საბაწმიდის ლავრა
საბაწმიდის ლავრა
ლავრა უძველესი და უმნიშვნელოვანესი მონასტერია პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15 კმ-ზე. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ ღირსმა საბა განწმედილმა (439-532) V საუკუნის 80-იან წლებში, იქ შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი ბერძნულ,ქართულ, სირიულ, სომხურ, არაბულ ენებზე.
საბაწმიდის ლავრაში ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. VIII-X საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ქართველმა ბერებმა შეიმუშავეს ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმიდური რედაქცია (დაახლოებით IX ს.),განავითარეს ორიგინალური ჰიმნოგრაფია (ბასილი საბაწმიდელი, იოანე-ზოსიმე), თარგმნითი ლიტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ კალიგრაფები (მაკარი ლეთეთელი, გიორგი თბილელი, იოანე-ზოსიმე). იქ დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წლის ე. წ. სინის მრავალთავი - უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერი; ჭილ-ეტრატის იადგარი (IX საუკუნე) და სხვა. საბაწმინდის ლავრას ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. იქ შექმნილი ლიტერატურული პროდუქცია ქართველ მწიგნობართა და პილიგრიმთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესტინაში, ისე საქართველოშიც და საგრძნობი გავლენა მოახდინა ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაზე. საბაწმიდის ლავრიდან სამხრეთ საქართველოში გადმოინერგა ტიპიკონი , რომლის ახალი რედაქცია (XII საუკუნე) მთელ საქართველოში გავრცელდა.
XI საუკუნიდან არაბთა მოძალებისა და სავანის ხშირი დარბევის გამო ქართველმა მოღვაწეებმა სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც ახალ სადგომებში გადაიტანეს. ამიტომაც საბაწმიდის ლავრის ქართულ ხელნაწერთა უმრავლესობა სინის მთაზეა დაცული; ორიოდე მათგანი ინახება თბილისსა და პეტერბურგში. საბაწმინდის მონასტერში ქართული კოლონიზაცია განსაკუთრებით მოძლიერდა VIII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდში ითარგმნა და გადაიწერა უმნიშვნელოვანესი ქართული ხელნაწერი წიგნები, შეიქმნა საღვთო წერილის საბაწმინდური რედაქცია. ტაო-კლარჯეთისა და, ზოგადად, იმ ხანის საქართველოს მონასტრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ საბაწმინდასთან. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ტაოში დაფუძნებულ მამას ხანძთის მონასტრის წესგანგება საბაწმინდური ტიპიკონის საფუძველზე ჩამოუყალიბებია. მართალია, მუსლიმ არაბთა და შემდგომ თურქ-სელჩუკთა მიერ პალესტინის დაპყრობისა და საბაწმიდის მონასტრის შევიწროვების შემდგომ ქართულმა ბერმონაზვნობამ სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაიდო ბინა, მაგრამ ურთიერთობა საბაწმინდასთან და იქ პილიგრიმობა არ შეუწყვეტია.
ქართველ მწიგნობართაგან საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობდნენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფეები - მაკარი ლეთეთელი, არსენი, მარტვირი საბაწმინდელი, სეითი, პიმენ კახი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, ილარიონ ქართველი, იოვანე-ზოსიმე, რომელიც შემდგომ სინის მთაზე მოღვაწეობდა; გარკვეული დროის განმავლობაში აქ დაემკვიდრა ჯვრის მონასტრის დამაარსებელი გიორგი-პროხორე, სვიმეონ მგალობელი, მიქაელ ჩიხუარელი და სხვა არაერთი მწიგნობარი. საბაწმინდაზე გადაწერილი ქართული ხელნაწერი წიგნების, რომელთა უმეტესი ნაწილი შემდგომ სინის მთაზე გადაიტანეს, ლიტერატურული მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ქართული კულტურის ისტორიის ფარგლებს. ამ ხელნაწერებმა შემოინახეს ადრეული ბიზანტიური მწერლობისა და წიგნის ხელოვნების უნიკალური ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი დედნები (ბერძნული, სირიული, არაბული, სომხური) დღეისათვის დაკარგულია. ამიტომაც მათ შესწავლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქრისტიანული აზროვნებისა და ხელოვნების მკვლევრები. ეს წიგნებია სინური მრავალთავი, ჭილ-ეტრატის იადგარი, ასკეტიკურ-ჰიმილეტიკური კრებული "სამოთხე", ეფრემ ასურის თხზულებათა შემცველი კრებული და სხვა.
წყარო:http://ka.georgica.ac.ge/

წმინდა გრიგოლ ხანძთელის მიერ საბაწმიდის წესის ჩამოტანა საქართველოში

"რამეთუ ვიდრე მოსლვადმდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა მჴეცთაგან უხილავთა ლტოლვილნი მცირედნი იგი ცხოვარნი ქრისტჱსნი განბნეულ იყვნეს თითოჲ, ანუ თუ ორ-ორი, სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმჴნდეს და მჴეცნი იგი ეშმაკნი განიოტნეს და ყოველი წესი საღმრთოჲ განემართა.
ხოლო მამაჲ გრიგოლ გულს-ეტყოდა, ვითარმედ: "ვითარცა მონასტრისა ჩემისა მამანი სათნოებითა უზეშთაეს არიან ჟამისა ამის მონაზონთა, ეგრეთცა წეს არს წესი საღმრთოჲ საეკლესიოჲ ეკლესიასა შინა ჩემსა დაწესებად ბრძენთაგან განუკითხველი". ამისთჳს განიზრახა წარსლვაჲ ქრისტჱს საჭურჭლედ, მეორედ იერუსალჱმდ, რომელ არს კოსტანტინეპოლისი, და ყოველთა საჩინოთა საბერძნეთისა წმიდათა ადგილთა მოხილვად და ლოცვად. მას ჟამსა იერუსალჱმს წარმავალი ვინმე პოვა მეგობარი თჳსი და მას დაჰვედრა საბაწმიდისა წესისა დაწერაჲ და წარმოცემაჲ. და ძმათა თჳსთა კაცნი მოღუაწენი უჩინნა და მშჳდობაჲ დაუტევა მათ და აღუთქუა კუალად ადრე მოსლვაჲ.
და თანაწარიყვანა საბა, დედისდისწული თჳსი, და ერთი ვინმე სხუაჲ მოწაფე და წარემართა საბერძნეთად და მოიწია კოსტანტინეპოლის, და თაყუანის-სცა ძელსა ცხორებისასა და წმიდათა ყოველთა ნაწილთა. და სიხარულით მოვლნა ყოველნი წმიდანი ადგილნი სალოცველნი, რამეთუ მრავალთა ენათა წურთილ იყო იგი და მრავალ-მოსწავლე ყოფილ ჴელითა კეთილად მსახურებისაჲთა. და რომელიმე სახილავი მოძღუარ კეთილის ექმნის და რომელიმე - განსაკრძალველ ბოროტისათჳს. და ესრეთ აღმოივსო გული მისი სიმდიდრისაგან დაუბეჭდველისა ახლისა შჯულისა, და სულითა მადლისაჲთა განმხიარულებულნი წარმოემართნეს საყოფელად თჳსა".
ამონარიდი წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat