აირჩიე, ქართველო ერო!
აირჩიე, ქართველო ერო!
ალბათ გახსოვთ იმ ავაზაკის დიდი სინანულის ამბავი, რომელმაც მცირე ხანს ცრემლთა დენით ღვთის სასუფეველი მოიპოვა. ეს სინანული კი მას მოჰგვარა ბიზანტიის მეფის ბარათმა, რომელზეც მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა: "ნუ გეშინია". "ნეტარ ხარ, მეფეო, რადგან შენი მეფობის ჟამს ღმერთმა ასეთი ავაზაკი აცხოვნაო", - უთხრეს მავრიკიოსს ღირსმა მამებმა. სწორედ ასეთ მეფეს აუჯანყდა თავისი სარდალი ფოკა, რომელმაც არა მარტო ჩამოაგდო ტახტიდან მავრიკიოსი, ესეც არ აკმარა, მის ხუთ ვაჟს მამის თვალწინ თავი მოჰკვეთა, ბოლოს მეფეც მოკლა და თავები საჯაროდ გამოფინა. ერთმა ღვთისმოსავმა კაცმა ღმერთს შეჰღაღადა: "უფალო, რით განგარისხეთ, რომ ასეთი ტირანი გამოგვიგზავნე მეფედო?" ამ დროს მას ხმა მოესმა, უფალმა უთხრა: "ბევრი ვეცადე, ძალზე ცუდი მეფე მომეძებნა ჩემი ერისთვის, რათა ის თვითნებობისთვის დამესაჯა, მაგრამ ფოკაზე უარესი ვერა ვნახე. ამის შემდეგ შენც ნუ გამოეძიებ ღვთის განგებულებასო".

ეს საგულისხმო ამბავი თითქოს თვალწინ გვიცოცხლდება, როცა ჩვენი ერის უახლოეს ისტორიას ვიხსენებთ "აირჩიე, ქართველო ერო" - მოგვიწოდებდნენ ოცი წლის წინ, ოთხმოცი წლის წინ და ერმაც, ქრისტესა და წმინდა ილია მართლის გზის ნაცვლად, ბარაბას გზა და სოციალ-დემოკრატების მოძღვრება ირჩია. ამიტომაც დავისაჯეთ! ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი უცხოტომელებს ჩაუვარდა ხელში. დანარჩენი საქართველო კი იმ ადამიანებს ერგო სამართავად, ვისთვისაც სიტყვა "სამშობლო" არაფერს ნიშნავდა.

როცა წმინდა ილია მართალი მოკლეს, უკეთ გამოჩნდა ვინ ვინ იყო. პეტერბურგში ქართველ სტუდენტთა კრებაზე სამძიმრის დეპეშა უნდა გამოეგზავნათ, 45 მომხრის გარდა, მოწინააღმდეგე ამისა 42 სტუდენტი იყო. ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ, "ილია როგორც მემამულე მოსაკლავი იყოო". ეს ახალგაზრდები უმეტესობა სოციალ-დემოკრატები იყვნენ და სიამოვნებით იმეორებდნენ თავიანთი ლიდერის ნოე ჟორდანიას "ფრთოვან" ფრაზას, ნათქვამს ილიას მკვლელობაზე: "ხეს (იმპერიას - კ.კ.) რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა". "ნაფოტი" თურმე ილია მართალი ყოფილა. სადამდე შეიძლება იყოს კაცი გაბოროტებული საკუთარ ერზე, რომ მისი სულიერი მამა, მოკლული, ნაწამებიც კი არ დაინდოს და შეურაცხყოს.

ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსული სოციალ-დემოკრატების ნაწილად თვლიდნენ თავს, ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას 1917 წელსაც ისევე ეწინააღმდეგებოდნენ, როგორც 1905 წლის რევოლუციისას. მათ რუსოფილურ მოღვაწეობას დადებითად აფასებდა კავკასიის მეფისნაცვალი ვორონცოვი თავის 1906 წლის უქვეშევდრომილეს მოხსენებაში წერდა: "ერთ-ერთი დამცველნი რუსეთის ბატონობისა საქართველოში ქართველი სოციალ-დემოკრატები არიან, დანარჩენი საქართველო სეპარატისტული არისო".

ეჭვს გარეშეა, სოციალ-დემოკრატებსაც ჰყავდათ ბევრი ნიჭიერი წევრი, რომლებსაც, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოს, ენატრებოდათ თავისუფალი საქართველო, მაგრამ ამაზე ლაპარაკი იმ დროს სირცხვილიც კი იყო! "რას იზამდნენ", სხვადასხვა გარემოებამ აიძულა ისინი, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. "რას შვრებით, ამხანაგებო, თქვენ ხომ ამით ღუპავთ მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციასო", - უთქვამს ერთ-ერთ ცნობილ ქართველ მენშევიკს იმ დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც კიდევ დიდხანს სასახლეზე ფრიალებდა წითელი დროშა - რევოლუციის სიმბოლო და არა დამოუკიდებლობისა, თავისუფალი ქვეყნისა.

გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხელში ჩაიგდო მთელი სახელმწიფოს მეთაურობა. საქართველოში იმ დროში საკმაოდ იყო ინტელიგენცია, გამოცდილი მოხელეები და სხვანი, მაგრამ მათ არავინ იყენებდა, თუ ისინი სოციალ-დემოკრატთა პარტიის წევრნი არ იყვნენ. ამ მიზეზის გამო ისეთი თანამდებობა, როგორიც იყო სამხედრო მინისტრობა, ეკავა ექიმ-გენეკოლოგს, გენერალ-გუბერნატორად სოფლის აგრონომი იყო, კიდევ სხვა მინისტრად - დურგალი. მენშევიკების ხელისუფლება უფრო განმტკიცდა 1919 წელს, როცა საქართველოში დაფუძნებული კრება აირჩა. ქართულ პარლამენტში უმეტესობად მენშევიკები შევიდნენ, 600000-მა ქართველმა მისცა მათ ხმა. მათ კი არა, როგორც აღნიშნავდნენ თანამედროვენი, ქართველმა ხალხმა ეროვნული ერთიანობის და თავისუფლების იდეას მისცა ხმა. მაგრამ ვაი, რომ მწარედ შეცდნენ! ახალი პარლამენტის შემადგენლობაში ვერ შევიდნენ ეროვნული მიმართულების პარტიები. "ჟორდანიამ ილია ჭავჭავაძე დაამარცხაო", - ამბობდნენ ზოგიერთნი და "მართალნიც" იყვნენ, ერმა მხარი დაუჭირა არა ილიას დიშვილს ეროვნულ-დემოკრატ კოტე აფხაზს და მის მეგობრებს, არამედ მათ, ვინც შინაგანად მტრობდა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ბევრი შეცდომა დაუშვეს მენშევიკებმა, ქართველი ხალხიც მალე მიხვდა თავის შეცდომას, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული "აგრარული რეფორმის" მერე, რომელმაც საერთოდ დასცა სოფლის მეურნეობა ჩვენში. კიდევ ერთი, რაც ასე აწუხებდა ჩვენს ხალხს, ქვეყანაში გამეფებული კრიმინალური ფონი იყო. ქათმებივით ხოცავდნენ ადამიანებს და წესრიგის დაცვისთვის არავინ ზრუნავდა. მთავრობამ თავადაზნაურობას - დიდს თუ მცირეს ყველას მიწები ჩამოართვა, რევოლუციურად განწყობილი ბრბო კი ქართველი თავად-აზნაურების ოჯახებს ეცემოდა თავს, ბევრი მთლად ამოწყვიტეს და მათი დასაფლავების ნებას არ აძლევდნენ. ქურდ-ბაცაცები არავის ინდობდნენ, მეზობელთან გადასვლაც კი საშიში შეიქმნა. სად იყო ამ დრო ეკლესია? - იკითხავს მკითხველი.

გონიერი მთავრობა, მცოდნე თავისი სამშობლოს ისტორიისა, ეკლესიის გავლენით ისარგებლებდა სახელმწიფო ორგანიზმის განსამტკიცებლად, ყოველ ღონეს იხმარდა ეკლესიის გასაძლიერებლად. მით უმეტეს, საუკუნეზე მეტი ხანი საქართველოსავით ეკლესიასაც დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა. ამ დროს კი რას აკეთებს ათეისტური სულის მენშევიკური მთავრობა". დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ წმინდა გიორგის ხატი არ გამოსახეს რესპუბლიკის ემბლემაზე. მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, წმინდა გიორგის გამოსახვა (გნებავთ, თეთრი გიორგისა) კლერიკალიზმია და უკან დაბრუნებაო. ამიტომაც თეთრ გიორგის წმინდა გიორგის ყველა ნიშანი ჩამოაშორეს. სამაგიეროდ გერბზე გაჩნდა შვიდი მნათობი, რომელთაც წარმართი ქართველები ეთაყვანებოდნენ. მენშევიკურმა პარლამენტმა, მთავრობამ უარი უთხრა პატრიარქს დალოცვაზე, არა გვჭირდებაო. ამის შემდეგ უკვე ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრეს ქართველმა "დემოკრატებმა", ახლად ავტოკეფალიააღდგენილი, ჯერაც სუსტი ეკლესიისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. იმ პერიოდში ათონის მთიდან ბერძნებისგან გამოყრილი ატირებული ქართველი ბერები იმედით ბრუნდებოდნენ თავისუფალ სამშობლოში, ეგონათ, "ცრემლს მოჰხოცდა" ჟორდანია. "თურმე ისიც მდევნელია ეკლესიებისა და რას ცრემლებს მოგვხოცდა", - სწერს ავტობიოგრაფიაში წმინდა იოანე მაისურაძე.

1918 წლის 26 ნოემბერს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ტიპისა და საფეხურის, სახაზინო და კერძოუფლებიან სკოლაში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება და საღვთო სჯულის მასწავლებლის თანამდებობა. ხსენებულ სკოლებში დაიხურა კრედიტი, რომელიც გახსნილიყო საღმრთო სჯულის მასწავლებელთა ჯამაგირისთვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახალხო განათლების სამინისტროს გადაეცა ყოფილი სასულიერო სასწავლებლის ქონება-შენობები. როცა ეკლესიის წარმომადგენლები მათ მოაგონებდნენ, რომ ისინიც კანონიერი მეპატრონეები იყვნენ ამ ქონებისა, სასამართლოსკენ მიუთითებდნენ, წადით და იქ დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენიაო. მთავრობამ სპეციალური დეკრეტით ეკლესიებს ჩამოართვა მიწები, ვენახები, სათიბები, ტყეები, წისქვილები, არსებობის სახსარი მოუსპო. მილიციის ძალით ეკლესია-მონასტრების საცავებიდან გამოზიდეს ყველა ნივთი, რომელთაც ჰქონდათ არა მარტო ისტორიული, არამედ სარწმუნოებრივი მნიშვნელობაც.

უწმინდესმა ლეონიდემ წერილით მიმართა ჟორდანიას და ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობაში სამართლიანობის დაცვა მოსთხოვა. ამ წერილმა შედეგი არ გამოიღო. უწმინდესი შეხვდა კიდეც მთავრობის მეთაურს. ჟორდანიამ აღუთქვა, რომ მომავალში მთავრობა მიიღებდა გადაწყვეტილებას მონასტრისთვის კერძო მესაკუთრის ნორმით მიღებული მიწების დატოვების შესახებ (რადგან კანონმდებლობით ეკლესიას უძრავი ქონების ყიდვასა და იჯარით აღებასაც კი უკრძლავდნენ, რათა წართმეულის ნაცვლად არსებობის რაიმე ახალი სახსარი არ გაეჩინათ). მაგრამ საქმე წინ წასვლის ნაცვლად უფრო უკან და უკან მიდიოდა. მთავრობამ რელიგიის შესახებ მიღებული კანონით მართლმადიდებელი ეკლესია გაუთანაბრა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიას. "ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის იზოლაცია სახელმწიფო პოლიტიკისგან. მან კარგად უწყოდა ეკლესიის დიდი ისტორიული ავტორიტეტი ქართველ მოსახლეობაში, რომლის ძირითადი ნაწილი ეკლესიასთან ერთად სახელმწიფოში გატარებული რეფორმების წინააღმდეგი შეიძლება გამოსულიყო" (ჟურნალი "ახალი სიტყვა" 1918წ., #1). 1918 წლის 3 დეკემბერს კი სამოქალაქო მეტრიკაციის კანონის შემოღებით ეკლესიას უფლება წაართვეს "თავის წევრთ შვილი მოუნათლოს, ჯვარი დასწეროს და წესი აუგოს, თუ ამის ნებართვას ისინი არ მიიღებენ რომელიმე მილიციონერის ან კომისრისაგან რაღაც "სარეგისტრაციო მოწმობის" სახით". ძვირფასო მკითხველო, მითხარი ამდენი უზნეობის შემდეგ, ამდენი უღმერთობის შემდეგ მენშევიკები განა რითი განსხვავდებოდნენ მათი განაყარი ძმების ბოლშევიკებისგან? არც არაფრით, რომ დასცლოდათ, ალბათ უღმერთოთა კავშირებს ისინიც შექმნიდნენ და ეკლესიის საბოლოო განადგურებასაც ეცდებოდნენ როგორც ფეოდალიზმის გადმონაშთისა.

ცა იქუფრებოდა საქართველოს თავზე. ბაქოში საქართველოს დასაპყრობად იქმნებოდა მეთერთმეტე არმია. ქვეყანას ფაქტობრივად ჯარი არ ჰყავდა, მტრის ასეთ აგრესიას რომ შეწინააღმდეგებოდა. ხელისუფლების ზრუნვის საგანი მხოლოდ ეროვნული გვარდიის (ქართული ჯარის პარალელური სტრუქტურის) გაძლიერება იყო, რომელიც მხოლოდ მათი დამცველი იყო და არა ქვეყნისა. საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროების წინ იდგა. საჭირო იყო ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა და მასში ეროვნული ძალების მოსვლა. საქართველოში არსებული არასოციალისტური პარტიები გაერთიანდნენ და მოქმედების გეგმაც დასახეს. ეს მომხდარა 1921 წლის 23 იანვარს. არასოციალისტური პარტიების გაერთიანებული კონფერენციისთვის სიტყვით მიუმართავს უწმინდესსა და უნეტარესს პატრიარქ ლეონიდეს. მისი უწმინდესობა წუხდა, რომ ქვეყანას სწორედ ის ჯგუფი დაეპატრონა, "რომელნიც პრინციპულად უარყოფდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, გაიძახოდნენ: "სამშობლო იქ არის, სადაც კუჭს გავიძღებთო".

"ქართველების მხცოვანსა და ჭაღარაშერეულ დედას - საქართველოს ეკლესიას შიშველ-ტიტველს, უპატრონოდ და შეურაცხად აძევებენ ამ დარბაზიდან", ისევე როგორც წარმართულ რომში პირველ ქრისტიანებს ეუბნებოდნენ, "ნება არ გაქვთ არსებობისო"... "ჩვენდა სამწუხაროდ, სამარცხვინოდ და სავალალოდ, - ბრძანებს პატრიარქი, - საქართველოში ვერ მოუძებნიათ ადამიანი, რომელსაც ისეთს იურიდიულ ნორმებზე შეეძლოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელნიც დამყარებული იქნება ქართველთა ეროვნულ ფსიქოლოგიას, ზნე-ჩვეულებას და კულტურულ-ისტორიული წარსულის ცოდნაზე". ხელისუფლება ამ რეფორმას ამართლებდა "სინდისის თავისუფლების" საჭიროებით. რაზეც მისი უწმინდესობა ბრძანებდა: "რომელ სინდისის თავისუფლებაზეა საუბარი იქ, სადაც ეკლესიიდან გამოაქვთ სათაყვანებელი სიწმინდენი, სადაც მორწმუნეს ნებას არ აძლევენ, დღესასწაული გაატაროს თანახმად რჯულის მოთხოვნებისა და ეს რჯული სკოლაში შეასწავლოს, სადაც მას აიძულებენ ჯერ მილიციონერთან მოინათლოს და დაქორწინდეს, მერე კი, თუ ის ნებას მისცემს, ეკლესიაში? საეკლესიო საზოგადოებას უხდება ამა თუ იმ გაბატონებული პარტიის წინაშე ქედი მოიხაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გამოაცხადებენ "სახელმწიფოს მავნედ" და დახურავენ. იქნება ამ პარტიის სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფოს აშენება-გაბედნიერებას უქადდეს? პირიქით, ის დამღუპველია რესპუბლიკისთვის... ეკლესიის დამცირება, სარწმუნოების შებღალვა და ნათესაობითი გრძნობების შესუსტება, რასაც ხელს უწყობს ახალი პროექტი ქორწინებისა, მხოლოდ შეარყევს საზოგადოებრიობის ფუძეს და "სინდისის თავისუფლების" მაგიერ დაამყარებს ჩვენში "სინდისისგან თავისუფლებას"... ასეთ ძალადობას განიცდის, ბატონებო, დღეს ქართველი ერის სარწმუნოებრივი მმართველი პარტიის პოლიტიკით, რომელსაც თავს ახვევენ მას ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის სახით. მე ვგმობ ეკლესიის სახელით ამ პოლიტიკას, ენერგიულ პროტესტს ვაცხადებ აღნიშნული ძალადობის გამო". წერილის დასასრულს მისი უწმინდესობა მოუწოდებდა კონფერენციის მონაწილეებს მხარში დასგომოდნენ ეკლესიას, რათა მისი სახელმწიფოსგან გამოყოფის "ახალი, მიზანშეწონილი და გონიერი პროექტი" შემუშავებულიყო... ბოლო კონფლიქტი მენშევიკურ ხელისუფლებასთან პატრიარქს საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ჰქონდა. საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკლესიის საგანძური დროებით ქუთაისში გადამალეს. მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში წასვლას გადაწყვეტს. ეს ქონებაც ჩამოართვეს ეკლესიას, ვითომდა "განძარცვისგან გადასარჩენად". ლეონიდე პატრიარქმა სასწრაფო აუდიენცია ითხოვა ჟორდანიასთან, შეეკამათა ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო, რაზეც ჟორდანიამ უხეშად მიმართა პატრიარქს: "დატოვე ჩემი კაბინეტიო".

დატოვა კაბინეტი მისმა უწმინდესობამ და მენშევიკური ხელისუფლებაც დატოვა იმ ღვთაებრივმა მადლმა, ჯერ კიდევ რომ იცავდა. სამშობლოდან გადახვეწილებს გულზე ქართული მიწის დაყრა არ ეღირსათ. ქართველ ერს კი ახალი, მენშევიკების განაყარი ძმების, ბოლშევიკების სამოცდაათწლიანი საზვერეების გავლა მოუხდა. ეს ყველაფერი, ჩვენი აზრით, წმინდა ილიას გზის დაწუნებისა და უარყოფის გამო მოხდა.

გადის წლები და მოვლენები თითქოს მეორდება საქართველოში. ჩვენ ბევრჯერ მოგვიწევს ბოროტსა და კეთილს შორის, ქრისტესა და ბარაბას შორის, წმინდა ილია მართლისა და ფსევდოკოსმოპოლიტურ პარტიებს შორის არჩევანის გაკეთება. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია ამ არჩევანზე. პასუხს აგებს თავისი ქვეყნისა და ოჯახის მომავალზე. რა ხეირიც უღმერთო, ეროვნებისა და სამშობლოს უარმყოფელმა იდეოლოგიამ დაგვაყარა, ეს უკვე კარგად ვიწვნიეთ. ჯერი ჩვენზეა. ჩვენი ბრძენი წინაპრები ამბობდნენ: "ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, უგუნური კი საკუთარზეც ვერაო".
ბეჭდვაელფოსტა
13.05. 2022
!
იგივე და უარესიც მოხდა 30 წლის წინ, რის შედეგსაც ახლა ვიმკით და მცირედ, არაარსობრივად, სახეშეცვლი ფორმით ახლაც გრძელდება.
02.04. 2015
ზაზა
ისტორია მეორდება, და ამისათვის საჭიროა ვითარების სწორად გაანალიზება, მეტად დაფიქრება და საზოგადოებრივი აქტივობა, რომ იგივე დილემის წინაშე არ წავრსდგეთ, რაშიც აღმოვჩნდით ზუსტად ერთი საუკუნის წინ!
31.12. 2014
ტარიელი
დარწმუნებული ვარ რომ ჟორდანია ისევე როგორც სხვა ბნვრი „პოლიტიკოსი“არ იყო ეროვნებით ქართველი.როდემდე უნდა დავხუჭოთ თვალები.ცნობილია რომ რუსებმა ქართველთა გასანეიტრალებლად უამრავი სომეხი და სხვა და სხვა სჯულის ხალხი შემოასახლა საქართველოში.შედეგი სახეზეა.
08.12. 2014
maia
...mtris ar mcnobi,moyvris mgmobi,garet mxdali,shin zlieri,arris mcodne,arris mqone,uzrunveli da mshieri,chvenistana bednieri,kidev aris gana eri???? ilia martali
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat