ერთმორწმუნეობის მითი
ერთმორწმუნეობის მითი
(რეალური ფაქტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან)
გვსურს გესაუბროთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ცნობილი მოვლენების გამო, იმაზე, თუ როგორი ურთიერთკავშირია პოლიტიკასა და რელიგიას შორის , როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საღად მოაზროვნე ქრისტიანს ამ ყოველივეს მიმართ, რამდენად მოქმედებს რელიგიური, ერთმორწმუნეობის ფაქტორი პოლიტიკური ორიენტაციის არჩევის დროს ან რამდენად ქმედითია ის მაშინ, როცა ესა თუ ის პატარა ქვეყანა გაჭირვებაშია.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბოლო 400 წლის მანძილზე საქართველოს, სხვადასხვა ეპოქის ხელისუფლებას ხშირად აბნევდა ის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი მართლმადიდებელია და არასწორი დასკვნების გამოტანისკენ უბიძგებდა. ამ მხრივ, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის მამის ივ. ჯავახიშვილის ნაშრომი "დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში". ვფიქრობთ, ისტორიკოსებმა, პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა დაკვირვებით უნდა წაიკითხონ ეს ნაშრომი.

ივანე ჯავახიშვილი წერს: "მაშინდელი (XVIII საუკუნის) ქართველობა…გულწრფელად დარწმუნებული იყო, რომ რუსთა ხელმწიფეს და მთავრობას საქართველოზე გული მართლაც შესტკიოდა და მისი მწუხარება თავის მწუხარებად მიაჩნდა. რუსებისადმი ამგვარი დაუშრეტელი ნდობა იმაზე იყო დამყარებული, რომ საქართველოს იმდროინდელი მტრები - სპარსეთ-ოსმალები მაჰმადიანები იყვნენ, რუსეთი კი, ვითარცა ქართველთა ერთმორწმუნე სახელმწიფო, თავიანთ ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ. ქართველებს შორითგან გაგონილი ჰქონდათ რუსთა სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ებადებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულისკვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულს ბრძოლაში სპარსეთ-ოსმალეთის წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერსა დახმარებას გაუწევდა. რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალებისა და სპარსელების წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდათ, სწორედ ქართველების ამ სუსტ გრძნობასა და გულუბრყვილობაზე იყო ხოლმე დამყარებული. "ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინება სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმორწმუნეობა რუსი ხალხისადმიო", - ასე ამბობდნენ რუსეთის კარის წარმომადგენლები და ქართველთა ამ მხურვალე გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდევაც ქართველთა იმდენად მოჯადოებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ. როცა რუსეთისთვის საჭირო იყო, მაშინ მას აგონდებოდა, რომ ქართველები მხურვალე ქრისტიანები იყვნენ და მაჰმადიანი ძლიერი სახელმწიფოებისაგან უკიდურესად შევიწროებულნი იყვნენ. ამ დროს ის, ვითომცდა კაცთმოყვარეობის გრძნობით აღსავსე, არწმუნებდა საქართველოს, რომ მუდამ მის დახმარებაზე ოცნებობდა, მისთვის ზრუნავდა. ასე იყო ხოლმე, სანამ საქართველოს არ შეაცდენდა და თავის სამხედრო გეგმის მიხედვით ოსმალეთთან ან სპარსეთთან ომში, რომელსაც ის განიზრახავდა, არ ჩარევდა, მაგრამ რა წამს რუსეთს თავის პირადი მიზანი მიღწეული მიაჩნდა ან ომის გაგრძელებას თავისთვის ხელსაყრელად აღარა სთვლიდა, ის საქართველოს უყოყმანოდ მიატოვებდა. მაშინ მას ყველაფერი ავიწყდებოდა, ქართველთა ქრისტიანობაც და გაჭირვებაც, ასეთ შემთხვევაში ის იმაზეც კი აღარა ფიქრობდა, რომ საქართველო სწორედ მისი წყალობითა და მოქმედებით წინანდელზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა ხოლმე".

როგორც ჩანს, ქართველთა გულუბრყვილობა, დაუფიქრებლობა, იდეალიზმი, მეოცნებეობა მარტო რუსებს არ შეუმჩნევიათ - ფაშისტური გერმანიის საიდუმლო მასალებში ქართველები ამგვარად იყვნენ დახასიათებულები: "მათი პოლიტიკური გულუბრყვილობა იდიოტიზმამდე მიდის". ამას, რასაკვირველია, გათვალისწინება სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ივ. ჯავახიშვილის ამ წიგნის გამოცემის შემდეგაც ქართველები არათუ არ დაფიქრდნენ ამაზე, კიდევ უფრო შორს წავიდნენ მიამიტობაში და გაჩნდა მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველოსა და რუსეთს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. რაღა თქმა უნდა, მოქმედებდა საბჭოთა ცენზურაც; მიჩქმალული იყო ქართულ-რუსული ურთიერთობების ნამდვილი ისტორია. საბჭოთა იდეოლოგია ცდილობდა, რუსეთი საქართველოს მშველელად წარმოედგინა, რუსი მოღვაწეები კი საქართველოზე უზომოდ შეყვარებულად და თავგადადებულად.

ხანგრძლივმა მონობამ საქართველოში დაამკვიდრა სერვილიზმი, რომელიც ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს და მომსახურებას, მსახურებას ნიშნავს. ამ ტერმინით გამოხატავენ ადამიანის ან მთელი ერის ქმედებას, რომელიც მოკლებულია ეროვნული, პიროვნული ღირსების გრძნობას, რომელსაც პიროვნული და ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი და გარესამყაროს, სხვა ადამიანების, სხვა ერების მიმართ ლაქიური დამოკიდებულება აქვს, თავს მუდამ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იყენებს, სულ თვალებში შეჰყურეს უცხოს, ყველაფერი უცხო ესათუთება. ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რაღა თქმა უნდა, თავისას კარგსაც ვერ დაინახავს, სხვისი კი ცუდიც კარგად მოეჩვენება. სამწუხაროდ, სერვილიზმი ძალუმად იყო ჩანერგილი ქართულ საზოგადოებაში. და ფესვები ამ მონური ფსიქოლოგიისა, ჩვენი დაკვირვებით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ აღმოფხვრილა საქართველოში, მეტიც - ეს კარგად გააზრებულიც კი არ გვაქვს. ამისათვის კი საჭიროა ერთობლივი შრომა მწერლებისა, ისტრიკოსებისა, პოლიტიკოსებისა, ასევე ჩვენი ეკლესიისა, რადგან ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას სიმართლე რუსული პოლიტიკისა, რომელსაც ის საუკუნეებია მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ.

გვსურს, კვლავ დავუბრუნდეთ ივ. ჯავახიშვილის ხსენებულ თხზულებას. ისტორიკოსი წერს: "რუსეთის მთავრობისთვის, საზოგადოდ, საქართველოს გაძლიერება სრულებითაც საჭირო არ იყო, საქართველო ისეთ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთის დაუხმარებლივ მას თავის დაცვა არ შეძლებოდა და მუდამ მხოლოდ რუსეთის შემავედრებელი და ხელის შემყურე უნდა ყოფილიყო". ალბათ, გენიშნათ ეს სიტყვები, რადგან ბოლო ათწლეულების საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მწარე გამოცდილება სწორედ ამის დამადასტურებელია. მაგრამ მოდით, გავაგრძელოთ ციტირება: "მაშასადამე, ყოველთვის ისე იყო ხოლმე, რუსეთის "დახმარებას" დასაწყისში გარეგნულად დიდი სახელი და რიხი ჰქონდა, შედეგად კი მუდამ საშინელი და დამღუპველი იყო ჩვენი პატარა მტრებით შემორტყმული ქვეყნისა და ერისათვის".

ეს ციტატა განსაკუთრებით ყურადსაღებია მათთვის, ვინც დღენიადაგ გაიძახის, რუსეთთან სხვაგვარი პოლიტიკის წარმოება იყო საჭირო, რუსეთს უნდა მოვფერებოდით და დროებით არ დავკარგავდით აფხაზეთს, შიდა ქართლს, არც 1992-93 წლებისა თუ ბოლოდროინდელი მოვლენები მოხდებოდაო. არადა, ეს ასე არ არის, მთელი ისტორია მოწმობს, რომ რუსეთს თავისი მიზანი აქვს და რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს მის მიმართ, ის განუხრელად, მთელი სისასტიკით, მთელი ცინიზმით ცდილობს, განახორციელოს იგი (ნიშანდობლივია 1990-იანი წლების მაღალი თანამდებობის პირის რევაზ ადამიას მოგონება ამის თაობაზე: როდესაც კულუარული მოლაპარაკებების დროს რუსებს ვეკითხებოდით, რის ფასად შეცვლიდა რუსეთი პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ, გვპასუხობდნენ: ჩვენ არ გევაჭრებით, ის უნდა გააკეთოთ, რასაც ჩვენ გეტყვითო).

"რუსეთის უპირობობას და საქართველოს უმწეოდ მიტოვებას მტერთან ბრძოლის დროს საქართველოს მარტო საერთაშორისო დამოკიდებულებას კი არ უფუჭებდა, მარტო მის გარეშე მტრებს კი არ ათამამებდა, არამედ შინაურ ცხოვრებაშიც არევ-დარევას და სხვადასხვა პოლიტიკურ დასთა შორის ბრძოლას ამწვავებდა, მეფისა და მთავრობის პატივისცემასა და უფლების გაქარწყლებას ხელს უწყობდა. ბევრნი ხედავდნენ, რომ მთავრობის პოლიტიკა საქართველოს უბედურების მეტს არას უმზადებდა და ამის გამო სპარსეთთან და ოსმალეთთან შეთანხმების მომხრენი დაუნდობლად ებრძოდნენ იმ წრეებს, რომლებიც რუსეთის მფარველობისა და მოკავშირეობის მომხრენი და მოთავენი იყვნენ. ეს შინაური ქიშპობა ძირს უთხრიდა ისედაც დაუსრულებელი ომებისა და მტრების შემოსევისაგან დასუსტებულ სახელმწიფოს", - წერს ივ. ჯავახიშვილი. ამგვარად, რუსეთის ასეთი პოლიტიკა შიდა არეულობას უწყობდა ხელს - ერთმანეთს უპირისპირებდა რუსეთთან კავშირის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს. მკითხველს ალბათ ენიშნა ბევრი რამ.

KARIBCHE


ბევრი თქვენგანი გაიხსენებს ნაცნობ-მეგობართაგან გაგონილ ფრაზებს, თუკი რუსეთის გავლენის ქვეშ დავბრუნდებით, ის უპირობოდ დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და შიდა ქართლსო. ასე ამბობდა ზოგიერთი ქართველი, როცა სოხუმი დაეცა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ დსთ-ს სივრცეში დაბრუნება გადაწყვიტა. ამბობდნენ, ამით აფხაზეთსა და შიდა ქართლს დავიბრუნებთო. რაც დავიბრუნეთ, ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ...

ახლა მივუბრუნდეთ გეორგიევსკის ტრაქტატს, რადგან მისი კარგად გააზრებაც აუცილებელია. გვინდა მოვიტანოთ ნაწყვეტი დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას გამოსვლიდან მოსკოვში, ერთ-ერთ კონფერენციაზე (მამა მაქსიმე მოსკოვში წმინდა გიორგის ქართული ტაძრის მღვდელმსახური გახლავთ): "ვთვლით, რომ ჩვენს (იგულისხმება რუსეთ-საქართველოს) ურთიერთობებში საკვანძო მომენტია გეორგიევსკის ტრაქტატი, ამ ტრაქტატისა და მისი შედეგების გააზრებას მივყავართ თანამედროვე, უახლოესი წარსულისა და ბოლო საუკუნეების პრობლემების გააზრებამდე. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატი აღიქმება ქართველი ერის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად, ამის პასუხი კი დევს გეორგიევსკის ტრაქტატის ანალიზში, რომელიც ცხადყოფს, რომ აღნიშნული შეთანხმება არ არის კაბალური და მიუთითებს იმას, რომ ქართველი ხალხი არაა თანახმა თავისი ფიზიკური გადარჩენის სანაცვლოდ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს გაუქმებისა. ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, აგიხსნათ და გასწავლოთ, რა მნიშვნელობა აქვს ერისთვის, განსაკუთრებით - მართლმადიდებელი ერისთვის, მეფესა და პატრიარქს. ფაქტს იმის თაობაზე, რომ საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა სრულებით არ იყო უიმედო, ადასტურებს ტრაქტატის შემდგომი - 1783-1800 წლები, რომლებიც აღბეჭდილი იყო ქართველი ხალხის დამოუკიდებელი, გმირული ბრძოლით ირანელი დამპრყობლებისა და მრავალრიცხოვანი ჩრდილოკავკასიელი ტომების წინააღმდეგ. ამჟამად მრავალი არასპეციალისტი, რომელიც არ იცნობს ტექსტს და არ ანიჭებს მნიშვნელობას ქართულ სახელმწიფოებრიობას და საპატრიარქოს, გეორგიევსკის ტრაქტატს მიიჩნევს კეთილი ნების ჟესტად, ქართველი ხალხისადმი დიდ დახმარებად და საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ხელშეკრულებად, ხოლო ის ადეკვატური რეაქცია, ყოველივე ამას რომ მოჰყვა ქართველი სამეფო ოჯახის, დიდგვაროვნების, სასულიერო პირების მხრიდან - ბრძოლა ავტოკეფალიისთვის, ამგვარად მოაზროვნეთათვის გაუგებარია. მათი თქმით, ეს იყო უმადურობა, სეპარატისტული გამოხდომები და მცდელობა ქართველებისა, წარეტაცათ საქართველო რუსეთისთვის.

ქართული მხარე თავისი გულუბრყვილობის გამო არ ეჭვობდა და წინასწარ ვერ ჭვრეტდა იმას, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი დაირღვეოდა. ამას ამტკიცებს 1790 წელს მიღებული ქართველი მეფეებისა და თავადიშვილების ტრაქტატი ("ივერიელთა ერთობის ტრაქტატი"). ამ შეთანხმების ერთი აბზაცი მოიცავს გაგებას და გააზრებას იმისა, თუ რა არის საქართველო, ვინ არის ქართველი ერი. იგი ამბობს: ჩვენ, ქართველები, ვართ ერთი სარწმუნოების ხალხი, სულიერნი შვილნი ერთი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიისა, ერთი ენისა, ერთი ისტორიისა და შედუღაბებული ვართ სავალდებულო კავშირებით ურთიერთსავალდებულო სიყვარულისა.

ჩვენ არ ვთვლით, რომ ტრაქტატის დარღვევის მსხვერპლი მხოლოდ ქართული მხარეა, თუმცა, გარეგნული დაკვირვებით, ფაქტები სწორედ ამაზე მეტყველებს. საქართველომ დაკარგა თავისი სამეფო ოჯახი და საეკლესიო დამოუკიდებლობა. მაგრამ, სულიერი თვალსაზრისით, ტრაქტატის დარღვევამ არცთუ მცირედი ზიანი მიაყენა რუსეთსაც. არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ ყველა მოვლენა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოხდა რუსეთში, შესაძლოა, პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდე სამ პირის გატეხას. ამავე დროს, გადაჭრით უნდა ითქვას, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის ეპოქისა და ყველა შემდგომი მოვლენა, XX საუკუნის ჩათვლით, უეჭველად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ პერიოდის მსხვერპლია საქართველო. ღრმად ვარ დარწმუნებული, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უმძიმესი ტკივილი მიაყენეს ქართველებს, უაღრესად დააზარალეს რუსეთის სახელმწიფოებრიობაც და ეკლესიაც. იქმნება შთაბეჭდილება, - და ძნელია, ამაში გადაარწმუნო ქართველი ისტორიკოსები, - რომ რუსული მხარის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის გაუქმება ფარულად, წინასწარ იყო განზრახული. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ არ ღირდა ამ ხელშეკრულების განმტკიცება ფიცით - ყოვლადძლიერი ღვთისა და წმინდა სახარების წინაშე; არ იყო საჭირო ტრაქტატის დაწყება სიტყვებით: "სახელითა ყოვლადძლიერისა ერთისა უფლისა ყოვლადწმიდა სამებაში განდიდებულისა". მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულება უფლის ცხებულთა მიერ დაიდო და ისინი პირობას თავიანთი ხალხის სახელით დებდნენ. ვფიქრობთ, ამას გარკვეული სულიერი შედეგები მოჰყვა. არავის მოვუწოდებ საყოველთაო სინანულისკენ, როგორც ეს წლების წინ რუსეთში მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით მოხდა, მაგრამ სახელმწიფოსა და მეცნიერების პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აღიარონ წარსული შეცდომები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები".

ამრიგად, ვხედავთ, რომ როცა "დერჟავას" სჭირდება, თვით ღვთის წინაშე დადებულ ფიცსაც არად დაგიდევენ. ეს ყველაფერი უნდა ახსოვდეს იმას, ვინც ხშირად იმეორებს, რუსეთი მაინც სჯობია სხვას, რადგან ერთმორწმუნე მართლმადიდებლები არიანო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარჩიოთ პოლიტიკა რელიგიისგან - ეს აბსოლუტურად განსხვავებული რამაა. თუკი სახელმწიფოს შეუძლია, დაარღვიოს ღვთის წინაშე დადებული ფიცი, როგორღა უერთგულებს ის ერთმორწმუნე საქართველოს? რუსეთის მეფის ტრაგედია, მისი დამხობა და შემდეგ მთელი სამეფო ოჯახის ამოწყვეტა, რა თქმა უნდა, უმძიმესი ტრაგედია იყო (სამეფო ოჯახის წევრები დღეს წმინდანები არიან. შეგვეწიოს მათი მადლი და ძალა). ჩვენი აზრით, ეს ტრაგედია დაკავშირებულია საქართველოში მეფობის გაუქმებასა და სამეფო ოჯახის შევიწროებასთან. რუსებს ძალიან უყვართ საკუთარი მეფის მკვლელობაში არარუსების დადანაშაულება, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ 1801 წელს ქართული სამეფო, ცხებული ოჯახი სწორედ რუსეთმა დაარბია. ბაგრატოვანი სამეფო დინასტიის დევნამ მათ ერთი საუკუნის შემდეგ უწია.

ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ასევე ისეთ თემაზე, როგორიცაა "მესამე რომი". საიდან გაჩნდა ეს ტერმინი? ამის თაობაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის წმინდა მღვდელმოწამე კირიონი (საძაგლიშვილი), რომელიც თავის ძალიან მნიშვნელოვან ნაშრომში "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ცხოვრებაში" წერს:

"რაც შეეხება ცნობილ ფიქციას მოსკოვის, როგორც მესამე რომის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი დიდი ხანია ცნობილია რუსულ ლიტერატურაში და დიდი ხანია მან უკვე მიიღო სრულიად მართებული შეფასება. გიორგი უსპენსკი თავის ოსტატურად დაწერილ სტატიაში იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა და ვითარდებოდა რუსეთში აღმოსავლური საკითხი, წერს: "მოსკოვური თეორია (მესამე რომის შესახებ) მახვილოგნივრულად გამოიყენეს სამეფო ღისრების განდიდებისათვის. გენიალოგიურ წიგნში ჩნდება წარმომავლობის ნუსხა, რომელიც დასაბამს იღებს ავგუსტუსისაგან (კეისრის საიმპერატორო ტიტული), რაც ამტკიცებს რიურიკების სამეფო სახლსა და იულიუსის სამეფო სახლს შორის ნათესაურ კავშირებს. შემდეგ ძებნა დაუწყეს და მონახეს კიდევ სხვა საფუძველი, დაეახლოებინათ რუსული სამეფო ხელისუფლება საიმპერატორო ხელისუფლებასთან". "მოსკოვში ფესვს იდგამდა რაღაც ახალი და გაუგონარი", - ამბობს პროფესორი ჟდანოვი (რუსეთის მეფეების), ივან ვასილევიჩისა და მისი ვაჟის, ვასილის დროებაზე. წიგნიერმა ხალხმა იზრუნა საიმედოდ, რომ ამ ახალსა და გაუგონარს გარკვეული ფორმა მისცემოდა, რომლის სტილი შეესაბამებოდა მათი დროის ისტორიულ თვალსაწიერსა და ლიტერატურულ გემოვნებას... XV საუკუნის მიწურულს უსაქმური ვაიმწერლების მიერ შეითხზა არაკი ნოვგოროდის თეთრი კუნკულის შესახებ, რათა დაემტკიცებინათ, რომ "რომს წაერთვა მადლი, დიდება, ღირსება, ისევე როგორც სამეფო ქალაქს (კონსტანტინოპოლს) წაერთმევა მადლი სულისა წმინდისა აგარიანთა ტყვეობაში და ყოველივე სიწმინდე გადაეცემა ღვთისაგან დიად რუსეთის მიწას. იმ დროში რუსეთის ყველა კუთხე-კუნჭულში აწრიალდნენ ყველა მეტ-ნაკლებად წიგნიერნი, აწრიპინდნენ კალმები. ყველა გავეშებით ეძებდა საფუძველს, რათა გაემართლებინათ ის დიადი როლი, რომელსაც რუსეთს მიაწერდნენ, თვით ბერების ვიწრო სენაკებშიც კი ითხზვებოდა დიადი გეგმები".

დაბოლოს, გვინდა, კიდევ ერთი ციტატა მოვიყვანოთ, რომელიც ეკატერინე II-ს ეკუთვნის. იგი გრაფ პოტიომკინს სწერს:

"ქართული საქმეებისთვის (იგულისხმება საქართველოს დასუსტებისა და მიერთებისკენ გადადგმული ნაბიჯები) ერთხელ კიდევ გმადლობ! შენ ნამდვილი, გულითადი მეგობარი ხარ. აი, ბევრი რამ მცირე დროში. ევროპის შურიანობას მშვიდად შევცქერი; რაც უნდათ, ის ილაყბონ, ჩვენ კი საქმეს ვაკეთებთ". დავიპყრობთ, გავაფართოებთ რუსეთის საზღვრებს და ევროპამ, რაც უნდა, ის თქვასო. ყოველივე ეს ძალიან ჰგავს თანამედროვე სიტუაციას.

მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, ახლა უკვე ნამდვილად სხვა დროა და იმ ურჩხულებრივ პოლიტიკას, რასაც რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში ახორციელებს, ერთხელ და სამუდამოდ დაედება ზღვარი. უახლოეს მომავალში, უფლის წყალობით, საქართველო არა მარტო აღიდგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ გაძლიერდება და თანამედროვე სახელმწიფო გახდება, ამასთანავე, კვლავ დარჩება მართლმადიდებელ ქვეყნად. თავისი ისტორიის მანძილზე მართლმადიდებელ საქართველოს პოლიტიკური ალიანსი ჰქონია განსხვავებული სარწმუნოების ქვეყნებთან. პოლიტიკური კავშირისთვის სრულებითაც არ არის აუცილებელი, ესა თუ ის სახელმწიფო აუცილებლად ერთმორწმუნე იყოს; თუკი ინტერესები საერთოა, გონივრული მიდგომის შემთხვევაში, რწმენა ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს. ამის დასტურია ისტორია. აუცილებელი არ არის, გამუდმებით ერთმორწმუნე მეკავშირე ვეძებოთ; ისეთი პოლიტიკური მეკავშირე უნდა ვეძებოთ, რომელიც სანდო იქნება და მისი ინტერესები ნამდვილად დაემთხვევა ჩვენსას.

ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, ქვეყნის გაერთიანებისა და მშობლიური მიწების დასაბრუნებლად მთავარია, ქართველმა ხალხმა საქართველოსთვის ლოცვა გააძლიეროს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრავალგზის გვაკურთხა, გველოცა სამშობლოსთვის. მან მოგვიწოდა წარმოვთქვათ შემდეგი ლოცვა:

"დიდება შენდა, უფალო, წყალობითა შენითა დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო".

ეს ლოცვა სამჯერ უნდა გავიმეოროთ და დღეში მრავალგზის ვთქვათ. უეჭველად გვწამს, საქართველო გაბრწყინდება და გაძლიერდება, მთავარია, ჩვენ თავად არ შევუშალოთ ხელი ამ ყოველივეს ჩვენი უსჯულოებით, ცოდვებითა და ღალატით.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი,
დიაკვანი ზურაბ ცხოვრებაძე
ბეჭდვაელფოსტა
09.08. 2020
კახა
სტატიას ვეთანხმები და ერთ რამესაც დავამატებდი, მე ვფიქრობ, რუსეთის ხახაში ჩავარდნა (ბოლო წლების, ასევე წინა საუკუნეების მოვლენები მაქვს მხედველობაში) დასავლეთის, ამერიკის დაშვებით ხდებოდა და მოხდა (მათი ინტერესებიდან გამომდინარე)...
10.07. 2017
ნ. მღვდელაძე
ძალიან მართალი და საჭირო სტატიაა. ვფიქრობ, გასაზიარებელია, რათა რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა წაიკითხოს.
16.06. 2015
ა. ქუთათელაძე
მშვენიერი წერილია და უაღრესად აქტუალური. ამავე დროს მსურს გამოვთქვა საკუთარი გულის ნადები და სურვილი რომ ქართველმა ისტორიკოსებმა და ყველამ ვის პასუხისმგებლობაში ეს შედის რაც შეიძლება მალე დაიწყონ საქართველოს უახლესი ისტორიის გაანალიზება და იმ სიყალბეების გამოაშკარავება რომელშიაც ჩვენი ერი დღემდე ცხოვრობს. ვგულისხმობ იმ ფაქტებს რომ ქართველი ხალხის ნებით არჩეული ერთადერთი ეროვნული ხელისუფლების დამხობით და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობით დასრულდა ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი ქვეყნის უკუსვლა, გაუთავებელი ტრაგედიები არ დასრულდება სანამ ჩვენ არ გავაცნობიერებთ როგორც ერი რომ ზუსტად იმპერიული რუსეთის მოგზავნილი და მოსყიდულები იყვნენ ყველა პუტჩისტები, რომ მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძალის მხეცური ჩარევის შედეგად შეჩერებულ იქნენ ეროვნული ხელისუფლების აღმდგენი ძალები, რომ ნიღბიანი არაკაცები ხვრეტდენ ქუჩებში საპროტესტოდ გამოსულ მრავალათასიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომ შეუძლებელია გაიხაროს იმ სახელმწიფომ და მასში მცხოვრებმა ხალხმა რომელიც ამტკიცებს და ავრცელებს ტყუილს რომ საქართველოს ეროვნული გმირები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა არ იყვნენ მოკლულები არამედ ერთმა თავი მოიკლა და მეორე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ტყუილის გავრცელებას კონკრეტული ანტიქართული პოლიტიკური და იდეოლოგიური სარჩული აქვს. ეს ქართული სამეფო ტახტის გაუქმების ტოლფასი ცოდვაა! ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ანუ შიდა ქართლი (და არა სამხრეთი ოსეთი, როგორც საქართველოს შიდა მტრებმა შერაცხეს საქართველოს ეს ძირძველი ტერიტორია) მოღალატურად ჩაბარებულია რუსეთის მიერ დაყენებული მარიანეტული ხელისუფლების მიერ. ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ რომ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა მოხდა მხოლოდ მისი მშვიდად პენსიაზე გაშვების მიზნით, რომ მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მომხდარი პირადული დაპირისპირება გახდა ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების მოსვლის ნამდვილი მიზეზი, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა ქართველი ხალხისთვის და პოლიტიკურ სცენაზე ისევ არიან ისინი ვინც მონაწილეობდა ეროვნული სახელმაწიფოებრიობის დამხობაში, მათ ირგვლივ შემოკრებილი უპრინციპო ადამიანები და შევარდნაძის სულიერი შვილები სახეშეცვლილი მოქალაქეთა კავშირი - ნაციონალები. ამ ტყუილში ცხოვრებამ ჩვენ რა ზარალი მოგვაყენა და როგორ გვანადგურებს ჩვენ ბოლომდე გათვითცნობიერებულიც კი არც გვაქვს. ზემოთქმულზე გაცილებით უფრო ბევრი რამე უნდა ვაღიაროთ და მოვინანიოთ - თორემ არ გვეჩველება არაფერი! ამისთვის ყველაფერს თავისი სახელის დარქმევევით უნდა დავიწყოთ!
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat