გამაჰმადიანების დროს ხალხი სულ "ვაის" ჰყვიროდაო...
გამაჰმადიანების დროს ხალხი სულ "ვაის" ჰყვიროდაო...
1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა. უსაქართველოოდ ყოფნის სამი საუკუნე ჯოჯოხეთური განსაცდელით იყო აღსავსე. სამი საუკუნე სისხლის მდინარეები ერთვოდა ჭოროხსა და აჭარისწყალს. მამანი და დედანი, მოხუცებულნი თუ ყრმანი, ქრისტეს სიყვარულისთვის იხოცებოდნენ და ზეციურ მხედრობას უერთდებოდნენ. მათი ხსენება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სულთმოფენობას დააწესა. ამ დღეს ტაძრებს ყვავილებით რთავენ... ჩვენც შევავლოთ თვალი ამ მეწამულ ყვავილებს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ აჭარაში მოწყვეტილი მამანი და დედანი, რომელთაც განამშვენეს დედაეკლესია.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ზაქარია ჭიჭინაძის წიგნიდან "ქართველთა გულისცემა", რომელიც გამომცემლობა "არტანუჯმა" დასტამბა.

"აჭარაში გამაჰმადიანება ლივანიდან შემოუტანიათ. პირველად მაჰმადიანობა აჭარის მარჯვენა მხარის სოფლებისკენ გაუვრცელებიათ, მარცხენა მხარის სოფლები კი ისე დაუტოვებიათ. მარჯვენა მხარის სოფლები გავამაჰმადიანოთ და მარცხენა მხარის ხალხი თვითონ მოგვყვებაო. გამაჰმადიანებულთ და ქრისტეანთ შორის ყოველნაირი მეგობრობა მოსპობილა.

ლიგანის ხევი დღეს ლივანად იწოდება. ლიგანი ძველად იწყებოდა შესართავთან და იქიდან ართვინამდის მიემართებოდა. ოსმალთა მონების ქვეშ შესვლას შედეგად მოჰყვა მთელი ამ ადგილების გამაჰმადიანება. ქართველთ ოსმალთ წინააღმდეგ მკაცრად იწყეს ბრძოლა. ბრძოდნენ გმირულად, მაგრამ ბოლოს ქანცგაწყვეტილებმა იწყეს აქეთ-იქით ლტოლვა, დაბა და სოფლებმა იწყეს ვერანად ქცევა.

ოსმალნი ოც, ოცდაათ სოფელს დაეცემოდნენ, ამ სოფლის ხალხს ერთად შეჰყრიდნენ, გარს ოსმალოს ჯარს შემოაკრავდნენ და თათრობას ეუბნებოდნენ. ქართველთაგან ესმოდათ: "არ გავთათრდებით, რაც უნდა იქმნეს!"

- დაგხოცავთ სუყველას, არც ერთს არ დაგარჩენთ ცოცხალს, - ეუბნებოდნენ ოსმალნი.

- ნება თქვენი გახლდესთ, როგორც გერჩიოთ, ისე ჰქმენით საქმეო, - პასუხობდნენ ქართველნი.

პატიმარ ქართველებს მოუყრიდნენ ერთად თავს და ყველა ესენი წყობა-წყობა მიჰყავდათ ართვინის ხიდის გვერდით, რომელი ხიდიც ჭოროხზე იდგა. აქ აყენებდნენ ქართველთა და გარს ჯარისკაცნი სცავდნენ. პყრობილ ქართველთა პირდაპირ, ხიდის გვერდით, დაასვენეს ერთი ძველი ქართველთა ხატი, რომელსაც ქართველნი დიდ პატივს სცემდნენ. ეს ხატი ართვინის ეკლესიისათვის წაერთმიათ ოსმალებს. ხატის გვერდით იყო თავსაკვეთი ქვა და იდგნენ ჯალათები თავსაკვეთით აღჭურვილნი. პყრობილ ქართველთაგან სამ-სამნი მოჰყვანდათ ქართველთა ხატის წინაშე, გაკრძალვით აყენებდნენ და თან ეუბნებოდნენ: "თათრდები თუ არა? თუ თათრდები, ხომ კაი, თუ არადა, აი, თავსაკვეთი და ჯალათიო..." ხატზე მიფურთხების შემდეგ მიმფურთხავს ათავისუფლებდნენ და იქვე ათათრებდნენ. ორი დღის განმავლობაში რვაას ქართველს მოსჭრეს თავი და გადაყარეს ჭოროხში, რომელთაც ვერ გაბედეს ხატზედ მიფურთხება. ზოგნი კი ასახელებენ, რომ ათას ოთხას კაცს მოსჭრეს თავიო. ასე და ამგვარად, ართვინის ხიდის გვერდით დიდძალი ქართველობა გაწყვეტილა ოსმალთა წინაშე ბრძოლაში მაჰმადიანობის გამო. დახოცილებში ბევრი დედაკაციც რეულა და მღვდლებიც. ამ ადგილებში ქართველები გათათრდნენ, მაგრამ ქრისტიანობას მაინც არ სტოვებდნენ, საიდუმლოდ ქრისტიანობდნენ. ეს ამბები ოსმალთ შეიტყვეს, ამიტომ მათ ქართველებს სასტიკად უწყეს დევნა და ტანჯვა-წამება. უკანასკნელ საქმე იქამდის მივიდა, რომ ლივანელ და კლარჯელ ქართველებს ქართულ ენაზე ლაპარაკიც კი დაუშალეს... აი უმთავრესი მიზეზები იმისა, რომ ართვინის ახლო-მახლო ქართული ენა ზოგიერთ სოფლებში სრულიად მოისპო. ბევრმა მათგან იწყეს კათოლიკეთ თავის აღიარება, ზოგმა სომხობა და ამით გადაირჩინეს თავი წამებისაგან, რადგანაც ოსმალნი კათოლიკებსა და სომხებს არ ატანებდნენ ძალას. მარტოდ ქართველებს მტრობდნენ, რომ ამათ საქართველოს მეფესა და ერთან კავშირი არა ჰქონიყოთ.

მურღულში რომ შესვლა დაიწყეს ოსმალთა, მურღულელებმა იგინი არ შეუშვეს. შეკრეს მურღულის შესავალი კარი და ოსმალთ შეუთვალეს: "ეს ქვეყანა თამარ დედოფლისა არის, ამას ვერა სახელმწიფო ვერ აიღებს, ჩვენ არავის მივსცემთ ამის აღების ნებასო. ბევრის სისხლის ღვრის შემდეგ ოსმალთა სძლიეს მურღულელებს, მთლად აიღეს. მურღულის ერი მოსდრიკეს, მონების ბორკილი დაადეს კისერზედ. დამონების უმალვე გათათრება უთხრეს, მაგრამ ამაზედ უარი მიიღეს. ოსმალთა მალე მღვდლების გარეკვა დაიწყეს, მოკლე დროის განმავლობაში მურღულში ერთი მღვდელიც არ დარჩა, თვით მღვდელ-მთავარნიც გამოაგდეს. საჩქაროდ ეკლესიების ნგრევა-დაქცევა დაიწყეს. ისე უწყალოდ და შეუბრალებლად მათ არსად დაუქცევიათ ქართველთა სისხლი და ეკლესიები, როგორც მურღულში. მურღულის ქართველობამ თითქმის ასახელა თავისი არსებობა; ესენი ოსმალებს სჯულის გულისთვის დაუცხრომლად 1790 წლებამდის ებრძოდნენ. ამ ხანამდე აქ ბევრს სოფელში ქართველნი ქრისტიანობდნენ. ოსმალნი დაწყნარდნენ და მურღულის ქართველებს მიუყენეს ჭანელი მოლა-ხოჯები. მურღულელების ზოგი თუ გაათათრეს, ზოგი სულ ვერ გატეხეს.

1840 წელს ოსმალთა დიდი მეცადინეობით შეიტყვეს, რომ მურღულში თურმე გათათრებული ქართველები ჩუმად ქრისტიანობდნენ და ეს ჩუმი ქართველი ქრისტეანები მთელს მურღულის ხეობის ქართველებსაც ამაგრებდნენ სჯულზე, ამათ მიმხრობილი ჰყავდათ თვით მოლა და ხოჯები. ქრისტიანობას ესენი ასრულებდნენ ღამე: მათ ერთი ოთახი ჰქონდათ ამორჩეული, ეს ოთახი ერთი მოსახლის ქვეშ იყო გაკეთებული სარდაფივით. დანიშნულ დროს ამ ოთახში გროვდებოდნენ და აქ ლოცულობდნენ ქრისტიანულად. ამათ ჰყავდათ მღვდელი; ეს მღვდელი ტრაპიზონში იყო ნაკურთხი, ბერძენი ეპისკოპოსისგან. ეს მღვდელი დღისით ნამდვილი მუსლიმანი იყო და ღამე ქრისტიანი, ერის კაცის ტანთსაცმლით იარებოდა ხალხში, სალოცავს ოთახში კი იგი ფილონით შეიმოსებოდა. მღვდელი საეკლესიო ნივთებსაც ინახავდა. ყველა ესენი მათ სწყობიათ სალოცავ ოთახის ერთს დოლაბში, რომლის კარებიც კედელში ისე ოსტატურად ყოფილა ჩატანებული, რომ ხამი კაცი იმას ვერ გაარჩევდა. საიდუმლო ქრისტეან ქართველები, საიდუმლო ლოცვის გარდა, მცირედ კარშიაც ქრისტიანობდნენ. მაგალითებრ, შობა ღამეს იმათ იცოდნენ "ალილოს" თქმა: პატარა ბიჭები ერთად შეიკრიბებოდნენ და აქა-იქ ქართველებთან "ალილოს" ძახილით წავიდოდნენ. ოსმალთა მოლა-ხოჯები კი ასე ჰფიქრობდნენ, ვითომც ბავშვები მღერიანო. ქართველნი ყველა ქრისტიანულ დღესასწაულსაც იგონებდნენ ხოლმე და ნამეტურ უქმობდნენ შობას, აღდგომას, წყალკურთხევას, ახალ წელიწადს და ელიობას, ქრისტიანულ მარხვასაც ინახავდნენ.

ოსმალებმა გამოძიება მოახდინეს და რამდენიმე ბავშვი გატეხეს, რომ იგინი ქრისტეანობდნენ. პატარები რომ არ გამოეტეხათ, დიდრონებთაგან ვერას შეიტყობდნენ. საქმის გამოძიების და გარკვევის შემდეგ საიდუმლო ქრისტეანე ქართველები სიკვდილით იქმნენ განკითხულნი. დანიშნულ დღეს გაიყვანეს ისინი და ზოგი სახრჩობელაზედ ჩამოჰკიდეს და დააღრჩვეს, ზოგს თავი მოჰკვეთეს და ზოგიც დასჩეხეს, მაგრამ არც ერთმა მათგანმა ამ დროს წარბიც არ შეიხარა... ამგვარად მოსპეს მურღულში ქრისტეანობა.

აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტეანობაზედ მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ. ამ მოხუცებულებს ყოველთვის და ყოველგან სულ ქრისტეანობაზედ ჰქონდათ ლაპარაკი. ახალგაზრდებს ყოველთვის იმას ელაპარაკებოდენ, რომ ეგების ოდესმე თქვენის ძველების რჯულზედ გადახვიდეთო. მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა... ამ ხიდზედ დაუდიათ თავსაკვეთი, მოხუც ქრისტეანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა ფაშას უგზავნიდნენ, თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენო. ეს საქმეები მომხდარა 1790 წლებში.

აჭარაში გათათრების გამო ყველაზედ დიდი ბრძოლა დანდალოს ხალხმა გამოიარა. ამათი გმირობის საქმეები ყველასათვის საკვირველი და სამაგალითო ყოფილა. მთელი დანდალო მკაცრად დადგა ოსმალოს წინააღმდეგ სჯულის გამოცვლის გამო. თვით დედაკაცებმაც კი აიღეს ხმალ-ხანჯარი ხელში და ოსმალოს წინააღმდეგ გამოვიდნენ საბრძოლველად. ამათ გარდაწყვიტეს, რომ ან მამა-პაპის რჯულზედ უნდა დავრჩეთ და ან უნდა გავწყდეთო, ჩვენი გათათრება არ შეიძლებაო. ამათ დაიწყეს ბრძოლა, საკვირველი საქმე დაჰმართეს ოსმალთ. ოსმალნი ათასობით დაჰხოცეს. მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალნი მოერივნენ, რადგან ამათ მიიშველიეს ახალ გათათრებული ქართველნი. დანდალოს ერი დამარცხდა და ამ დამარცხებით მთლად გაწყდა ხალხი, გაწყდა ისე, რომ არსად ერთი კაციც არ დარჩენილა, ქალი-ბავშვი და სხვანი მთლად დახოცეს, გაწყვიტეს, რადგან ამათ დიდი ზარალი მისცეს ოსმალთ, დიდძალი ხალხი დაუხოცეს, ამის გამო მოსპეს ოსმალთ ესენი და ვინც დარჩა, ისინიც ოსმალში გარეკეს. მთელი დანდალო ცარიელი დარჩა. სახლები, სოფლები უპატრონოთ იყო დაშთენილი და შიგ კაცი აღარ იყო მცხოვრები.

ქრისტიანობისთვის დიდი ტანჯვა და წამება სოფელ ვაიოს ხალხს გამოუცდია. ზოგნი ამბობენ, რომ "ვაიო" იმიტომ დაერქვა იმას, რადგანაც გამაჰმადიანების დროს ხალხი სულ "ვაის" ჰყვიროდაო... ზოგნი ამბობენ, რომ როცა ქართველებს ამაჰმადიანებდნენ, მაშინ ბევრი არ გამაჰმადიანდნენ და ცოცხალნი დარჩნენ, თავიანთს ნათესავებს ჰგლოვობდნენ და ტიროდნენ და ჰყვიროდნენ "ვაიო, ვაიო" და ამიტომ დაერქვაო... გამაჰმადიანების შემდეგ აჭარის ქართველებში მევენახეობა ამოვარდნილაო. ამბობდნენ ხოლმე, რომ მთელი აჭარა სულ ვენახებად იყო გარდაქცეული და სოფლიდან სოფლამდის სულ ვენახებით იყო დაფარულიო..."

ეს ორიოდე ბწკარი მცირედ ნაწილსაც ვერ ასახავს იმ ტანჯვა-წამებისას, რაც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის მკვიდრმა ქართველებმა გამოიარეს. აქ ყოველი გოჯი მიწა მოწამეთა სისხლითაა მორწყული... იხსენებ წარსულს და უფრო და უფრო იმსჭვალები სიყვარულით ამ დალოცვილი კუთხის მიმართ, საიდანაც მთელ საქართველოს მოეფინა ქრისტეს ნათელი.

ამ თხუთმეტიოდე წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით აჭარაში წმინდა სახარების საქადაგებლად მორწმუნეთა ჯგუფი გაიგზავნა. მათ მამა არჩილი (მინდიაშვილი) წინამძღვრობდა.

ერთ შაბათ დღეს გზისგან დამაშვრალებმა დასვენება გადავწყვიტეთ. კარვები სოფელ დოლოგანიდან მოშორებით, მდინარე აჭარისწყლის პირას გავშალეთ. საკვების მარაგი გამოგვლეოდა და ამიტომ რაც მოგვრჩა, ყველაფერი ქვაბში ჩავუძახეთ - ოთხიოდე კბილი ნიორი, რამდენიმე მარცვალი ბარდა... თევზაობაც სცადა ზოგმა, მაგრამ ხუთი პატარა ჭიჭყინის გარდა ვერაფერი დაიჭირეს, ეს კი ვის ეყოფოდა...

ჩვენი იქ დაბინავება ადგილობრივ მცხოვრებთაგან თითქოს არავის უნდა სცოდნოდა, მაგრამ საღამოს, ჩვენდა გასაკვირად, ნობათით დატვირთული აჭარლები მოგვადგნენ. ჩამოვსხედით და ძალზე თბილი საუბარი გაიმართა. მამა არჩილის ქადაგება კეთილ მარცვლებად ითესებოდა მათ გულებში. იქვე იჯდა სხალთის მონასტრის წინამძღვარი მამა იობი (ახლა - მიტროპოლიტი), ჩვენი ჯგუფის მეგზური აჭარაში.

ივნისის საღამო გახლდათ. საუბარი თუ ქადაგება გვიანობამდე გაგრძელდა. აჭარლებს სტუმრებთან განშორება ეძნელებოდათ. მზე კარგა ხნის ჩასული იყო, ბინდდებოდა. მოულოდნელად ჩვენს გარშემო არე ნელ-ნელა განათდა. სულ გაბრწყინდა იქაურობა. ეს, ალბათ, რამდენიმე ათეული წამი თუ გაგრძელდა, მერე კი არემარე ისევ ბინდმა მოიცვა. მღელვარებისგან ფეხზე წამოვიჭერით. მივხვდით, რომ დიდი სასწაულის მხილველნი გავხდით, რომ სახიერმა უფალმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და სარწმუნოებისთვის მოწყვეტილმა აჭარლებმა აკურთხეს ქრისტიანობის ხელახალი ქადაგება დალოცვილ მიწაზე.
ბეჭდვაელფოსტა
16.01. 2021
ქუთაისელი ჩოხოსანი
ყველაფერი ძალად თავზე მოხვეულის დედა არ ვატირე, რაც არ უნდა იყოს?! (თუნდაც მარტო ჩალმა იყოს!)!
16.01. 2021
ქუთაისელი ჩოხოსანი
ე ბიჯო, გიზო! შენ თუ არ ხარ ტყეში ნაბოდიალები დედაკაცი, უამისოდაც გეცოდინებოდა შენი მამა-პაპის ისტორია ასე რომაა. არა და რამდენი შენი მეგვარე, სისხლისმიერი ძმა და და მოკლეს თურქება ჭოროხთან! ასი წელი იცოცხლე, მარა იმ ქვეყანას რომ წახვალ, არ გინდა იმათ თვალებში ჩახედო?!
16.01. 2021
ქუთაისელი ჩოხოსანი
"რადგან ამათ მიიშველიეს ახალ გათათრებული ქართველნი". ტარიელა ნაკაიძემ ქართული კიხვა იცის ნეტავი ეს რომ წაიკითხოს თუ ოსმალურ ალფავიტს სცნობს მხოლოდ?! ეჰჰეეჰეეეი ფერეიდნელება გაჯობენ, ვენაცვალე მაგათ მე!
12.12. 2016
ქობულეთელი გიაური
ყურანში წერია, მუხამედმა 6 წლის აიშე ნოიყვანა ცოლად, 9 წლის დაქალა. მის მეგობარს ართვა ცოლი, მანამდე იყო მისი შვილობილი....... მაინტერესებს, როგორი ადამიანია მუხამედი????? მეორეთ, ყურანის 114 სურაში წერია: დაჰკარი ხმალი კაფირს (არა თათარს) მხარზე........ ნუ იტყვით რომ მუსლიმანი მშვიდობინინია...........
26.11. 2015
gizos
ტუტუცი კაცი ხარ შენ გიზო!
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat