხოვნით, სულთანმა მონასტერი კვლავ ქართველებს დაუბრუნა, ხოლო იერუსალიმში მიმავალ ქართველ მლოცველებს ნება დაერთოთ, წმინდა ქალაქში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ.

გიორგი ბრწყინვალეს დროს თბილისი გამორჩეულ და მშვენიერ ქალაქად იქცა. რომის პაპი იოანე XXII თავის ეპისტოლეში წერდა: "ტფილისი, ქართველთა სამეფოს შუაგული ადგილი, საუკეთესო, შესანიშნავი, ერით სავსე, მარჯვე და სიმდიდრით უხვი ქალაქია. ამიტომ სმირნის საეპისკოპოსო კათედრა გადაგვაქვს ხსენებულ ტფილისის ქალაქსა".

გიორგი ბრწყინვალე 1346 წელს გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული.

მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat